პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი
რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი

ხუთი წლი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა უნ­დო­და, ბევ­რჯერ მო­უხ­და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლა, მათ შო­რის ერთხელ - იძუ­ლე­ბით, სო­ხუმს ვგუ­ლის­ხმობთ... დღეს ფიქ­რობს, რომ უფრო მეტი დრო უნდა და­ეთ­მო იმ გმი­რე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც გა­ნა­სა­ხი­ე­რა. იყო პე­რი­ო­დი, როცა რე­ჟი­სო­რებ­საც ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. მაგ­რამ დღეს სა­კუ­თარ თავ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა პრობ­ლე­მა. ახლა მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა საყ­ვა­რელ საქ­მეს. მსა­ხი­ობ კახა კინ­წუ­რაშ­ვილს მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში შევ­ხვდით, სა­უ­ბა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თა და სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვი­წყეთ. იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ, რომ კახა მცი­რე ხნის წინ იუ­რისტ მზი­კა ყან­ჩელ­ზე და­ქორ­წინ­და.

- ჯერ­ჯე­რო­ბით ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა, იყო სა­შო­ბაო სპექ­ტაკ­ლე­ბი, რო­მელ­შიც მე არ გახ­ლა­ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი და ამ თვალ­საზ­რი­სით დას­ვე­ნე­ბა გა­მო­მი­ვი­და. ცოტა ხან­ში ყვე­ლა ის სპექ­ტაკ­ლი ჩა­ეშ­ვე­ბა, რაც კი რე­პერ­ტუ­არ­შია და და­ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ სპექ­ტაკ­ლებს, რე­ჟი­სო­რი დათო დო­ი­აშ­ვი­ლი აპი­რებს "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლის" დად­გმას, თუმ­ცა არც იქ ვარ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ რე­პე­ტი­ცი­ე­ბიც არ მაქვს. რო­გორც ვი­ცით, თე­ბერ­ვლი­დან უნდა და­ი­წყოს ახალ სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა და ამას ვე­ლო­დე­ბით. ბოლო პე­რი­ოდ­ში მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სორ­მა მიშა ჩარ­კვი­ან­მა დად­გა "მოჩ­ვე­ნე­ბა­ნი", მუ­შა­ო­ბის სამ­თვი­ან­მა პე­რი­ოდ­მა მარ­თლაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მომ­ცა და მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მას იმის­თვის, რომ ასე­თი კარ­გი გმი­რი მან­დო. ამ სპექ­ტაკ­ლით ჩემ­თვის კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კარი გა­იხ­სნა ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და დრა­მა­ტურ­გი­ა­ში.

- რას გვე­ტყვი უშუ­ა­ლოდ გმირ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ზე?

- რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ხერ­ხი არ მაქვს, ახალ გმირ­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბი­სას ვი­ღებ ახალ რვე­ულს ან ბლოკ­ნოტს და იქ ვწერ პი­ე­სას, ამო­ცა­ნებს, ჩემს ემო­ცი­ებს გმი­რის შე­სა­ხებ.

- ამ ბლოკ­ნო­ტებს ინა­ხავ?

- კი, ოღონდ არა იმი­ტომ, რომ შემ­დეგ ვი­ღა­ცამ იპო­ვოს და წა­ი­კი­თხოს, ვაგ­რო­ვებ თუნ­დაც იმ მიზ­ნით, რომ ხან­და­ხან თვა­ლი გა­და­ვავ­ლო. თუკი, მა­გა­ლი­თად, პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ერთი წლის თავ­ზე ითა­მა­შებ იმა­ვე პი­ე­სას, ეს დე­ტა­ლე­ბის გახ­სე­ნე­ბის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

- ამ ბლოკ­ნოტ­ში ვინ­მეს თუ ახე­დებ?

- არას­დროს მომ­ხდა­რა, რომ ვი­ღა­ცას შემ­თხვე­ვით წა­ე­კი­თხა, თუმ­ცა ერთხელ საგ­რი­მი­ო­რო­ში გა­დაშ­ლი­ლი მქონ­და, რე­ჟი­სორ­მა შემ­თხვე­ვით გა­და­ხე­და და სიყ­ვა­რუ­ლით თქვა, ნახე, რო­გორ წერ­სო. მო­ე­წო­ნა ეს ფაქ­ტი. ზო­გა­დად, როცა ამა თუ იმ გმირ­ზე ვმუ­შა­ობ, აუ­ცი­ლებ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბი ჩემს მე­უღ­ლეს, მისი აზრი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა, მან ისე­თი კუ­თხით და­ი­ნა­ხოს ის გმი­რი, რომ ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხმო აღ­მოჩ­ნდეს.

- მე­უღ­ლე რამ­დე­ნად კრი­ტი­კუ­ლია?

- კრი­ტი­კუ­ლია, რად­გან ჩვენ თა­ვი­დან­ვე, ჯერ კი­დევ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ ერ­თმა­ნეთს ჯან­სა­ღად შე­ვა­ფა­სებ­დით და ეს არ იქ­ნე­ბო­და უბ­რა­ლო "გუ­ლის გა­კე­თე­ბა". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის იუ­რის­ტია, კარ­გი მა­ყუ­რე­ბე­ლია, ამი­ტომ მას­თან დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლავ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის, თუ კონ­კრე­ტუ­ლი გმი­რის ნი­უ­ან­სებს. ჩემს და­დე­ბით მხა­რედ იმას აღ­ვიქ­ვამ, რომ მაქვს უნა­რი, სწო­რად მი­ვი­ღო კრი­ტი­კა. რაც უფრო მე­ტად სა­წყე­ნი იქ­ნე­ბა შე­ნიშ­ვნა, მისი გა­მოს­წო­რე­ბის მით უფრო დიდი სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, ეს კი სტი­მულს მაძ­ლევს, გავ­ხდე უკე­თე­სი მსა­ხი­ო­ბი და პი­როვ­ნე­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი

რაზე შეუთანხმდა მეუღლეს კახა კინწურაშვილი

ხუთი წლიდან მსახიობობა უნდოდა, ბევრჯერ მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მათ შორის ერთხელ - იძულებით, სოხუმს ვგულისხმობთ... დღეს ფიქრობს, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაეთმო იმ გმირებისთვის, რომლებიც განასახიერა. იყო პერიოდი, როცა რეჟისორებსაც ადანაშაულებდა. მაგრამ დღეს საკუთარ თავში აღმოაჩინა პრობლემა. ახლა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება საყვარელ საქმეს. მსახიობ კახა კინწურაშვილს მუსიკისა და დრამის თეატრში შევხვდით, საუბარი შემოქმედებითა და სიახლეებით დავიწყეთ. იმასაც შეგახსენებთ, რომ კახა მცირე ხნის წინ იურისტ მზიკა ყანჩელზე დაქორწინდა.

- ჯერჯერობით ახალი და საინტერესო არაფერი ხდება, იყო საშობაო სპექტაკლები, რომელშიც მე არ გახლავართ დაკავებული და ამ თვალსაზრისით დასვენება გამომივიდა. ცოტა ხანში ყველა ის სპექტაკლი ჩაეშვება, რაც კი რეპერტუარშია და დავიწყებ მუშაობას. რაც შეეხება ახალ სპექტაკლებს, რეჟისორი დათო დოიაშვილი აპირებს ''ლურჯი ფრინველის'' დადგმას, თუმცა არც იქ ვარ განაწილებული, ამიტომ რეპეტიციებიც არ მაქვს. როგორც ვიცით, თებერვლიდან უნდა დაიწყოს ახალ სპექტაკლზე მუშაობა და ამას ველოდებით. ბოლო პერიოდში მუსიკისა და დრამის თეატრში ახალგაზრდა რეჟისორმა მიშა ჩარკვიანმა დადგა ''მოჩვენებანი'', მუშაობის სამთვიანმა პერიოდმა მართლაც დიდი გამოცდილება მომცა და მადლობა მინდა ვუთხრა მას იმისთვის, რომ ასეთი კარგი გმირი მანდო. ამ სპექტაკლით ჩემთვის კიდევ ბევრი საინტერესო კარი გაიხსნა ლიტერატურასა და დრამატურგიაში.

- რას გვეტყვი უშუალოდ გმირზე მუშაობის პროცესზე?

- რაიმე კონკრეტული ხერხი არ მაქვს, ახალ გმირზე მუშაობის დაწყებისას ვიღებ ახალ რვეულს ან ბლოკნოტს და იქ ვწერ პიესას, ამოცანებს, ჩემს ემოციებს გმირის შესახებ.

- ამ ბლოკნოტებს ინახავ?

- კი, ოღონდ არა იმიტომ, რომ შემდეგ ვიღაცამ იპოვოს და წაიკითხოს, ვაგროვებ თუნდაც იმ მიზნით, რომ ხანდახან თვალი გადავავლო. თუკი, მაგალითად, პრემიერის შემდეგ ერთი წლის თავზე ითამაშებ იმავე პიესას, ეს დეტალების გახსენების კარგი საშუალებაა.

- ამ ბლოკნოტში ვინმეს თუ ახედებ?

- არასდროს მომხდარა, რომ ვიღაცას შემთხვევით წაეკითხა, თუმცა ერთხელ საგრიმიოროში გადაშლილი მქონდა, რეჟისორმა შემთხვევით გადახედა და სიყვარულით თქვა, ნახე, როგორ წერსო. მოეწონა ეს ფაქტი. ზოგადად, როცა ამა თუ იმ გმირზე ვმუშაობ, აუცილებლად ვესაუბრები ჩემს მეუღლეს, მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, მან ისეთი კუთხით დაინახოს ის გმირი, რომ ჩემთვის ძალიან საგულისხმო აღმოჩნდეს.

- მეუღლე რამდენად კრიტიკულია?

- კრიტიკულია, რადგან ჩვენ თავიდანვე, ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში, შევთანხმდით იმაზე, რომ ერთმანეთს ჯანსაღად შევაფასებდით და ეს არ იქნებოდა უბრალო ''გულის გაკეთება''. მიუხედავად იმისა, რომ ის იურისტია, კარგი მაყურებელია, ამიტომ მასთან დეტალურად განვიხილავ ჩემი შემოქმედების, თუ კონკრეტული გმირის ნიუანსებს. ჩემს დადებით მხარედ იმას აღვიქვამ, რომ მაქვს უნარი, სწორად მივიღო კრიტიკა. რაც უფრო მეტად საწყენი იქნება შენიშვნა, მისი გამოსწორების მით უფრო დიდი სურვილი მიჩნდება, ეს კი სტიმულს მაძლევს, გავხდე უკეთესი მსახიობი და პიროვნება.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება