სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი
როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ფი­ნალს მი­უ­ახ­ლოვ­და. ამი­ტომ, მინ­და, მას­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტის, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კი­დევ ერთხელ შე­ვე­ხო.

კარ­გად მახ­სოვს ამ შოუს მა­ყუ­რებ­ლის პირ­ვე­ლი შოკი, რო­დე­საც შე­ი­ტყო, რომ პრო­ექ­ტში უკ­რა­ი­ნა­ში გაზ­რდი­ლი, სკან­და­ლუ­რი იმი­ჯის მქო­ნე, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ სექ­სიმ­ბო­ლოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი - იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მას მერე, ყვე­ლა­ნი მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ მის ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნას. იუ­ლი­ამ გა­ა­მარ­თლა იმე­დე­ბი, შე­სა­ნიშ­ნა­ვად წარ­სდგა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, უძ­ლი­ე­რე­სი კონ­კურ­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­საც ასე­ვე არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პარტნი­ო­რო­ბას პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი უწევ­და... ქარ­თვე­ლი უკ­რა­ი­ნე­ლის ცეკ­ვა ყვე­ლას მოს­წონ­და, მას ვარ­სკვლა­ვე­ბი სე­რი­ო­ზულ კონ­კუ­რენ­ტად მი­იჩ­ნევ­დნენ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მალე იუ­ლი­ამ შოუ და­ტო­ვა, რად­გა­ნაც ესე­მე­სე­ბი ვერ და­ა­გო­ვა. ეს ფაქ­ტი მა­შინ იმით ახ­სნეს, რომ იუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი იყო და აქ მას ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ ჰყავ­და...

თუმ­ცა შოუს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ვარ­სკვლა­ვის გარ­შე­მო დიდი ამ­ბა­ვი ატყდა, - ადა­მი­ა­ნე­ბი მის პრო­ექ­ტში დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ამის დას­ტუ­რად, "ფე­ის­ბუქ­ზე" გვერ­დიც კი შე­იქ­მნა, მაგ­რამ პრო­ექ­ტის მკაც­რი წე­სე­ბი ამას ვერ და­უშ­ვებ­და. შოუს პრო­დუ­სე­რი, ნოე სუ­ლაბ­რი­ძე კი ამ­ბობ­და, - თუ ასე გინ­დო­დათ იუ­ლი­ას "ვარ­სკვალ­ვებ­ში" ყოფ­ნა, თა­ვის დრო­ზე და­გე­მე­სი­ჯე­ბი­ნა­თო...

აი, რას ამ­ბობს და რო­გორ აფა­სებს მას ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კო, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" უკ­რა­ი­ნე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფი:

- იუ­ლი­ამ კონ­კურ­სი ადრე და­ტო­ვა...

- ორი­ვე კი­ე­ვი­დან ხართ. ერ­თმა­ნეთს უკ­რა­ი­ნი­დან იც­ნობთ?

- კი­ევ­ში და ზო­გა­დად უკ­რა­ი­ნა­ში, ბევ­რი ხალ­ხი ცხოვ­რობს და ამის ფონ­ზე იქ ნამ­დვი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც ცო­ტა­ნი არი­ან (ეს ჩემი აზ­რია)... მე და იუ­ლია კი­ევ­ში ერ­თმა­ნეთს ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დით, თუმ­ცა ერ­თა­მა­ნეთ­ზე გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და. ჩვენ თბი­ლის­ში და­ვახ­ლოვ­დით. მოკ­ლედ, ის, რომ იუ­ლია ჩვე­ნი კუ­თხი­დან არის, მას არა­ფერ­ში წა­ად­გა და და­ეხ­მა­რა... კარ­გად ცეკ­ვავ­და და პრო­ექ­ტში დიდ­ხანს უნდა ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, აქ ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­დნენ და ალ­ბათ, ეს არის მისი პრო­ექ­ტი­დან გაგ­დე­ბის მი­ზე­ზიც. არ და­უ­მე­სი­ჯეს... არ იც­ნობ­დნენ და სა­თა­ნა­დოდ არ და­ა­ფა­სეს. ასე რომ, ესეც ერთი ნი­მუ­შია იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფერს ესე­მე­სე­ბი წყვეტს... მოკ­ლედ, ადა­მი­ანს თა­ვი­სი ქა­რიზ­მა სჭირ­დე­ბა და ის მა­სობ­რი­ვად უნდა უყ­ვარ­დეთ...

- კი, მაგ­რამ იუ­ლი­ამ­დე პრო­ექ­ტი­დან (მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ადრე), მა­სობ­რი­ვად ცნო­ბი­ლი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლიც გა­ვარ­და. ის ჩვენ­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია. თუ იუ­ლი­ას ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ახ­ლოს არ იც­ნობ­და, ნო­და­რი ხომ უყ­ვარს?

- კი, მარ­თა­ლია... ნო­და­რის შემ­თხვე­ვა­შიც გული დამ­წყდა... და მი­მაჩ­ნია, რომ რა­ღაც უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და...

- რას იტყვით, რო­გორ ცეკ­ვავ­და?

- მე­გო­ნა, რომ ნო­დარ გურ­გე­ნაშ­ვი­ლიც უფრო დიდ­ხანს იქ­ნე­ბო­და პრო­ექ­ტში. რაც შე­ე­ხე­ბა ცეკ­ვას, ის ყვე­ლა­ფერს რა­ღაც სხვა­ნა­ი­რად, თა­ვი­სე­ბუ­რად აკე­თებ­და (სი­ცი­ლით ამ­ბობს)... შოუს ასე­თი კონ­კურ­სან­ტი სჭირ­დე­ბა...

ნო­და­რი ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია... ვიცი, რომ აქ პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში იღებ­დნენ და პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბია, მაგ­რამ ხან­და­ხან უც­ნა­უ­რი რა­ღა­ცე­ბიც ხდე­ბა ხოლ­მე...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი

როგორ აფასებს იულია ქავთარაძეს მისი თანაქალაქელი

"ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალს მიუახლოვდა. ამიტომ, მინდა, მასში ყველაზე ძლიერი კონკურსანტის, იულია ქავთარაძის მონაწილეობას კიდევ ერთხელ შევეხო.

კარგად მახსოვს ამ შოუს მაყურებლის პირველი შოკი, როდესაც შეიტყო, რომ პროექტში უკრაინაში გაზრდილი, სკანდალური იმიჯის მქონე, უკრაინელების მიერ სექსიმბოლოდ აღიარებული ქართველი მომღერალი - იულია ქავთარაძე მიიღებდა მონაწილეობას. მას მერე, ყველანი მოუთმენლად ელოდნენ მის ეკრანზე გამოჩენას. იულიამ გაამართლა იმედები, შესანიშნავად წარსდგა ქართველი მაყურებლის წინაშე, უძლიერესი კონკურსანტი აღმოჩნდა, რომელსაც ასევე არაჩვეულებრივ პარტნიორობას პროფესიონალი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი უწევდა... ქართველი უკრაინელის ცეკვა ყველას მოსწონდა, მას ვარსკვლავები სერიოზულ კონკურენტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ძალიან მალე იულიამ შოუ დატოვა, რადგანაც ესემესები ვერ დააგოვა. ეს ფაქტი მაშინ იმით ახსნეს, რომ იულია საქართველოსთვის ახალი ვარსკვლავი იყო და აქ მას ბევრი გულშემატკივარი არ ჰყავდა...

თუმცა შოუს მიღმა დარჩენილი ვარსკვლავის გარშემო დიდი ამბავი ატყდა, - ადამიანები მის პროექტში დაბრუნებას მოითხოვდნენ. ამის დასტურად, "ფეისბუქზე" გვერდიც კი შეიქმნა, მაგრამ პროექტის მკაცრი წესები ამას ვერ დაუშვებდა. შოუს პროდუსერი, ნოე სულაბრიძე კი ამბობდა, - თუ ასე გინდოდათ იულიას "ვარსკვალვებში" ყოფნა, თავის დროზე დაგემესიჯებინათო...

აი, რას ამბობს და როგორ აფასებს მას ალიონა შოპტენკო, "ცეკვავენ ვარსკვლავების" უკრაინელი ქორეოგრაფი:

- იულიამ კონკურსი ადრე დატოვა...

- ორივე კიევიდან ხართ. ერთმანეთს უკრაინიდან იცნობთ?

- კიევში და ზოგადად უკრაინაში, ბევრი ხალხი ცხოვრობს და ამის ფონზე იქ ნამდვილი ვარსკვლავებიც ცოტანი არიან (ეს ჩემი აზრია)... მე და იულია კიევში ერთმანეთს ახლოს არ ვიცნობდით, თუმცა ერთამანეთზე გარკვეული ინფორმაცია გვქონდა. ჩვენ თბილისში დავახლოვდით. მოკლედ, ის, რომ იულია ჩვენი კუთხიდან არის, მას არაფერში წაადგა და დაეხმარა... კარგად ცეკვავდა და პროექტში დიდხანს უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ნაკლებად იცნობდნენ და ალბათ, ეს არის მისი პროექტიდან გაგდების მიზეზიც. არ დაუმესიჯეს... არ იცნობდნენ და სათანადოდ არ დააფასეს. ასე რომ, ესეც ერთი ნიმუშია იმისა, რომ ყველაფერს ესემესები წყვეტს... მოკლედ, ადამიანს თავისი ქარიზმა სჭირდება და ის მასობრივად უნდა უყვარდეთ...

- კი, მაგრამ იულიამდე პროექტიდან (მიმაჩნია, რომ ძალიან ადრე), მასობრივად ცნობილი და საყვარელი მსახიობი ნოდარ გურგენაშვილიც გავარდა. ის ჩვენში ძალიან პოპულარულია. თუ იულიას ქართველი მაყურებელი ახლოს არ იცნობდა, ნოდარი ხომ უყვარს?

- კი, მართალია... ნოდარის შემთხვევაშიც გული დამწყდა... და მიმაჩნია, რომ რაღაც უცნაური რამ მოხდა...

- რას იტყვით, როგორ ცეკვავდა?

- მეგონა, რომ ნოდარ გურგენაშვილიც უფრო დიდხანს იქნებოდა პროექტში. რაც შეეხება ცეკვას, ის ყველაფერს რაღაც სხვანაირად, თავისებურად აკეთებდა (სიცილით ამბობს)... შოუს ასეთი კონკურსანტი სჭირდება...

ნოდარი ძალიან კარგი ადამიანია... ვიცი, რომ აქ პოპულარულ სერიალში იღებდნენ და პოპულარული მსახიობია, მაგრამ ხანდახან უცნაური რაღაცებიც ხდება ხოლმე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება