სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?
სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?

ვინ იმ­ღე­რებს სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე? - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრან­დი­ო­ზულ სპორ­ტულ სა­ნა­ხა­ო­ბამ­დე ძა­ლი­ან ცოტა დრო დარ­ჩა, ამ კი­თხვა­ზე ჯერ ისევ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე სან­დო ვერ­სი­ით, გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუსი ვარ­სკვლა­ვი, გრი­გოლ ლეფსვე­რი­ძე (ლეპ­სი) იმ­ღე­რებს. მომ­ღე­რა­ლი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვა­დაც არ უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის­თვის ეს ლო­გი­კუ­რი და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ლეფსვე­რი­ძემ შე­საძ­ლოა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ იმ­ღე­როს, აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან მომ­ხდა­რი სკან­და­ლია - სა­მი­ნის­ტრომ ლეფსვე­რი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­ფი­ას­თან კავ­შირ­ში ამ­ხი­ლა.

"გრი­გოლს მარ­თლაც სურს ოლიმ­პი­ა­და­ზე იმ­ღე­როს და ამა­ზე უარს არ იტყვის, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არც თან­ხმო­ბას აცხა­დე­ბენ და არც უარს ამ­ბო­ბენ. მისი კან­დი­და­ტუ­რა ნამ­დვი­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა, მომ­ღერ­ლის ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ. ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გრი­გო­ლი პა­ტივსცე­მით მო­ე­კი­დე­ბა", - აცხა­დებს მომ­ღერ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მაია სე­რი­კო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა აშშ-ის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სკან­დალს, პრე­ზი­დენტ ობა­მას გან­კარ­გუ­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ზე სან­ქცი­ე­ბი წეს­დე­ბა. თა­ვი­დან სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხოთ ია­პო­ნურ "ია­კუ­ძას" წევ­რებს, იტა­ლი­ურ "კა­მო­რას", მექ­სი­კურ "ლოს-ზე­ტას" და ევ­რა­ზი­ულ "საძ­მო წრეს". სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელ­თან კავ­შირ­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა გრი­გოლ ლეფსვე­რი­ძეც, რაც მის წი­ნა­აღ­მდეგ გარ­კვე­ულ აკ­რძალ­ვებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი მომღერალი იმღერებს?

ვინ იმღერებს სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე? - მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზულ სპორტულ სანახაობამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა, ამ კითხვაზე ჯერ ისევ სავარაუდო პასუხები არსებობს. ყველაზე სანდო ვერსიით, გახსნის ცერემონიალზე ქართული წარმოშობის რუსი ვარსკვლავი, გრიგოლ ლეფსვერიძე (ლეპსი) იმღერებს. მომღერალი ამ ინფორმაციას თავადაც არ უარყოფს და აცხადებს, რომ მისი შემოქმედებითი კარიერის დასრულებისთვის ეს ლოგიკური დასასრული იქნებოდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ლეფსვერიძემ შესაძლოა სოჭის ოლიმპიადაზე ვერ იმღეროს, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან მომხდარი სკანდალია - სამინისტრომ ლეფსვერიძე საერთაშორისო მაფიასთან კავშირში ამხილა.

"გრიგოლს მართლაც სურს ოლიმპიადაზე იმღეროს და ამაზე უარს არ იტყვის, თუმცა ორგანიზატორები არც თანხმობას აცხადებენ და არც უარს ამბობენ. მისი კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, მომღერლის ყველა მონაცემი ორგანიზატორებისთვის ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ. ოლიმპიური კომიტეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას გრიგოლი პატივსცემით მოეკიდება", - აცხადებს მომღერლის წარმომადგენელი, მაია სერიკოვა.

რაც შეეხება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სკანდალს, პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულზე სანქციები წესდება. თავიდან სანქციები შეეხოთ იაპონურ "იაკუძას" წევრებს, იტალიურ "კამორას", მექსიკურ "ლოს-ზეტას" და ევრაზიულ "საძმო წრეს". სწორედ ამ უკანასკნელთან კავშირში განიხილება გრიგოლ ლეფსვერიძეც, რაც მის წინააღმდეგ გარკვეულ აკრძალვებს ითვალისწინებს.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება