სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის
სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის თავ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა იგეგ­მე­ბა. კავ­ში­რი "სა­ფა­რი" და "წა­მე­ბის მსხვერ­პლთა ფსი­ქო-სო­ცი­ა­ლუ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრი" სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კუ­თარ პრო­ექტს სთა­ვა­ზობს. კავ­შირ "სა­ფა­რის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ბაია პა­ტა­რა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტში ჩნდე­ბა ახა­ლი მუხ­ლე­ბი და დე­ფი­ნი­ცი­ე­ბი. მა­გა­ლი­თად, იც­ვლე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის დე­ფი­ნი­ცია, რაც პა­ტა­რა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, აქამ­დე მო­ცე­მუ­ლი არ იყო. ასე­ვე ქრე­ბა მუხ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ცალ­კე გა­მო­ყოფ­და გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ ქმე­დე­ბებს, მა­მათ­მავ­ლო­ბას. კო­დექსში შე­მო­დის ახა­ლი მუხ­ლი - გა­და­კი­დე­ბა.

"გარ­და ამი­სა, იყო მთე­ლი რიგი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენს სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობ­და და პრო­კუ­რო­რებს უწევ­დათ, მუ­ქა­რა­ში გა­ეყ­ვა­ნათ, ან სხვა და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მი­ე­ცათ კონ­კრე­ტუ­ლი სქე­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის", - გან­მარ­ტა პა­ტა­რა­ი­ამ.

ცალ­კე­ულ ნორ­მებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძეც. მისი თქმით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო დიდი ხა­ნია, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის გა­და­სინ­ჯვა­სა და სის­ხლის სა­მარ­თლის რე­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობს. მი­სი­ვე თქმით, ბევ­რი რამ მოქ­მედ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში გა­და­სინ­ჯვას მო­ი­თხოვს.

"ჩვენ თით­ქმის და­ვამ­თავ­რეთ მუ­შა­ო­ბა ზო­გა­დი ნა­წი­ლის გა­და­სინ­ჯვა­ზე. ახლა ვი­წყებთ მუ­შა­ო­ბას კერ­ძო ნა­წი­ლის გა­და­სინ­ჯვა­ზე, რო­გორც სან­ქცი­ე­ბის კუ­თხით, ასე­ვე ცალ­კე­უ­ლი მუხ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის კუ­თხით. სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­უ­ლებ­ში რომ ბევ­რი რამ საკ­მა­ოდ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია შე­მად­გენ­ლო­ბის კუ­თხით, ეს სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩ­ნდა მომ­ზა­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ფონ­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბა. ჩვენ ნამ­დვი­ლად ვი­მუ­შა­ვებთ ამ ვერ­სი­ა­ზე და ბევრ რა­მეს გა­და­ვი­ღებთ, თუ ყვე­ლა­ფერს არა," - აღ­ნიშ­ნა ბა­რა­მი­ძემ.

რი­თია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რა სი­ახ­ლეს ამა­ტე­ბენ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსს?

საქ­მე­ში უკეთ გარ­კვე­ვის­თვის და­ვუ­კავ­შირ­დით "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნელს ბაია პა­ტა­რა­ი­ას:

- მოკ­ლედ, იც­ვლე­ბა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის დე­ფი­ნი­ცია და ეს არის ისე­თი სა­ხის სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის იძუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ არის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, მაგ­რამ სხვა ქმე­დე­ბას მო­ი­ცავს.

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- მა­გა­ლი­თად, ისე­თი ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის იძუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც არ არის უშუ­ა­ლოდ შეღ­წე­ვა, მაგ­რამ არის ისე­თი შე­ხე­ბის იძუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არ სურს მსხვრეპლს და მას აი­ძუ­ლე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა "გა­და­კი­დე­ბას", ესაა სრუ­ლი­ად ახა­ლი მუხ­ლი, ამას იც­ნობს ევ­რო­პუ­ლი და ამე­რი­კუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა "სტოლ­ქინ­გის" სა­ხე­ლით და ამ სი­ტყვას არც თარ­გმნი­ან, ისეა უკვე მი­ღე­ბულ ფორ­მად, რაც ნიშ­ნავს გან­მე­ო­რე­ბი­თი ხა­სი­ა­თის შე­ვიწ­რო­ე­ბას, დევ­ნას, მუ­ქა­რას, რაც მსხვერ­პლში იწ­ვევს ნერ­ვულ სტრესს, სა­ფუძ­ვლი­ან შიშს და აი­ძუ­ლებს მსხვერ­პლს, ცხოვ­რე­ბის წესი შეც­ვა­ლოს.

- თქვენ ამ­ბობთ, რომ არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რაც ჩვენს სივ­რცე­ში კონ­კრე­ტუ­ლად არ არ­სე­ბობ­დაო?

- იყო ისე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გად­მო­ტა­ნი­ლი იყო საბ­ჭო­თა კო­დექ­სი­დან და სხვა­გან არ­სად რომ არ მო­ი­პო­ვე­ბა, ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ვგუ­ლის­ხმობ და ამ დროს ში­ნა­არ­სით რომ ძა­ლი­ან ჰგავ­და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, იგი­ვე მა­მათ­მავ­ლო­ბა, ლეს­ბო­სე­ლო­ბა და სექ­სუ­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის იძუ­ლე­ბა. აქამ­დე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში მო­ი­აზ­რე­ბო­და მხო­ლოდ ის, როცა მა­მა­კა­ცი ქალს აუ­პა­ტი­უ­რებს, ახლა პირ­და­პირ და­ი­წე­რა, რომ ასეთ ქმე­დე­ბა­ში ანა­ლუ­რი სექ­სიც შე­დის და სხვა ტი­პის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ბიც.

- რამ გა­მო­იწ­ვია დღეს ამ მუხ­ლე­ბის და­მა­ტე­ბა?

- ამ მუხ­ლე­ბის შეც­ვლა ისე­დაც იგეგ­მე­ბო­და, რად­გა­ნაც მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იყო, ამის შეც­ვლის რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვაძ­ლევ­დნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც, რათა სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­სუ­ლი­ყო მუხ­ლე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი მუხ­ლე­ბის და­მა­ტე­ბას, ეს დრომ მო­ი­ტა­ნა, იგი­ვე - გა­და­კი­დე­ბა. ამის ძა­ლი­ან ბევ­რი მსხვერ­პლი არ­სე­ბობს და რად­გა­ნაც კო­დექსში არ არ­სე­ბობ­და ამის შე­სა­ტყვი­სი, აქამ­დე ამ ქმე­დე­ბას ჩვენ­ში მუ­ქა­რის მუხლს უფარ­დებ­დნენ, ან მარ­ტო შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ.

- პა­რა­ლე­ლუ­რად, მკაცრ­დე­ბა სას­ჯე­ლი ამ ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამ სა­ხის და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ისე­დაც გამ­კაცრ­და სას­ჯე­ლი, ამი­ტომ ამა­ზე არ არის სა­უ­ბა­რი, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არც ერთი და­ნა­შა­უ­ლი არ დარ­ჩეს კო­დექ­სის მიღ­მა და მთა­ვა­რია, ჩვენ მო­ვიც­ვათ ყვე­ლა და­ნა­შა­უ­ლი კო­დექ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვენ ყვე­ლა და­ნა­შა­ულს თა­ვის სა­ხელს ვარ­ქმევთ, რაც რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს. ჩვენ დიდი სა­მუ­შაო ჩა­ვა­ტა­რეთ და ახლა უკვე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში შე­იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და მუ­შა­ო­ბა ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, სა­ნამ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა პრა­ლა­მენ­ტში წარ­სად­გე­ნად გამ­ზად­დე­ბა.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის

სექსუალური დანაშაულის კანონში ცვლილებები შედის

სისხლის სამართლის კოდექსის სქესობრივი დანაშაულების თავში ცვლილებების შეტანა იგეგმება. კავშირი "საფარი" და "წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცვლილებების საკუთარ პროექტს სთავაზობს. კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორის ბაია პატარაიას განცხადებით, ცვლილებების პროექტში ჩნდება ახალი მუხლები და დეფინიციები. მაგალითად, იცვლება გაუპატიურების დეფინიცია, რაც პატარაიას ინფორმაციით, აქამდე მოცემული არ იყო. ასევე ქრება მუხლები, რომელიც ცალკე გამოყოფდა გაუკუღმართებულ ქმედებებს, მამათმავლობას. კოდექსში შემოდის ახალი მუხლი - გადაკიდება.

"გარდა ამისა, იყო მთელი რიგი დანაშაულები, რომელიც ჩვენს სივრცეში არ არსებობდა და პროკურორებს უწევდათ, მუქარაში გაეყვანათ, ან სხვა დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცათ კონკრეტული სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისთვის", - განმარტა პატარაიამ.

ცალკეულ ნორმებში ცვლილებების შეტანის საჭიროებაზე საუბრობს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძეც. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო დიდი ხანია, სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვასა და სისხლის სამართლის რეფორმაზე მუშაობს. მისივე თქმით, ბევრი რამ მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში გადასინჯვას მოითხოვს.

"ჩვენ თითქმის დავამთავრეთ მუშაობა ზოგადი ნაწილის გადასინჯვაზე. ახლა ვიწყებთ მუშაობას კერძო ნაწილის გადასინჯვაზე, როგორც სანქციების კუთხით, ასევე ცალკეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობის კუთხით. სექსუალური ხასიათის დანაშაულებში რომ ბევრი რამ საკმაოდ მოძველებულია შემადგენლობის კუთხით, ეს სრულიად აშკარაა. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მომზადებული კანონპროექტის ფონზე, რომელიც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება. ჩვენ ნამდვილად ვიმუშავებთ ამ ვერსიაზე და ბევრ რამეს გადავიღებთ, თუ ყველაფერს არა," - აღნიშნა ბარამიძემ.

რითია მნიშვნელოვანი ახალი ცვლილებები და რა სიახლეს ამატებენ არასამთავრობოები სისხლის სამართლის კოდექსს?

საქმეში უკეთ გარკვევისთვის დავუკავშირდით "საფარის" ხელმძღვანელს ბაია პატარაიას:

- მოკლედ, იცვლება გაუპატიურების დეფინიცია და ეს არის ისეთი სახის სექსუალური კონტაქტის იძულება, რომელიც არ არის გაუპატიურება, მაგრამ სხვა ქმედებას მოიცავს.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, ისეთი ფიზიკური კონტაქტის იძულებას, რომელიც არ არის უშუალოდ შეღწევა, მაგრამ არის ისეთი შეხების იძულება, რომელიც არ სურს მსხვრეპლს და მას აიძულებენ. რაც შეეხება "გადაკიდებას", ესაა სრულიად ახალი მუხლი, ამას იცნობს ევროპული და ამერიკული კანონმდებლობა "სტოლქინგის" სახელით და ამ სიტყვას არც თარგმნიან, ისეა უკვე მიღებულ ფორმად, რაც ნიშნავს განმეორებითი ხასიათის შევიწროებას, დევნას, მუქარას, რაც მსხვერპლში იწვევს ნერვულ სტრესს, საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს, ცხოვრების წესი შეცვალოს.

- თქვენ ამბობთ, რომ არსებობს მთელი რიგი დანაშაულები, რაც ჩვენს სივრცეში კონკრეტულად არ არსებობდაო?

- იყო ისეთი ტიპის დანაშაულები, რომლებიც გადმოტანილი იყო საბჭოთა კოდექსიდან და სხვაგან არსად რომ არ მოიპოვება, ევროპულ სახელმწიფოებს ვგულისხმობ და ამ დროს შინაარსით რომ ძალიან ჰგავდა გაუპატიურებას, იგივე მამათმავლობა, ლესბოსელობა და სექსუალური კონტაქტის იძულება. აქამდე გაუპატიურებაში მოიაზრებოდა მხოლოდ ის, როცა მამაკაცი ქალს აუპატიურებს, ახლა პირდაპირ დაიწერა, რომ ასეთ ქმედებაში ანალური სექსიც შედის და სხვა ტიპის გაუპატიურებებიც.

- რამ გამოიწვია დღეს ამ მუხლების დამატება?

- ამ მუხლების შეცვლა ისედაც იგეგმებოდა, რადგანაც მოძველებული იყო, ამის შეცვლის რეკომენდაციებს გვაძლევდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რათა საერთაშორისო შესაბამისობაში მოსულიყო მუხლები. რაც შეეხება ახალი მუხლების დამატებას, ეს დრომ მოიტანა, იგივე - გადაკიდება. ამის ძალიან ბევრი მსხვერპლი არსებობს და რადგანაც კოდექსში არ არსებობდა ამის შესატყვისი, აქამდე ამ ქმედებას ჩვენში მუქარის მუხლს უფარდებდნენ, ან მარტო შემაკავებელი ორდერით შემოიფარგლებოდნენ.

- პარალელურად, მკაცრდება სასჯელი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით?

- რამდენიმე თვის წინ ამ სახის დანაშაულთან დაკავშირებით ისედაც გამკაცრდა სასჯელი, ამიტომ ამაზე არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ არც ერთი დანაშაული არ დარჩეს კოდექსის მიღმა და მთავარია, ჩვენ მოვიცვათ ყველა დანაშაული კოდექსის საშუალებით. ჩვენ ყველა დანაშაულს თავის სახელს ვარქმევთ, რაც რეალურად არსებობს. ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ და ახლა უკვე იუსტიციის სამინისტროში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მუშაობა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ კანონში ცვლილება პრალამენტში წარსადგენად გამზადდება.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ