სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)
აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

ქა­რი­ა­ნი ამინ­დი­სა და სი­ცი­ვის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პი­რე­ბი ვარ­დე­ბის მო­ე­დან­ზე შე­იკ­რიბ­ნენ. კო­ა­ლი­ცია და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის ყო­ველ­წლი­უ­რად მარ­თავს აქ­ცია-მსვლე­ლო­ბას შშმ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის მო­თხოვ­ნის მიზ­ნით. 3 დე­კემ­ბე­რი შშმ პი­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეა:

"სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მთავ­რო­ბას კი­დეც ერთხელ გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ­თვის თა­ა­ნა­ბა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ხდე­ბო­დეს. ჩვენ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ოპ­ტი­მის­ტე­ბი ვართ და თუ ამ­ბი­ცია არ გვექ­ნე­ბა, სხვა­ნა­ი­რად ცვლი­ლე­ბებს ვერ მო­ვახ­დენთ. აღ­მას­რუ­ლე­ბელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კორ­პუს­თან დღე­ვან­დელ­მა შეხ­ვედ­რამ იმე­დი მოგ­ვცა, რომ მალე კონ­ვენ­ცი­ი­სა და მისი ფა­კულ­ტა­ტუ­რუ­ლი ოქ­მის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ახლა გვაქვს ძა­ლი­ან კარ­გი შან­სი და მისი გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, არ გვექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვი­ყოთ - მე­უბ­ნე­ბა კო­ა­ლი­ცი­ის პროგ­რა­მე­ბის მე­ნე­ჯე­რი რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი.

რამ­დე­ნი­მე წუთ­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რა­დი­სო­ნის მო­პირ­და­პი­რე ტრა­სა ტრანსფა­რან­ტე­ბით ხელ­ში გა­დაკ­ვე­თეს და რუს­თა­ველ­ზე გა­მო­ფე­ნას­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. გამ­ვლე­ლე­ბი გა­ო­ცე­ბას ვერ მა­ლა­ვენ და ჟურ­ნა­ლის­ტებს ეტ­ლით მო­სი­ა­რუ­ლე­თა და უსი­ნათ­ლო­თა შეკ­რე­ბის მი­ზეზს გვე­კი­თხე­ბი­ან...

იქვე ახ­ლოს ქა­რის­გან შე­ცი­ე­ბუ­ლი უსი­ნათ­ლო­ე­ბი დგა­ნან. ამ­ბო­ბენ, რომ კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ზე შე­ღა­ვა­თე­ბის და­წე­სე­ბას სთხო­ვენ საკ­რე­ბუ­ლოს და და­პი­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბის იმე­დიც აქვთ...

უა­მინ­დო­ბი­სა გამო აქ­ცია მალე და­ი­შა­ლა. გა­ჩე­რე­ბას­თან ტრან­სპორ­ტის მომ­ლო­დი­ნე ეტ­ლში მჯდა­რი ახალ­გზრდა შევ­ნიშ­ნე. მა­ი­ას­თვის ერ­თა­დერ­თი მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ტრან­სპორ­ტი ტაქ­სია, მაგ­რამ კარ­გად უნდა შე­არ­ჩი­ოს, მთა­ვა­რია ეტლი სა­ბარ­გულ­ში კარ­გად მო­თავ­სდეს. მაია მე­უბ­ნე­ბა, რომ სახ­ლი­დან გა­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბის­თვის დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ 20 ლარი სჭირ­დე­ბა...

სა­ბარ­გუ­ლი­ა­ნი ტაქ­სის ლო­დინ­ში ათი წუთი გა­დის. მძღო­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა - სა­გულ­და­გუ­ლოდ კე­ცავს ეტლს, სა­ბარ­გულ­ში ათავ­სებს და მა­ი­ას დაჯ­დო­მა­ში ეხ­მა­რე­ბა.

კო­ა­ლი­ცი­ის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან შე­სახ­ვედ­რად მი­დი­ან.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, AMBEBI.GE

აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

აქცია ეტლებით თბილისის ცენტრში (+ფოტორეპორტაჟი)

ქარიანი ამინდისა და სიცივის მიუხედავად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ყოველწლიურად მართავს აქცია-მსვლელობას შშმ პირების უფლებების დაცვის მოთხოვნის მიზნით. 3 დეკემბერი შშმ პირების საერთაშორისო დღეა:

"საზოგადოებასა და მთავრობას კიდეც ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთვის თაანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა ხდებოდეს. ჩვენ გამოუსწორებელი ოპტიმისტები ვართ და თუ ამბიცია არ გვექნება, სხვანაირად ცვლილებებს ვერ მოვახდენთ. აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საერთაშორისო კორპუსთან დღევანდელმა შეხვედრამ იმედი მოგვცა, რომ მალე კონვენციისა და მისი ფაკულტატურული ოქმის რატიფიცირება მოხდება. ახლა გვაქვს ძალიან კარგი შანსი და მისი გამოუყენებლობის შემთხვევაში, არ გვექნება უფლება, რომ საზოგადოების ნაწილი ვიყოთ - მეუბნება კოალიციის პროგრამების მენეჯერი რატი იონათამიშვილი.

რამდენიმე წუთში აქციის მონაწილეებმა რადისონის მოპირდაპირე ტრასა ტრანსფარანტებით ხელში გადაკვეთეს და რუსთაველზე გამოფენასთან გადაინაცვლეს. გამვლელები გაოცებას ვერ მალავენ და ჟურნალისტებს ეტლით მოსიარულეთა და უსინათლოთა შეკრების მიზეზს გვეკითხებიან...

იქვე ახლოს ქარისგან შეციებული უსინათლოები დგანან. ამბობენ, რომ კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას სთხოვენ საკრებულოს და დაპირების შესრულების იმედიც აქვთ...

უამინდობისა გამო აქცია მალე დაიშალა. გაჩერებასთან ტრანსპორტის მომლოდინე ეტლში მჯდარი ახალგზრდა შევნიშნე. მაიასთვის ერთადერთი მოსახერხებელი ტრანსპორტი ტაქსია, მაგრამ კარგად უნდა შეარჩიოს, მთავარია ეტლი საბარგულში კარგად მოთავსდეს. მაია მეუბნება, რომ სახლიდან გამოსვლის შემთხვევაში ტაქსით გადაადგილებისთვის დღეში საშუალოდ 20 ლარი სჭირდება...

საბარგულიანი ტაქსის ლოდინში ათი წუთი გადის. მძღოლი გულისხმიერი აღმოჩნდა - საგულდაგულოდ კეცავს ეტლს, საბარგულში ათავსებს და მაიას დაჯდომაში ეხმარება.

კოალიციის დანარჩენი წევრები პარლამენტში დავით უსუფაშვილთან შესახვედრად მიდიან.

სალომე შიხაშვილი, AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა