სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს
 ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს

უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცი­ი­სა და პარ­ტია "უდა­რის" ლი­დე­რი ვი­ტა­ლი კლი­ჩკო სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს, თუ მოვ­ლე­ნე­ბი კვლავ და­პი­რის­პი­რე­ბის სცე­ნა­რით წა­რი­მარ­თა. ამის შე­სა­ხებ კლი­ჩკომ უკ­რა­ი­ნულ Hromadske Tv-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"არ გა­მოვ­რი­ცხავ სა­მო­ქა­ლა­ქო ომის და­წყე­ბას. მაგ­რამ ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვი­ღო­ნებთ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ სის­ხლისღვრა", - გა­ნა­ცხა­და ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ.

ამას­თან, პარ­ტია "უდა­რის" ლი­დე­რის თქმით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­ე­დან­ზე მომ­ხდა­რი ყვე­ლა მოვ­ლე­ნის საქ­მის კურ­სშია.

"ია­ნუ­კო­ვიჩს ვუ­თხა­რი, რომ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­თვის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა - ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­მარ­თვაა. თუმ­ცა, ის სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რია ამ წი­ნა­და­დე­ბას. გარ­კვე­ვით გან­ვუ­მარ­ტე, რომ მო­თხოვ­ნა მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გა­და­გო­მაა. ია­ნუ­კო­ვიჩ­მა კი ისე­თი სახე მიღო, თით­ქოს არა­ფე­რი გა­უ­გია", - გა­ნა­ცხა­და პარ­ტია "უდა­რის" ლი­დერ­მა უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­თან შეხ­ვედ­რი­სას.

ამას­თან, ვი­ტა­ლი კლი­ჩკოს თქმით, დღეს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ მთავ­რო­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ მო­თხოვ­ნა და 16 იან­ვარს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა იქ­ნე­ბა.

კი­ევ­ში, დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის წუ­ხან­დე­ლი შე­ტა­კე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას თა­ვად ვი­ტა­ლი კლი­ჩკოც და­შავ­და. მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რი­სას, ია­ნუ­კო­ვი­ჩი მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და.

კი­ევ­ში, დე­მონ­სტრან­ტებ­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის წუ­ხან­დე­ლი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად სა­ერ­თო ჯამ­ში ასზე მეტი ადა­მი­ა­ნია და­შა­ვე­ბუ­ლი. სი­ტუ­ა­ცია კი­ევ­ში მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც უმაღ­ლეს­მა რა­დამ 16 იან­ვარს მი­ი­ღო კა­ნო­ნე­ბი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვას წე­სებს ამ­კაც­რებს და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბის შე­ზღუდ­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Hromadske Tv-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს

 ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს

უკრაინის ოპოზიციისა და პარტია "უდარის" ლიდერი ვიტალი კლიჩკო სამოქალაქო ომის დაწყებას არ გამორიცხავს, თუ მოვლენები კვლავ დაპირისპირების სცენარით წარიმართა. ამის შესახებ კლიჩკომ უკრაინულ Hromadske Tv-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"არ გამოვრიცხავ სამოქალაქო ომის დაწყებას. მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლისღვრა", - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, პარტია "უდარის" ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დამოუკიდებლობის მოედანზე მომხდარი ყველა მოვლენის საქმის კურსშია.

"იანუკოვიჩს ვუთხარი, რომ პრობლემის გადაჭრისთვის ერთ-ერთი მოთხოვნა - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვაა. თუმცა, ის სიხარულით არ შეხვედრია ამ წინადადებას. გარკვევით განვუმარტე, რომ მოთხოვნა მთავრობისა და პრეზიდენტის გადაგომაა. იანუკოვიჩმა კი ისეთი სახე მიღო, თითქოს არაფერი გაუგია", - განაცხადა პარტია "უდარის" ლიდერმა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან შეხვედრისას.

ამასთან, ვიტალი კლიჩკოს თქმით, დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა სწორედ მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის შესახებ მოთხოვნა და 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება იქნება.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებებში მონაწილეობისას თავად ვიტალი კლიჩკოც დაშავდა. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრისას, იანუკოვიჩი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობითაც დაინტერესდა.

კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.

მომზადებულია Hromadske Tv-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა