სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე
სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე

მძღო­ლე­ბი ხში­რად წუხ­დნენ იმის გამო, რომ საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბი ძა­ლი­ან დიდი იყო. პარ­ლა­მენ­ტმა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა და იგი 2014 წლის 1-ლი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა. კო­დექსში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ჯა­რი­მე­ბის ნა­წი­ლი შემ­ცირ­და, თუმ­ცა ნა­წი­ლი პი­რი­ქით - გა­ი­ზარ­და.

რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­ში, ამის გარ­კვე­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს­თან, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­თან ვცა­დეთ.

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ კო­დექსში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა რითი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- მთელ რიგ ჯა­რი­მებ­ზე, რო­მელ­ზეც სახ­დე­ლი ჩვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან იყო გა­უ­მარ­თლებ­ლად დიდი, ზღვა­რი დავ­წი­ეთ, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში - გა­ვა­ნა­ხევ­რეთ. ასე­ვე და­ი­წია სა­უ­რა­ვის ზედა ზღვარ­მა. მა­გა­ლი­თად მო­ვიყ­ვან ყვე­ლას­თვის მტკივ­ნე­ულ ე.წ. რა­და­რის 100-ლა­რი­ან ჯა­რი­მას. დამ­რღვევ მძღო­ლებს სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის ძა­ლი­ან ხში­რად უწევ­დათ საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი თან­ხის გა­დახ­და. ამი­ტომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბის დროს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით დად­გე­ნილ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვებ­ზე მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბე­ბი­სა და მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა ისე და­ი­წევს, რომ მძღოლს გარ­კვე­უ­ლი რიდი მა­ინც დარ­ჩეს.

- კონ­კრე­ტუ­ლად რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­და კა­ნონ­ში და იქ­ნებ გან­გვი­მარ­ტოთ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის რო­მე­ლი დარ­ღვე­ვის­თვის რა სან­ქცია ამოქ­მედ­დე­ბა?

- კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა (რა­და­რე­ბი) - 100 ლარი გა­ნა­ხევ­რდე­ბა და დამ­რღვე­ვი მძღო­ლი 50 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა, ხოლო აღ­ნიშ­ნუ­ლი ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ­სე­ბუ­ლი სა­უ­რა­ვი 500 ლა­რის ნაც­ვლად 150 ლა­რამ­დე შემ­ცირ­დე­ბა. ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თალ­დამ­რღვევს მარ­თვის უფ­ლე­ბა 2 წლის ნაც­ვლად 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა 1.500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. დგო­მა-გა­ჩე­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა 10-ლა­რი­ან ჯა­რი­მა­სა და გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 150-ლა­რი­ან სა­უ­რავს ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­რღვევ მძღოლს 1 წლის ნაც­ვლად მარ­თვის უფ­ლე­ბა 6 თვით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის შეც­ვლა 1.000-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად 500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე, ნა­ხევ­რდე­ბა ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის არ­სე­ბუ­ლი 100-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და ის 50 ლარი იქ­ნე­ბა. ჯა­რი­მის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში მძღოლს 500 ლა­რის ნაც­ვლად 150-ლა­რი­ა­ნი სა­უ­რა­ვი და­ე­კის­რე­ბა. ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დამ­რღვევ მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბა 2 წლის ნაც­ვლად 1 წლის ვა­დით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნა 1500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად 500-ლა­რი­ა­ნი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მცირ­დე­ბა აგ­რეთ­ვე გან­მე­ო­რე­ბით ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი 200-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და იგი 100 ლარი იქ­ნე­ბა. ჯა­რი­მი­სა და სა­უ­რა­ვის დად­გე­ნილ ვა­და­ში გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2 წლის ნაც­ვლად მარ­თვის უფ­ლე­ბა მძღოლს 1 წლით ჩა­მო­ერ­თმე­ვა, ხოლო ჩა­მორ­თმე­უ­ლი მარ­თვის უფ­ლე­ბის აღ­დგე­ნის­თვის 1.500-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად 1.000 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს.

- ზოგ დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მა გამ­კაცრ­და. მა­გა­ლი­თად, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და სიმ­თვრა­ლე­ზე. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეთ?

- დიახ, რიგ გა­დაც­დო­მებ­ზე ჯა­რი­მე­ბი გა­ნა­ხევ­რდე­ბა ან იგი­ვე დარ­ჩე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თზე გამ­კაცრ­დე­ბა. ჯა­რი­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა ისეთ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­ზე მოხ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას უსა­მარ­თლო­ბის გრძნო­ბას უჩენ­და. ჩვენ უფრო გა­ვამ­კაც­რეთ ჯა­რი­მა სიმ­თვრა­ლე­ზე. ეს მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენ არ ვუდ­გე­ბით ზე­რე­ლედ და ზე­და­პი­რუ­ლად სა­ერ­თო ჯა­რი­მე­ბის პრობ­ლე­მას. მა­გა­ლი­თად, მძღო­ლის მიერ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში ადრე ჯა­რი­მა 200 ლარი იყო. ცვლი­ლე­ბე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ კი, ნას­ვამ მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბას 6 თვით ჩა­მო­არ­თმე­ვენ. სამ­წუ­ხა­როდ, ადრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ვაჟ­კა­ცო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, დღეს კი რო­გორც მი­ნი­მუმ, ნას­ვა­მი მძღო­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს. ასე­ვე ხში­რად ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­ე­ბი არ­ღვე­ვენ საგ­ზაო წე­სებს, რაც სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გით სრულ­დე­ბა. ამი­ტომ ასე­თი დარ­ღვე­ვე­ბის­თვი­საც გა­ი­ზარ­და ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა და ის 3 ლა­რის ნაც­ვლად 10 ლარი იქ­ნე­ბა.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მები, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ე.წ. სიჩ­ქა­რის გან­მსა­ზღვრე­ლი რა­და­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბის შემ­დეგ, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა შე­დე­გებს ასა­ხავს. რა შე­გიძ­ლი­ათ ამ მო­ნა­ცე­მებ­ზე გვი­თხრათ?

- დიახ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, თბი­ლის­ში, იქ, სა­დაც რა­და­რე­ბი და­მონ­ტაჟ­და, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 80%-ით იკლო. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც 85%-ით შემ­ცირ­და. მა­გა­ლი­თად, თბი­ლის­ში, შარ­შან ამ პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 39 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, წელს მხო­ლოდ - 6, ხოლო 2013 წლის ნო­ემ­ბრის თვე­ში მსხვერ­პლი სა­ერ­თოდ არ ფიქ­სირ­დე­ბა. ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ პროგ­რა­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლია. ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლაქ­ში სულ 17 რა­და­რი მუ­შა­ობს, სა­მო­მავ­ლოდ ეს ციფ­რი 29-მდე გა­იზ­რდე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს, აპი­რებთ თუ არა რა­და­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით და­მონ­ტა­ჟე­ბას?

- მძღოლ­თა და მგზავ­რთა უსაფრ­თხო გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა და მოძ­რა­ო­ბი­სას გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, ცოტა ხნის წინ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა აჭა­რი­სა და გუ­რი­ის რე­გი­ო­ნე­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მა­გის­ტრა­ლებ­ზე სიჩ­ქა­რის მზო­მი 18 ახა­ლი რა­და­რი და­ა­მონ­ტა­ჟა. მძღო­ლებს თუ მი­აწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, კონ­კრე­ტუ­ლად თუ სად არის ეს რა­და­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, კარ­გი იქ­ნე­ბა. დღე­ი­სათ­ვის ამ ორ რე­გი­ონ­ში რა­და­რე­ბი შემ­დეგ ად­გი­ლებ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი:

გუ­რი­ის რე­გი­ო­ნი: სე­ნა­კი-ფოთი-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 44-ე კმ-ზე, სო­ფელ ხა­ჟა­ლი­ა­ში და იქ და­საშ­ვე­ბია 60+15 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბა; სამ­ტრე­დია-ლან­ჩხუ­თი-გრი­გო­ლე­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 21-ე კმ-ზე, სო­ფელ ჭყო­ნა­გო­რა­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია რა­და­რი და სიჩ­ქა­რე აქაც 60+15 კმ/სთ-ია. ასე­ვე რა­და­რი მუ­შა­ობს ამა­ვე სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 26-ე კმ-ზე, სო­ფელ შუ­ხუთ­ში. სე­ნა­კი-ფოთი-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 46-ე კმ-ზე, სო­ფელ გრი­გო­ლეთ­ში; სო­ფელ შეკ­ვე­თილ­ში. აჭა­რის რე­გი­ონ­ში კი რა­და­რი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია გო­ნი­ოს ცი­ხეს­თან, სარ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე გე­ზის ტერ­მი­ნალ­თან, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და იქ მოძ­რა­ო­ბა 90+15 კმ/სთ სიჩ­ქა­რით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი; ბა­თუმ­ში - ხიმ­ში­აშ­ვი­ლის 9 ნო­მერ­თან მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 40+15 კმ/სთ სიჩ­ქა­რით და რა­და­რი დგას სარ­ფის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ანა­ლო­გი­უ­რად, რა­და­რი და­მონ­ტაჟ­და ხიმ­ში­აშ­ვი­ლი-ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე და იქაც და­საშ­ვე­ბია 40 კმ/სთ სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ო­ბა; ასე­ვე მა­ხინ­ჯა­უ­რი-სე­ნა­კი-ფოთი-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 94-ე კმ-ზე, 60+15 კმ/სთ სიჩ­ქა­რით, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით. ხელ­ვა­ჩა­უ­რი-ბა­თუ­მი-ახალ­ცი­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-5 კმ-ზე 60+15 კმ/სთ, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, ბო­ბოყ­ვა­თი-სე­ნა­კი-ფოთი-სარ­ფის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 78-ე კმ-ზე 90+15 კმ/სთ სიჩ­ქა­რით, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქო­ბუ­ლეთ­ში კი აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის #266 ნო­მერ­თან ჩო­ლო­ქის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია 40+15 კმ/სთ-ით, ასე­ვეა ქო­ბუ­ლეთ­ში, ფიჭვნარ­ში, ბა­თუ­მის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სიჩ­ქა­რე გან­სა­ზღვრუ­ლია 70+15 კმ/სთ-ით. რა­და­რე­ბი ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით დგას ჩაქ­ვის გვი­რა­ბებ­თან (60+15 კმ/სთ).

- არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მო­თხოვ­ნა­თა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია გა­ხუთ­მაგ­და და ის 2.000 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა, ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ, რომ პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა 15-დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბი­თაც და­ის­ჯე­ბა. კა­ნო­ნით რო­გორ იყო ეს სა­კი­თხი ადრე და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი და რა­ტომ გა­და­წყდა ამ კუ­თხით კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა?

- ეს პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა. მო­ქა­ლა­ქეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა და რიდი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს. ვერ ვი­ტყვი, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვამ იმა­ტა და ამას უკავ­შირ­დე­ბა სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბა. ეს ჩვენ­თან არის ასე - ძარ­ცვის ან სხვა სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის­თვის სას­ჯე­ლი უფრო მკაც­რია, ვიდ­რე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის­თვის. ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში პი­რი­ქი­თაა. მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში ან თუნ­დაც ბრი­ტა­ნეთ­ში ძა­ლი­ან მძი­მეა მუხ­ლი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას ეხე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე

სად დგას ახალი რადარები დასავლეთის მაგისტრალზე

მძღოლები ხშირად წუხდნენ იმის გამო, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები ძალიან დიდი იყო. პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა და იგი 2014 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. კოდექსში ბევრი რამ შეიცვალა, ჯარიმების ნაწილი შემცირდა, თუმცა ნაწილი პირიქით - გაიზარდა.

რა ცვლილებები შევიდა კანონში, ამის გარკვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, ლევან მაჭავარიანთან ვცადეთ.

- ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანა რითი იყო გამოწვეული?

- მთელ რიგ ჯარიმებზე, რომელზეც სახდელი ჩვენი გადმოსახედიდან იყო გაუმართლებლად დიდი, ზღვარი დავწიეთ, უმეტეს შემთხვევაში - გავანახევრეთ. ასევე დაიწია საურავის ზედა ზღვარმა. მაგალითად მოვიყვან ყველასთვის მტკივნეულ ე.წ. რადარის 100-ლარიან ჯარიმას. დამრღვევ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის ძალიან ხშირად უწევდათ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა. ამიტომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ სამართალდარღვევებზე მთელი რიგი ცვლილებები მომზადებულიყო. აღნიშნული ინიციატივა ჯარიმის ოდენობებისა და მართვის უფლების ჩამორთმევის ვადების შემცირებას ითვალისწინებს. ჯარიმების ოდენობა ისე დაიწევს, რომ მძღოლს გარკვეული რიდი მაინც დარჩეს.

- კონკრეტულად რა ცვლილებები შევიდა კანონში და იქნებ განგვიმარტოთ, საგზაო მოძრაობის წესების რომელი დარღვევისთვის რა სანქცია ამოქმედდება?

- კანონპროექტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა (რადარები) - 100 ლარი განახევრდება და დამრღვევი მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო აღნიშნული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, არსებული საურავი 500 ლარის ნაცვლად 150 ლარამდე შემცირდება. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. დგომა-გაჩერების წესების დარღვევა 10-ლარიან ჯარიმასა და გადაუხდელობის შემთხვევაში, 150-ლარიან საურავს ითვალისწინებს. ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს 1 წლის ნაცვლად მართვის უფლება 6 თვით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების შეცვლა 1.000-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ჯარიმით იქნება შესაძლებელი. ასევე, ნახევრდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის არსებული 100-ლარიანი ჯარიმა და ის 50 ლარი იქნება. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მძღოლს 500 ლარის ნაცვლად 150-ლარიანი საურავი დაეკისრება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევ მძღოლს მართვის უფლება 2 წლის ნაცვლად 1 წლის ვადით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა 1500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 500-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმით იქნება შესაძლებელი. მცირდება აგრეთვე განმეორებით ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული 200-ლარიანი ჯარიმა და იგი 100 ლარი იქნება. ჯარიმისა და საურავის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, 2 წლის ნაცვლად მართვის უფლება მძღოლს 1 წლით ჩამოერთმევა, ხოლო ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენისთვის 1.500-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად 1.000 ლარის გადახდა მოუწევს.

- ზოგ დარღვევაზე ჯარიმა გამკაცრდა. მაგალითად, ჯარიმის ოდენობა გაიზარდა სიმთვრალეზე. ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღეთ?

- დიახ, რიგ გადაცდომებზე ჯარიმები განახევრდება ან იგივე დარჩება, თუმცა ზოგიერთზე გამკაცრდება. ჯარიმების შემცირება ისეთ სამართალდარღვევაზე მოხდება, რომლებიც საზოგადოებას უსამართლობის გრძნობას უჩენდა. ჩვენ უფრო გავამკაცრეთ ჯარიმა სიმთვრალეზე. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ არ ვუდგებით ზერელედ და ზედაპირულად საერთო ჯარიმების პრობლემას. მაგალითად, მძღოლის მიერ ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში ადრე ჯარიმა 200 ლარი იყო. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ კი, ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით ჩამოართმევენ. სამწუხაროდ, ადრე საზოგადოების ნაწილისთვის ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ვაჟკაცობასთან ასოცირდებოდა, დღეს კი როგორც მინიმუმ, ნასვამი მძღოლი მოსახლეობაში გაკვირვებას იწვევს. ასევე ხშირად ფეხით მოსიარულეები არღვევენ საგზაო წესებს, რაც სავალალო შედეგით სრულდება. ამიტომ ასეთი დარღვევებისთვისაც გაიზარდა ჯარიმის ოდენობა და ის 3 ლარის ნაცვლად 10 ლარი იქნება.

- როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მო­ნა­ცე­მები, რომელიც თბილისში ე.წ. სიჩ­ქარის განმსაზღვრელი რადარების დამონტაჟების შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგებს ასახავს. რა შეგიძლიათ ამ მონაცემებზე გვითხრათ?

- დიახ, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში, იქ, სადაც რადარები დამონტაჟდა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ 80%-ით იკლო. საგულისხმოა, რომ დაღუპულთა რაოდენობაც 85%-ით შემცირდა. მაგალითად, თბილისში, შარშან ამ პერიოდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა, წელს მხოლოდ - 6, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში მსხვერპლი საერთოდ არ ფიქსირდება. ეს მონაცემები ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ პროგრამა წარმატებულია. ამ დროისთვის დედაქალაქში სულ 17 რადარი მუშაობს, სამომავლოდ ეს ციფრი 29-მდე გაიზრდება.

- რაც შეეხება რეგიონებს, აპირებთ თუ არა რადარების საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებას?

- მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით, ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარისა და გურიის რეგიონების ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე სიჩქარის მზომი 18 ახალი რადარი დაამონტაჟა. მძღოლებს თუ მიაწვდით ინფორმაციას, კონკრეტულად თუ სად არის ეს რადარები დამონტაჟებული, კარგი იქნება. დღეისათვის ამ ორ რეგიონში რადარები შემდეგ ადგილებზეა განთავსებული:

გურიის რეგიონი: სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე, სოფელ ხაჟალიაში და იქ დასაშვებია 60+15 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე, სოფელ ჭყონაგორაშიც დამონტაჟებულია რადარი და სიჩქარე აქაც 60+15 კმ/სთ-ია. ასევე რადარი მუშაობს ამავე საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, სოფელ შუხუთში. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე, სოფელ გრიგოლეთში; სოფელ შეკვეთილში. აჭარის რეგიონში კი რადარი დამონტაჟებულია გონიოს ციხესთან, სარფის მიმართულებით, ასევე გეზის ტერმინალთან, ბათუმის მიმართულებით და იქ მოძრაობა 90+15 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი; ბათუმში - ხიმშიაშვილის 9 ნომერთან მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ სიჩქარით და რადარი დგას სარფისკენ მიმავალ გზაზე. ანალოგიურად, რადარი დამონტაჟდა ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე და იქაც დასაშვებია 40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა; ასევე მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე, 60+15 კმ/სთ სიჩქარით, ორივე მიმართულებით. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე 60+15 კმ/სთ, ორივე მიმართულებით, ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ-ზე 90+15 კმ/სთ სიჩქარით, ბათუმის მიმართულებით. ქობულეთში კი აღ­მაშენებლის გამზირის #266 ნომერთან ჩოლოქის მიმართულებით მოძრაობა დასაშვებია 40+15 კმ/სთ-ით, ასევეა ქობულეთში, ფიჭვნარში, ბათუმის მიმართულებით და სიჩქარე განსაზღვრულია 70+15 კმ/სთ-ით. რადარები ორივე მიმართულებით დგას ჩაქვის გვირაბებთან (60+15 კმ/სთ).

- არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული სანქცია გახუთმაგდა და ის 2.000 ლარით განისაზღვრა, ასევე საუბრობენ, რომ პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა 15-დღიანი პატიმრობითაც დაისჯება. კანონით როგორ იყო ეს საკითხი ადრე დარეგულირებული და რატომ გადაწყდა ამ კუთხით კანონის გამკაცრება?

- ეს პრევენციული ღონისძიებაა. მოქალაქეს სამართალდამცავების პატივისცემა და რიდი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ვერ ვიტყვი, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ იმატა და ამას უკავშირდება სასჯელის გამკაცრება. ეს ჩვენთან არის ასე - ძარცვის ან სხვა სახის დანაშაულისთვის სასჯელი უფრო მკაცრია, ვიდრე სამართალდამცავის ფიზიკური შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვისთვის. ევროპის ქვეყნებში პირიქითაა. მაგალითად, საფრანგეთში ან თუნდაც ბრიტანეთში ძალიან მძიმეა მუხლი, რომელიც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას ეხება.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია