სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი
LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი

ტექ­სტუ­რი პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟი კი­ე­ვის დრო­ით.

უკ­რა­ი­ნის სამ­თავ­რო­ბო დე­ლე­გა­ცია ბრი­უ­სელ­ში ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გეგ­მის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა­ზე მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გა­ემ­გზავ­რა.

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა აუკ­რძა­ლა.

კი­ევ­ში სა­ხელ­მწი­ფო შე­ნო­ბე­ბის ბლო­კი­რე­ბა გა­ნახ­ლდა. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბა დღეს დი­ლი­დან გა­ნა­ახ­ლეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა გა­დად­გეს პრე­მი­ე­რი ნი­კო­ლაი აზა­რო­ვი და მისი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი.

ოპო­ზი­ცი­ის მი­ტინგს ლვო­ვის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ.

AMBEBI.GE გთა­ვა­ზობთ პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას კი­ე­ვი­დან, "ევ­რო­მა­იდ­ნი­დან"

Live streaming video by Ustream

4 დე­კემ­ბე­რი

13:14 კი­ევ­ში "ევ­რო­მა­იდ­ნე­ლე­ბის" რამ­დე­ნი­მე და რე­გი­ო­ნე­ბის პარ­ტი­ის მხარ­და­სა­ჭე­რი ერთი აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს.

12:58 კი­ე­ვის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლის სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა დას­წრე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 30 %-ით შემ­ცირ­და.

12:13 ყი­რი­მი­დან კი­ე­ვის­კენ სამ­ხედ­რო­ე­ბით სავ­სე რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­ბუ­სი გა­ე­მარ­თა

11:05 ევ­რო­მა­ი­დან­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი გეგ­მა­ვენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­კე­ტი­რე­ბა ყო­ველ დღე მო­ახ­დი­ნონ. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პი­კე­ტი­რე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა იმ დრომ­დე ვიდ­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა მო­თხოვ­ნე­ბი არ შეს­რულ­დე­ბა.

3 დე­კემ­ბე­რი

20:00 (სა­ქარ­თვე­ლოს დრო) ევ­რო­მა­ი­დან­ზე ქარ­თუ­ლი დრო­შა გა­მოჩ­ნდა. კი­ევ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან

16:49 უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ლე­ო­ნიდ კრავ­ჩუ­კი, ლე­ო­ნიდ კუჩ­მა და ვიქ­ტორ იუ­შენ­კო შე­თან­ხმდნენ, რომ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­ცი­ელ­მა ქვე­ყა­ნა­ში ღრმა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი ფიქ­რო­ბენ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა გა­დად­გეს

18:50 (მოს­კო­ვის დრო) უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცია კვლავ ითხოვს ჩა­ტარ­დეს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი. ოპო­ზი­ცია სა­ერ­თო სა­ხალ­ხო გა­ფიც­ვით იმუქ­რე­ბა.

15:58 კი­ე­ვის სა­ქა­ლა­ქო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის და ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მთავ­რო­ბის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად ხელ­მო­წე­რებს აგ­რო­ვე­ბენ. გარ­და ამი­სა, ხელ­მომ­წე­რე­ბი ფუ­ლად დახ­მა­რე­ბას ტო­ვე­ბენ სპე­ცი­ა­ლურ ყუთ­ში, რო­მელ­საც "თა­ვი­სუფ­ლე­ბა" აწე­რია

15:34 ვიქ­ტორ იუ­შენ­კო, ლე­ო­ნიდ კუჩ­მა და ლე­ო­ნიდ კრავ­ჩუ­კი ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. ექს-პრე­ზი­დენ­ტე­ბი სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას გეგ­მა­ვენ. შეხ­ვედ­რა­ზე უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლეს ფოტო

17:07 (მოს­კო­ვის დრო) უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ არ­მია არ შე­იძ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. "ამი­ტომ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ, პრო­ვო­კა­ცი­აა" - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის სა­იტ­ზე.

14:31 სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ია­ნუ­კო­ვი­ჩი ტი­მო­შენ­კოს სა­უბ­რის ფო­ტო­შარ­ჟი ვრცელ­დე­ბა ფოტო

16:25 ( მოს­კო­ვის დრო) რა­დას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­მა­ი­დან­ზე ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბამ იმა­ტა ფოტო

14.11 ტერ­ნო­პოლ­ში ევ­რო­მა­ი­და­ნის მხარ­და­სა­ჭე­რი 15 000 კა­ცი­ა­ნი მი­ტინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს ფოტო.

16:02 (მოს­კო­ვის დრო) რა­დას შე­ნო­ბის დაც­ვა კი­დევ ძლი­ერ­დე­ბა. მე­სე­რის გას­წვრივ ში­ნა­გა­ნი ჯა­რის და "ბერ­კუ­ტის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დგა­ნან .

16:00 (მოს­კო­ვის დრო) მო­მი­ტინ­გე­ე­ბი აპი­რე­ბენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბის­კენ წას­ვლას. ია­ნუ­კო­ვი­ჩი კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

15:56 (მოს­კო­ვის დრო) რა­დას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, რო­მელ­მაც მთავ­რო­ბა ვერ და­ი­თხო­ვა, ხალ­ხის რე­აქ­ცი­ამ "ტვი­ტერ­ში" არ და­ა­ყოვ­ნა ფოტო.

13:18 უკ­რა­ი­ნე­ლებს ტე­ლე­ფო­ნებ­ზე მი­დით ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მხა­რი და­უ­ჭი­რონ რე­ვო­ლუ­ცი­ას.

13:16 უკ­რა­ი­ნის რა­დამ ნი­კო­ლაი აზა­რო­ვი და მისი მთავ­რო­ბა ვერ გა­და­ა­ყე­ნა (ფოტო). უმაღ­ლეს რა­და­ში არ არის საკ­მა­რი­სი ხმე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­ყე­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად - აცხა­დებს პარ­ტია რე­გი­ო­ნე­ბის დე­პუ­ტა­ტი.

13:09 ოპო­ზი­ცია გეგ­მავს რა­დას შე­ნო­ბის ბლო­კი­რე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს არ და­ი­თხოვს. ამის შე­სა­ხებ "ბატ­კივ­ში­ნას" ფრაქ­ცი­ის ლი­დერ­მა არ­სე­ნი ია­ცე­ნი­უკ­მა გა­ნა­ცხა­და

12:59 რა­და­ში პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ტყვით გა­მო­დი­ან. სხდო­მა­ზე პრე­მი­ერ­მა ნი­კო­ლაი აზა­როვ­მა მა­ი­დან­ზე მომ­ხდა­რი დარ­ბე­ვის გამო ბო­დი­ში მო­ი­ხა­და .

11:05 პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ნი­კო­ლაი აზა­რო­ვი და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის რა­და­ში მი­დი­ან.

10:51 უმაღ­ლე­სი რა­დას შე­ნო­ბას "ბერ­კუ­ტე­ლე­ბი" დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იცა­ვენ. პარ­ლა­მენ­ტის მთელს პე­რი­მეტრზე გან­ლა­გე­ბუ­ლია ავ­ტო­ბუ­სე­ბი (ფოტო). დღეს რადა გა­ნი­ხი­ლავს ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის სა­კითხს.

2 დე­კემ­ბე­რის ქრო­ნი­კა

20:01 რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი რე­აქ­ცია. პუ­ტინ­მა მომ­ხდარს უწო­და ოპო­ზი­ცი­ის მცდე­ლო­ბა შე­არ­ყი­ოს მოქ­მე­დი ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი. "კი­ე­ვის აქ­ცი­ე­ბი კარ­გა­დაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი გა­რე­დან, ისი­ნი ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის. მოვ­ლე­ნე­ბი გავს არა რე­ვო­ლუ­ცი­ას არა­მედ დარ­ბე­ვას. ჩემი აზ­რით ეს ნაკ­ლე­ბაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბას­თან"-გა­ნა­ცხა­და პუ­ტინ­მა. პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი მზად­დე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში 2015 წელს ჩა­სა­ტა­რე­ბელ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ( მოს­კო­ვის დრო­ით).

18:17 უკ­რა­ი­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კო­ლაი აზა­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კი­ე­ვის მი­ლი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ლე­რი კო­რი­ა­კი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია.

17:32 უკ­რა­ი­ნის ოპო­ზი­ცია დრო­ე­ბი­თი მთავ­რო­ბის შექ­მნა­ზე ალა­პა­რაკ­და. პარ­ტი­ებ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ამ თე­მა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია. ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ კი ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მთავ­რო­ბა მა­ი­და­ნის მო­ე­დან­ზე და­პა­ტი­ჟა.

17:17 კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლომ ევ­რო­მა­ი­დან­ზე­გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ბე­ვის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ა­მარ­თლა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

18:50 (მოს­კო­ვის დრო)ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­სა და ევ­რო­კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ ჟოზე მა­ნუ­ელ ბა­რო­ზუს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გა­ი­მარ­თა. ია­ნუ­კო­ვი­ჩი ითხოვს ევ­რო­კო­მი­სი­ამ მი­ი­ღოს სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლად. ევ­რო­კავ­ში­რი მზა­დაა მი­ი­ღოს დე­ლე­გა­ცია. გარ­და ამი­სა, ია­ნუ­კო­ვი­ჩი შე­პირ­და ბა­რო­ზუს, რომ მოხ­დე­ბა აქ­ტი­ვის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მე­დეგ პო­ლი­ცი­ის მხრი­დან ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა.

18:32 (მოს­კო­ვის დრო) შვე­დე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი კარლ ბილ­დტი "ტვი­ტერ­ზე" პოსტს აქ­ვეყ­ნებს. შვე­დეთ­მა უკ­რა­ი­ნის ელჩი იხმო, რათა გა­მო­ხა­ტოს თა­ვი­სი შეშ­ფო­თე­ბა კი­ევ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის გამო.

18:25 (მოს­კო­ვის დრო) სა­ღა­მოს მე­ი­და­ნი და მე­ზო­ბე­ლი ქუ­ჩე­ბი გა­მო­ცო­ცხლდა - ხალ­ხი გა­ნაგ­რძობს აქ­ცი­ას, ისი­ნი მა­ი­და­ნის პე­რი­მეტრზე ამაგ­რე­ბენ ბა­რი­კა­დებს, უს­მე­ნენ სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გა­მოს­ვლებს.

16:44 (მოს­კო­ვის დრო) ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მომ­ხრე­ე­ბი რუ­სეთ­შიც მო­ი­ძებ­ნენ - მოს­კოვ­ში უკ­რა­ი­ნის სა­ელ­ჩოს­თან 10-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. მათ ხელ­ში ეჭი­რათ პლა­კა­ტე­ბი წარ­წე­რე­ბით: "უკ­რა­ი­ნა ჩვენ შენ­თან ვართ". და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის პო­ლი­ტი­კო­სი ბო­რის ნემ­ცო­ვი.

15:07 რა­დას პრო­ფი­ლურ­მა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა პრო­ექ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბას მთავ­რო­ბი­სად­მი ნდო­ბის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. დო­კუ­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს ხვალ წა­რუდ­გე­ნენ. სა­ვა­რა­უ­დოა, რომ დღეს უკ­რა­ი­ნის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა არ მოხ­დე­ბა.

14:56 პარ­ტია "ბატ­კივ­ში­ნას" თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სერ­გეი სო­ბო­ლე­ვი აცხა­დებს, რომ ევ­რო­მა­ი­დან­ზე მყოფ­თა მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნე­ბია: ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მა, შს მი­ნის­ტრის ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კოს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მა და ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

14:00 უმაღ­ლეს რა­და­ში და­ი­წყო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა, რო­მელ­ზეც გა­ნი­ხი­ლა­ვენ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის გა­დად­გო­მის სა­კითხს.

13:05 კი­ე­ვე­ლებს აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის საჭ­მე­ლი მი­აქვთ. მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­თან მყოფ მო­მი­ტინ­გე­ებ­თან გაჩ­ნდა საკ­ვე­ბის დახ­ლი, სა­დაც პრო­დუქ­ტებს არი­გე­ბენ (ფოტო). პრო­დუქ­ტე­ბი კი­ე­ვის მცხოვ­რებ­ლებ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის მი­ი­ტა­ნეს.

12:45 სა­სა­მარ­თლო­ში მი­ტინ­გის დაშ­ლის დროს და­კა­ვე­ბულ­თა ბედი წყდე­ბა. ათო­ბით "ბერ­კუ­ტე­ლი" იმ­ყო­ფე­ბა კი­ე­ვის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან, სა­დაც წყდე­ბა ევ­რო­მა­ი­დან­ზე დარ­ბე­ვის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის­ტე­ბის ბედი.

12:30 რა­დას შე­ნო­ბას­თან სიმ­შვი­დეა. პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან დგას მი­ლი­ცია, მაგ­რამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი არ ჩა­ნან (ფოტო). ხოლო მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ნო­ბას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი მო­თხოვ­ნით - გა­დად­გეს ნი­კო­ლაი აზა­რო­ვის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი. აქ­ცია მშვი­დად მიმ­დი­ნა­რე­ობს (ფოტო) .

11:45 მო­მი­ტინ­გე­თა და­ახ­ლო­ე­ბით 5 000 კა­ცი­ა­ნი კო­ლო­ნა მა­იდ­ნი­დან მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­ნო­ბის­კენ გა­ე­მარ­თა. მათ ხელ­მძღვა­ნე­ლობს იური ლუ­ცენ­კო. კო­ლო­ნას­თან არ ჩანს არ­ცერ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი.

11:05 კი­ევ­ში მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის გა­სას­ვლე­ლე­ბი გა­და­კე­ტეს. ბა­რი­კა­დე­ბი აღ­მარ­თუ­ლია კრე­შა­ტი­კის ქუ­ჩა­ზე, ევ­რო­პის მო­ედ­ნი­სა და ინ­სტი­ტუ­ტის ქუ­ჩა­ზე. ასე­ვე,ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვა მიმ­დი­ნა­რე­ობს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სი­ახ­ლო­ვეს. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გზი­დან ქვებს კრე­ფენ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არის წი­ნას­წა­რი თავ­დაც­ვის ზომა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მოხ­დე­ბა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი წმენ­და

10: 57 ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა კი­ევ­ში, უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს. 12 მო­მი­ტინ­გე უშუ­ა­ლოდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან დგას, ხოლო 40-მდე ეზო­ში.

10:53 დე­მონ­სტრან­ტებს შო­რის, რომ­ლებ­მაც გა­და­კე­ტეს გრუ­შევ­სკის ქუჩა, გა­მოჩ­ნდა მღვდე­ლიც, რო­მე­ლიც მო­მი­ტინ­გე­ებს შო­რის პირ­ველ რი­გებ­ში დგას.

9:46 უკ­რა­ი­ნის შს მი­ნის­ტრმა ვი­ტა­ლი ზა­ხარ­ჩენ­კომ უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს შა­ბათ ღა­მეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ძა­ლის გამო მო­უ­ბო­დი­შა.

უკ­რა­ი­ნა­ში მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი 24 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყო. სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქუ­ჩა­ში მას შემ­დეგ გა­მო­ვი­და, რაც უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის­გან ზე­წო­ლის გამო ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ხელს ვერ მო­ა­წერ­და. 1 დე­კემ­ბერს დე­მონ­სტრან­ტებ­მა და­ი­კა­ვეს კი­ე­ვის მე­რი­ის შე­ნო­ბა და სცა­დეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რა. პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბის შე­დე­გად და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი

LIVE: "ევრომაიდნი" - პოლიტიკური დაპირისპირების ცენტრი

ტექსტური პირდაპირი რეპორტაჟი კიევის დროით.

უკრაინის სამთავრობო დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმის იმპლემენტაციის მომზადებაზე მოსალაპარაკებლად გაემგზავრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტალი ზახარჩენკომ სამართალდამცავებს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება აუკრძალა.

კიევში სახელმწიფო შენობების ბლოკირება განახლდა. მომიტინგეებმა მინისტრთა კაბინეტის შენობის ბლოკირება დღეს დილიდან განაახლეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა გადადგეს პრემიერი ნიკოლაი აზაროვი და მისი მინისტრთა კაბინეტი.

ოპოზიციის მიტინგს ლვოვის სასულიერო სემინარიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

AMBEBI.GE გთავაზობთ პირდაპირ ტრანსლაციას კიევიდან, "ევრომაიდნიდან"

Live streaming video by Ustream

4 დეკემბერი

13:14 კიევში "ევრომაიდნელების" რამდენიმე და რეგიონების პარტიის მხარდასაჭერი ერთი აქცია მიმდინარეობს.

12:58 კიევის ცენტრალური ნაწილის სასწავლო დაწესებულებებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი 30 %-ით შემცირდა.

12:13 ყირიმიდან კიევისკენ სამხედროებით სავსე რამდენიმე ავტობუსი გაემართა

11:05 ევრომაიდანზე შეკრებილები გეგმავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირება ყოველ დღე მოახდინონ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პიკეტირება გაგრძელდება იმ დრომდე ვიდრე აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ შესრულდება.

3 დეკემბერი

20:00 (საქართველოს დრო) ევრომაიდანზე ქართული დროშა გამოჩნდა. კიევში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებიან

16:49 უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კრავჩუკი, ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო შეთანხმდნენ, რომ მოქმედი ხელისუფლების საქციელმა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება მოახდინა. ყოფილი პრეზიდენტები ფიქრობენ რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს

18:50 (მოსკოვის დრო) უკრაინის ოპოზიცია კვლავ ითხოვს ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ოპოზიცია საერთო სახალხო გაფიცვით იმუქრება.

15:58 კიევის საქალაქო ადმინისტრაციის შენობაში უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის და ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადასაყენებლად ხელმოწერებს აგროვებენ. გარდა ამისა, ხელმომწერები ფულად დახმარებას ტოვებენ სპეციალურ ყუთში, რომელსაც ”თავისუფლება” აწერია

15:34 ვიქტორ იუშენკო, ლეონიდ კუჩმა და ლეონიდ კრავჩუკი ერთმანეთს შეხვდნენ. ექს-პრეზიდენტები საერთო განცხადების გაკეთებას გეგმავენ. შეხვედრაზე უკრაინის ევროინტეგრაციის  და საპროტესტო აქციების საკითხი განიხილეს  ფოტო

17:07 (მოსკოვის დრო) უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ არმია არ შეიძლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. "ამიტომ შეტყობინებები მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ, პროვოკაციაა" - ნათქვამია უწყების საიტზე.

14:31 სოციალური ქსელით იანუკოვიჩი ტიმოშენკოს საუბრის ფოტოშარჟი ვრცელდება ფოტო

16:25 ( მოსკოვის დრო) რადას გადაწყვეტილების შემდეგ, ევრომაიდანზე ხალხის რაოდენობამ იმატა ფოტო

14.11 ტერნოპოლში ევრომაიდანის მხარდასაჭერი 15 000 კაციანი მიტინგი მიმდინარეობს ფოტო.

16:02 (მოსკოვის დრო) რადას შენობის დაცვა კიდევ ძლიერდება. მესერის გასწვრივ შინაგანი ჯარის  და ”ბერკუტის” თანამშრომლები დგანან .

16:00 (მოსკოვის დრო) მომიტინგეები აპირებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ წასვლას. იანუკოვიჩი კიევში იმყოფება.

15:56 (მოსკოვის დრო) რადას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მთავრობა ვერ დაითხოვა,  ხალხის რეაქციამ ”ტვიტერში” არ დააყოვნა ფოტო.

13:18 უკრაინელებს ტელეფონებზე მიდით ტექსტური შეტყობინებები მხარი დაუჭირონ რევოლუციას.

13:16 უკრაინის რადამ ნიკოლაი აზაროვი და მისი მთავრობა ვერ გადააყენა (ფოტო).  უმაღლეს რადაში არ არის საკმარისი ხმები პრემიერ-მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილების მისაღებად - აცხადებს პარტია რეგიონების დეპუტატი.

13:09 ოპოზიცია გეგმავს რადას შენობის ბლოკირებას იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს არ დაითხოვს. ამის შესახებ ”ბატკივშინას” ფრაქციის ლიდერმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა

12:59 რადაში პარტიების წარმომადგენლები სიტყვით გამოდიან. სხდომაზე პრემიერმა ნიკოლაი აზაროვმა მაიდანზე მომხდარი დარბევის გამო ბოდიში მოიხადა .

11:05 პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი და მთავრობის წევრები უკრაინის რადაში მიდიან.

10:51 უმაღლესი რადას შენობას "ბერკუტელები" დღეს განსაკუთრებულად იცავენ. პარლამენტის მთელს პერიმეტრზე განლაგებულია ავტობუსები (ფოტო). დღეს რადა განიხილავს ნიკოლაი აზაროვის მთავრობის დათხოვნის საკითხს.

2 დეკემბერის ქრონიკა

20:01 რუსეთის ხელისუფლების პირველი რეაქცია. პუტინმა მომხდარს უწოდა ოპოზიციის მცდელობა შეარყიოს მოქმედი ლეგიტიმური ხელისუფლების პოზიციები. "კიევის აქციები კარგადაა მომზადებული გარედან, ისინი ემზადებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. მოვლენები გავს არა რევოლუციას არამედ დარბევას. ჩემი აზრით ეს ნაკლებაა დაკავშირებული უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობასთან”-განაცხადა პუტინმა.  პუტინი მიიჩნევს რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მზადდებოდა ქვეყანაში 2015 წელს ჩასატარებელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ( მოსკოვის დროით).

18:17 უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ კიევის მილიციის ხელმძღვანელი ვალერი კორიაკი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.

17:32 უკრაინის ოპოზიცია დროებითი მთავრობის შექმნაზე ალაპარაკდა. პარტიებში აცხადებენ, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ვიტალი კლიჩკომ კი ნიკოლაი აზაროვის მთავრობა მაიდანის მოედანზე დაპატიჟა.

17:17 კიევის სასამართლომ ევრომაიდანზეგანხორციელებული დარბევის დროს დაკავებული სტუდენტები გაამართლა და გაათავისუფლა.

18:50 (მოსკოვის დრო)ვიქტორ იანუკოვიჩსა და  ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟოზე მანუელ ბაროზუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. იანუკოვიჩი ითხოვს ევროკომისიამ მიიღოს სპეციალური დელეგაცია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების დეტალების განსახილველად.  ევროკავშირი მზადაა მიიღოს დელეგაცია. გარდა ამისა, იანუკოვიჩი შეპირდა ბაროზუს, რომ მოხდება აქტივისტების წინააღმედეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გამოძიება.

18:32 (მოსკოვის დრო) შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი "ტვიტერზე" პოსტს აქვეყნებს. შვედეთმა უკრაინის ელჩი იხმო, რათა გამოხატოს თავისი შეშფოთება კიევში მიმდინარე მოვლენების გამო.

18:25 (მოსკოვის დრო) საღამოს მეიდანი და მეზობელი ქუჩები გამოცოცხლდა - ხალხი განაგრძობს აქციას, ისინი მაიდანის პერიმეტრზე ამაგრებენ ბარიკადებს, უსმენენ სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოსვლებს.

16:44 (მოსკოვის დრო) ევროინტეგრაციის მომხრეები რუსეთშიც მოიძებნენ  - მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან 10-მდე ადამიანი დააკავეს. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: ”უკრაინა ჩვენ შენთან ვართ”. დაკავებულებს შორის არის პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი.

15:07 რადას პროფილურმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტის დადგენილებას მთავრობისადმი ნდობის გამოუცხადებლობის შესახებ. დოკუმენტს განსახილველად პარლამენტს ხვალ წარუდგენენ. სავარაუდოა, რომ დღეს უკრაინის მთავრობის გადადგომა არ მოხდება.

14:56 პარტია "ბატკივშინას" თავმჯდომარის მოადგილე სერგეი სობოლევი აცხადებს, რომ ევრომაიდანზე მყოფთა მთავარი მოთხოვნებია: ნიკოლაი აზაროვის მთავრობის გადადგომა, შს მინისტრის ვიტალი ზახარჩენკოს პასუხისგებაში მიცემა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

14:00 უმაღლეს რადაში დაიწყო კომიტეტის სხდომა, რომელზეც განიხილავენ მინისტრთა კაბინეტის გადადგომის საკითხს.

13:05 კიეველებს აქციის მონაწილეებისთვის საჭმელი მიაქვთ. მინისტრთა კაბინეტთან მყოფ მომიტინგეებთან გაჩნდა საკვების დახლი, სადაც პროდუქტებს არიგებენ (ფოტო). პროდუქტები კიევის მცხოვრებლებმა აქციის მონაწილეებისთვის მიიტანეს.

12:45 სასამართლოში მიტინგის დაშლის დროს დაკავებულთა ბედი წყდება. ათობით "ბერკუტელი" იმყოფება კიევის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც წყდება ევრომაიდანზე დარბევის დროს დაკავებული აქტივისტების ბედი.

12:30 რადას შენობასთან სიმშვიდეა. პარლამენტის შენობასთან დგას მილიცია, მაგრამ მომიტინგეები არ ჩანან (ფოტო). ხოლო მინისტრთა კაბინეტის შენობასთან მიმდინარეობს მასობრივი პროტესტი მოთხოვნით - გადადგეს ნიკოლაი აზაროვის მინისტრთა კაბინეტი. აქცია მშვიდად მიმდინარეობს (ფოტო) .

11:45 მომიტინგეთა დაახლოებით 5 000 კაციანი კოლონა მაიდნიდან მინისტრთა კაბინეტის შენობისკენ გაემართა. მათ ხელმძღვანელობს იური ლუცენკო. კოლონასთან არ ჩანს არცერთი სამართალდამცავი.

11:05 კიევში მიტინგის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩების გასასვლელები გადაკეტეს. ბარიკადები აღმართულია კრეშატიკის ქუჩაზე, ევროპის მოედნისა და ინსტიტუტის ქუჩაზე. ასევე, ბარიკადების აღმართვა მიმდინარეობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები გზიდან ქვებს კრეფენ. სავარაუდოდ, ეს არის წინასწარი თავდაცვის ზომა, იმ შემთხვევაში თუ მოხდება აქციის მონაწილეების მასობრივი წმენდა

10: 57 ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა კიევში, უკრაინის ეროვნული ბანკის შენობის შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს. 12 მომიტინგე უშუალოდ ეროვნული ბანკის შენობის შესასვლელთან დგას, ხოლო 40-მდე ეზოში.

10:53 დემონსტრანტებს შორის, რომლებმაც გადაკეტეს გრუშევსკის ქუჩა, გამოჩნდა მღვდელიც, რომელიც მომიტინგეებს შორის პირველ რიგებში დგას.

9:46 უკრაინის შს მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ უკრაინელ ხალხს შაბათ ღამეს გამოყენებული გადამეტებული ძალის გამო მოუბოდიშა.

უკრაინაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 24 ნოემბრიდან დაიწყო. საზოგადოება ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთისგან ზეწოლის გამო ევროინტეგრაციის შესახებ შეთანხმებას ხელს ვერ მოაწერდა. 1 დეკემბერს დემონსტრანტებმა დაიკავეს კიევის მერიის შენობა და სცადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაახლოებით, 200 ადამიანი დაშავდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა