მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"
ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ივა­ნა მე­ლა­ის საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მოს­ვლას ათას­გვა­რი ჭორ­-მარ­თა­ლი მოჰ­ყვა. ამ­ბობ­დნენ, რომ ივა­ნა პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი იყო და მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ათა­სო­ბით ლა­რი იხარ­ჯე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ივა­ნა მე­ლაი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- მე და ჩემ­მა ოჯახ­მა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, ამა­ზე წიგ­ნის და­წე­რაც კი შე­იძ­ლე­ბა. ეს ჩემ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მა­ა. თუმ­ცა უფა­ლი არას­დროს გვარ­გუ­ნებს იმა­ზე მეტ სა­ტან­ჯველს, რი­სი ატა­ნაც შეგ­ვიძ­ლი­ა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გულ­სატ­კე­ნი ის არის, რომ მა­მას უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნის რა­დას წევ­რი­ა. თუ აქამ­დე ჩუ­მად ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, ივა­ნა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ატირ­და­ო. შე­მეძ­ლო მო­მე­წყო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა, ამე­ტე­ხა ხმა­უ­რი, მაგ­რამ ეს შოუ არა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, უკ­რა­ინა­საც ვერ მი­ვაწ­ვდენ­დი ხმას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც იმი­ტომ მოგ­ვცეს, რომ იცოდ­ნენ, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­რის­კო იყო, რად­გა­ნაც ადა­მი­ანი, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა საქ­მე ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, იმ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით არის უკ­რა­ი­ნა­ში. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ამა­ში დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბი­დან არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბი­ა. თვი­თონ იცის, ვი­საც მივ­მარ­თე დახ­მა­რე­ბის­თვის და არ თუ ვერ და­მეხ­მა­რა. ჩვენს ნა­თე­სა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დი­დი ზე­წო­ლა­ა, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, იქ ვერ დავ­ბრუნ­დე­ბით, იმე­დი მაქვს, ეს მა­ლე მოხ­დე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- ახ­ლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პი­კი" და­ი­ხუ­რა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მე­ტი დრო გა­მო­ი­ნა­ხა. ჩავ­წე­რე ახა­ლი სიმ­ღე­რა, ვწერ ლექ­სებს, ასე­ვე ეს­სეს. ბევ­რს ვკითხ­უ­ლობ, ვმოგ­ზა­უ­რობ. და­ვის­ვე­ნე იტა­ლი­ა­ში - ვი­ყა­ვი მი­ლან­ში, რომ­ში, ვე­რო­ნა­ში. ახ­ლა­ხან ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა "მე არ ვარ თო­ჯი­ნა". დღეს გო­გო­ნებს მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით აფა­სე­ბენ, რო­ცა ეს ვნა­ხე, მინ­დო­და ხმა­მაღ­ლა მეყ­ვი­რა, რომ ჩვენ არ ვართ თო­ჯი­ნე­ბი, რომ ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ასე­თი ეტა­პი. ჩემ­მა გა­და­ცე­მა­მაც ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თა­ვი. თა­ვის დრო­ზე კი ძა­ლი­ან დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი მო­ვი­ზი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ხა­რი­ა, რო­ცა სა­ლონ­ში ან სად­მე შევ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენს გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით სა­ქარ­თვე­ლო­თი­ო.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ი­ჩივ­ლეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი აღარ ტარ­დე­ბა­ო...

- ად­რე თუ გვი­ან, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იც­ვლე­ბა მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი, ასე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კონ­ცერ­ტე­ბი რომ აღარ ტარ­დე­ბა, ცუ­დი­ა, თა­ნაც არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან ცო­ტას უხ­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს შო­უ­ბიზ­ნე­სი, რაც ნიშ­ნავს, რომ პრო­დი­უ­სე­რე­ბი თვი­თონ დე­ბენ არ­ტის­ტებ­ში ფულს, აქ არ­ტის­ტე­ბი თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას. გვინ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ვა­წო­დოთ ხალ­ხს, ამის­თვის კი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ცოცხ­ა­ლი კონ­ცერ­ტე­ბია, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატა­რებ­და. მე არ მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კა გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს კულ­ტუ­რა­ზე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იც­ვლე­ბი­ან და ჩვენ, არ­ტის­ტე­ბი, ვრჩე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ იყა­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს გიხ­დიდ­ნენ და პრეს­ტი­ჟულ უბან­ში (ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე) სახ­ლიც კი გა­ჩუ­ქეს...

- მარ­თა­ლი გითხ­რათ, პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩე­მი მე­გო­ბა­რია და პრე­ზი­დენ­ტი რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, მას­თან მა­ინც ვი­მე­გობ­რებ­დი. ის ქა­რიზ­მა, ჭკუ­ა, სა­უბ­რის მა­ნე­რა, რაც სა­ა­კაშ­ვილს აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა. ზღა­პა­რი და ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია ყვე­ლა ჭო­რი, რაც ჩემ­ზე ვრცელ­დე­ბა. მიყ­ვარს ლა­მა­ზად ჩაც­მა, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ამი­ტო­მაც ფიქ­რობს ხალ­ხი, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და. მე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ვარ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში - ათ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ვარ­ჩი­ე, რად­გან აქ სა­ინ­ტე­რე­სოა მუ­შა­ო­ბა. რო­ცა მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, 500 ლა­რად იმ­ღე­რე­ო, რა თქმა უნ­და, უარს ვამ­ბობ, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში კი არა­ერ­თხელ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­მა­ვალ­შიც მზად ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე სახ­ლს, ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­მა" და­მი­ქი­რა­ვა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, რო­ცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გიწ­ვე­ვენ სა­მუ­შა­ოდ, ხარ­ჯებს მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა გი­ნაზღ­ა­­უ­რებს.

- თქვით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ათ­ჯერ მე­ტი ანა­ზღ­ა­უ­რე­ბა გქონ­დათ, თუ ასე­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ ჩა­მო­გიყ­ვა­ნათ?

- სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გიყ­ვარ­დეს ეს ქვე­ყა­ნა, მე რომ თქვენ­თან მო­ვი­დე, კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნო, მი­მი­ღებთ თბი­ლად, მაჭ­მევთ და მო­მივ­ლით. გაქვთ კარ­გი გზე­ბი, ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნა­ში კი ცუ­დი გზე­ბი­ა, გაქვთ ბა­თუ­მი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი­ა, რო­გორც ლას­-ვე­გა­სი. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს მდი­და­რი ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­ე­ბი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი. აქ მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიმ­ღე­რო კარ­გი სიმ­ღე­რე­ბი, მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ფუ­ლი, თუ არ იქ­ნე­ბა კარ­გი იდე­ა, ფუ­ლით ვე­რა­ვინ მომ­ხიბ­ლავს. ა­რა­ერ­თი ოლი­გარ­ქის­გან მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა - რუ­სე­თი­და­ნაც, უკ­რა­ი­ნი­და­ნაც და სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც - ბევ­რი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მაგ­რამ უინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე უარს ვამ­ბობ, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ფუ­ლი არ არის.

- რა მოგ­წონთ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებ­ში?

- კა­ცი უნ­და იყოს მა­მა­კა­ცუ­რი და ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან - ძლი­ე­რე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი, კე­თი­ლე­ბი, სიმ­პა­თი­უ­რე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"

ივანა მელაი - "სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩემს მე­გობ­რად დარ­ჩე­ბა"

რამ­დე­ნი­მე წლის წინ უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ივა­ნა მე­ლა­ის საცხ­ოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მოს­ვლას ათას­გვა­რი ჭორ­-მარ­თა­ლი მოჰ­ყვა. ამ­ბობ­დნენ, რომ ივა­ნა პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღე­რა­ლი იყო და მის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ათა­სო­ბით ლა­რი იხარ­ჯე­ბო­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ კი მოვ­ლე­ნე­ბი სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და. ამ ყველაფერზე ივანა მელაი თავად გვესაუბრება:

- მე და ჩემ­მა ოჯახ­მა რაც გა­და­ვი­ტა­ნეთ, ამა­ზე წიგ­ნის და­წე­რაც კი შე­იძ­ლე­ბა. ეს ჩემ­თვის ძალ­ზე მტკივ­ნე­უ­ლი თე­მა­ა. თუმ­ცა უფა­ლი არას­დროს გვარ­გუ­ნებს იმა­ზე მეტ სა­ტან­ჯველს, რი­სი ატა­ნაც შეგ­ვიძ­ლი­ა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გეს, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გულსატკენი ის არის, რომ მა­მას უღა­ლა­ტა სა­კუ­თარ­მა მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნის რა­დას წევ­რი­ა. თუ აქამ­დე ჩუ­მად ვი­ყა­ვი, იმი­ტომ, რომ არ მინ­დო­და ვინ­მეს ეთ­ქვა, ივა­ნა სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­ზე ატირ­და­ო. შე­მეძ­ლო მო­მეწყო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა, ამე­ტე­ხა ხმა­უ­რი, მაგ­რამ ეს შოუ არა­ფერ­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, უკ­რა­ინა­საც ვერ მი­ვაწ­ვდენ­დი ხმას. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც იმი­ტომ მოგ­ვცეს, რომ იცოდ­ნენ, ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­რის­კო იყო, რად­გა­ნაც ადა­მი­ანი, რო­მელ­მაც გა­ა­ყალ­ბა საქ­მე ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ, იმ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით არის უკ­რა­ი­ნა­ში. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ყვე­ლა­ნა­ი­რი პრო­ცე­დუ­რა გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ამა­ში დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბი­დან არა­ვინ დამ­ხმა­რე­ბი­ა. თვი­თონ იცის, ვი­საც მივ­მარ­თე დახ­მა­რე­ბის­თვის და არ თუ ვერ და­მეხ­მა­რა. ჩვენს ნა­თე­სა­ვებ­ზე, რომ­ლე­ბიც ახ­ლა უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დი­დი ზე­წო­ლა­ა, სა­ნამ უკ­რა­ი­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, იქ ვერ დავ­ბრუნ­დე­ბით, იმე­დი მაქვს, ეს მა­ლე მოხ­დე­ბა, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ შე­იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

- ახ­ლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- მას შემ­დეგ, რაც ტე­ლე­კომ­პა­ნია "პი­კი" და­ი­ხუ­რა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მე­ტი დრო გამოინახა. ჩავ­წე­რე ახა­ლი სიმ­ღე­რა, ვწერ ლექ­სებს, ასე­ვე ეს­სეს. ბევრს ვკითხ­უ­ლობ, ვმოგ­ზა­უ­რობ. და­ვის­ვე­ნე იტა­ლი­ა­ში - ვი­ყა­ვი მი­ლან­ში, რომ­ში, ვე­რო­ნა­ში. ახ­ლა­ხან ჩავ­წე­რე სიმ­ღე­რა "მე არ ვარ თო­ჯი­ნა". დღეს გო­გო­ნებს მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბით აფა­სე­ბენ, რო­ცა ეს ვნა­ხე, მინ­დო­და ხმა­მაღ­ლა მეყ­ვი­რა, რომ ჩვენ არ ვართ თო­ჯი­ნე­ბი, რომ ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. ყვე­ლას ცხოვ­რე­ბა­ში დგე­ბა ასე­თი ეტა­პი. ჩემ­მა გა­და­ცე­მა­მაც ამო­წუ­რა სა­კუ­თა­რი თა­ვი. თავის დროზე კი ძა­ლი­ან დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და, უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი მო­ვი­ზი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მი­ხა­რი­ა, რო­ცა სა­ლონ­ში ან სად­მე შევ­დი­ვარ და მე­უბ­ნე­ბი­ან, თქვენს გა­და­ცე­მას ვუ­ყუ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით სა­ქარ­თვე­ლო­თი­ო.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ი­ჩივ­ლეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტე­ბი აღარ ტარ­დე­ბა­ო...

- ად­რე თუ გვი­ან, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში იც­ვლე­ბა მთავ­რო­ბა და პრე­ზი­დენ­ტი, ასე მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­შიც. კონ­ცერ­ტე­ბი რომ აღარ ტარ­დე­ბა, ცუ­დი­ა, თა­ნაც არ­ტის­ტებს ძა­ლი­ან ცო­ტას უხ­დი­ან. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს შო­უ­ბიზ­ნე­სი, რაც ნიშ­ნავს, რომ პრო­დი­უ­სე­რე­ბი თვი­თონ დე­ბენ არ­ტის­ტებ­ში ფულს, აქ არ­ტის­ტე­ბი თვი­თონ უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბას. გვინ­და ეს ყველაფერი მი­ვა­წო­დოთ ხალხს, ამისთვის კი ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა ცოცხ­ა­ლი კონ­ცერ­ტე­ბია, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ატა­რებ­და. მე არ მინ­და, რომ პო­ლი­ტი­კა გავ­ლე­ნას ახ­დენ­დეს კულ­ტუ­რა­ზე, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იც­ვლე­ბი­ან და ჩვენ, არ­ტის­ტე­ბი, ვრჩე­ბით.

- ამ­ბო­ბენ, რომ იყა­ვით სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ერ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი, სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს გიხ­დიდ­ნენ და პრეს­ტი­ჟულ უბან­ში (ვა­კე­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე) სახ­ლიც კი გა­ჩუ­ქეს...

- მარ­თა­ლი გითხ­რათ, პო­ლი­ტი­კა სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩე­მი მე­გო­ბა­რია და პრე­ზი­დენ­ტი რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, მას­თან მა­ინც ვი­მე­გობ­რებ­დი. ის ქა­რიზ­მა, ჭკუ­ა, სა­უბ­რის მა­ნე­რა, რაც სა­ა­კაშ­ვილს აქვს, შე­სა­ნიშ­ნა­ვი­ა. ზღა­პა­რი და ფან­ტა­ზი­ის ნა­ყო­ფია ყვე­ლა ჭო­რი, რაც ჩემ­ზე ვრცელ­დე­ბა. მიყ­ვარს ლა­მა­ზად ჩაც­მა, გა­რეგ­ნო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ამი­ტო­მაც ფიქ­რობს ხალ­ხი, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და. მე შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნი ვარ, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში - ათ­ჯერ უფ­რო მა­ღა­ლი ჰო­ნო­რა­რი მქონ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო ვარ­ჩი­ე, რად­გან აქ სა­ინ­ტე­რე­სოა მუ­შა­ო­ბა. რო­ცა მი­რე­კა­ვენ და მე­უბ­ნე­ბი­ან, 500 ლა­რად იმ­ღე­რე­ო, რა თქმა უნ­და, უარს ვამ­ბობ, საქ­ველმოქ­მე­დო კონ­ცერ­ტში კი არა­ერ­თხელ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მო­მა­ვალ­შიც მზად ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე სახლს, ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "პიკ­მა" და­მი­ქი­რა­ვა. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი­ა, რო­ცა სხვა ქვე­ყა­ნა­ში გიწ­ვე­ვენ სა­მუ­შა­ოდ, ხარ­ჯებს მას­პინ­ძე­ლი ქვე­ყა­ნა გი­ნაზღ­ა­­უ­რებს.

- თქვით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში ათ­ჯერ მე­ტი ანაზღ­ა­უ­რე­ბა გქონ­დათ, თუ ასე­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ ჩა­მო­გიყ­ვა­ნათ?

- სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა. შე­უძ­ლე­ბე­ლია არ გიყ­ვარ­დეს ეს ქვე­ყა­ნა, მე რომ თქვენ­თან მო­ვი­დე, კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნო, მი­მი­ღებთ თბი­ლად, მაჭ­მევთ და მო­მივ­ლით. გაქვთ კარ­გი გზე­ბი, ჩვენ­თან, უკ­რა­ი­ნა­ში კი ცუ­დი გზე­ბი­ა, გაქვთ ბა­თუ­მი, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი­ა, რო­გორც ლას­-ვე­გა­სი. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც აქვს მდი­და­რი ის­ტო­რია და ტრა­დი­ცი­ე­ბი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ასე­ვე, შე­ვი­ძი­ნე მე­გობ­რე­ბი. აქ მეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, ვიმ­ღე­რო კარ­გი სიმ­ღე­რე­ბი, მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ ფუ­ლი, თუ არ იქ­ნე­ბა კარ­გი იდე­ა, ფუ­ლით ვე­რა­ვინ მომ­ხიბ­ლავს. ა­რა­ერ­თი ოლი­გარ­ქის­გან მქო­ნია შე­მო­თა­ვა­ზე­ბა - რუ­სე­თი­და­ნაც, უკ­რა­ი­ნი­და­ნაც და სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც - ბევ­რი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ, მაგ­რამ უინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტებ­ზე უარს ვამ­ბობ, რად­გან ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი ფუ­ლი არ არის.

- რა მოგ­წონთ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებ­ში?

- კა­ცი უნ­და იყოს მა­მა­კა­ცუ­რი და ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი სწო­რედ ასე­თე­ბი არი­ან - ძლი­ე­რე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი, კე­თი­ლე­ბი, სიმ­პა­თი­უ­რე­ბი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება