პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა
აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

აჭა­რის რე­გი­ონ­ში, მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში, "ნი­ვის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის გზი­დან გა­და­ვარ­დნას 80 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა უა­მინ­დო­ბამ და ძლი­ერ­მა ქარ­მა გა­მო­იწ­ვია.

"მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა ხუ­ლო­სა და ქე­და­ში, რა­მაც ბა­თუ­მი-ადი­გე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და მა­ჭა­ხე­ლა­ში. გზი­დან გა­და­ვარ­და "ნივა". ოთხი მგზავ­რი­დან ერთი, 80 წლის ამი­რან ზა­ქა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა" - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მი-ადი­გე­ნის მა­გის­ტრა­ლი ცალ­მხრი­ვად გვი­ან ღა­მით გა­იხ­სნა, დღეს კი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­ბუ­ქი იყო ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ხოლო აჭა­რის სხვა რა­ი­ო­ნებ­ში ძლი­ე­რი წვი­მა და ქარი.

ამას­თან, მა­ხინ­ჯა­ურ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა ორ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა

აჭარის რეგიონში, მაჭახელას ხეობაში, "ნივის" მარკის ავტომობილის გზიდან გადავარდნას 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, უბედური შემთხვევა უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

"მეწყერი ჩამოწვა ხულოსა და ქედაში, რამაც ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. უბედური შემთხვევა მოხდა მაჭახელაში. გზიდან გადავარდა "ნივა". ოთხი მგზავრიდან ერთი, 80 წლის ამირან ზაქარაძე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ბათუმი-ადიგენის მაგისტრალი ცალმხრივად გვიან ღამით გაიხსნა, დღეს კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მამუკა თურმანიძის განმარტებით, აჭარის რეგიონში ღამის განმავლობაში 15 გამოძახება დაფიქსირდა, მათ შორის მეწყერის ჩამოწოლის და უბედური შემთხვევის შესახებ.

მისივე თქმით, ქარბუქი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში, ხოლო აჭარის სხვა რაიონებში ძლიერი წვიმა და ქარი.

ამასთან, მახინჯაურში ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია