მსოფლიო
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რია "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი
რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რია "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი

სე­რი­ა­ლის - "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სცე­ნა­რის­ტი, ქე­თი დევ­და­რი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ კუ­ლი­ნა­რო­ბა ისე­თი­ვე პრო­ფე­სიაა, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, რად­გან კარგ მზა­რე­უ­ლო­ბას ნი­ჭი, ცოდ­ნა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად კარ­გი კუ­ლი­ნა­რო­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა ამით არ ამა­ყობს და პა­ტივს სცემს ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში ნო­ვა­ტო­რო­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

გემ­რი­ე­ლი კერ­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა

- საჭ­მ­ლის კე­თე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, ამით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­ა­ბედ­ნი­ე­რო ან მო­წამ­ლო და მოკ­ლა (ი­ცი­ნის). ასე რომ, ამას სჭირ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, გე­მოვ­ნე­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და ა.შ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი ისე­თი­ვე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი არი­ან, რო­გო­რიც მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და ა.შ. ყვე­ლა იმ ქალ­თან, ვის­თა­ნაც მივ­სულ­ვარ და მი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი რამ გა­მი­სინ­ჯავს, სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბის ჩუ­ქე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გულ­წ­რ­ფე­ლად გა­და­მიხ­დია მად­ლო­ბა. ად­რე ერთ-ერთ სა­იტ­ზე კუ­ლი­ნა­რი­ულ თე­მას ვკი­თხუ­ლობ­დი ხოლ­მე, ყვე­ლა ქა­ლი თა­ვის გა­კე­თე­ბულ საჭ­მელს დებ­და, იმ დღეს ვინ რა მო­ამ­ზა­და და ძა­ლი­ან მომ­წონ­და, რად­გან ის ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღა­ცას ქმნი­ან და ვი­ღა­ცის­თ­ვის სარ­გებ­ლო­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­აქვთ. ჭა­მა ხომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. არ მომ­წონს, რო­ცა ამა­ყო­ბენ, საჭ­მ­ლის კე­თე­ბა არ ვი­ცი­თო, ეს კა­ტას­ტ­რო­ფაა.

პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან მო­ვი­კოჭ­ლებ, ცუ­დი კუ­ლი­ნა­რი ვარ და საჭ­მ­ლის კე­თე­ბა არ ვი­ცი. მხო­ლოდ სხვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლის შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია. არ არის სა­ჭი­რო, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლამ იცო­დეს და იმის გა­მო, რომ არ მიყ­ვარს რა­ღა­ცის ცუ­დად კე­თე­ბა, ვცდი­ლობ, მაგ სფე­რო­ში დი­დად არც შე­ვიჭ­რა. ზოგ­ჯერ კი კუ­ლი­ნა­რო­ბა მა­ინც მი­წევს, ყო­ველ­თ­ვის მზა-მზა­რე­უ­ლი არ არის. რაც გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის, ეს არის ლო­ბიო, ისიც, თუ კარ­გი ლო­ბიო შემ­ხ­ვ­და და ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ იოლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. სახ­ლ­ში მარ­ტო ვცხოვ­რობ, ჩემს შვილ­თან ერ­თად.

"საჭ­მელს დე­და მიმ­ზა­დებს"

- ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, ძი­რი­თა­დად, საჭ­მელს დე­და მიმ­ზა­დებს, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია, მი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი სახ­ლ­ში მოგ­ვაქვს ხოლ­მე და მი­ვირ­თ­მევთ, ზოგ­ჯერ მა­ღა­ზი­ა­ში მზა კერ­ძებს ვყი­დუ­ლობთ ან რა­ი­მე იო­ლად მო­სამ­ზა­დე­ბელ­ზე გა­და­ვივ­ლით. დე­დას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­ჭი აქვს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სი­თა და თან­ხით მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, თა­ნაც, გემ­რი­ე­ლი ხე­ლი აქვს. რო­ცა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მახ­სოვს, რო­გორ წვავ­და მა­გა­ლი­თად, კვერ­ცხს ისეთ­ნა­ი­რად, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო ჰქონ­და. ერთ რა­მეს და­ვაკ­ვირ­დი, რო­ცა საჭ­მელს სიყ­ვა­რუ­ლით და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის აკე­თებ და ამა­ვე დროს, რო­ცა დი­დი პრაქ­ტი­კა და სურ­ვი­ლი გაქვს, ამ სფე­რო­ში ბევ­რი ახა­ლი რამ გა­ი­გო, კერ­ძე­ბი გემ­რი­ე­ლი გა­მოგ­დის. დე­და სულ მთხოვს, ინ­ტერ­ნე­ტი­დან ახა­ლი რე­ცეპ­ტე­ბი ამო­ვუ­წე­რო, სი­ახ­ლე­ე­ბის მო­სინ­ჯ­ვა უყ­ვარს, თან ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია და ბატ­კ­ნის კექ­სი

- დე­და­ჩემს და ბი­ცო­ლა­ჩემს ახალ წელს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი ჰქონ­დათ, ვინ რას და რო­გორ გა­ა­კე­თებ­და, ვი­სი ხა­ჭა­პუ­რი უფ­რო თხე­ლი და გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და, ვი­სი გა­მომ­ცხ­ვა­რი მჭა­დე­ბი უფ­რო ლა­მა­ზი ფორ­მის და ა.შ. სა­წყალ დე­დას და ბი­ცო­ლას 12 სა­ა­თის­თ­ვის უკ­ვე ლა­მის ეძი­ნათ, ისე­თი გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ჩვენ კი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ლა­მაზ, დიდ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა სწო­რედ ის სუფ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს ოჯახ­ში იშ­ლე­ბო­და. დე­დას, ბი­ცო­ლა­სა და ბე­ბი­ას ამ თე­მა­ზე საქ­მი­ა­ნი დის­კუ­სი­ე­ბი ჰქონ­დათ ხოლ­მე, ეს რო­გორ ჯო­ბია, ის რო­გორ გა­ვა­კე­თო­თო და ა.შ. ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია იყო ის, რომ აღ­დ­გო­მა­სა და ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის ერ­თად უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით. ბე­ბი­ას კექ­სის­თ­ვის ბატ­კ­ნის ფორ­მა ჰქონ­და და იმ­დე­ნად საყ­ვა­რე­ლი გა­მო­დი­ო­და, ვინ­მე ყურ­საც რომ მო­ა­ტეხ­და და შე­ჭამ­და, ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბო­და. აღ­დ­გო­მას 100 კვერ­ცხი იღე­ბე­ბო­და, ბი­ცო­ლა­ჩე­მის დე­და შე­სა­ნიშ­ნავ პას­ქებს აცხობს, რომ­ლის რე­ცეპ­ტი ოჯა­ხუ­რი "სა­ი­დუმ­ლო" იყო და "ვმა­რი­ა­ჟობ­დით" ხოლ­მე, სახ­ლ­ში კარ­გი პას­ქა რომ გვქონ­და. დე­და­ჩემს ტრა­დი­ცია აქვს, - რო­ცა მე ან ჩე­მი ძმა სა­ი­დან­მე ჩა­მოვ­დი­ვართ, რა­ი­მე გემ­რი­ელს გვახ­ვედ­რებს, რაც მოგ­ვე­ნატ­რა, სუფ­რას ლა­მა­ზად გაგ­ვიშ­ლის, თვი­თონ გვერ­დით გვიჯ­დე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე თვა­ლე­ბით გვი­ყუ­რებს.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო

- ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცით, რა რას­თან მი­ვირ­თ­ვათ, სუფ­რა­ზე ყვე­ლა კერძს ერ­თად ვე­ტა­ნე­ბით და მე­რე ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი ან კუ­ჭი გვტკი­ვა. სა­ლა­თა, სა­ცი­ვი, თევ­ზი - ყვე­ლა­ფერს სწრა­ფად "იყ­რი", სუფ­რას­თან დიდ­ხანს ზი­ხარ და ა.შ. ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. "ბა­ლა­ხი" და ნი­გო­ზი - ამ კომ­ბი­ნა­ცი­ის რამ­დენ­ნა­ი­რი კერ­ძი გვაქვს. თევ­ზ­თან სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, კარ­გად ვერ ვა­კე­თებთ. რო­გორც გა­მი­გია, თევზს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თე­ბენ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და ძა­ლი­ან მინ­და გავ­სინ­ჯო. უცხო­ე­ლე­ბის წვე­უ­ლე­ბებ­ზე არ მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ, მხო­ლოდ ა-ლა-ფურ­შე­ტებ­ზე და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან სუფ­რა კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. კერ­ძე­ბი, სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა თუ დაკ­რ­ძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ზე.

უცხო­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო

- გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და თურ­ქეთ­ში ვარ ნამ­ყო­ფი. სამ­წუ­ხა­როდ, იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა სამ­ზა­რე­უ­ლოც მომ­წონს, არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. ეს არის მექ­სი­კა და იტა­ლია. იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან მომ­წონს. მარ­თა­ლია, ასუ­ქებს, მაგ­რამ მა­ინც. პი­ცა, სპა­გე­ტი, ბრუს­კე­ტა, წვნი­ა­ნე­ბი - ძალ­ზე გემ­რი­ე­ლია. ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო არ გა­მი­სინ­ჯავს. თურ­ქუ­ლი არ მიყ­ვარს, ძა­ლი­ან ცხი­მი­ა­ნია და სულ ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ვმძიმ­დე­ბი, არც შა­ურ­მა­ზე ვგიჟ­დე­ბი; თუმ­ცა, უგემ­რი­ე­ლე­სი ტკბი­ლე­უ­ლი და ჩაი აქვთ. სხვა­თა შო­რის, ერთ კა­ფე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ჩაი ვი­ყი­დე - 2 კგ. მაგ­რამ აქ რომ ჩა­მო­ვი­ტა­ნე და მო­ვამ­ზა­დე, ისე­თი არ გა­მო­ვი­და. მთა­ვა­რი მი­სი და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ყო­ფი­ლა და იქ სულ სხვა გე­მო ჰქონ­და. წელს ორი კვი­რა ისე გა­ვა­ტა­რე ბერ­ლინ­ში, რომ "ჰოთ დო­გე­ბი" არც კი მი­ჭა­მია, გერ­მა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თიც ვერ მო­ვი­ხიბ­ლე. აი, ბრი­უ­სელ­ში კი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი მი­დი­ე­ბი ვჭა­მე, ათა­ს­ნა­ი­რი რე­ცეპ­ტი არ­სე­ბობს, მთე­ლი რუ­დუ­ნე­ბით ამ­ზა­დე­ბენ და საკ­მა­ოდ ძვი­რი­ცაა.

"რაც გვიყ­ვარს, ასუ­ქებს"

- ეგ­ვიპ­ტე­ში სას­ტუმ­რო­ში ვი­ყა­ვი და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი არ გა­მი­სინ­ჯავს, მაგ­რამ ტკბი­ლე­უ­ლი და ხი­ლი იქაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს საჭ­მელ­შიც იყე­ნე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ლი­ბა­ნუ­რი კერ­ძე­ბიც მა­გა­რია, კუს­კუ­სი­თა და ქუ­მუ­სით, აქ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მი­ვირ­თ­ვი. მა­გა­ლი­თად, ქა­თა­მი ქლი­ა­ვის ჩი­რით, კუს­კუ­სით, უგემ­რი­ე­ლე­სია. ჩი­ნუ­რი და ტა­ი­ლან­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მომ­წონს, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ასეთ რეს­ტორ­ნებ­ში მირ­ჩევ­ნია შეს­ვ­ლა, ვიდ­რე - იქა­უ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯ­ვა. ჰო­ლან­დი­უ­რი კერ­ძე­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ კარ­გი ლუ­დი აქვთ. მექ­სი­კუ­რი კერ­ძე­ბი ნო­ყი­ე­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გემ­რი­ე­ლია, მა­გა­ლი­თად, "ნა­ჩო" და "ბუ­რი­ტო". სამ­წუ­ხა­როდ, რაც გვიყ­ვარს, ის ასუ­ქებს. სულ ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის, ძა­ლი­ან უგე­მუ­რია. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კარ­გი სა­სა­დი­ლო გვაქვს, სა­დაც დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბი­ცაა, მაგ­რამ არ ვე­ტა­ნე­ბი, გემ­რი­ე­ლად ჭა­მა მირ­ჩევ­ნია. თუმ­ცა, რომ გითხ­რათ, გურ­მა­ნი ვარ-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ჭა­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­გო­ნე­ბაა, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას აქვს. კვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი არ მიყ­ვარს. არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვერ გავ­სინ­ჯავ. ერ­თი საკ­ვე­ბის არ­ჩე­ვამ რომ მო­მი­წი­ოს, ეს პუ­რი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ეგ­ზო­ტი­კუ­რი რა­ღა­ცე­ბი არას­დ­როს გა­მი­სინ­ჯავს, რად­გან ზი­ზღის გრძნო­ბა მაქვს და მე­ში­ნია, რომ არ მო­მე­წო­ნოს... მა­გა­ლი­თად, ცხვრის, ირ­მის, დათ­ვის, კურ­დღ­ლის ხორ­ცის გა­სინ­ჯ­ვი­საც რა­ტომ­ღაც მე­ში­ნია.

სას­მე­ლი

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ღვი­ნო მომ­წონს ქარ­თუ­ლი, კერ­ძოდ კი - ტვი­ში. ზო­გა­დად, დათ­რო­ბა არ მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ, და­გე­მოვ­ნე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს. ვის­კი, ეს­პა­ნუ­რი და ფრან­გუ­ლი ღვი­ნოც კარ­გია, გერ­მა­ნი­ა­ში არ­გენ­ტი­ნუ­ლი ღვი­ნო გავ­სინ­ჯე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ტვიშს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე და ყველ­თან ერ­თად მა­გა­რია.

ბელ­გი­უ­რი შო­კო­ლა­დი

- შო­კო­ლა­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და კარ­გა­დაც ვერ­კ­ვე­ვი. რაც უნ­და ბევ­რ­ნა­ი­რი იყოს, მა­ინც ყვე­ლა­ზე კარ­გს ავარ­ჩევ ხოლ­მე. რა­ღაც­ნა­ი­რად, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვგრძნობ. ბელ­გი­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი შო­კო­ლა­დე­ბი აქვთ, ათას­ნა­ი­რად ამ­ზა­დე­ბენ. იქ შო­კო­ლა­დის ქუ­ჩე­ბია, მა­ღა­ზი­ე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის რან­გ­შია აყ­ვა­ნი­ლი, იქ­ვე გიმ­ზა­დე­ბენ ნა­ირ-ნა­ი­რი ფორ­მი­სას, თეთ­რი­ცაა და სურ­ვი­ლი გიჩ­ნ­დე­ბა, ყვე­ლა გა­სინ­ჯო. უგემ­რი­ე­ლე­სია. ბელ­გი­ი­დან ცო­ტა შო­კო­ლა­დი წა­მო­ვი­ღე, მაგ­რამ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა არ უხ­დე­ბა, იქ რომ უნ­და ჭა­მო, ისე­თია.

ქე­თის დე­დის, ქალ­ბა­ტონი ლა­ლი დევ­და­რი­ა­ნის რე­ცეპ­ტი:

- წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ქათ­მის ხორ­ცი ხახ­ვ­თან ერ­თად ცხო­ვე­ლურ ცხიმ­ში მოვ­შუ­შოთ, სა­სურ­ვე­ლია, კა­რა­ქი ან ერ­ბო იყოს. კარ­გად მო­შუ­შულს ცო­ტა წყა­ლი და­ვა­მა­ტოთ, თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ და გა­ვა­ჩე­როთ. რო­ცა წყა­ლი დაშ­რე­ბა, და­ვუ­მა­ტოთ შა­ვი პილ­პი­ლი, მა­რი­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი, უცხო სუ­ნე­ლი და კი­დევ ცო­ტა ხანს, 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვშუ­შოთ. გარ­ჩე­უ­ლი ბრო­წე­უ­ლი მო­ვა­ყა­როთ ან შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა ბრო­წე­უ­ლის წვე­ნიც მო­ვას­ხათ. შემ­დეგ, ისევ ძა­ლი­ან ცო­ტა წყა­ლი და­ვას­ხათ, თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ და მა­ლე მო­ი­შუ­შე­ბა. სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და ძალ­ზე გემ­რი­ე­ლია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რია "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი

რო­გო­რი კუ­ლი­ნა­რია "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი

სე­რი­ა­ლის - "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სცე­ნა­რის­ტი, ქე­თი დევ­და­რი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ კუ­ლი­ნა­რო­ბა ისე­თი­ვე პრო­ფე­სიაა, რო­გო­რიც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა, რად­გან კარგ მზა­რე­უ­ლო­ბას ნი­ჭი, ცოდ­ნა და შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა სჭირ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად კარ­გი კუ­ლი­ნა­რო­ბით ვერ და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა ამით არ ამა­ყობს და პა­ტივს სცემს ყვე­ლა იმ ქალ­ბა­ტონს, რომ­ლე­ბიც ამ სფე­რო­ში ნო­ვა­ტო­რო­ბი­თა და ფან­ტა­ზი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

გემ­რი­ე­ლი კერ­ძის­გან მი­ღე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა

- საჭ­მ­ლის კე­თე­ბა ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო საქ­მეა, ამით შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი გა­ა­ბედ­ნი­ე­რო ან მო­წამ­ლო და მოკ­ლა (ი­ცი­ნის). ასე რომ, ამას სჭირ­დე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, გე­მოვ­ნე­ბა, ზო­მი­ე­რე­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი და ა.შ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლე­ბი ისე­თი­ვე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი არი­ან, რო­გო­რიც მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი და ა.შ. ყვე­ლა იმ ქალ­თან, ვის­თა­ნაც მივ­სულ­ვარ და მი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი რამ გა­მი­სინ­ჯავს, სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თე­ბის ჩუ­ქე­ბის­თ­ვის სრუ­ლი­ად გულ­წ­რ­ფე­ლად გა­და­მიხ­დია მად­ლო­ბა. ად­რე ერთ-ერთ საიტზე კულინარიულ თე­მას ვკითხუ­ლობ­დი ხოლ­მე, ყვე­ლა ქა­ლი თა­ვის გა­კე­თე­ბულ საჭ­მელს დებ­და, იმ დღეს ვინ რა მო­ამ­ზა­და და ძა­ლი­ან მომ­წონ­და, რად­გან ის ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან იმით, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღა­ცას ქმნი­ან და ვი­ღა­ცის­თ­ვის სარ­გებ­ლო­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­აქვთ. ჭა­მა ხომ ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია. არ მომ­წონს, რო­ცა ამა­ყო­ბენ, საჭ­მ­ლის კე­თე­ბა არ ვი­ცი­თო, ეს კა­ტას­ტ­რო­ფაა.

პი­რა­დი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მცდე­ლო­ბე­ბი

- სამ­წუ­ხა­როდ, ამ საქ­მე­ში ძა­ლი­ან მო­ვი­კოჭ­ლებ, ცუ­დი კუ­ლი­ნა­რი ვარ და საჭ­მ­ლის კე­თე­ბა არ ვი­ცი. მხო­ლოდ სხვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლის შე­ფა­სე­ბა შე­მიძ­ლია. არ არის სა­ჭი­რო, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა ყვე­ლამ იცო­დეს და იმის გა­მო, რომ არ მიყ­ვარს რა­ღა­ცის ცუ­დად კე­თე­ბა, ვცდი­ლობ, მაგ სფე­რო­ში დი­დად არც შე­ვიჭ­რა. ზოგ­ჯერ კი კუ­ლი­ნა­რო­ბა მა­ინც მი­წევს, ყო­ველ­თ­ვის მზა-მზა­რე­უ­ლი არ არის. რაც გემ­რი­ე­ლი გა­მომ­დის, ეს არის ლო­ბიო, ისიც, თუ კარ­გი ლო­ბიო შემ­ხ­ვ­და და ალ­ბათ იმი­ტო­მაც, რომ იოლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. სახ­ლ­ში მარ­ტო ვცხოვ­რობ, ჩემს შვილ­თან ერ­თად.

"საჭ­მელს დე­და მიმ­ზა­დებს"

- ჩემ­და სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ, ძი­რი­თა­დად, საჭ­მელს დე­და მიმ­ზა­დებს, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რია, მი­სი მომ­ზა­დე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი სახ­ლ­ში მოგ­ვაქვს ხოლ­მე და მი­ვირ­თ­მევთ, ზოგჯერ მა­ღა­ზი­ა­ში მზა კერ­ძებს ვყი­დუ­ლობთ ან რა­ი­მე იოლად მო­სამ­ზა­დე­ბელ­ზე გა­და­ვივ­ლით. დე­დას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ნი­ჭი აქვს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სი­თა და თან­ხით მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თოს, თა­ნაც, გემ­რი­ე­ლი ხე­ლი აქვს. რო­ცა ერ­თად ვცხოვ­რობ­დით, მახ­სოვს, რო­გორ წვავ­და მა­გა­ლი­თად, კვერცხს ისეთ­ნა­ი­რად, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გე­მო ჰქონ­და. ერთ რა­მეს და­ვაკ­ვირ­დი, რო­ცა საჭ­მელს სიყ­ვა­რუ­ლით და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის აკე­თებ და ამა­ვე დროს, რო­ცა დი­დი პრაქ­ტი­კა და სურ­ვი­ლი გაქვს, ამ სფე­რო­ში ბევ­რი ახა­ლი რამ გა­ი­გო, კერ­ძე­ბი გემ­რი­ე­ლი გა­მოგ­დის. დე­და სულ მთხოვს, ინ­ტერ­ნე­ტი­დან ახა­ლი რე­ცეპ­ტე­ბი ამო­ვუ­წე­რო, სი­ახ­ლე­ე­ბის მო­სინ­ჯ­ვა უყ­ვარს, თან ჩვენს გე­მოვ­ნე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია და ბატ­კ­ნის კექ­სი

- დე­და­ჩემს და ბი­ცო­ლა­ჩემს ახალ წელს მთე­ლი რი­ტუ­ა­ლი ჰქონ­დათ, ვინ რას და რო­გორ გა­ა­კე­თებ­და, ვი­სი ხა­ჭა­პუ­რი უფ­რო თხე­ლი და გემ­რი­ე­ლი იქ­ნე­ბო­და, ვი­სი გა­მომ­ცხ­ვა­რი მჭა­დე­ბი უფ­რო ლა­მა­ზი ფორ­მის და ა.შ. საწყალ დე­დას და ბი­ცო­ლას 12 სა­ა­თის­თ­ვის უკ­ვე ლა­მის ეძი­ნათ, ისე­თი გა­დაღ­ლი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, ჩვენ კი ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით, რომ ლა­მაზ, დიდ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით და ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი მო­გო­ნე­ბა სწო­რედ ის სუფ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც ჩვენს ოჯახ­ში იშ­ლე­ბო­და. დე­დას, ბი­ცო­ლა­სა და ბე­ბი­ას ამ თე­მა­ზე საქ­მი­ა­ნი დის­კუ­სი­ე­ბი ჰქონ­დათ ხოლ­მე, ეს რო­გორ ჯო­ბია, ის რო­გორ გა­ვა­კე­თო­თო და ა.შ. ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცია იყო ის, რომ აღ­დ­გო­მა­სა და ახალ წელს ყო­ველ­თ­ვის ერ­თად უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით. ბე­ბი­ას კექ­სის­თ­ვის ბატ­კ­ნის ფორ­მა ჰქონ­და და იმ­დე­ნად საყ­ვა­რე­ლი გა­მო­დი­ო­და, ვინ­მე ყურ­საც რომ მო­ა­ტეხ­და და შე­ჭამ­და, ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბო­და. აღ­დ­გო­მას 100 კვერ­ცხი იღე­ბე­ბო­და, ბი­ცო­ლა­ჩე­მის დე­და შე­სა­ნიშ­ნავ პას­ქებს აცხობს, რომ­ლის რე­ცეპ­ტი ოჯა­ხუ­რი "სა­ი­დუმ­ლო" იყო და "ვმა­რი­ა­ჟობ­დით" ხოლ­მე, სახ­ლ­ში კარ­გი პას­ქა რომ გვქონ­და. დე­და­ჩემს ტრა­დი­ცია აქვს, - რო­ცა მე ან ჩე­მი ძმა სა­ი­დან­მე ჩა­მოვ­დი­ვართ, რა­ი­მე გემ­რი­ელს გვახ­ვედ­რებს, რაც მოგ­ვე­ნატ­რა, სუფ­რას ლა­მა­ზად გაგ­ვიშ­ლის, თვი­თონ გვერ­დით გვიჯ­დე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლით აღ­სავ­სე თვა­ლე­ბით გვი­ყუ­რებს.

ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო

- ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. უბ­რა­ლოდ, არ ვი­ცით, რა რას­თან მი­ვირ­თ­ვათ, სუფ­რა­ზე ყვე­ლა კერძს ერ­თად ვე­ტა­ნე­ბით და მე­რე ნაღ­ვ­ლის ბუშ­ტი ან კუ­ჭი გვტკი­ვა. სა­ლა­თა, სა­ცი­ვი, თევ­ზი - ყვე­ლა­ფერს სწრა­ფად "იყ­რი", სუფ­რას­თან დიდ­ხანს ზი­ხარ და ა.შ. ზო­გა­დად, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია. "ბა­ლა­ხი" და ნი­გო­ზი - ამ კომ­ბი­ნა­ცი­ის რამ­დენ­ნა­ი­რი კერ­ძი გვაქვს. თევ­ზ­თან სამ­წუ­ხა­როდ, ცუ­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, კარ­გად ვერ ვა­კე­თებთ. რო­გორც გა­მი­გია, თევზს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აკე­თე­ბენ პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში და ძა­ლი­ან მინ­და გავ­სინ­ჯო. უცხო­ე­ლე­ბის წვე­უ­ლე­ბებ­ზე არ მოვ­ხ­ვედ­რილ­ვარ, მხო­ლოდ ა-ლა-ფურ­შე­ტებ­ზე და ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, რად­გან სუფ­რა კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია. კერ­ძე­ბი, სა­ქორ­წი­ლო სუფ­რა თუ დაკ­რ­ძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი, ყვე­ლა­ზე კარ­გი ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ზე.

უცხო­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო

- გერ­მა­ნი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, ეგ­ვიპ­ტე­სა და თურ­ქეთ­ში ვარ ნამ­ყო­ფი. სამ­წუ­ხა­როდ, იმ ქვეყ­ნებ­ში, რო­მელ­თა სამ­ზა­რე­უ­ლოც მომ­წონს, არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ. ეს არის მექ­სი­კა და იტა­ლია. იტა­ლი­უ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო ძა­ლი­ან მომ­წონს. მარ­თა­ლია, ასუ­ქებს, მაგ­რამ მა­ინც. პი­ცა, სპა­გე­ტი, ბრუს­კე­ტა, წვნი­ა­ნე­ბი - ძალ­ზე გემ­რი­ე­ლია. ფრან­გუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო არ გა­მი­სინ­ჯავს. თურ­ქუ­ლი არ მიყ­ვარს, ძა­ლი­ან ცხი­მი­ა­ნია და სულ ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ვმძიმ­დე­ბი, არც შა­ურ­მა­ზე ვგიჟ­დე­ბი; თუმ­ცა, უგემ­რი­ე­ლე­სი ტკბი­ლე­უ­ლი და ჩაი აქვთ. სხვა­თა შო­რის, ერთ კა­ფე­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ჩაი ვი­ყი­დე - 2 კგ. მაგ­რამ აქ რომ ჩა­მო­ვი­ტა­ნე და მო­ვამ­ზა­დე, ისე­თი არ გა­მო­ვი­და. მთა­ვა­რი მი­სი და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ყო­ფი­ლა და იქ სულ სხვა გე­მო ჰქონ­და. წელს ორი კვი­რა ისე გა­ვა­ტა­რე ბერ­ლინ­ში, რომ "ჰოთ დო­გე­ბი" არც კი მი­ჭა­მია, გერ­მა­ნუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­თიც ვერ მო­ვი­ხიბ­ლე. აი, ბრი­უ­სელ­ში კი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლი მი­დი­ე­ბი ვჭა­მე, ათა­ს­ნა­ი­რი რე­ცეპ­ტი არ­სე­ბობს, მთე­ლი რუ­დუ­ნე­ბით ამ­ზა­დე­ბენ და საკ­მა­ოდ ძვი­რი­ცაა.

"რაც გვიყ­ვარს, ასუ­ქებს"

- ეგ­ვიპ­ტე­ში სას­ტუმ­რო­ში ვი­ყა­ვი და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბი არ გა­მი­სინ­ჯავს, მაგ­რამ ტკბი­ლე­უ­ლი და ხი­ლი იქაც ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს საჭ­მელ­შიც იყე­ნე­ბენ. სხვა­თა შო­რის, ლი­ბა­ნუ­რი კერ­ძე­ბიც მა­გა­რია, კუს­კუ­სი­თა და ქუ­მუ­სით, აქ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მი­ვირ­თ­ვი. მა­გა­ლი­თად, ქა­თა­მი ქლი­ა­ვის ჩი­რით, კუს­კუ­სით, უგემ­რი­ე­ლე­სია. ჩი­ნუ­რი და ტა­ი­ლან­დუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო მომ­წონს, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ასეთ რეს­ტორ­ნებ­ში მირ­ჩევ­ნია შეს­ვ­ლა, ვიდ­რე - იქა­უ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კერ­ძე­ბის გა­სინ­ჯ­ვა. ჰო­ლან­დი­უ­რი კერ­ძე­ბის შე­სა­ხებ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, მაგ­რამ კარ­გი ლუ­დი აქვთ. მექ­სი­კუ­რი კერ­ძე­ბი ნო­ყი­ე­რი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გემ­რი­ე­ლია, მა­გა­ლი­თად, "ნა­ჩო" და "ბუ­რი­ტო". სამ­წუ­ხა­როდ, რაც გვიყ­ვარს, ის ასუ­ქებს. სულ ვცდი­ლობ, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბო, მაგ­რამ არ გა­მომ­დის, ძა­ლი­ან უგე­მუ­რია. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კარ­გი სა­სა­დი­ლო გვაქვს, სა­დაც დი­ე­ტუ­რი კერ­ძე­ბი­ცაა, მაგ­რამ არ ვე­ტა­ნე­ბი, გემ­რი­ე­ლად ჭა­მა მირ­ჩევ­ნია. თუმ­ცა, რომ გითხ­რათ, გურ­მა­ნი ვარ-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებთ. ჭა­მა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­გო­ნე­ბაა, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას აქვს. კვე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბი არ მიყ­ვარს. არის რა­ღა­ცე­ბი, რა­საც ვერ გავ­სინ­ჯავ. ერ­თი საკ­ვე­ბის არ­ჩე­ვამ რომ მო­მი­წი­ოს, ეს პუ­რი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ეგ­ზო­ტი­კუ­რი რა­ღა­ცე­ბი არას­დ­როს გა­მი­სინ­ჯავს, რად­გან ზიზღის გრძნო­ბა მაქვს და მე­ში­ნია, რომ არ მო­მე­წო­ნოს... მა­გა­ლი­თად, ცხვრის, ირ­მის, დათ­ვის, კურ­დღ­ლის ხორ­ცის გა­სინ­ჯ­ვი­საც რა­ტომ­ღაც მე­ში­ნია.

სას­მე­ლი

- ყვე­ლა­ზე მე­ტად, ღვი­ნო მომ­წონს ქარ­თუ­ლი, კერ­ძოდ კი - ტვი­ში. ზო­გა­დად, დათ­რო­ბა არ მიყ­ვარს, უბ­რა­ლოდ, და­გე­მოვ­ნე­ბა მსი­ა­მოვ­ნებს. ვის­კი, ეს­პა­ნუ­რი და ფრან­გუ­ლი ღვი­ნოც კარ­გია, გერ­მა­ნი­ა­ში არ­გენ­ტი­ნუ­ლი ღვი­ნო გავ­სინ­ჯე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ტვიშს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე და ყველ­თან ერ­თად მა­გა­რია.

ბელ­გი­უ­რი შო­კო­ლა­დი

- შო­კო­ლა­დი ძა­ლი­ან მიყ­ვარს და კარ­გა­დაც ვერ­კ­ვე­ვი. რაც უნ­და ბევ­რ­ნა­ი­რი იყოს, მა­ინც ყვე­ლა­ზე კარგს ავარ­ჩევ ხოლ­მე. რა­ღაც­ნა­ი­რად, ინ­ტუ­ი­ცი­ით ვგრძნობ. ბელ­გი­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გი შო­კო­ლა­დე­ბი აქვთ, ათას­ნა­ი­რად ამ­ზა­დე­ბენ. იქ შო­კო­ლა­დის ქუ­ჩე­ბია, მა­ღა­ზი­ე­ბი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლოვ­ნე­ბის რან­გ­შია აყ­ვა­ნი­ლი, იქ­ვე გიმ­ზა­დე­ბენ ნა­ირ-ნა­ი­რი ფორ­მი­სას, თეთ­რი­ცაა და სურ­ვი­ლი გიჩ­ნ­დე­ბა, ყვე­ლა გა­სინ­ჯო. უგემ­რი­ე­ლე­სია. ბელ­გი­ი­დან ცო­ტა შო­კო­ლა­დი წა­მო­ვი­ღე, მაგ­რამ ტრან­ს­პორ­ტი­რე­ბა არ უხ­დე­ბა, იქ რომ უნ­და ჭა­მო, ისე­თია.

ქე­თის დე­დის, ქალ­ბა­ტონი ლა­ლი დევ­და­რი­ა­ნის რე­ცეპ­ტი:

- წვრი­ლად დაჭ­რი­ლი ქათ­მის ხორ­ცი ხახ­ვ­თან ერ­თად ცხო­ვე­ლურ ცხიმ­ში მოვ­შუ­შოთ, სა­სურ­ვე­ლია, კა­რა­ქი ან ერ­ბო იყოს. კარ­გად მო­შუ­შულს ცო­ტა წყა­ლი და­ვა­მა­ტოთ, თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ და გა­ვა­ჩე­როთ. რო­ცა წყა­ლი დაშ­რე­ბა, და­ვუ­მა­ტოთ შა­ვი პილ­პი­ლი, მა­რი­ლი, ხმე­ლი ქინ­ძი, უცხო სუ­ნე­ლი და კი­დევ ცო­ტა ხანს, 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვშუ­შოთ. გარ­ჩე­უ­ლი ბრო­წე­უ­ლი მო­ვა­ყა­როთ ან შე­იძ­ლე­ბა, ცო­ტა ბრო­წე­უ­ლის წვე­ნიც მო­ვას­ხათ. შემ­დეგ, ისევ ძა­ლი­ან ცო­ტა წყა­ლი და­ვას­ხათ, თავ­ზე და­ვა­ხუ­როთ და მა­ლე მო­ი­შუ­შე­ბა. სწრა­ფად მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და ძალ­ზე გემ­რი­ე­ლია.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება