სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში
ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში

ანა­ლი­ზი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის ჯგუფ "ეი­სი­თის" მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­კი­თხვამ ცხად­ყო, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გან­წყო­ბა არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოა. რო­გორც "რე­ზო­ნან­სმა" გა­არ­კვია, ამის მი­ზე­ზი ცხოვ­რე­ბის მი­მართ მცდა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. 18-დან 24 წლამ­დე ახალ­გაზ­რდებს, იმა­ზე მეტი სურთ, ვიდ­რე აქვთ და ეკუთ­ვნით. გარ­და ამი­სა, უბე­დუ­რე­ბის შეგ­რძნე­ბას ამ­ძაფ­რებს მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, და­უ­საქ­მებ­ლო­ბის, უპერ­სპექ­ტი­ვო­ბის პრობ­ლე­მა.

2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა, გა­ე­როს დაკ­ვე­თით, 2012 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი "ბედ­ნი­ე­რე­ბის ინ­დექ­სის" კვლე­ვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. იგი ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, დად­გინ­და, რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი მსოფ­ლი­ო­ში ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს. ესე­ნია: და­ნია, ნორ­ვე­გია და ჰო­ლან­დია.

"ეი­სი­თის" გა­უჩ­ნდა ინ­ტე­რე­სი, რომ შე­ე­ტყო, თუ რო­გორ გრძნო­ბენ თავს თბი­ლი­სე­ლე­ბი. გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და 407 ზრდას­რულ ადა­მი­ანს შო­რის, მო­ნა­ცემ­თა სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, გა­ირ­კვა, რომ თბი­ლი­სელ­თა მხო­ლოდ 8% მი­იჩ­ნევს თავს ბედ­ნი­ე­რად.

"ეი­სი­თიმ" კვლე­ვა ასა­კის მი­ხედ­ვი­თაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აღ­მოჩ­ნდა, რომ 25-დან 44 წლამ­დე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი თავს უფრო კარ­გად გრძნო­ბენ, ვიდ­რე 18-დან 24 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბი. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე მცი­რე გა­მო­კი­თხვა "რე­ზო­ნან­სმაც" ჩა­ა­ტა­რა და მო­ნა­ცე­მე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეი­სი­თის" შე­დე­გე­ბის მსგავ­სი აღ­მოჩ­ნდა.

"ვე­თან­ხმე­ბი იმ აზრს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბის უმე­ტე­სო­ბა (ძი­რი­თა­დად 18-დან 24 წლამ­დე ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი) თავს ბედ­ნი­ე­რად არ გრძნობს. ვფიქ­რობ, ამის მი­ზე­ზი ის არის, რომ ყო­ველ­თვის იმა­ზე ბევ­რად მეტი სურთ, ვიდ­რე აქვთ. ზოგს მან­ქა­ნა უნდა და არ ჰყავს, ნა­წილს სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბა, კარ­გი სამ­სა­ხუ­რი და ა.შ. ბევ­რი იმა­საც ფიქ­რობს, რომ სულ ტყუ­ი­ლად კარ­გავს დროს სწავ­ლა­ზე, რად­გან არ­ცთუ ცო­ტა­ნი არი­ან ისე­თე­ბი, ვინც, მი­უ­ხე­და­ვად დიდი გარ­ჯი­სა, სამ­სა­ხურს უშე­დე­გოდ ეძე­ბენ და ვერ შო­უ­ლო­ბენ.

რა ქნას ახალ­გაზ­რდამ, ვინც შრო­მა და თან­ხა ჩადო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში? ეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რის წი­ნა­შეც დღეს 18-დან 24 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან. და­ვა­მა­ტებ იმა­საც, რომ სწავ­ლის­თვის ღა­მე­ე­ბის თე­ნე­ბაც შე­სა­ბა­მი­სად აი­სა­ხე­ბა მათ ფსი­ქი­კა­ზე", - ამ­ბობს თბი­ლი­სე­ლი ნინი ქა­და­რია.

სო­ცი­ა­ლურ­მა პრობ­ლე­მებ­მა ახალ­გაზ­რდე­ბამ­დეც მი­აღ­წია. მათ და­კარ­გეს რე­ა­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა და და­ა­ვი­წყდათ, რომ ხში­რად მათი მო­თხოვ­ნა არ შე­ე­ფე­რე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. უნ­დათ კარ­გი ცხოვ­რე­ბა და არ უჩ­ნდე­ბათ სურ­ვი­ლი, რომ ამის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლად იშ­რო­მონ. ისი­ნი დროს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შექ­მნა­ში კი არა, დარ­დში და ვაი-ვიშ­ში ატა­რე­ბენ.

"ვე­თან­ხმე­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ 18-დან 24 წლის ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა თავს ბედ­ნი­ე­რად არ გრძნობს. ეს, ძი­რი­თა­დად, სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დია. ისი­ნი მუდ­მი­ვად ფუ­ლის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­ან. არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჰქონ­დეთ სა­კუ­თა­რი ხელ­ფა­სი, რად­გან სტა­ჟი­რე­ბის დროს ისი­ნი ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე შრო­მო­ბენ. ბო­ლოს და ბო­ლოს ეს ძა­ლი­ან ბეზ­რდე­ბათ და ფიქ­რო­ბენ, რომ უსა­მარ­თლოდ ექ­ცე­ვი­ან. ახალ­გაზ­რდე­ბი და მათ შო­რის მეც, ვფიქ­რობთ, რომ ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­ტად მონ­დო­მე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით და და­ფა­სე­ბუ­ლად ვიგ­რძნობთ თავს.

გარ­და ამი­სა, სტუ­დენ­ტებ­ში სტრესს იწ­ვევს გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი. ეს სი­ნამ­დვი­ლეა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­დაც დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე გვი­წევს ყოფ­ნა", - ამ­ბობს მარი ადუ­აშ­ვი­ლი.

სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო გახ­და უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას და ზოგ­ჯერ გაწ­ბი­ლე­ბა­საც იწ­ვევს. გა­მო­კი­თხულ­თა უმე­ტე­სო­ბა და­უ­საქ­მებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და ძი­რი­თად პრობ­ლე­მად უპერ­სპექ­ტი­ვო­ბას ასა­ხე­ლებს.

"სტუ­დენ­ტებს ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი არ აქვთ. ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია შრო­მის ბა­ზა­რი, შე­სა­ბა­მი­სად, მცი­რეა და­საქ­მე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. და­უ­საქ­მებ­ლო­ბა, უმუ­შევ­რო­ბა კი მძი­მე სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­სა და დრო­ის უყა­ი­რა­თოდ ფლან­გვა­ში ვლინ­დე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ გა­რე­მო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებს – 18-დან 24 წლამ­დე ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ახერ­ხე­ბენ თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლად სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. ეს კი ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბის და­კარ­გვის მთა­ვა­რი წი­ნა­პი­რო­ბაა", - ამ­ბობს თსუ-ს სტუ­დენ­ტი ლე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

წინა რეს­პონ­დენ­ტე­ბის მსგავ­სად დი­ა­ნა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნიც პრობ­ლე­მად უმუ­შევ­რო­ბას გა­ნი­ხი­ლავს.

"ახალ­გაზ­რდულ ასაკ­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვის სურ­ვი­ლი აქვთ და ძა­ლი­ან ბევრ პრობ­ლე­მას აწყდე­ბი­ან. ამას, ალ­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი გა­ნა­პი­რო­ბებს. მათ არ ეძ­ლე­ვათ სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და ბევ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო აქვთ, რო­მელ­საც სწო­რად ვერ გეგ­მა­ვენ და მერე სა­კუ­თა­რი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან", - ამ­ბობს დი­ა­ნა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.

"რე­ზო­ნან­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რო­გორ აფა­სე­ბენ ამ ფაქტს ფსი­ქო­ლო­გე­ბი. 18-24 წელი ეს ის პე­რი­ო­დია, როცა ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია და მეტი დრო გაქვს, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის. ფსი­ქო­ლო­გი სოფო ტა­ბა­ღუა მი­იჩ­ნევს, რომ ამ დროს ადა­მი­ა­ნე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ეზი­ა­რე­ბი­ან და ეს მათ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს.

"ამ ასაკ­ში პი­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ცდი­ლობს თა­ვი­სი იდენ­ტო­ბის აღ­მო­ჩე­ნას - ვინ ვარ მე და რა უნდა გა­ვა­კე­თო, რა შე­მიძ­ლია, რო­გორ უნდა ვმარ­თო ჩემი მო­მა­ვა­ლი. ადა­მი­ან­ში ეს ყვე­ლა­ზე დიდი სირ­თუ­ლეა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახალ­გაზ­რდებ­ში ბედ­ნი­ე­რე­ბის ხა­რის­ხი იკ­ლებს.

ამას­თან, ხდე­ბა ასა­კის პე­რი­ო­დე­ბად და­ყო­ფა. 18 წელი გარ­და­ტე­ხის ასა­კის და­სას­რუ­ლია. 14, 15 და 16 წელი უფრო რთუ­ლია, ქცე­ვით, სტი­ლით, თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბით და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ პე­რი­ოდს (18-24 წელს), ეს სტუ­დენ­ტო­ბის ხა­ნაა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უჩ­ნდე­ბათ მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და უწევთ ბევრ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ისი­ნი თავს ნაკ­ლე­ბად ბედ­ნი­ე­რად იმ მი­ზე­ზით გრძნო­ბენ, რომ და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას სხვა უნარ-ჩვე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც აქვთ კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე", - აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი სოფო ტა­ბა­ღუა.

მა­რი­ამ აფ­ცი­ა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში

ბედნიერების დეფიციტი ქართველ ახალგაზრდებში

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფ "ეისითის" მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ ახალგაზრდების ფსიქოლოგიური განწყობა არცთუ სახარბიელოა. როგორც "რეზონანსმა" გაარკვია, ამის მიზეზი ცხოვრების მიმართ მცდარი დამოკიდებულებაა. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, იმაზე მეტი სურთ, ვიდრე აქვთ და ეკუთვნით. გარდა ამისა, უბედურების შეგრძნებას ამძაფრებს მძიმე სოციალური ფონი, დაუსაქმებლობის, უპერსპექტივობის პრობლემა.

2013 წლის სექტემბერში კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, გაეროს დაკვეთით, 2012 წელს ჩატარებული "ბედნიერების ინდექსის" კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს. იგი ქვეყნებში ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ემსახურებოდა. გამოკითხვის მიხედვით, დადგინდა, რომ ყველაზე ბედნიერი ხალხი მსოფლიოში ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობს. ესენია: დანია, ნორვეგია და ჰოლანდია.

"ეისითის" გაუჩნდა ინტერესი, რომ შეეტყო, თუ როგორ გრძნობენ თავს თბილისელები. გამოკითხვა ჩატარდა 407 ზრდასრულ ადამიანს შორის, მონაცემთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაირკვა, რომ თბილისელთა მხოლოდ 8% მიიჩნევს თავს ბედნიერად.

"ეისითიმ" კვლევა ასაკის მიხედვითაც განახორციელა. აღმოჩნდა, რომ 25-დან 44 წლამდე მყოფი ადამიანები თავს უფრო კარგად გრძნობენ, ვიდრე 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდები. აღნიშნულ საკითხზე მცირე გამოკითხვა "რეზონანსმაც" ჩაატარა და მონაცემები ორგანიზაცია "ეისითის" შედეგების მსგავსი აღმოჩნდა.

"ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახალგაზრდების უმეტესობა (ძირითადად 18-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანები) თავს ბედნიერად არ გრძნობს. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ ყოველთვის იმაზე ბევრად მეტი სურთ, ვიდრე აქვთ. ზოგს მანქანა უნდა და არ ჰყავს, ნაწილს საზღვარგარეთ მოგზაურობა, კარგი სამსახური და ა.შ. ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ სულ ტყუილად კარგავს დროს სწავლაზე, რადგან არცთუ ცოტანი არიან ისეთები, ვინც, მიუხედავად დიდი გარჯისა, სამსახურს უშედეგოდ ეძებენ და ვერ შოულობენ.

რა ქნას ახალგაზრდამ, ვინც შრომა და თანხა ჩადო განათლების მიღებაში? ეს სამწუხარო რეალობაა, რის წინაშეც დღეს 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდები დგანან. დავამატებ იმასაც, რომ სწავლისთვის ღამეების თენებაც შესაბამისად აისახება მათ ფსიქიკაზე", - ამბობს თბილისელი ნინი ქადარია.

სოციალურმა პრობლემებმა ახალგაზრდებამდეც მიაღწია. მათ დაკარგეს რეალობის შეგრძნება და დაავიწყდათ, რომ ხშირად მათი მოთხოვნა არ შეეფერება სინამდვილეს. უნდათ კარგი ცხოვრება და არ უჩნდებათ სურვილი, რომ ამისთვის სერიოზულად იშრომონ. ისინი დროს უკეთესი მომავლის შექმნაში კი არა, დარდში და ვაი-ვიშში ატარებენ.

"ვეთანხმები მოსაზრებას, რომ 18-დან 24 წლის ასაკის ადამიანების უმეტესობა თავს ბედნიერად არ გრძნობს. ეს, ძირითადად, სტუდენტობის პერიოდია. ისინი მუდმივად ფულის დეფიციტს განიცდიან. არ არის იმის საშუალება, რომ ჰქონდეთ საკუთარი ხელფასი, რადგან სტაჟირების დროს ისინი ანაზღაურების გარეშე შრომობენ. ბოლოს და ბოლოს ეს ძალიან ბეზრდებათ და ფიქრობენ, რომ უსამართლოდ ექცევიან. ახალგაზრდები და მათ შორის მეც, ვფიქრობთ, რომ ანაზღაურების შემთხვევაში მეტად მონდომებულნი ვიქნებით და დაფასებულად ვიგრძნობთ თავს.

გარდა ამისა, სტუდენტებში სტრესს იწვევს გადატვირთული რეჟიმი. ეს სინამდვილეა, განსაკუთრებით კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დილიდან საღამომდე გვიწევს ყოფნა", - ამბობს მარი ადუაშვილი.

სოციალური გარემო გახდა უმთავრესი მიზეზი, რაც ახალგაზრდების უკმაყოფილებას და ზოგჯერ გაწბილებასაც იწვევს. გამოკითხულთა უმეტესობა დაუსაქმებლობაზე საუბრობს და ძირითად პრობლემად უპერსპექტივობას ასახელებს.

"სტუდენტებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა და პროფესიული განვითარების რეალური შანსი არ აქვთ. ძალიან შეზღუდულია შრომის ბაზარი, შესაბამისად, მცირეა დასაქმებული ახალგაზრდების რაოდენობა. დაუსაქმებლობა, უმუშევრობა კი მძიმე სოციალურ მდგომარეობასა და დროის უყაირათოდ ფლანგვაში ვლინდება.

ეს ყველაფერი ერთ გარემოებაზე მიუთითებს – 18-დან 24 წლამდე ადამიანები ვერ ახერხებენ თვითრეალიზებასა და დამოუკიდებლად საკუთარი ცხოვრების ორგანიზებას. ეს კი ბედნიერების შეგრძნების დაკარგვის მთავარი წინაპირობაა", - ამბობს თსუ-ს სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე.

წინა რესპონდენტების მსგავსად დიანა ლიპარტელიანიც პრობლემად უმუშევრობას განიხილავს.

"ახალგაზრდულ ასაკში მყოფ ადამიანებს დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი აქვთ და ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან. ამას, ალბათ, ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი განაპირობებს. მათ არ ეძლევათ საკუთარი შესაძლებლობის რეალიზების საშუალება და ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, რომელსაც სწორად ვერ გეგმავენ და მერე საკუთარი გაუაზრებელი ქმედების მსხვერპლნი ხდებიან", - ამბობს დიანა ლიპარტელიანი.

"რეზონანსი" დაინტერესდა, როგორ აფასებენ ამ ფაქტს ფსიქოლოგები. 18-24 წელი ეს ის პერიოდია, როცა ყველაფერი შედარებით მარტივია და მეტი დრო გაქვს, საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისთვის. ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა მიიჩნევს, რომ ამ დროს ადამიანები დამოუკიდებლობას ეზიარებიან და ეს მათ სტრესულ მდგომარეობაში აგდებს.

"ამ ასაკში პიროვნება ყველაზე მეტად ცდილობს თავისი იდენტობის აღმოჩენას - ვინ ვარ მე და რა უნდა გავაკეთო, რა შემიძლია, როგორ უნდა ვმართო ჩემი მომავალი. ადამიანში ეს ყველაზე დიდი სირთულეა. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებში ბედნიერების ხარისხი იკლებს.

ამასთან, ხდება ასაკის პერიოდებად დაყოფა. 18 წელი გარდატეხის ასაკის დასასრულია. 14, 15 და 16 წელი უფრო რთულია, ქცევით, სტილით, თავის დამკვიდრებით და ა.შ. რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ პერიოდს (18-24 წელს), ეს სტუდენტობის ხანაა და აქედან გამომდინარე, უჩნდებათ მეტი პასუხისმგებლობა და უწევთ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. ისინი თავს ნაკლებად ბედნიერად იმ მიზეზით გრძნობენ, რომ დამოუკიდებელ ცხოვრებას სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება. ამიტომაც აქვთ კრიზისული პერიოდი პიროვნულ დონეზე", - აცხადებს ფსიქოლოგი სოფო ტაბაღუა.

მარიამ აფციაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია