მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა ჩაიბარა
ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა ჩაიბარა

ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა 1-ელი იან­ვრი­დან სა­ბერ­ძნეთ­მა გა­და­ი­ბა­რა. მა­ნამ­დე თავ­მჯდო­მა­რე ქვე­ყა­ნა ლიტ­ვა იყო.

1981 წლი­დან დღემ­დე ევ­რო­კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბა სა­ბერ­ძნეთს უკვე მე­ხუ­თედ უწევს და მო­მა­ვა­ლი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის გარ­და, ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბით დატ­ვირ­თვას შე­ი­ძენს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც 2014 წლის მა­ის­შია და­გეგ­მი­ლი. სა­ბერ­ძნე­თის მთავ­რო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­კავ­ში­რის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა მათი თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პუ­ლი ეკო­ნო­მი­კის ყო­ველ­მხრი­ვი რე­ფორ­მი­რე­ბაა, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო უმუ­შევ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­შირ­მა 2012 წლის ივ­ნის­ში სა­გან­გე­ბო პაქ­ტი მი­ი­ღო.

მე­ო­რე პრი­ო­რი­ტე­ტად და­სა­ხელ­და ევ­რო­პა­ში ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვა­ლუ­ტო კავ­ში­რის გაღ­რმა­ვე­ბა. მათ შო­რის სა­უ­ბა­რია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ბან­კო კავ­ში­რის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც ბან­კე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე კონ­ტროლს გა­ამ­კაც­რებს.

მე­სა­მე პრი­ო­რი­ტე­ტი არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბაა. უკა­ნას­კნე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი კი იქ­ნე­ბა სა­ზღვაო თემა გახ­დეს გამ­ჭო­ლი სა­კი­თხი ევ­რო­კავ­ში­რი­ში. ეკო­ნო­მი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ამ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა კვლა­ვაც რჩე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სუსტ წერ­ტი­ლად, რაც არ­თუ­ლებს კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვის გზებს.

ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა ჩაიბარა

ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთმა ჩაიბარა

ევროკავშირის თავმჯდომარეობა 1-ელი იანვრიდან საბერძნეთმა გადაიბარა. მანამდე თავმჯდომარე ქვეყანა ლიტვა იყო.

1981 წლიდან დღემდე ევროკავშირის თავმჯდომარეობა საბერძნეთს უკვე მეხუთედ უწევს და მომავალი ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

თავმჯდომარეობის ტრადიციული მოვალეობების გარდა, ქვეყნისთვის დამატებით დატვირთვას შეიძენს ევროპარლამენტის არჩევნები, რომელიც 2014 წლის მაისშია დაგეგმილი. საბერძნეთის მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის უმთავრესი ამოცანა მათი თავმჯდომარეობის პერიოდში ევროპული ეკონომიკის ყოველმხრივი რეფორმირებაა, რომელიც მიმართული იქნება საყოველთაო უმუშევრობის წინააღმდეგ და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ამასთან დაკავშირებით ევროკავშირმა 2012 წლის ივნისში საგანგებო პაქტი მიიღო.

მეორე პრიორიტეტად დასახელდა ევროპაში ეკონომიკური და სავალუტო კავშირის გაღრმავება. მათ შორის საუბარია მოლაპარაკებების გაგრძელებაზე სრულმასშტაბიანი საბანკო კავშირის შექმნაზე, რომელიც ბანკების საქმიანობაზე კონტროლს გაამკაცრებს.

მესამე პრიორიტეტი არალეგალური მიგრაციის შემცირებაა. უკანასკნელი პრიორიტეტი კი იქნება საზღვაო თემა გახდეს გამჭოლი საკითხი ევროკავშირიში. ეკონომიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ამ ქვეყნის ეკონომიკა კვლავაც რჩება ევროკავშირის სუსტ წერტილად, რაც ართულებს კრიზისის დაძლევის გზებს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა