სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი პა­რა­შუ­ტის­ტი ქა­ლი

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამე­რი­კა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პა­რა­შუ­ტის­ტი ნა­თია მა­მა­ი­აშ­ვი­ლი­ა. ნა­თია ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქა­ლი­ა, რო­მე­ლიც ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პა­რა­შუ­ტის­ტი­ა. ნა­თია პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და პი­ა­ნის­ტი­ა.

- ნა­თი­ა, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტე პა­რა­შუ­ტის­ტო­ბას და­უფ­ლე­ბო­დი?

- 14 წლის ვი­ყა­ვი, რო­ცა თვით­მფრი­ნა­ვით პირ­ვე­ლად ვიმ­გზავ­რე. მა­შინ მივ­ხვდი, რომ ფრე­ნა ჩემ­თვის უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. 2011 წელს გა­დავ­წყვი­ტე, თვით­მფრი­ნა­ვი­დან პრო­ფე­სი­ო­ნალ პა­რა­შუ­ტის­ტთან ერ­თად გად­მოვ­მხტა­რი­ყა­ვი. პა­ტა­რა თვით­მფრი­ნა­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით, 4 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ავე­დით და იქი­დან პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ერ­თად გად­მოვ­ხტი. ერ­თი წუ­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნით მიფ­რი­ნავ, ეს ძა­ლი­ან დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა, ამის შემ­დეგ პა­რა­შუტს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხსნის, ამა­ზე შენ არ ღე­ლავ. დაშ­ვე­ბის პრო­ცე­სი და­ახ­ლო­ე­ბით 5-7 წუ­თი გრძელ­დე­ბა. მა­შინ ვიგ­რძე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბა. ვერ გად­მოვ­ცემ, ეს რა მა­გა­რი შეგ­რძნე­ბა­ა.

- არ შე­გე­შინ­და?

- რო­ცა თვით­მფრი­ნა­ვის კა­რი გა­ი­ღო, ცო­ტა შე­მე­შინ­და, მაგ­რამ რო­გორც კი გა­დახ­ტე­ბი, არა­ფერ­ზე ფიქ­რობ და ეს არის ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ე­რე­ბა. ამის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, გავ­მხდა­რი­ყა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნი, გა­ვი­ა­რე შე­სა­ბა­მი­სი კურ­სე­ბი, რაც პა­რა­შუ­ტის­ტის ლი­ცენ­ზი­ის­თვის არის სა­ჭი­რო და პირ­ვე­ლი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი პა­რა­შუ­ტის­ტი ქა­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ლი­ცენ­ზი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად 25 ნახ­ტო­მი გჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უკ­ვე მარ­ტო ხტე­ბი. თა­ვი­დან გვერ­დით ორი ინ­სტრუქ­ტო­რი მოგ­ყვე­ბა, ხელს გიშ­ვე­ბენ და პა­რა­შუტს თვი­თონ შლი. რა­საც თე­ო­რი­უ­ლად გას­წავ­ლი­ან, უკ­ვე პრაქ­ტი­კა­ში იყე­ნებ. პირ­ვე­ლად ეს ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა, ყვე­ლა­ფე­რი ამინ­დზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, უნ­და იცო­დე, პა­რა­შუ­ტი რო­გორ დას­ვა, რა გა­ა­კე­თო. შემ­დეგ­ში უკ­ვე მარ­ტოს გი­წევს გად­მოხ­ტო­მა, ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის გა­რე­შე. ერ­თხელ დრო­ზე ად­რე გავ­ხსე­ნი პა­რა­შუ­ტი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­დავ­რჩი.

- გარ­და იმი­სა, რომ პა­რა­შუ­ტი შე­იძ­ლე­ბა არ გა­იხ­სნას, კი­დევ რა მხრი­ვაა სა­ხი­ფა­თო თვით­მფრი­ნა­ვი­დან გად­მოხ­ტო­მა?

- საფ­რთხე ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, მაგ­რამ ამა­ზე არც ვფიქ­რობ. პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის მჯე­რა. ახ­ლან­დე­ლი პა­რა­შუ­ტე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლა­დაც იხ­სნე­ბა. ბევ­რჯერ გად­მოვ­მხტარ­ვართ მე­გობ­რე­ბი ერ­თად, თა­ნაც ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი, მაგ­რამ ვი­ცით, შემ­დეგ რა მან­ძი­ლით უნ­და დავ­შორ­დეთ ერ­თმა­ნეთს ცა­ში. ერ­თობ­ლი­ვი გად­მოხ­ტო­მა ძა­ლი­ან სა­ში­ში­ა, რად­გან ამ დროს თუ ზუსტ მან­ძილს არ და­ი­ცავ, შე­იძ­ლე­ბა პა­რა­შუ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­იხ­ლარ­თოს და ხტო­მა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს.

- სა­კუ­თა­რი პა­რა­შუ­ტი გაქვს?

- დი­ახ, მაქვს. შე­იძ­ლე­ბა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ პა­რა­შუ­ტი მან­ქა­ნა­ზე ძვი­რი ღირს, და­ახ­ლო­ე­ბით, 8.000 დო­ლა­რი. მე გა­მი­მარ­თლა: რომ ნა­ხეს, ასე მიყ­ვარს პა­რა­შუ­ტით ხტო­მა, მა­ჩუ­ქეს.

- რა მიღ­წე­ვე­ბი გაქვს სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში?

- რაც უფ­რო მაღ­ლა ხარ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ­დნის უფ­რო მე­ტი დრო გაქვს და პა­რა­შუტ­საც უფ­რო გვი­ან ხსნი. გGად­მოვ­მხტარ­ვარ და­ახ­ლო­ე­ბით 5 კი­ლო­მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან, ამა­ზე მაღ­ლა უკ­ვე ვე­ღარ სუნ­თქავ, ჟან­გბა­დის ნიღ­ბის გა­კე­თე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბა. სულ ცო­ტა ხნის წინ დავ­ბრუნ­დი დუ­ბა­ი­დან, სა­დაც შევ­ხვდი მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელ­გან­თქმულ პა­რა­შუ­ტისტ რო­ბერ­ტა მან­ჩი­ნის, მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, მას­თან ერ­თად მეფ­რი­ნა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით ჩა­მოხ­ვე­დი, თუ აქ რჩე­ბი საცხ­ოვ­რებ­ლად?

- ნი­უ­-ი­ორ­კში მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ვი­ფიქ­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­პო­ვი­დი სამ­სა­ხურს, მაგ­რამ ჯერ არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბი­ა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს