სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა
საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლე ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დიდი დო­ზით მი­ღე­ბის გამო გა­და­იყ­ვა­ნეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "პუ­ენს" ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რის ნა­თე­სა­ვებ­მა შე­ა­ტყო­ბი­ნეს.

ამას­თან, მათ თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ვერ­სია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყვეს. "ვა­ლე­რიმ უბ­რა­ლოდ რამ­დე­ნი­მე ზედ­მე­ტი აბი მი­ი­ღო",- ამ­ბობს მისი ახლო ნა­თე­სა­ვი.

ტრი­ერ­ვე­ი­ლერ­მა წა­მა­ლი 10 იან­ვარს, ფრან­სუა ოლანდთან სა­უბ­რის შემ­დეგ და­ლია. ლა­პა­რა­კის თემა ჟურ­ნალ Closer-ის პუბ­ლი­კა­ცია იყო, რო­მელ­შიც ეწე­რა, რომ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ობ ჟული გა­ი­ეს­თან რო­მა­ნი ჰქონ­და.

"პუ­ე­ნის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, წამ­ლე­ბის მი­ღე­ბი­დან მე­ო­რე დღეს ტრი­ერ­ვე­ი­ლერს ღე­ბი­ნე­ბა და­ე­წყო და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­სას წნე­ვა ჰქონ­და და­ბა­ლი, დაღ­ლი­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი იყო. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში, სა­თა­უ­რით "ვა­ლე­რი ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი: იდუ­მა­ლი ქა­ლის ტრა­გე­დია", ჟურ­ნალს თა­ვად ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რის სი­ტყვე­ბი მოჰ­ყავს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხდა: "ყვე­ლა­ფე­რი დამ­ნა­შა­ვეს მხდის, ჩემი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­აც კი".

ტე­ლე­არხ BFM-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 იან­ვარს ექი­მებ­მა საფ­რან­გე­თის ლი­დე­რის მე­უღ­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გაგ­რძე­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

"პუ­ე­ნი­სა" და გა­ზეთ Le Parisien-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფრან­სუა ოლან­დის ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ის პუბ­ლი­კა­ცი­ამ ტრი­ერ­ვე­ი­ლე­რი შეძ­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Le Parisien-ის მი­ხედ­ვით.

საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა

საფრანგეთის პირველი ლედი თავის მოკვლას ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლე ვალერი ტრიერვეილერი საავადმყოფოში მედიკამენტების დიდი დოზით მიღების გამო გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალ "პუენს" ტრიერვეილერის ნათესავებმა შეატყობინეს.

ამასთან, მათ თვითმკვლელობის მცდელობის ვერსია კატეგორიულად უარყვეს. "ვალერიმ უბრალოდ რამდენიმე ზედმეტი აბი მიიღო",- ამბობს მისი ახლო ნათესავი.

ტრიერვეილერმა წამალი 10 იანვარს, ფრანსუა ოლანდთან საუბრის შემდეგ დალია. ლაპარაკის თემა ჟურნალ Closer-ის პუბლიკაცია იყო, რომელშიც ეწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს რამდენიმე თვის განმავლობაში მსახიობ ჟული გაიესთან რომანი ჰქონდა.

"პუენის" ინფორმაციით, წამლების მიღებიდან მეორე დღეს ტრიერვეილერს ღებინება დაეწყო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიის ინფორმაციით, ქალს საავადმყოფოში მიყვანისას წნევა ჰქონდა დაბალი, დაღლილი და შეწუხებული იყო. პუბლიკაციაში, სათაურით "ვალერი ტრიერვეილერი: იდუმალი ქალის ტრაგედია", ჟურნალს თავად ტრიერვეილერის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც განაცხდა: "ყველაფერი დამნაშავეს მხდის, ჩემი ჰოსპიტალიზაციაც კი".

ტელეარხ BFM-ის ინფორმაციით, 14 იანვარს ექიმებმა საფრანგეთის ლიდერის მეუღლეს საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გაგრძელება შესთავაზეს.

"პუენისა" და გაზეთ Le Parisien-ის ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდის ახალი სასიყვარულო ისტორიის პუბლიკაციამ ტრიერვეილერი შეძრა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა