პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი
თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი

30 ნო­ემ­ბერს სას­ტუმ­რო "Holiday inn"-ში ახალ­გაზ­რდა ხე­ლო­ვა­ნის თორ­ნი­კე ჯგერ­ნა­ი­ას, იგი­ვე თო­როს სა­ი­უ­ვე­ლი­რო გა­მო­ფე­ნა-პერ­ფორ­მან­სი - "როცა სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი არ არის" ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

პო­დი­უმ­ზე მო­დე­ლებ­მა დი­ზა­ი­ნე­რის შექ­მნი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი ორი­გი­ნა­ლუ­რი გზით წა­რად­გი­ნეს: მო­დე­ლე­ბი პო­დი­უმ­ზე წყვი­ლად გა­მო­დი­ოდ­ნენ და სამ­კა­უ­ლებს შავ ნა­ჭერ­ზე ათავ­სებ­დნენ, რო­მე­ლიც თეთრ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილ გო­გო­ნას ეჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნა, რო­მელ­საც მთე­ლი ჩვე­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­კა­უ­ლე­ბით ასა­ჩუქ­რებ­დნენ, ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარს თა­ვად ირ­გებს. ამის შემ­დეგ სცე­ნა ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თულ ერ­თგვარ ტახ­ტრე­ვანს ემ­სგავ­სე­ბა, რო­მელ­ზეც თეთრკა­ბი­ა­ნი მო­დე­ლი წვე­ბა და გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ანს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. ოთხი მა­მა­კა­ცი მას პო­დი­უმ­ზე მი­ა­ცი­ლებს - გო­გო­ნა ტახ­ტრე­ვა­ნი­დან დგე­ბა და ვი­დეო ინ­სტა­ლა­ცი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლის­კენ მი­დის. დარ­ბაზ­ში სი­ნათ­ლე ქრე­ბა და გაშ­ლი­ლი კა­ბის ფონ­ზე ვი­დე­ორ­გო­ლი ირ­თვე­ბა, სა­დაც ომის, ტე­რაქ­ტის ფრაგ­მენ­ტე­ბი ჩანს. პერ­ფორ­მან­სის ბო­ლოს სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ, სამ­კა­უ­ლე­ბი დე­ტა­ლუ­რად და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნათ.

გა­მო­ფე­ნა­ზე ბეჭ­დე­ბი, სა­ყუ­რე­ე­ბი, ყელ­სა­ბა­მე­ბი და გულ­საბ­ნე­ვე­ბი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვა­რი ერ­თმა­ნე­თის­გან რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი ნა­კე­თო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია ეს­კი­ზი­თა და გან­წყო­ბით. დი­ზა­ი­ნე­რი ამ­ბობს, რომ კონ­ცეფ­ტუ­ა­ლის­ტია და დღე­ვან­დელ პერ­ფორ­მანსზე გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი 6 ის­ტო­რი­ი­დან, ერთ-ერთი მისი პი­რა­დი ის­ტო­რი­აა, მაგ­რამ პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი არ უყ­ვარს. მისი თქმით, დღე­ვან­დე­ლი შოუ იყო ერ­თგვა­რი აქ­ცია რა­დი­კა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ. აღი­ა­რებს, რომ პრე­ტენ­ზი­უ­ლია, რო­დე­საც სა­კი­თხი ექ­სკლუ­ზი­უ­რი სამ­კა­უ­ლის, სა­გა­რან­ტიო ნივ­თის შექ­მნას ეხე­ბა.

- გა­მო­ფე­ნის იდე­აა, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის ყო­ველ­თვის ტკბი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის ყო­ველ­თვის ლა­მა­ზი, ხე­ლოვ­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ასე­თიც. ხე­ლო­ვან­მა სათ­ქმე­ლი უნდა თქვას - ჩემი, რო­გორც კონ­ცეფ­ტუ­ა­ლის­ტის, დატ­ვირ­თვაც ეს არის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვცდი­ლობ წე­ლი­წად­ში ერთხელ შე­ვას­რუ­ლო ეს მო­ვა­ლე­ო­ბა, მაგ­რამ კარ­გი ამ­ბა­ვია ის, რომ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ და სამ­ჯერ მო­ვა­ხერ­ხებ ამ ყვე­ლა­ფერს.

- ეს არ იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა-პერ­ფორ­მან­სი. რით გან­სხვავ­დე­ბა წი­ნა­მორ­ბე­დი შო­უს­გან და რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით დღე­ვან­დელ ჩვე­ნე­ბას?

- გან­სხვავ­დე­ბა მას­შტა­ბე­ბით. გა­მო­ვი­ყე­ნე 12 მო­დე­ლი, შარ­შან­დელ­თან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც ერთი მო­დე­ლი მყავ­და და­კა­ვე­ბუ­ლი, "ჰი­ჩკო­კის ჩი­ტებს" ვგუ­ლის­ხმობ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო იმით, რომ ეს იყო ჩემი პი­რა­დი გან­ცდის ის­ტო­რია. კონ­ცეფ­ტუ­ა­ლის­ტი ვარ; დიახ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი პი­რა­დი ემო­ცი­აა. ამ ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვლად ჩემი ის­ტო­რია და­ე­დო, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მე მე­ხე­ბა, არ მიყ­ვარს პი­რად­ზე სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობ, რო­გორც ხე­ლო­ვა­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს, სა­ი­დან მო­დის ჩემი კონ­ცეფ­ცია; ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, მო­მე­ყო­ლა ჩემი პი­რა­დი იმ ფორ­მით, რა ფორ­მი­თაც შე­მიძ­ლია. ვფიქ­რობ, რომ შევ­ძე­ლი, ვფიქ­რობ, რომ მოვ­ყე­ვი. როცა სიყ­ვა­რუ­ლი საკ­მა­რი­სი არ არის, სა­უ­ბა­რია სუ­ი­ციდ­ზე, სა­მო­სით მიხ­ვდით, ალ­ბათ. აქ გა­ცო­ცხლდა 6 ის­ტო­რია და მე­ექ­ვსე ის­ტო­რია იყო ჩემი. რა თქმა უნდა, და­ზღვე­ულ­ნი არა­ვინ არ ვართ, მე არ მიც­დია თვით­მკვლე­ლო­ბა, უბ­რა­ლოდ მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე, რომ იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ამ ფორ­მით და­ამ­თავ­რა სი­ცო­ცხლე. მე რა­დი­კა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ. სიყ­ვა­რუ­ლი აკ­ლი­ათ ადა­მი­ა­ნებს, ვინც თვით­მკვლე­ლო­ბით ას­რუ­ლე­ბენ სი­ცო­ცხლეს. ვი­დეო არტი, რაც გო­გო­ნას კა­ბა­ზე გა­ვი­და, ეს იყო ტრა­გე­დი­ე­ბი, რო­მელ­მაც ჩემ­ზე იმოქ­მე­და. კად­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მე შე­ვარ­ჩიე, ჩემ­ზე და არა მხო­ლოდ ჩემ­ზე, მო­ახ­დი­ნა ემო­ცი­უ­რი გავ­ლე­ნა. ეს იყო ერ­თგვა­რი აქ­ცია რა­დი­კა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

- ერ­თია, რო­დე­საც თქვე­ნი შერ­ჩე­უ­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან სამ­კა­ულს ვი­ძენთ, მაგ­რამ მეორე, რო­დე­საც ექ­სკლუ­ზი­უ­რად კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბის­თვის ქმნით ნა­მუ­შე­ვარს. რო­გორ ახერ­ხებთ სამ­კა­ულ­ში მისი სტი­ლი და ხა­სი­ა­თი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- ყო­ფი­ლან დამ­კვე­თე­ბი, რომ­ლის­გა­ნაც შეკ­ვე­თა არ მი­მი­ღია, იმი­ტომ რომ, ვარ პრე­ტენ­ზი­უ­ლი, როცა ექ­სკლუ­ზივ­ზე, სა­გა­რან­ტიო ნივ­თის შექ­მნა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც არ უნდა გან­მე­ორ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლას არ ვუ­კე­თებ. მაგ­რამ არის მე­ო­რე ხაზი, რო­მელ­საც მე თვი­თონ ვქმნი მა­სი­უ­რად, თუმ­ცა ვა­კე­თებ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ძი­რი­თა­დად ვმუ­შა­ობ პირ­ველ ხაზ­ზე და თო­როს დე­ვი­ზია - "სამ­კა­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლას­თვის არ არის", იმი­ტომ კი არა, რომ ფე­ნე­ბად ვყოფ, ეს სა­ერ­თოდ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლია, აქ მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია და რთუ­ლია, ვინ­მე რომ ჩა­ერ­თოს. ეს არის ბო­ლომ­დე ჩემი - ერთი სამ­კა­უ­ლის შექ­მნა­ში იმა­ვე ენერ­გი­ას ვდებ, რო­გორ­საც მთე­ლი კო­ლექ­ცი­ის შექ­მნა­ში.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი

თორნიკე ჯგერნაიას საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი

30 ნოემბერს სასტუმრო "Holiday inn"-ში ახალგაზრდა ხელოვანის თორნიკე ჯგერნაიას, იგივე თოროს საიუველირო გამოფენა-პერფორმანსი - "როცა სიყვარული საკმარისი არ არის" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

პოდიუმზე მოდელებმა დიზაინერის შექმნილი სამკაულები ორიგინალური გზით წარადგინეს: მოდელები პოდიუმზე წყვილად გამოდიოდნენ და სამკაულებს შავ ნაჭერზე ათავსებდნენ, რომელიც თეთრ კაბაში გამოწყობილ გოგონას ეჭირა. მოგვიანებით გოგონა, რომელსაც მთელი ჩვენების განმავლობაში სამკაულებით ასაჩუქრებდნენ, ყველა ნამუშევარს თავად ირგებს. ამის შემდეგ სცენა ყვავილებით მორთულ ერთგვარ ტახტრევანს ემსგავსება, რომელზეც თეთრკაბიანი მოდელი წვება და გარდაცვლილ ადამიანს განასახიერებს. ოთხი მამაკაცი მას პოდიუმზე მიაცილებს - გოგონა ტახტრევანიდან დგება და ვიდეო ინსტალაციისთვის განკუთვნილი ადგილისკენ მიდის. დარბაზში სინათლე ქრება და გაშლილი კაბის ფონზე ვიდეორგოლი ირთვება, სადაც ომის, ტერაქტის ფრაგმენტები ჩანს. პერფორმანსის ბოლოს სტუმრებს საშუალება მიეცათ, სამკაულები დეტალურად დაეთვალიერებინათ.

გამოფენაზე ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები და გულსაბნევები იყო წარმოდგენილი. ყველა ნამუშევარი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, თითოეული ნაკეთობა განსაკუთრებული და განუმეორებელია ესკიზითა და განწყობით. დიზაინერი ამბობს, რომ კონცეფტუალისტია და დღევანდელ პერფორმანსზე გაცოცხლებული 6 ისტორიიდან, ერთ-ერთი მისი პირადი ისტორიაა, მაგრამ პირადზე საუბარი არ უყვარს. მისი თქმით, დღევანდელი შოუ იყო ერთგვარი აქცია რადიკალიზმის წინააღმდეგ. აღიარებს, რომ პრეტენზიულია, როდესაც საკითხი ექსკლუზიური სამკაულის, საგარანტიო ნივთის შექმნას ეხება.

- გამოფენის იდეაა, რომ ხელოვნება არ არის ყოველთვის ტკბილი, ხელოვნება არ არის ყოველთვის ლამაზი, ხელოვნება შეიძლება იყოს ასეთიც. ხელოვანმა სათქმელი უნდა თქვას - ჩემი, როგორც კონცეფტუალისტის, დატვირთვაც ეს არის. აქედან გამომდინარე, ვცდილობ წელიწადში ერთხელ შევასრულო ეს მოვალეობა, მაგრამ კარგი ამბავია ის, რომ წელიწადში ორჯერ და სამჯერ მოვახერხებ ამ ყველაფერს.

- ეს არ იყო თქვენი პირველი გამოფენა-პერფორმანსი. რით განსხვავდება წინამორბედი შოუსგან და როგორ შეაფასებდით დღევანდელ ჩვენებას?

- განსხვავდება მასშტაბებით. გამოვიყენე 12 მოდელი, შარშანდელთან განსხვავებით, სადაც ერთი მოდელი მყავდა დაკავებული, "ჰიჩკოკის ჩიტებს" ვგულისხმობ. განსხვავებული იყო იმით, რომ ეს იყო ჩემი პირადი განცდის ისტორია. კონცეფტუალისტი ვარ; დიახ, ეს ყველაფერი ჩემი პირადი ემოციაა. ამ ყველაფერს საფუძვლად ჩემი ისტორია დაედო, რომელიც მხოლოდ მე მეხება, არ მიყვარს პირადზე საუბარი. ვფიქრობ, როგორც ხელოვანი, საზოგადოებას აინტერესებს, საიდან მოდის ჩემი კონცეფცია; ამიტომ გადავწყვიტე, მომეყოლა ჩემი პირადი იმ ფორმით, რა ფორმითაც შემიძლია. ვფიქრობ, რომ შევძელი, ვფიქრობ, რომ მოვყევი. როცა სიყვარული საკმარისი არ არის, საუბარია სუიციდზე, სამოსით მიხვდით, ალბათ. აქ გაცოცხლდა 6 ისტორია და მეექვსე ისტორია იყო ჩემი. რა თქმა უნდა, დაზღვეულნი არავინ არ ვართ, მე არ მიცდია თვითმკვლელობა, უბრალოდ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ისე, რომ იყო ადამიანი, რომელმაც ამ ფორმით დაამთავრა სიცოცხლე. მე რადიკალიზმის წინააღმდეგი ვარ. სიყვარული აკლიათ ადამიანებს, ვინც თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ვიდეო არტი, რაც გოგონას კაბაზე გავიდა, ეს იყო ტრაგედიები, რომელმაც ჩემზე იმოქმედა. კადრებმა, რომლებიც მე შევარჩიე, ჩემზე და არა მხოლოდ ჩემზე, მოახდინა ემოციური გავლენა. ეს იყო ერთგვარი აქცია რადიკალების წინააღმდეგ.

- ერთია, როდესაც თქვენი შერჩეული კოლექციიდან სამკაულს ვიძენთ, მაგრამ მეორე, როდესაც ექსკლუზიურად კონკრეტული პიროვნებისთვის ქმნით ნამუშევარს. როგორ ახერხებთ სამკაულში მისი სტილი და ხასიათი გაითვალისწინოთ?

- ყოფილან დამკვეთები, რომლისგანაც შეკვეთა არ მიმიღია, იმიტომ რომ, ვარ პრეტენზიული, როცა ექსკლუზივზე, საგარანტიო ნივთის შექმნაზეა საუბარი, რომელიც არ უნდა განმეორდეს. აქედან გამომდინარე, ყველას არ ვუკეთებ. მაგრამ არის მეორე ხაზი, რომელსაც მე თვითონ ვქმნი მასიურად, თუმცა ვაკეთებ ძალიან იშვიათად. ძირითადად ვმუშაობ პირველ ხაზზე და თოროს დევიზია - "სამკაული, რომელიც ყველასთვის არ არის", იმიტომ კი არა, რომ ფენებად ვყოფ, ეს საერთოდ ხელშეუხებელია, აქ მუშაობა ძალიან რთულია და რთულია, ვინმე რომ ჩაერთოს. ეს არის ბოლომდე ჩემი - ერთი სამკაულის შექმნაში იმავე ენერგიას ვდებ, როგორსაც მთელი კოლექციის შექმნაში.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება