სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრის­ტეს­თ­ვის სუ­ლე­ლები - ვინ არიან ქართველი სალოსები
ქრის­ტეს­თ­ვის სუ­ლე­ლები - ვინ არიან ქართველი სალოსები

სა­ლო­სი, ანუ ქრის­ტეს­თ­ვის სუ­ლე­ლი - არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უფ­ლის სა­დი­დებ­ლად და სა­კუ­თა­რი ვნე­ბე­ბის და­საძ­ლე­ვად იქ­ცე­ვა ისე, რო­გორც სუ­ლე­ლი. წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, სა­ლო­სი ში­ნა­გა­ნად წმინ­დად და ღვთივ­სათ­ნოდ ცხოვ­რობს, გა­რეგ­ნუ­ლად კი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქცე­ვი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბის ყვე­ლა ნორ­მას უარ­ყოფს. სწო­რედ ამი­ტომ, ისი­ნი ხალ­ხი­სა­გან ვე­რა­ნა­ირ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და და­ფა­სე­ბას ვერ იღე­ბენ, პი­რი­ქით, უკი­დუ­რეს ცოდ­ვი­ლე­ბა­დაც კი მი­იჩ­ნე­ვი­ან. ეს იმის გა­მო ხდე­ბა, რომ მა­თი ღვაწ­ლი, წმინ­და და სათ­ნო ცხოვ­რე­ბა სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ფა­რუ­ლია გარ­შე­მომ­ყოფ­თათ­ვის. ვინ არი­ან და რა თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სა­ლო­სე­ბი - ამის თა­ო­ბა­ზე მღვდე­ლი მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვი­ლი მოგ­ვითხ­რობს:

- სა­ლო­სო­ბა უმ­ძი­მე­სია ქრის­ტი­ა­ნულ ღვაწ­ლ­თა შო­რის. ეს არის უმაღ­ლე­სი მსა­ხუ­რე­ბა, უმაღ­ლე­სი ტვირ­თი. სა­ლო­სი უარს ამ­ბობს ყო­ველ­გ­ვარ მი­წი­ერ ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე, და­დის მში­ერ-მწყურ­ვა­ლი, ფეხ­შიშ­ვე­ლი, ღა­მეს ღია ცის ქვეშ ათე­ნებს... სა­ლო­სე­ბი ამ­ხელ­დ­ნენ ცოდ­ვი­ლებს და ამ მიზ­ნით, ხში­რად გი­ჟი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ქცე­ვას იყე­ნებ­დ­ნენ, შე­იძ­ლე­ბა უწ­მა­წუ­რი სიტყ­ვე­ბი­თაც მი­ე­მარ­თათ ვინ­მე­სათ­ვის, მაგ­რამ მათ სიტყ­ვებ­სა და ქმე­დე­ბებს ღრმად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და. სა­ლო­სის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია ამ­ხი­ლოს ხალ­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა - იმ მორ­წ­მუ­ნე­ე­ბის, იმ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი­სა, რო­მელ­თა ქმე­დე­ბაც უკ­ვე აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა უფ­ლის მცნე­ბებს.

- მა­მა მი­ქა­ელ, ცნო­ბი­ლია, რომ მსგავ­სი საქ­ცი­ე­ლით სა­ლო­სე­ბი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­საც თრგუ­ნა­ვენ.

- დი­ახ, ისი­ნი ამით უმ­ძი­მეს ცოდ­ვას - ამ­პარ­ტავ­ნე­ბას ებ­რ­ძ­ვი­ან და სა­კუ­თარ სათ­ნო­ე­ბებს ფა­რა­ვენ. სუ­ლე­ლი და არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნიღ­ბით მათ ცოდ­ვე­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბე­ბის მხი­ლე­ბის ისე­თი სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ, რაც სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ექ­ნე­ბო­დათ. ასე­თი და­ფა­რუ­ლი ღვაწ­ლი­სა და უან­გა­რო­ბი­სათ­ვის უფა­ლი სა­ლო­სებს სუ­ლიწ­მინ­დის სხვა­დას­ხ­ვა ნიჭს უბო­ძებს ხოლ­მე. ისი­ნი ხში­რად წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლე­ბენ, კურ­ნა­ვენ. მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლია ით­ქ­ვას, რომ სა­ლო­სო­ბას ფრთხი­ლად უნ­და მო­ვე­კი­დოთ, რად­გან ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ღვთი­სა­გან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კურ­თხე­ვის გა­რე­შე შე­უდ­გე­ბა ამ უმ­ძი­მეს ღვაწლს, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, და­ი­ღუ­პოს. დღე­საც არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ლო­სო­ბას ცდი­ლო­ბენ. ასეთ პი­როვ­ნე­ბებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სიფ­რ­თხი­ლე გვმარ­თებს. "სა­ლო­სო­ბა იმ­დე­ნად იშ­ვი­ა­თი, მძი­მე და ამა­ვე დროს მა­ღა­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გმი­რო­ბაა, რომ მხო­ლოდ გან­გე­ბის რჩე­ულ­თა - სუ­ლი­თა და ხორ­ცით უძ­ლი­ე­რეს­თა ხვედ­რი­ა" - ამ­ბობ­და მა­მა გაბ­რი­ე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ისიც სა­ლო­სი იყო. სა­ლო­სე­ბი იმ­ხე­ლა მად­ლით იყ­ვ­ნენ აღ­ჭურ­ვილ­ნი, რომ ზამ­თარ­ში არ სცი­ო­დათ, ზა­ფხულ­ში მზე არ სწვავ­დათ, წყალ­ზე და­დი­ოდ­ნენ, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს აღად­გენ­დ­ნენ და მძი­მე ავად­მ­ყო­ფებს კურ­ნავ­დ­ნენ. ზოგ­ჯერ კვი­რა ისე გა­დი­ო­და, რომ ლუკ­მას არ იდებ­დ­ნენ პირ­ში. ისი­ნი ზამ­თარ­შიც კი შიშ­ვ­ლე­ბი და­დი­ოდ­ნენ და ცხოვ­რე­ბის უმე­ტეს ნა­წილს ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში, სა­საფ­ლა­ო­ებ­ზე, ეკ­ლე­სი­ის კა­რიბ­ჭეს­თან, ხან­და­ხან კი, ნაგ­ვის გრო­ვა­ში ატა­რებ­დ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა დღე­საც ეძა­ხის ვი­ღაც თა­ვის თავს სა­ლოსს, და­დი­ან და ქა­და­გე­ბენ, მაგ­რამ ასე­თებს ნამ­დ­ვილ სა­ლო­სებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არა აქვთ, რად­გან ნამ­დ­ვი­ლი სა­ლო­სი ყო­ველ­თ­ვის გა­ურ­ბის დი­დე­ბას. ისი­ნი არც ამ­ხელ­დ­ნენ თა­ვი­ანთ მდგო­მა­რე­ო­ბას და პი­რი­ქით, ხალ­ხ­ში ზიზღ­სა და სი­ძულ­ვილს იწ­ვევ­დ­ნენ, ცოდ­ვი­ლებს გა­ნი­კი­თხავ­დ­ნენ და ისეთ რა­მეს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რაც მათ გუ­ლის­წყ­რო­მა­სა და საყ­ვე­დურს იწ­ვევ­და. რო­გორც გი­თხა­რით, სა­ლო­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია მის სულ­ში აღ­მო­იფხ­ვ­რას მცი­რე­დი ფეს­ვიც კი ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სა.

- მოგ­ვი­ყე­ვით მა­მა გაბ­რი­ე­ლის შე­სა­ხე­ბაც...

- ის ჩვე­ნი დრო­ის დი­დი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე გახ­ლ­დათ, რო­მე­ლიც ღრმად და­ფა­რუ­ლი, წმინ­და ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­და. მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი თა­დე­ო­ზი იგო­ნებს: რო­დე­საც მა­მა გაბ­რი­ე­ლი მო­ნას­ტ­რი­დან გა­მო­დი­ო­და, ყვე­ლას ლო­თი და სუ­ლე­ლი ეგო­ნაო... ასეთ დროს მას ყვე­ლა ერი­დე­ბო­და და გა­ურ­ბო­და, უმე­ტე­სად კი, და­ცინ­ვი­სა და აბუ­ჩად აგ­დე­ბის სა­გა­ნი ხდე­ბო­და. სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს ღვი­ნის სმა, კუ­ბო­ში წო­ლა და იქი­დან ყვი­რი­ლი მის­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო. ამ დროს ყვე­ლა ერი­დე­ბო­და მას­თან შეხ­ვედ­რას. თუმ­ცა, არ­სე­ბობ­და მი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის მე­ო­რე მხა­რე, რო­ცა ის თა­ვი­სი სე­ნა­კი­დან და მო­ნას­ტ­რი­და­ნაც იშ­ვი­ა­თად გა­დი­ო­და, ხა­ტებს ქმნი­და და საკ­ვებს თით­ქ­მის არ იღებ­და. ეს პე­რი­ო­დი და­ახ­ლო­ე­ბით სა­მი-ოთხი, ზოგ­ჯერ კი ხუ­თი თვის მან­ძილ­ზეც გრძელ­დე­ბო­და. მა­მა გაბ­რი­ე­ლი მუ­დამ დაგ­ლე­ჯი­ლი და დაფ­ლე­თი­ლი ტან­საც­მ­ლით და­დი­ო­და, ბე­რო­ბა­ში 40 წე­ლი გა­ა­ტა­რა და აქე­დან 25 წე­ლი სხვა­დას­ხ­ვა სა­საფ­ლა­ო­ზე ათევ­და ღა­მეს, ხო­ლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თხოვ­რობ­და. გაბ­რი­ელ ბე­რის სის­ხ­ლის უხ­რ­წ­ნე­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ ამ­ტ­კი­ცებს, რომ ეს არ იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რი და მით უმე­ტეს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი.

- რო­გორ უნ­და შე­ვა­ფა­სოთ ის, რაც შო­ბის წი­ნა დღე­ებ­ში, მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ხდე­ბო­და?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რწმე­ნი­სად­მი არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ბრა­ლია. ორ სურ­ვილს კი არა, მა­მა გაბ­რი­ე­ლი იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ღვთის ში­ში, რწმე­ნა და სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, ყვე­ლა სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებს. არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ იმ ხალ­ხს, ვინც იმ დღე­ებ­ში მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან იდ­გა, არ შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ ეს იყო ბრბო, მაგ­რამ ჩვენ, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­მა, უნ­და გა­ვუღ­რ­მა­ვოთ ამ ხალ­ხს მათ გულ­ში არ­სე­ბუ­ლი რწმე­ნის ნა­პერ­წ­კა­ლი და სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მივ­ცეთ, ანუ - ვას­წავ­ლოთ რა არის ჭეშ­მა­რი­ტი ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ჩვენს თხოვ­ნა­სა და სურ­ვილს უფა­ლი ას­რუ­ლებს, მა­მა გაბ­რი­ე­ლი კი შუ­ა­მა­ვა­ლია ჩვენ­სა და ღმერ­თს შო­რის. ზო­გი ამ­ბობ­და, რომ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მი­სულ­ნი მა­მა გაბ­რი­ელს მა­ტე­რი­ა­ლურ სი­კე­თეს სთხოვ­დ­ნენ, ზო­გიც - ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, ეს ამ ხალ­ხის საქ­მეა, ისი­ნი ითხოვ­დ­ნენ იმას, რაც გულ­ში ედოთ. მთა­ვა­რია, რომ ისი­ნი რწმე­ნი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვიდ­ნენ მა­მა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­თან, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ეფიქ­რათ, რომ მა­მა გაბ­რი­ე­ლი მხო­ლოდ ამ ორ სურ­ვილს შე­უს­რუ­ლებ­და მათ და მეტს - არა, მა­მა გაბ­რი­ე­ლი ყო­ველ­თ­ვის შე­ის­მენს მარ­თა­ლი ადა­მი­ა­ნის ლოც­ვას, რო­მე­ლიც ღვთი­სა­გან შე­წევ­ნას ითხოვს. მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, თუნ­დაც იმა­ვე სამ­თავ­რო­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში, სი­ონ­ში ან ში­ომ­ღ­ვი­მე­ში არის ძა­ლი­ან ბევ­რი სიწ­მინ­დე, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა შე­წევ­ნის­თ­ვის მივ­მარ­თოთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქრის­ტეს­თ­ვის სუ­ლე­ლები - ვინ არიან ქართველი სალოსები

ქრის­ტეს­თ­ვის სუ­ლე­ლები - ვინ არიან ქართველი სალოსები

სალოსი, ანუ ქრისტესთვის სულელი - არის ადამიანი, რომელიც უფლის სადიდებლად და საკუთარი ვნებების დასაძლევად იქცევა ისე, როგორც სულელი. წმინდა პავლე მოციქულის ტერმინოლოგიით, სალოსი შინაგანად წმინდად და ღვთივსათნოდ ცხოვრობს, გარეგნულად კი საზოგადოებაში არსებული ქცევისა და ურთიერთობის ყველა ნორმას უარყოფს. სწორედ ამიტომ, ისინი ხალხისაგან ვერანაირ პატივისცემასა და დაფასებას ვერ იღებენ, პირიქით, უკიდურეს ცოდვილებადაც კი მიიჩნევიან. ეს იმის გამო ხდება, რომ მათი ღვაწლი, წმინდა და სათნო ცხოვრება საგულდაგულოდ დაფარულია გარშემომყოფთათვის. ვინ არიან და რა თვისებებით გამოირჩევიან სალოსები - ამის თაობაზე მღვდელი მიქაელ მეკრავიშვილი მოგვითხრობს:

- სალოსობა უმძიმესია ქრისტიანულ ღვაწლთა შორის. ეს არის უმაღლესი მსახურება, უმაღლესი ტვირთი. სალოსი უარს ამბობს ყოველგვარ მიწიერ ფუფუნებაზე, დადის მშიერ-მწყურვალი, ფეხშიშველი, ღამეს ღია ცის ქვეშ ათენებს... სალოსები ამხელდნენ ცოდვილებს და ამ მიზნით, ხშირად გიჟისათვის დამახასიათებელ ქცევას იყენებდნენ, შეიძლება უწმაწური სიტყვებითაც მიემართათ ვინმესათვის, მაგრამ მათ სიტყვებსა და ქმედებებს ღრმად სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. სალოსის უმთავრესი მიზანია ამხილოს ხალხის მდგომარეობა - იმ მორწმუნეების, იმ სასულიერო პირებისა, რომელთა ქმედებაც უკვე აღარ ექვემდებარება უფლის მცნებებს.

- მამა მიქაელ, ცნობილია, რომ მსგავსი საქციელით სალოსები ამპარტავნებასაც თრგუნავენ.

- დიახ, ისინი ამით უმძიმეს ცოდვას - ამპარტავნებას ებრძვიან და საკუთარ სათნოებებს ფარავენ. სულელი და არასერიოზული ადამიანის ნიღბით მათ ცოდვებისა და მანკიერებების მხილების ისეთი საშუალება ეძლევათ, რაც სხვა შემთხვევაში არ ექნებოდათ. ასეთი დაფარული ღვაწლისა და უანგარობისათვის უფალი სალოსებს სულიწმინდის სხვადასხვა ნიჭს უბოძებს ხოლმე. ისინი ხშირად წინასწარმეტყველებენ, კურნავენ. მაგრამ აუცილებელია ითქვას, რომ სალოსობას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ადამიანი, რომელიც ღვთისაგან განსაკუთრებული კურთხევის გარეშე შეუდგება ამ უმძიმეს ღვაწლს, მოსალოდნელია, დაიღუპოს. დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სალოსობას ცდილობენ. ასეთ პიროვნებებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გვმართებს. "სალოსობა იმდენად იშვიათი, მძიმე და ამავე დროს მაღალი ქრისტიანული გმირობაა, რომ მხოლოდ განგების რჩეულთა - სულითა და ხორცით უძლიერესთა ხვედრია" - ამბობდა მამა გაბრიელი. მოგეხსენებათ, ისიც სალოსი იყო. სალოსები იმხელა მადლით იყვნენ აღჭურვილნი, რომ ზამთარში არ სციოდათ, ზაფხულში მზე არ სწვავდათ, წყალზე დადიოდნენ, მიცვალებულებს აღადგენდნენ და მძიმე ავადმყოფებს კურნავდნენ. ზოგჯერ კვირა ისე გადიოდა, რომ ლუკმას არ იდებდნენ პირში. ისინი ზამთარშიც კი შიშვლები დადიოდნენ და ცხოვრების უმეტეს ნაწილს ქალაქის ქუჩებში, სასაფლაოებზე, ეკლესიის კარიბჭესთან, ხანდახან კი, ნაგვის გროვაში ატარებდნენ. შეიძლება დღესაც ეძახის ვიღაც თავის თავს სალოსს, დადიან და ქადაგებენ, მაგრამ ასეთებს ნამდვილ სალოსებთან არანაირი კავშირი არა აქვთ, რადგან ნამდვილი სალოსი ყოველთვის გაურბის დიდებას. ისინი არც ამხელდნენ თავიანთ მდგომარეობას და პირიქით, ხალხში ზიზღსა და სიძულვილს იწვევდნენ, ცოდვილებს განიკითხავდნენ და ისეთ რამეს ეუბნებოდნენ, რაც მათ გულისწყრომასა და საყვედურს იწვევდა. როგორც გითხარით, სალოსის მთავარი მიზანია მის სულში აღმოიფხვრას მცირედი ფესვიც კი ამპარტავნებისა.

- მოგვიყევით მამა გაბრიელის შესახებაც...

- ის ჩვენი დროის დიდი სასულიერო მოღვაწე გახლდათ, რომელიც ღრმად დაფარული, წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა. მთავარეპისკოპოსი თადეოზი იგონებს: როდესაც მამა გაბრიელი მონასტრიდან გამოდიოდა, ყველას ლოთი და სულელი ეგონაო... ასეთ დროს მას ყველა ერიდებოდა და გაურბოდა, უმეტესად კი, დაცინვისა და აბუჩად აგდების საგანი ხდებოდა. სამთავროს მონასტერთან ახლოს ღვინის სმა, კუბოში წოლა და იქიდან ყვირილი მისგან ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამ დროს ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას. თუმცა, არსებობდა მისი მოღვაწეობის მეორე მხარე, როცა ის თავისი სენაკიდან და მონასტრიდანაც იშვიათად გადიოდა, ხატებს ქმნიდა და საკვებს თითქმის არ იღებდა. ეს პერიოდი დაახლოებით სამი-ოთხი, ზოგჯერ კი ხუთი თვის მანძილზეც გრძელდებოდა. მამა გაბრიელი მუდამ დაგლეჯილი და დაფლეთილი ტანსაცმლით დადიოდა, ბერობაში 40 წელი გაატარა და აქედან 25 წელი სხვადასხვა სასაფლაოზე ათევდა ღამეს, ხოლო 15 წლის განმავლობაში მათხოვრობდა. გაბრიელ ბერის სისხლის უხრწნელობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი სასულიერო პირი და მით უმეტეს, ჩვეულებრივი ადამიანი.

- როგორ უნდა შევაფასოთ ის, რაც შობის წინა დღეებში, მამა გაბრიელის საფლავზე ხდებოდა?

- ეს ყველაფერი ქრისტიანული რწმენისადმი არასწორი დამოკიდებულების ბრალია. ორ სურვილს კი არა, მამა გაბრიელი იმ ადამიანს, რომელსაც ღვთის შიში, რწმენა და სიყვარული აქვს, ყველა სურვილს შეუსრულებს. არ ვადანაშაულებ იმ ხალხს, ვინც იმ დღეებში მამა გაბრიელის საფლავთან იდგა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ბრბო, მაგრამ ჩვენ, სასულიერო პირებმა, უნდა გავუღრმავოთ ამ ხალხს მათ გულში არსებული რწმენის ნაპერწკალი და სწორი მიმართულება მივცეთ, ანუ - ვასწავლოთ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა. ჩვენს თხოვნასა და სურვილს უფალი ასრულებს, მამა გაბრიელი კი შუამავალია ჩვენსა და ღმერთს შორის. ზოგი ამბობდა, რომ სამთავროს მონასტერში მისულნი მამა გაბრიელს მატერიალურ სიკეთეს სთხოვდნენ, ზოგიც - ჯანმრთელობას, ეს ამ ხალხის საქმეა, ისინი ითხოვდნენ იმას, რაც გულში ედოთ. მთავარია, რომ ისინი რწმენითა და სიყვარულით მივიდნენ მამა გაბრიელის საფლავთან, მაგრამ არ შეიძლება ეფიქრათ, რომ მამა გაბრიელი მხოლოდ ამ ორ სურვილს შეუსრულებდა მათ და მეტს - არა, მამა გაბრიელი ყოველთვის შეისმენს მართალი ადამიანის ლოცვას, რომელიც ღვთისაგან შეწევნას ითხოვს. მთელ საქართველოში, თუნდაც იმავე სამთავროში, სვეტიცხოველში, სიონში ან შიომღვიმეში არის ძალიან ბევრი სიწმინდე, რომელსაც შეიძლება შეწევნისთვის მივმართოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია