პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა
ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა

თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, (სას­ტუმ­რო "ძველ თე­ლავ­თან"), თე­ლა­ვის ხევ­ში მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­და­ვარ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი მა­მა­კა­ცი მსუ­ბუ­ქად და­შავ­და. მას თავი აქვთ გა­ტე­ხი­ლი.

თე­ლა­ვის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის თქმით, თოვ­ლის გამო დღეს დი­ლი­დან თე­ლავ­ში რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხ­და.

"რამ­დე­ნი­მე დღე ცხად­დე­ბო­და, რომ 12-ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო თოვ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქა­ლა­ქი მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა უა­მინ­დო­ბას. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნა და­იმ­ტვრას და ვინ­მეს რამე მო­ტყდეს? პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლია ქა­ლა­ქი. თოვ­ლი დიდი არ არის, მაგ­რამ გა­ყი­ნულ გზა­ზე მან­ქა­ნე­ბი სრი­ა­ლებს და რთუ­ლია გა­და­ად­გი­ლე­ბა. არ­სად არ ყრია ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი, არც გზის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­სად. გამ­გე­ო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­დე­ნი მო­ცუ­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა იყო, მი­მო­ფან­ტუ­ლია აქეთ-იქით", - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

თე­ლა­ვის გამ­გებ­ლის მო­ად­გი­ლის აკა სა­ჩიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გზებ­ზე ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლი უკვე გა­ი­შა­ლა და სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ წუ­თებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. მი­სი­ვე თქმით, ქა­ლაქს ტექ­ნი­კუ­რი მა­რი­ლის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა აქვს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა

ყინვის გამო თელავის ხევში ავტომანქანა გადავარდა

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სასტუმრო "ძველ თელავთან"), თელავის ხევში მსუბუქი ავტომანქანა გადავარდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანაში მჯდომი მამაკაცი მსუბუქად დაშავდა. მას თავი აქვთ გატეხილი.

თელავის მაცხოვრებლების თქმით, თოვლის გამო დღეს დილიდან თელავში რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"რამდენიმე დღე ცხადდებოდა, რომ 12-ში უნდა ყოფილიყო თოვლი, მიუხედავად ამისა, ქალაქი მოუმზადებელი დახვდა უამინდობას. აუცილებელია რამდენიმე მანქანა დაიმტვრას და ვინმეს რამე მოტყდეს? პარალიზებულია ქალაქი. თოვლი დიდი არ არის, მაგრამ გაყინულ გზაზე მანქანები სრიალებს და რთულია გადაადგილება. არსად არ ყრია ტექნიკური მარილი, არც გზის სამუშაოები მიმდინარეობს არსად. გამგეობის ტერიტორიაზე იმდენი მოცურებული მანქანა იყო, მიმოფანტულია აქეთ-იქით", - აცხადებენ ადგილობრივები.

თელავის გამგებლის მოადგილის აკა საჩიშვილის განცხადებით, გზებზე ტექნიკური მარილი უკვე გაიშალა და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე თქმით, ქალაქს ტექნიკური მარილის საკმარისი რაოდენობა აქვს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა