მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი წყვილი წლის ვაშინგტონელებად აღიარეს
ქართველი წყვილი წლის ვაშინგტონელებად აღიარეს

"სი­ნე­თიკ თე­ატ­რის" დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი პა­ა­ტა და ირი­ნა წი­ქუ­რიშ­ვი­ლე­ბი ვა­შინგტო­ნურ­მა გა­ზეთ­მა "Broadway World" წლის ვა­შინგტო­ნე­ლე­ბად აღი­ა­რა. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ცე­მის შე­ფა­სე­ბით, პა­ა­ტა და ირი­ნა ერ­თგვა­რი გმი­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ვა­შინგტო­ნის ოლქი, მო­დი­დან ნელ-ნელა წარ­მა­ვა­ლი თე­ატ­რის­თვის, უკე­თეს ად­გი­ლად აქ­ცი­ეს.

"მე და ირი­ნა ნამ­დვი­ლად აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ და ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვია მი­ვი­ღოთ წლის ვა­შინგტო­ნე­ლე­ბის აღი­ა­რე­ბა, უამ­რავ დამ­სა­ხუ­რე­ბულ ად­გი­ლობ­რივ ლი­დერს შო­რის. "სი­ნე­თიკ თე­ატ­რის" და­ფუძ­ნე­ბი­სას ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, რომ სათ­ქმე­ლი ჩვე­ნე­ბუ­რი ენით გად­მოგ­ვე­ცა და ვი­ყა­ვით ნამ­დვი­ლად გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იმით, თუ რო­გორ მიგ­ვი­ღო დე­და­ქა­ლაქ­მა", - აღ­ნიშ­ნავს პა­ა­ტა წი­ქუ­რიშ­ვი­ლი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"Broadway World" წერს, რომ პა­ა­ტა და ირი­ნა წი­ქუ­რიშ­ვი­ლე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ისი­ნი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 1990 წელს გა­და­ვიდ­ნენ, სა­დაც თა­ვი­სი კრე­ა­ტი­უ­ლი ხედ­ვა "სი­ნე­თიკ თე­ატ­რში" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

თე­ატ­რი უკვე მე-12 სე­ზო­ნია, მა­ყუ­რე­ბელს ორი­გი­ნა­ლურ დად­გმებს სთა­ვა­ზობს.

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, თე­ატ­რის დამ­ფუძ­ნებ­ლებ­მა ტრა­დი­ცი­ულ კავ­კა­სი­ურ ცეკ­ვებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სტი­ლის ქო­რე­ოგ­რა­ფია შე­ურ­წყეს და ამ­გვა­რი უნი­კა­ლუ­რი გზით წარ­მო­ად­გი­ნეს კლა­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი.

თე­ატ­რის დე­ბი­უ­ტი 2002 წელს "უსი­ტყვო ჰამ­ლე­ტით" შედ­გა და პირ­ვე­ლი­ვე წელსვე და­იმ­სა­ხუ­რა ჰე­ლენ ჰა­ი­ე­სის 3 პრე­მია ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში, "სა­უ­კე­თე­სო ქო­რე­ოგ­რა­ფია", "სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რა" და "სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლობ­რი­ვი პი­ე­სა".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ქართველი წყვილი წლის ვაშინგტონელებად აღიარეს

ქართველი წყვილი წლის ვაშინგტონელებად აღიარეს

"სინეთიკ თეატრის" დამფუძნებლები პაატა და ირინა წიქურიშვილები ვაშინგტონურმა გაზეთმა "Broadway World" წლის ვაშინგტონელებად აღიარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოცემის შეფასებით, პაატა და ირინა ერთგვარი გმირები არიან, რომლებმაც ვაშინგტონის ოლქი, მოდიდან ნელ-ნელა წარმავალი თეატრისთვის, უკეთეს ადგილად აქციეს.

"მე და ირინა ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ და ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ წლის ვაშინგტონელების აღიარება, უამრავ დამსახურებულ ადგილობრივ ლიდერს შორის. "სინეთიკ თეატრის" დაფუძნებისას ჩვენი მიზანი იყო, რომ სათქმელი ჩვენებური ენით გადმოგვეცა და ვიყავით ნამდვილად გაოცებულები იმით, თუ როგორ მიგვიღო დედაქალაქმა", - აღნიშნავს პაატა წიქურიშვილი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

"Broadway World" წერს, რომ პაატა და ირინა წიქურიშვილები ქართველი მსახიობები არიან. ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად 1990 წელს გადავიდნენ, სადაც თავისი კრეატიული ხედვა "სინეთიკ თეატრში" განახორციელეს.

თეატრი უკვე მე-12 სეზონია, მაყურებელს ორიგინალურ დადგმებს სთავაზობს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, თეატრის დამფუძნებლებმა ტრადიციულ კავკასიურ ცეკვებს განსაკუთრებული ამერიკული სტილის ქორეოგრაფია შეურწყეს და ამგვარი უნიკალური გზით წარმოადგინეს კლასიკური ნაწარმოებები.

თეატრის დებიუტი 2002 წელს "უსიტყვო ჰამლეტით" შედგა და პირველივე წელსვე დაიმსახურა ჰელენ ჰაიესის 3 პრემია ნომინაციებში, "საუკეთესო ქორეოგრაფია", "საუკეთესო რეჟისურა" და "საუკეთესო ადგილობრივი პიესა".

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება