თანამედროვე მამაკაცები "თვითტკბობას" ქალებზე ნაკლებად არ ეცემიან, პირიქით ხანდახან მათზე მეტადაც კი. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები საკუთარ თავს ქალებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტ ფოტოს უღებენ.
ფსიქოლოგ ჯო ჰემინგსის აზით, მსგავსი საქციელი სოციალურად მისაღებად ითვლება. ეს "პატივმოყვარეობის უსაფრთხო ფორმის" მამაკაცური ვერსიაა. მაგალითად, 2000 ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ისინი საკუთარი თავისთვის ფოტოს გადასაღებად ხელიდან ფოტოგადაღების ყველაზე საინტერესო მომენტსაც კი უშვებდნენ. უფრო მეტიც, მათ უმალვე საკუთარი ფოტოს სოციალურ ქსელებში ატვირთვის მძაფრი სურვილი უჩნდებოდათ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ზოგიერთ ფოტოს, ერთადერთი მიზნით - ტრაბახისთვის იღებენ.
რესპოდენტების 52%-მა აღიარა, რომ ისინი სოციალურ ქსელში ფოტოებს მათი გადაღებისთანავე ტვირთავდნენ. ბევრი მსგავს ფოტოებს კურორტზე ჩასვლიდან 10 წუთის შედეგ ტვირთავდა, რომ ეტრაბახა. ფოტოები ნომრების, ბარების, ღამის კლუბებისა და ლოგინში მწოლიარე თავად დამსვენებლის სურათებსაც შეიცავდა.
მომზადებულია The Daily Mail-ის მიხედვით.