მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს
როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს

"ბოლ­ნი­სე­ლი კოვ­ბოი" - ასე იც­ნობ­და "ნი­ჭი­ე­რის" მო­ნა­წი­ლე შოთა ადა­მაშ­ვილს მა­ყუ­რე­ბე­ლი, სა­ნამ "ახალ ხმა­ში" მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 25 წლის, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი მუ­სი­კო­სის ხმამ ბრმა კას­ტინგზე ნამ­დვი­ლი ომი გა­მო­იწ­ვია. მაია დარსმე­ლი­ძე ხა­რა­კი­რით იმუქ­რე­ბო­და, მაგ­რამ შოთა მა­ინც დათო ფორჩხი­ძის გუნდში წა­ვი­და. რინგზე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა და ერთი ნა­ბი­ჯით წინ წა­ი­წია ფი­ნა­ლის­კენ.

- შოთა, მწვრთნე­ლებ­მა შენ გამო ერ­თმა­ნეთს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ომი გა­მო­უ­ცხა­დეს, ამას ელო­დი?

- არა, რა თქმა უნდა. მე ვიცი ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ლი­მი­ტი. ამ პრო­ექ­ტში სულ სხვა მიზ­ნით შე­ვე­დი, მინ­დო­და დავ­ხვე­წი­ლი­ყა­ვი და ასეც ხდე­ბა. ახალ-ახალ ხა­სი­ათ­ში გა­მოვ­დი­ვარ, სხვა­დას­ხვა რე­პერ­ტუ­არს ვერ­გე­ბი. აქამ­დე ჩა­კე­ტი­ლი ვი­ყა­ვი ჩემს ქან­თრი­ში. ასე­თი კონ­კურ­სი წინ წამ­წევს, რო­გორც მუ­სი­კოსს.

- ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ შენ მა­ი­ას გუნ­დის წევ­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვი, მის სტილ­ში, მის მუ­სი­კა­ლურ გე­მოვ­ნე­ბა­ში ჯდე­ბო­დი...

- ეს არ არის მთა­ვა­რი. უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა ჟან­რობ­რი­ვად შენი მუ­სი­კის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მოთ­ქვამს ინ­ტე­რესს შენ მი­მართ. რა გი­თხრათ, გულ­მა და­თოს­კენ გა­მი­წია და დღემ­დე ბედ­ნი­ე­რი ვარ მის გვერ­დით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ნომ­რე­ბი გვაჩ­ვე­ნეს სხვა მწვრთნე­ლებ­მაც.

- მას მერე შეხ­ვედ­რი­ხარ მა­ი­ას, გულ­და­წყვე­ტი­ლია?

- კი, შევ­ხვედ­რი­ვარ. არ ვიცი, რამ­დე­ნად გულ­და­წყვე­ტი­ლია. მშვე­ნი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი ჰყავს გუნდში. მე სამ­ყა­როს ცენ­ტრი არ ვარ. მად­ლო­ბე­ლი ვარ მისი, რომ ასე­თი ინ­ტე­რე­სი გა­მო­ი­ჩი­ნა ჩემ მი­მართ და დღემ­დე მხარს მი­ჭერს და მგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- საკ­მა­ოდ ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტთან იმ­ღე­რე რინგზე, რო­გორ შე­ა­ფა­სებ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს?

- გი­ორ­გი­ზე არაფ­რით მეტი არ ვარ, ბევრ რა­მე­ში მჯო­ბია კი­დეც, ჩემ­ზე უფრო სუფ­თა მომ­ღე­რა­ლია. ეს გა­მოჩ­ნდა კი­დეც რინგზე, ორი­ვემ ერ­თად ეფექ­ტი მო­ვახ­დი­ნეთ.

- მაშ, რა­ტომ აგირ­ჩია და­თომ შენ?

- ალ­ბათ ჩათ­ვა­ლა, რომ იმ მო­მენ­ტში მე უფრო მჭირ­დე­ბო­და დათო ფორჩხი­ძე. მე და­თოს­თან სას­წავ­ლად ვარ, მის­გან ბევრ რა­მეს ვსწავ­ლობ.

- სიმ­ღე­რის სწავ­ლა რო­დის და­ი­წყე?

- 19 წლის ასაკ­ში, როცა ჯერ კი­დევ ჩემ­თვის ვღი­ღი­ნებ­დი. მა­შინ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე. ლექ­ცი­ებ­ზე მუ­სი­კო­სე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებს ვა­წყობ­დი, მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც ვა­ფორ­მებ­დი და თი­თო­ე­უ­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის კომ­პო­ზი­ცი­ას ვას­რუ­ლებ­დი. აქე­დან გა­მიჩ­ნდა ნელ-ნელა ინ­ტე­რე­სი. მა­შინ უბ­რა­ლოდ ვა­ჩხა­კუ­ნებ­დი გი­ტა­რა­ზე. აკორ­დე­ბის რვე­უ­ლით და­ვი­წყე სწავ­ლა. მერე, როცა გა­და­ვი­ჭე­რი მუ­სი­კა­ში და ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი მი­ვი­ღე, იყო ასე­თი ბლუზ­მე­ნი, თემო ღრუ­ბე­ლა­ძე, მას­თან დავ­დი­ო­დი. ბევ­რი ცოდ­ნა მომ­ცა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს

როდის გაუსწორდნენ ფიზიკურად შოთა ადამაშვილს

"ბოლნისელი კოვბოი'' - ასე იცნობდა ''ნიჭიერის'' მონაწილე შოთა ადამაშვილს მაყურებელი, სანამ ''ახალ ხმაში'' მიიღებდა მონაწილეობას. 25 წლის, პროფესიით ჟურნალისტი მუსიკოსის ხმამ ბრმა კასტინგზე ნამდვილი ომი გამოიწვია. მაია დარსმელიძე ხარაკირით იმუქრებოდა, მაგრამ შოთა მაინც დათო ფორჩხიძის გუნდში წავიდა. რინგზე გიორგი მახარაშვილი დაამარცხა და ერთი ნაბიჯით წინ წაიწია ფინალისკენ.

- შოთა, მწვრთნელებმა შენ გამო ერთმანეთს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადეს, ამას ელოდი?

- არა, რა თქმა უნდა. მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები და ლიმიტი. ამ პროექტში სულ სხვა მიზნით შევედი, მინდოდა დავხვეწილიყავი და ასეც ხდება. ახალ-ახალ ხასიათში გამოვდივარ, სხვადასხვა რეპერტუარს ვერგები. აქამდე ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ქანთრიში. ასეთი კონკურსი წინ წამწევს, როგორც მუსიკოსს.

- ყველა ამბობდა, რომ შენ მაიას გუნდის წევრი უნდა ყოფილიყავი, მის სტილში, მის მუსიკალურ გემოვნებაში ჯდებოდი...

- ეს არ არის მთავარი. უფრო საინტერესოა, როცა ჟანრობრივად შენი მუსიკისგან განსხვავებული ადამიანი გამოთქვამს ინტერესს შენ მიმართ. რა გითხრათ, გულმა დათოსკენ გამიწია და დღემდე ბედნიერი ვარ მის გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საინტერესო ნომრები გვაჩვენეს სხვა მწვრთნელებმაც.

- მას მერე შეხვედრიხარ მაიას, გულდაწყვეტილია?

- კი, შევხვედრივარ. არ ვიცი, რამდენად გულდაწყვეტილია. მშვენიერი კონკურსანტები ჰყავს გუნდში. მე სამყაროს ცენტრი არ ვარ. მადლობელი ვარ მისი, რომ ასეთი ინტერესი გამოიჩინა ჩემ მიმართ და დღემდე მხარს მიჭერს და მგულშემატკივრობს.

- საკმაოდ ძლიერ კონკურენტთან იმღერე რინგზე, როგორ შეაფასებ გიორგი მახარაშვილის შესაძლებლობებს?

- გიორგიზე არაფრით მეტი არ ვარ, ბევრ რამეში მჯობია კიდეც, ჩემზე უფრო სუფთა მომღერალია. ეს გამოჩნდა კიდეც რინგზე, ორივემ ერთად ეფექტი მოვახდინეთ.

- მაშ, რატომ აგირჩია დათომ შენ?

- ალბათ ჩათვალა, რომ იმ მომენტში მე უფრო მჭირდებოდა დათო ფორჩხიძე. მე დათოსთან სასწავლად ვარ, მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

- სიმღერის სწავლა როდის დაიწყე?

- 19 წლის ასაკში, როცა ჯერ კიდევ ჩემთვის ვღიღინებდი. მაშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ლექციებზე მუსიკოსების პრეზენტაციებს ვაწყობდი, მუსიკალურადაც ვაფორმებდი და თითოეული შემსრულებლის კომპოზიციას ვასრულებდი. აქედან გამიჩნდა ნელ-ნელა ინტერესი. მაშინ უბრალოდ ვაჩხაკუნებდი გიტარაზე. აკორდების რვეულით დავიწყე სწავლა. მერე, როცა გადავიჭერი მუსიკაში და ბაკალავრის ხარისხი მივიღე, იყო ასეთი ბლუზმენი, თემო ღრუბელაძე, მასთან დავდიოდი. ბევრი ცოდნა მომცა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება