პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი ბადურაშვილი: "ა­ხა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?"
ნინი ბადურაშვილი: "ა­ხა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?"

უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნე­ტით მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ვი­დე­ორ­გო­ლიც გავ­რცელ­და. უკ­რა­ი­ნე­ლებს სო­ლი­და­რო­ბას მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლიც უცხა­დებს.

- რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მეც მხარს ვუ­ჭერ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს. სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვი­დო­დი იქ და მათ გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი, თუნ­დაც ამ სი­ცი­ვე­ში. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რო­ბით და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით.

- რო­გორც ჩანს, ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს ადევ­ნებ.

- 24 სა­ა­თი ნამ­დვი­ლად არ მაქვს ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეც­ნო­ბი იქა­ურ ამ­ბებს.

- უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს რომ აპ­რო­ტეს­ტებ, კარ­გი­ა, მაგ­რამ 26 მა­ისს თბი­ლის­ში მომ­ხდარ­ზე რა­ტომ არ გა­გიჩ­ნდა პრო­ტეს­ტი?

- ამა­ზე ახ­ლა ვე­რა, ოდეს­მე კი აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებ...

- გა­მო­დის, რა­ღაც გაქვს სათ­ქმე­ლი...

- 26 მა­ისს მომ­ხდარს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, წინა დღეს ად­რე და­ვი­ძი­ნე და 26 მა­ი­სის დი­ლას ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­აშ­კა­რავ­და, ვწუხ­ვარ... იმ დღეს ჩემს გა­მოს­ვლას და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აგ­რე­სია მოჰ­ყვა, შე­საძ­ლო­ა, რა­ღაც კუ­თხით ეს სწო­რიც არის, მაგ­რამ ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე და მე შე­ვას­რუ­ლებ­დი თუ ორ­კეს­ტრი და­უკ­რავ­და, ჰიმ­ნი ხომ მა­ინც შეს­რულ­დე­ბო­და?! Uუბ­რა­ლოდ, მე ვერ ამი­ტა­ნეს, იმი­ტომ, რომ იმ წამს მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით ვი­დე­ქი. მე ვარ აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს მო­ვა­ლედ ვთვლი­დი, მემ­ღე­რა 26 მა­ისს, თა­ნაც, მე ხომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ვას­რუ­ლე! თუმ­ცა, რომ მცოდ­ნო­და, ღა­მით რაც მოხ­და, შე­საძ­ლოა სხვა­ნა­ი­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი...

- შე­იძ­ლე­ბა არ გემ­ღე­რა?

- რომ გა­მე­გო, 26 მა­ისს ამ­დე­ნი სის­ხლი და­იღ­ვა­რა, შე­საძ­ლოა თა­ვი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა ვფიქ­რობ, იქ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი უნ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე ხომ გარ­თო­ბა­ზე, ბუშ­ტებ­ზე, ახალ წელ­სა და სიყ­ვა­რულ­ზე არ მიმ­ღე­რი­ა?! დი­ლის 7 სა­ათ­ზე ავ­დე­ქი, ჩა­ვიც­ვი და წა­ვე­დი ჰიმ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს კი სა­ში­ნე­ლე­ბა დამ­ხვდა... კი მაგ­რამ, თქვენ ხომ უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ ჩე­მი აზ­რი, 26 მა­ის­ზე რა­ტომ­ღა მე­კითხ­ე­ბით? ახა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?

- უბ­რა­ლოდ, ეს მოვ­ლე­ნე­ბი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, იქაც სის­ხლი და­იღ­ვა­რა და აქაც...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ხვალ რომ გა­მო­ვი­დეს ვინ­მე და იმ­ღე­როს უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი, არ ჩავ­ქო­ლავ, თუმ­ცა გა­მიჩ­ნდე­ბა შე­კითხ­ვა, რა­ტომ შე­ას­რუ­ლა?

- ხომ არ ნა­ნობ, 26 მა­ისს რომ იმ­ღე­რე?

- მსხვერ­პლი­ა­ნი და ცუ­დი ღა­მე იყო. ვნა­ნობ, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ კი­დევ ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა, არა მგო­ნი­ა, და­ნა­შა­უ­ლი იყოს, უბ­რა­ლოდ, ჯო­ხი ჩემ­ზე გა­დატყ­და. 26 მა­ი­სის თე­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და ამა­ზე კონ­კრე­ტული პა­სუ­ხი დღემ­დე არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ არ ვი­ყა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში... მგო­ნი­ა, რომ ახა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ ჩემ­ზე და რა­ტომ, არ ვი­ცი.

- ფიქ­რობ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად გხვე­ვენ სკან­და­ლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად ვი­ფიქ­რო, რო­ცა ამ­დენ სი­სუ­ლე­ლეს ვკითხ­უ­ლობ ჩემ­ზე? ამის ატა­ნა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. თუ კი­დევ სკან­და­ლის აგო­რე­ბას აპი­რებთ, გთხოვთ, თა­ვი შე­ი­კა­ვოთ და არა­ფე­რი და­წე­როთ...

- რო­გორც ვი­ცი, თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში ბავ­შვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, რა­ზე ისა­უბ­რეთ თქვენ და ირაკ­ლიმ?

- აღარ მინ­და ამ თე­მებ­ზე ლა­პა­რა­კი. ჩემს ქმარ­თან რაზე ვი­სა­უბ­რე, რა­ში გა­ინ­ტე­რე­სებთ?

- და­ამ­თავ­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არ ვი­ცი. გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ პა­სუ­ხი?

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ნინი ბადურაშვილი: "ა­ხა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?"

ნინი ბადურაშვილი: "ა­ხა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?"

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით მომიტინგეების მხარდამჭერი ვიდეორგოლიც გავრცელდა. უკრაინელებს სოლიდარობას მომღერალი ნინი ბადურაშვილიც უცხადებს.

- რო­გორც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო, მეც მხარს ვუ­ჭერ უკ­რა­ი­ნელ ხალხს. სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვი­დო­დი იქ და მათ გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი, თუნ­დაც ამ სი­ცი­ვე­ში. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გმი­რო­ბით და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით.

- რო­გორც ჩანს, ჩვენს მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს თვალს ადევ­ნებ.

- 24 სა­ა­თი ნამ­დვი­ლად არ მაქვს ჩარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზო­რი, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვეც­ნო­ბი იქაურ ამბებს.

- უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს რომ აპ­რო­ტეს­ტებ, კარ­გი­ა, მაგ­რამ 26 მა­ისს თბი­ლის­ში მომ­ხდარ­ზე რა­ტომ არ გა­გიჩ­ნდა პრო­ტეს­ტი?

- ამა­ზე ახ­ლა ვე­რა, ოდეს­მე კი აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ლა­პა­რა­კებ...

- გა­მო­დის, რა­ღაც გაქვს სათ­ქმე­ლი...

- 26 მა­ისს მომ­ხდარს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი. ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, წინა დღეს ად­რე დავიძინე და 26 მა­ი­სის დი­ლას ბევ­რი რამ არ ვი­ცო­დი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­აშ­კა­რავ­და, ვწუხ­ვარ... იმ დღეს ჩემს გა­მოს­ვლას და სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან აგ­რე­სია მოჰ­ყვა, შე­საძ­ლო­ა, რა­ღაც კუთხით ეს სწო­რიც არის, მაგ­რამ ეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე და მე შე­ვას­რუ­ლებ­დი თუ ორ­კეს­ტრი და­უკ­რავ­და, ჰიმ­ნი ხომ მა­ინც შეს­რულ­დე­ბო­და?! Uუბ­რა­ლოდ, მე ვერ ამი­ტა­ნეს, იმი­ტომ, რომ იმ წამს მი­შა სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით ვი­დე­ქი. მე ვარ აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს მო­ვა­ლედ ვთვლი­დი, მემ­ღე­რა 26 მა­ისს, თა­ნაც, მე ხომ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი შე­ვას­რუ­ლე! თუმ­ცა, რომ მცოდ­ნო­და, ღა­მით რაც მოხ­და, შე­საძ­ლოა სხვა­ნა­ი­რად მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი...

- შე­იძ­ლე­ბა არ გემ­ღე­რა?

- რომ გა­მე­გო, 26 მა­ისს ამ­დე­ნი სის­ხლი და­იღ­ვა­რა, შე­საძ­ლოა თა­ვი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა. თუმ­ცა ვფიქ­რობ, იქ სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნი უნ­და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მე ხომ გარ­თო­ბა­ზე, ბუშ­ტებ­ზე, ახალ წელ­სა და სიყ­ვა­რულ­ზე არ მიმ­ღე­რი­ა?! დი­ლის 7 სა­ათ­ზე ავ­დე­ქი, ჩა­ვიც­ვი და წა­ვე­დი ჰიმ­ნის შე­სას­რუ­ლებ­ლად, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს კი სა­ში­ნე­ლე­ბა დამ­ხვდა... კი მაგ­რამ, თქვენ ხომ უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ ჩე­მი აზ­რი, 26 მა­ის­ზე რა­ტომ­ღა მე­კითხ­ე­ბით? ახა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ?

- უბ­რა­ლოდ, ეს მოვ­ლე­ნე­ბი ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს, იქაც სის­ხლი და­იღ­ვა­რა და აქაც...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ხვალ რომ გა­მო­ვი­დეს ვინ­მე და იმ­ღე­როს უკ­რა­ი­ნის ჰიმ­ნი, არ ჩავ­ქო­ლავ, თუმ­ცა გა­მიჩ­ნდე­ბა შე­კითხ­ვა, რა­ტომ შე­ას­რუ­ლა?

- ხომ არ ნა­ნობ, 26 მა­ისს რომ იმ­ღე­რე?

- მსხვერ­პლი­ა­ნი და ცუ­დი ღა­მე იყო. ვნა­ნობ, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ კი­დევ ვი­მე­ო­რებ, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბა, არა მგო­ნი­ა, და­ნა­შა­უ­ლი იყოს, უბ­რა­ლოდ, ჯო­ხი ჩემ­ზე გა­დატყ­და. 26 მა­ი­სის თე­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია და ამა­ზე კონ­კრე­ტული პა­სუ­ხი დღემ­დე არ მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ არ ვი­ყა­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში... მგო­ნი­ა, რომ ახა­ლი სკან­და­ლის აგო­რე­ბა გინ­დათ ჩემ­ზე და რა­ტომ, არ ვი­ცი.

- ფიქ­რობ, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რად გხვე­ვენ სკან­და­ლებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი?

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად ვი­ფიქ­რო, რო­ცა ამ­დენ სი­სუ­ლე­ლეს ვკითხ­უ­ლობ ჩემ­ზე? ამის ატა­ნა უკ­ვე შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. თუ კი­დევ სკან­და­ლის აგო­რე­ბას აპი­რებთ, გთხოვთ, თა­ვი შე­ი­კა­ვოთ და არა­ფე­რი და­წე­როთ...

- რო­გორც ვი­ცი, თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში ბავ­შვის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად, რა­ზე ისა­უბ­რეთ თქვენ და ირაკ­ლიმ?

- აღარ მინ­და ამ თე­მებ­ზე ლა­პა­რა­კი. ჩემს ქმარ­თან რაზე ვი­სა­უბ­რე, რა­ში გა­ინ­ტე­რე­სებთ?

- და­ამ­თავ­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არ ვი­ცი. გაკ­მა­ყო­ფი­ლებთ პა­სუ­ხი?

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება