სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ
5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ

დღეს, აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი მი­შელ ობა­მა 50 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს. 5 მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამე­რი­კე­ლე­ბი თა­ვი­ანთ პირ­ველ ლე­დის აფა­სე­ბენ.

მი­ზე­ზი № 1 - მოდა

მსოფ­ლიო ტაბ­ლო­ი­დე­ბი ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან პირ­ვე­ლი ლე­დის ჩაც­მუ­ლო­ბას. მო­დის ჟურ­ნა­ლე­ბი მი­შელ ობა­მას სტილს მა­ღალ შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ. მი­შე­ლი ამე­რი­კელ დი­ზა­ი­ნე­რებს უჭერს მხარს - წარ­მო­ა­ჩენს ახალ სა­ხე­ლებს, უბ­რა­ლო ტა­ნი­სა­მო­სი­სა და ბრენ­დე­ბის შერ­წყმას ახერ­ხებს და არ ერი­დე­ბა ერთი და იგი­ვე ტან­საც­მლის ორ­ჯერ ჩაც­მა. მისი წყა­ლო­ბით მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა დი­ზა­ი­ნერ­მა ჯე­ი­სონ ვუმ.

მი­ზე­ზი № 2 - ბა­რაკ ობა­მას მხარ­და­ჭე­რა

2012 წელს ბა­რაკ ობა­მამ გა­და­წყვი­ტა მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დით კენ­ჭი ეყა­რა და მი­შელ ობა­მა კვლავ აქ­ტი­უ­რად ედგა მე­უღ­ლეს გვერ­დით. მან პო­პუ­ლა­რო­ბით თა­ვის მე­უღ­ლე­საც კი აჯო­ბა. 2010 წელს მი­შელ ობა­მამ "ფორბსის" ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის რე­ი­ტინ­გში პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, და­სავ­ლუ­რი პრე­სა წყვილს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ზე წერს და აცხა­დებს, რომ მი­შე­ლი შე­საძ­ლოა, ბა­რაკ ობა­მას და­შორ­დეს.

მი­ზე­ზი № 3 - სპორ­ტი

აშშ-ის პირ­ვე­ლი ლედი აქ­ტი­უ­რა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სით და ამე­რი­კელ ბავ­შვებს მა­გა­ლითს აძ­ლევს. 2010 წელს მან წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია სა­ხელ­წო­დე­ბით - "მო­დით ვი­მოძ­რა­ოთ", რომ­ლის მი­ზა­ნია მო­ზარ­დებ­ში ჭარ­ბი წო­ნის პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა. გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში კი მი­შელ ობა­მამ ამე­რი­კე­ლებს მო­უ­წო­და, მეტი წყა­ლი და­ლი­ონ და წა­მო­ი­წყო კამ­პა­ნია - "Drink Up".

მი­ზე­ზი № 4 - მე­ურ­ნე­ო­ბა

თეთ­რი სახ­ლის ეზო­ში ბა­ღის გა­კე­თე­ბა, რათა ოჯა­ხი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა პრო­დუქ­ტით გა­მოკ­ვე­ბო, წიგ­ნის გა­მოშ­ვე­ბა მე­ბა­ღე­ო­ბის შე­სა­ხებ, ქმრის იძუ­ლე­ბა, და­ა­ნე­ბოს სი­გა­რეტს თავი - ყვე­ლა პირ­ველ ლე­დის როდი შე­უძ­ლია.

მი­ზე­ზი № 5 - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა

მი­შელ ობა­მა აქ­ტი­უ­რა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით, ჩარ­თუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სა­კი­თხებ­ში და ის კი­დევ ერთხელ ამარ­თლებს ან­და­ზას: "ყვე­ლა დი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის უკან, დი­დე­ბუ­ლი ქალი დგას".

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია buro247.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ

5 მიზეზი, რის გამოც მიშელ ობამას პატივს სცემენ

დღეს, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. 5 მიზეზი, რის გამოც ამერიკელები თავიანთ პირველ ლედის აფასებენ.

მიზეზი № 1 - მოდა

მსოფლიო ტაბლოიდები ყოველთვის ყურადღებით აკვირდებიან პირველი ლედის ჩაცმულობას. მოდის ჟურნალები მიშელ ობამას სტილს მაღალ შეფასებას აძლევენ. მიშელი ამერიკელ დიზაინერებს  უჭერს მხარს - წარმოაჩენს ახალ სახელებს, უბრალო ტანისამოსისა და ბრენდების შერწყმას ახერხებს და არ ერიდება ერთი და იგივე ტანსაცმლის ორჯერ ჩაცმა. მისი წყალობით მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა დიზაინერმა ჯეისონ ვუმ.

მიზეზი № 2 - ბარაკ ობამას მხარდაჭერა

2012 წელს ბარაკ ობამამ გადაწყვიტა მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭი ეყარა და მიშელ ობამა კვლავ აქტიურად ედგა მეუღლეს გვერდით. მან პოპულარობით თავის მეუღლესაც კი აჯობა. 2010 წელს მიშელ ობამამ ”ფორბსის” ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, დასავლური პრესა წყვილს შორის განხეთქილებაზე წერს და აცხადებს, რომ მიშელი შესაძლოა, ბარაკ ობამას დაშორდეს.

მიზეზი № 3 - სპორტი

აშშ-ის პირველი ლედი აქტიურადაა დაკავებული ცხოვრების ჯანსაღი წესით და ამერიკელ ბავშვებს მაგალითს აძლევს. 2010 წელს მან წამოიწყო კამპანია სახელწოდებით - ”მოდით ვიმოძრაოთ”, რომლის მიზანია მოზარდებში ჭარბი წონის პრობლემის დაძლევა. გასული წლის სექტემბერში კი  მიშელ ობამამ ამერიკელებს მოუწოდა, მეტი წყალი დალიონ და წამოიწყო კამპანია - ”Drink Up".

მიზეზი № 4 -  მეურნეობა

თეთრი სახლის ეზოში ბაღის გაკეთება, რათა ოჯახი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გამოკვებო, წიგნის გამოშვება მებაღეობის შესახებ, ქმრის იძულება, დაანებოს სიგარეტს თავი - ყველა პირველ ლედის როდი შეუძლია.

მიზეზი № 5 - საზოგადოებრივი საქმიანობა

მიშელ ობამა აქტიურადაა დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით, ჩართულია სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებში და ის კიდევ ერთხელ ამართლებს ანდაზას: ”ყველა დიდებული მამაკაცის უკან, დიდებული ქალი დგას”.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია buro247.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა