სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე უკეთ იკვებებიან
ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე უკეთ იკვებებიან

ორ­გა­ნი­ზა­ცია Oxfam-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი, რო­მე­ლიც ასა­ხავს, თუ რო­გორ იკ­ვე­ბე­ბა მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გად ამ მხრივ, თავს ნი­დერ­ლან­დე­ბის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი გრძნო­ბენ, ყვე­ლა­ზე ცუ­დად კი ჩა­დის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ექ­სპერ­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს, ხელ­მი­საწ­ვდო­მია თუ არა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის საკ­ვე­ბი, რო­გო­რია პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი და რამ­დე­ნად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ნი­დერ­ლან­დებ­ში პრო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბი და­ბა­ლია, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ცი­ო­ნი საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ხოლო დი­ა­ბე­ტის გავ­რცე­ლე­ბის დონე - და­ბა­ლი. მაგ­რამ, აქ საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია სიმ­სუქ­ნის დონე - თით­ქმის ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე მკვიდ­რის სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 30-ს (ნორ­მა 18-25-ია) აღე­მა­ტე­ბა. ნი­დერ­ლან­დებს საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია, და­ნია, შვე­დე­თი, ავ­სტრია, ბელ­გია, ირ­ლან­დია, იტა­ლია და პორ­ტუ­გა­ლია მოს­დევს.

ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის ქვე­ყა­ნა ჩად­ში კი არა­ჯან­საღ საკ­ვებს იღე­ბენ და ის მა­ღა­ლი ფა­სით გა­მო­ირ­ჩე­ვა. პრო­დუქ­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი. ჩად­ში ყო­ველ მე­სა­მე ბავ­შვს არა­საკ­მა­რი­სი წონა აქვს. ამ ქვე­ყა­ნას ეთი­ო­პია და ან­გო­ლა მოს­დევს. რე­ი­ტინ­გის ბო­ლოს ასე­ვე აღ­მოჩ­ნდნენ სხვა აფ­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი და იე­მე­ნი.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ საკ­ვე­ბი ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი აშშ-შია. ყვე­ლა­ზე ხელ­მი­უწ­ვდო­მი კი - ან­გო­ლა­ში. სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის საკ­ვე­ბი - ის­ლან­დი­ა­შია, ხოლო ყვე­ლა­ზე უვარ­გი­სი - მა­და­გას­კარ­ზე. დი­ა­ბე­ტის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი დონე სა­უ­დის არა­ბეთ­შია (18%-ს დი­ა­ბე­ტი აქვს ხოლო მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მედს ზედ­მე­ტი წონა), ზედ­მე­ტი წონა ყვე­ლა­ზე მე­ტად კუ­ვე­ი­ტში აწუ­ხებთ (42%). აშშ-სა და ეგ­ვიპ­ტე­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია.

სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლი­ან ქვეყ­ნებ­ში ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის სა­კი­თხი ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი ფი­ჯი­ზე, მექ­სი­კა­ში და ვე­ნე­სუ­ე­ლა­შია. თით­ქმის არ აწუ­ხებთ ზედ­მე­ტი წონა ბან­გლა­დეშ­ში, ნე­პალ­სა და ეთი­ო­პი­ა­ში. კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი არ იყო კუნ­ძუ­ლი ნა­უ­რუ, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის 71% ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია.

საკ­ვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ნიც­დის ბუ­რუნ­დი (მო­სახ­ლე­ო­ბის 67% ცუ­დად იკ­ვე­ბე­ბა, ხოლო ბავ­შვე­ბის 35%-ს არა­საკ­მა­რი­სი წონა აქვს). მას მოს­დევს იე­მე­ნი, ინ­დო­ე­თი, მა­და­გას­კა­რი. ინ­დო­ეთ­ში ბავ­შვე­ბის 44%-ს წო­ნის უკ­მა­რი­სო­ბა აქვს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Meddaily.ru-ს მი­ხედ­ვით.

თამაზი
0

საქართველო არ იყო მაგ რეიტინგში? დაგეწერათ ორიოდ სიტყვით.

ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე უკეთ იკვებებიან

ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე უკეთ იკვებებიან

ორგანიზაცია Oxfam-მა გამოაქვეყნა ქვეყნების რეიტინგი, რომელიც ასახავს, თუ როგორ იკვებება მსოფლიოს მოსახლეობა. ყველაზე კარგად ამ მხრივ, თავს ნიდერლანდების მაცხოვრებლები გრძნობენ, ყველაზე ცუდად კი ჩადის მოქალაქეები.

ექსპერტებმა შეაფასეს, ხელმისაწვდომია თუ არა ადამიანებისთვის საჭირო რაოდენობის საკვები, როგორია პროდუქტების ხარისხი და რამდენად გავრცელებულია საკვების მიღებასთან დაკავშირებული დაავადებები.

აღმოჩნდა, რომ ნიდერლანდებში პროდუქტებზე ფასები დაბალია, ქვეყნის მოსახლეობის რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია, ხოლო დიაბეტის გავრცელების დონე - დაბალი. მაგრამ, აქ საკმაოდ მაღალია სიმსუქნის დონე - თითქმის ყოველი მეხუთე მკვიდრის სხეულის მასის ინდექსი 30-ს (ნორმა 18-25-ია) აღემატება. ნიდერლანდებს საფრანგეთი, შვეიცარია, დანია, შვედეთი, ავსტრია, ბელგია, ირლანდია, იტალია და პორტუგალია მოსდევს.

ცენტრალური აფრიკის ქვეყანა ჩადში კი არაჯანსაღ საკვებს იღებენ და ის მაღალი ფასით გამოირჩევა. პროდუქტების მომზადებისას არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. ჩადში ყოველ მესამე ბავშვს არასაკმარისი წონა აქვს. ამ ქვეყანას ეთიოპია და ანგოლა მოსდევს. რეიტინგის ბოლოს ასევე აღმოჩნდნენ სხვა აფრიკული ქვეყნები და იემენი.

კვლევამ აჩვენა, რომ საკვები ყველაზე ხელმისაწვდომი აშშ-შია. ყველაზე ხელმიუწვდომი კი - ანგოლაში. საუკეთესო ხარისხის საკვები - ისლანდიაშია, ხოლო ყველაზე უვარგისი - მადაგასკარზე. დიაბეტის ყველაზე მაღალი დონე საუდის არაბეთშია (18%-ს დიაბეტი აქვს ხოლო მოსახლეობის მესამედს ზედმეტი წონა), ზედმეტი წონა ყველაზე მეტად კუვეიტში აწუხებთ (42%). აშშ-სა და ეგვიპტეში მოსახლეობის მესამედი ჭარბწონიანია.

საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ჭარბწონიანობის საკითხი ასევე აქტუალურია. ყველაზე შემაშფოთებელი მაჩვენებლები ფიჯიზე, მექსიკაში და ვენესუელაშია. თითქმის არ აწუხებთ ზედმეტი წონა ბანგლადეშში, ნეპალსა და ეთიოპიაში. კვლევაში ჩართული არ იყო კუნძული ნაურუ, სადაც მოსახლეობის 71% ჭარბწონიანია.

საკვების უკმარისობას განსაკუთრებით განიცდის ბურუნდი (მოსახლეობის 67% ცუდად იკვებება, ხოლო ბავშვების 35%-ს არასაკმარისი წონა აქვს). მას მოსდევს იემენი, ინდოეთი, მადაგასკარი. ინდოეთში ბავშვების 44%-ს წონის უკმარისობა აქვს.

მომზადებულია Meddaily.ru-ს მიხედვით.