მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი
აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მთა­ვა­რი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ლა­რი­სა შუღ­ლი­აშ­ვი­ლი-შენ­გე­ლა­ია "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს, რომ ეს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ფო­ტოა.

"რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში წე­რია, 60-იან წლებ­ში იპო­ვეს სუ­რა­თი, 80-იან­ში და­წე­რა კი­დეც შუღ­ლი­აშ­ვილ­მა სტა­ტია - ახლა რაზე გა­ახ­სენ­დათ!? შემ­დეგ­ში დად­გინ­და კი­დეც, რომ ეს არის ლე­ვან ბა­რა­თაშ­ვი­ლი. ეს სენ­სა­ცი­ებ­ზე ნა­დი­რო­ბა ავად­მყო­ფო­ბად იქცა ჩვენ­თან, თან ფბ-ს სტა­ტუ­სე­ბის გა­ნი­უ­სე­ბით. ჟურ­ნა­ლის­ტი ოდ­ნავ მა­ინც რომ ვარ­გო­დეს, დაგ­ვი­რე­კავ­და ლიტ. მუ­ზე­უმ­ში და ვე­ტყო­დით" - ეს სი­ტყვე­ბი კი ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტორ­მა ლაშა ბაქ­რა­ძემ სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჩვენც სწო­რედ ბა­ტონ ლა­შას და ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს, ბა­ტონ ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ლაშა ბაქ­რა­ძე:

- გე­უბ­ნე­ბით, რომ არ არის ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ამა­ზე მეტი რა უნდა გი­თხრათ?! ქარ­თუ­ლი პრე­სა თვლის, რომ ფე­ის­ბუ­ქის სტა­ტუ­სე­ბი­დან უნდა აი­ღოს ინ­ფორ­მა­ცია. ძა­ლი­ან ცუ­დია, ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის დიდ ნა­წილს რომ ხე­ლის გან­ძრე­ვა არ სურს და არც მო­ა­ფიქ­რდე­ბა, სად­მე რამე გა­და­ა­მოწ­მოს. ამ­დე­ნი ტვი­ნი და უნა­რი ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს. სა­მა­გი­ე­როდ ყო­ველ­თვის გა­ცხა­რე­ბუ­ლი ეძე­ბენ ყვი­თე­ლი პრე­სის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სენ­სა­ცი­ებს.. ვინც ოდ­ნავ მა­ინც იც­ნობს ამ თე­მას, იცის, რომ ფო­ტო­ზე არ არის ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი...

თა­ვის დრო­ზე ეს ფოტო და­ვით შუღ­ლი­აშ­ვილ­მა იპო­ვა და თუ არ ვცდე­ბი, მხო­ლოდ გვა­რი - ბა­რა­თაშ­ვი­ლი ეწე­რა. ამი­ტომ გაჩ­ნდა ეჭვი რომ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი იყო, რად­გან ფოტო იმ­დრო­ინ­დე­ლია...

რამ­დე­ნი­მე ფო­ტო­ზე არ­სე­ბობ­და ეჭვი, თით­ქოს ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლი იყო, რა­ზეც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრო­მელ­მა - ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვილ­მა"

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

- ორი­ვე ფოტო ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის მცდა­რი ფო­ტო­ე­ბია, მათი ის­ტო­რია ცნო­ბი­ლია, მე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. პირ­ველ სუ­რათ­ზე მარ­თლა ბა­რა­თაშ­ვი­ლია, მაგ­რამ არა ნი­კო­ლო­ზი...

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი

აღმოაჩინეს თუ არა ნიკოლოზ ბარათაშვილი ფოტოსურათი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ლარისა შუღლიაშვილი-შენგელაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოა.

"როგორც ინფორმაციაში წერია, 60-იან წლებში იპოვეს სურათი, 80-იანში დაწერა კიდეც შუღლიაშვილმა სტატია - ახლა რაზე გაახსენდათ!? შემდეგში დადგინდა კიდეც, რომ ეს არის ლევან ბარათაშვილი. ეს სენსაციებზე ნადირობა ავადმყოფობად იქცა ჩვენთან, თან ფბ-ს სტატუსების განიუსებით. ჟურნალისტი ოდნავ მაინც რომ ვარგოდეს, დაგვირეკავდა ლიტ. მუზეუმში და ვეტყოდით" - ეს სიტყვები კი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. ჩვენც სწორედ ბატონ ლაშას და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ბატონ ლევან თაქთაქიშვილს ვესაუბრეთ.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ლაშა ბაქრაძე:

- გეუბნებით, რომ არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი, ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ?! ქართული პრესა თვლის, რომ ფეისბუქის სტატუსებიდან უნდა აიღოს ინფორმაცია. ძალიან ცუდია, ქართველი ჟურნალისტების დიდ ნაწილს რომ ხელის განძრევა არ სურს და არც მოაფიქრდება, სადმე რამე გადაამოწმოს. ამდენი ტვინი და უნარი ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობას არ აქვს. სამაგიეროდ ყოველთვის გაცხარებული ეძებენ ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელ სენსაციებს.. ვინც ოდნავ მაინც იცნობს ამ თემას, იცის, რომ ფოტოზე არ არის ნიკოლოზ ბარათაშვილი...

თავის დროზე ეს ფოტო დავით შუღლიაშვილმა იპოვა და თუ არ ვცდები, მხოლოდ გვარი - ბარათაშვილი ეწერა. ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რადგან ფოტო იმდროინდელია...

რამდენიმე ფოტოზე არსებობდა ეჭვი, თითქოს ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო, რაზეც ძალიან სერიოზული გამოკვლევა ჩაატარა ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელმა - ლევან თაქთაქიშვილმა"

ეროვნული ბიბლიოთეკის დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი:

- ორივე ფოტო ნიკოლოზ ბარათაშვილის მცდარი ფოტოებია, მათი ისტორია ცნობილია, მე გამოვაქვეყნე. პირველ სურათზე მართლა ბარათაშვილია, მაგრამ არა ნიკოლოზი...

იხილეთ სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს