სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ჩეხ­მა დუ­შან უჰ­რინ­მა და­ტო­ვა, - ამის შე­სა­ხებ დუ­შან უჰ­რინ­მა დღეს "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის რან­გში ეს ბოლო თა­მა­ში იყო. ჩეხი სპე­ცი­ა­ლის­ტი სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, სა­დაც "პლზენს" ჩა­უდ­გე­ბა სა­თა­ვე­ში.

ამ თე­მა­ზე უჰ­რი­ნი ვრცლად ხვალ, 13.00 სა­ათ­ზე, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რებს.

დუ­შან უჰ­რი­ნი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" მთა­ვარ მწვრთნე­ლად 2012 წლის ივ­ნის­ში და­ი­ნიშ­ნა. მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლო­ვან­მა გუნ­დმა 2012-2013 წლე­ბის სე­ზონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს თასი და სუ­პერ­თა­სი მო­ი­გო.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის უმაღ­ლე­სი ლი­გის XV ტუ­რის დარ­ჩე­ნი­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა. ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩი თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" ჩა­ტარ­და. სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის ლი­დერ­მა თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" ლან­ჩხუ­თის "გუ­რი­ას" უმას­პინ­ძლა და ან­გა­რი­შით 3:1 და­ა­მარ­ცხა.

რაც შე­ე­ხე­ბა მატჩს, ან­გა­რი­ში გუ­რუ­ლებ­მა გახ­სნეს - 28-ე წუთ­ზე სტუმ­რე­ბი წინ ვილი ისი­ან­მა გა­იყ­ვა­ნა. დი­ნა­მო­ე­ლებ­მა მატ­ჩის ბე­დის შე­მოტ­რი­ა­ლე­ბა მე­ო­რე ტა­იმ­ში შეძ­ლეს. 58-ზე ჯერ ჩის­კომ გა­ა­თა­ნაბ­რა, 79-ზე მას­პინ­ძლე­ბი წინ გი­ორ­გი მე­რე­ბაშ­ვი­ლი გა­იყ­ვა­ნა, სა­ბო­ლოო ან­გა­რი­ში კი ჯაბა დვალ­მა 89-ეზე და­ა­ფიქ­სი­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

თბილისის "დინამო" მთავარმა მწვრთნელმა, ჩეხმა დუშან უჰრინმა დატოვა, - ამის შესახებ დუშან უჰრინმა დღეს "დინამო არენაზე" მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის რანგში ეს ბოლო თამაში იყო. ჩეხი სპეციალისტი სამშობლოში ბრუნდება, სადაც "პლზენს" ჩაუდგება სათავეში.

ამ თემაზე უჰრინი ვრცლად ხვალ, 13.00 საათზე, სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

დუშან უჰრინი თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად 2012 წლის ივნისში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა 2012-2013 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონობა, საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.

დღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XV ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა. ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, "დინამო არენაზე" ჩატარდა. სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

რაც შეეხება მატჩს, ანგარიში გურულებმა გახსნეს - 28-ე წუთზე სტუმრები წინ ვილი ისიანმა გაიყვანა. დინამოელებმა მატჩის ბედის შემოტრიალება მეორე ტაიმში შეძლეს. 58-ზე ჯერ ჩისკომ გაათანაბრა, 79-ზე მასპინძლები წინ გიორგი მერებაშვილი გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი ჯაბა დვალმა 89-ეზე დააფიქსირა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია