მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს
სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

2014 წლის 27 იან­ვარს მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე, დე­და­თა და ბავ­შვთა სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ ცენ­ტრთან მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას ცენ­ტრის ექიმ-დერ­მა­ტო­ლო­გის ზუ­რაბ ბენ­დე­ლი­ა­ნის და მისი პა­ცი­ენ­ტის, ან­ზორ ბე­კუ­რაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ ის, რომ ცენ­ტრის ექიმ­მა ზუ­რაბ ბენ­დე­ლი­ან­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­სი­ვე პა­ცი­ენ­ტი მოკ­ლა. მა­ნამ­დე კი პა­ცი­ენ­ტმა ცენ­ტრის შე­ნო­ბა­ში, იმ ოთახ­ში, სა­დაც ექი­მი ბენ­დე­ლი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა შე­აგ­დო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექიმ­მა პა­ცი­ენტს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეს­რო­ლა, თუმ­ცა ოთახ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს თავი ვერ და­აღ­წია და და­იწ­ვა. ამ დრომ­დე უც­ნო­ბი იყო მო­ტი­ვი, რის გა­მოც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და.

Ambebi.ge-სთვის "მიც­კე­ვი­ჩის" ტრა­გე­დი­ის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 30 წლის პა­ცი­ენ­ტი ან­ზორ ბე­კუ­რაშ­ვი­ლი ექიმ-დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლოგ ზუ­რაბ ბენ­დე­ლი­ან­თან 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. ერ­თწ­ლი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. პა­ცი­ენ­ტის აზ­რით, არას­წორ­მა მკურ­ნა­ლო­ბამ და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია; სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამის გამო, იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა პა­ცი­ენ­ტმა გა­და­წყვი­ტა, ექიმ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი ხერ­ხის­თვის მი­ე­მარ­თა. ამ ვერ­სი­ას ადას­ტუ­რებს მან­ქა­ნა­ში ნა­პოვ­ნი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ან­ზორ ბე­კუ­რაშ­ვი­ლი დე­დას მი­მარ­თავ­და: "დედა, მა­პა­ტიე. ტკი­ვილს ვე­ღარ ვუძ­ლებ და სა­ნამ მე მოვ­კვდე­ბი, მოვ­კლავ იმას, ვინც ამ დღე­ში ჩა­მაგ­დო".

სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ ექი­მის­თვის ცნო­ბი­ლი იყო პა­ცი­ენ­ტის ზრახ­ვე­ბი და ის თავ­დაც­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ამ ვერ­სი­ას ამ­ყა­რებს ის ფაქ­ტი, რომ იმ მო­მენ­ტში, რო­დე­საც მას­თან შუ­რის­ძი­ე­ბის­თვის მი­სუ­ლი ან­ზორ ბე­კუ­რაშ­ვი­ლი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბით შე­იჭ­რა, ექიმს სამ­სა­ხურ­ში თან ჰქონ­და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გვა­მე­ბი ოჯა­ხებ­ში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს. მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვა­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 109-ე მუხ­ლით აღიძ­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვს. სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით აღიძ­რა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ:

აფეთ­ქე­ბა, მკვლე­ლო­ბა და მოკ­ლუ­ლის უკა­ნას­კნე­ლი წე­რი­ლი - "მიც­კე­ვი­ჩის" ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლე­ბი და 10 ფოტო შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

სავარაუდო მოტივი, რის გამოც "მიცკევიჩზე" ექიმმა და პაციენტმა ერთმანეთი დახოცეს

2014 წლის 27 იანვარს მიცკევიჩის ქუჩაზე, დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრთან მომხდარ ტრაგედიას ცენტრის ექიმ-დერმატოლოგის ზურაბ ბენდელიანის და მისი პაციენტის, ანზორ ბეკურაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცენტრის ექიმმა ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი მოკლა. მანამდე კი პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო. არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა. ამ დრომდე უცნობი იყო  მოტივი, რის გამოც ტრაგედია დატრიალდა.

Ambebi.ge-სთვის "მიცკევიჩის" ტრაგედიის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, 30 წლის პაციენტი ანზორ ბეკურაშვილი ექიმ-დერმატოვენეროლოგ ზურაბ ბენდელიანთან 1 წლის განმავლობაში მკურნალობდა. ერთწლიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის აზრით, არასწორმა მკურნალობამ დაავადების გართულება გამოიწვია; სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო, იმედგაცრუებულმა პაციენტმა გადაწყვიტა, ექიმზე შურისძიების რადიკალური ხერხისთვის მიემართა. ამ ვერსიას ადასტურებს მანქანაში ნაპოვნი წერილი, რომელშიც ანზორ ბეკურაშვილი დედას მიმართავდა: "დედა, მაპატიე. ტკივილს ვეღარ ვუძლებ და სანამ მე მოვკვდები, მოვკლავ იმას, ვინც ამ დღეში ჩამაგდო".

საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ექიმისთვის ცნობილი იყო პაციენტის ზრახვები და ის თავდაცვისთვის ემზადებოდა. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ იმ მომენტში, როდესაც მასთან შურისძიებისთვის მისული ანზორ ბეკურაშვილი ასაფეთქებელი მოწყობილობით შეიჭრა, ექიმს სამსახურში თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი.

გარდაცვლილების გვამები ოჯახებში უკვე გადაასვენეს. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებული აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

ასევე დაგაინტერესებთ:

აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია