სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე
რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე

ცოტა ხნის წინ, გავ­რცელ­და ჭორი, რომ უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალს - ივა­ნა მე­ლა­ის რო­მა­ნი ქარ­თველ ხე­ლო­ვან­თან აქვს. ამის შე­სა­ხებ მან ერთ-ერთ ტე­ლე­შო­უ­შიც ისა­უბ­რა, მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლის ვი­ნა­ო­ბა არ და­ა­სა­ხე­ლა. სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა ქვე­ყა­ნაა და მალე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ივა­ნას საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი ასე­ვე მომ­ღე­რა­ლი, ჯგუფ - "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" ერთ-ერთი წევ­რი - გუ­რამ ლო­მი­ძეა. თუმ­ცა, ამ ფაქტს წყვი­ლი არც ადას­ტუ­რებს და არც - უარ­ყოფს. გუ­რა­მი ინ­ტერ­ვი­უ­ზე დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად და­ვი­ყო­ლიე, თა­ნაც - იმ პი­რო­ბით, რომ ივა­ნა­ზე არა­ფერს ვკი­თხავ­დი. ამი­ტო­მაც, გუ­რამ­თან ლა­პა­რა­კი ჯგუფ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბით და­ვი­წყე.

- ამას წი­ნათ, "ქუ­ჩის ბი­ჭებ­მა" თქვით, რომ ამი­ე­რი­დან ისევ ერ­თად იქ­ნე­ბო­დით, სიმ­ღე­რებს ჩა­წერ­დით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ მო­ექ­ცე­ო­დით, მაგ­რამ ერთი თუ ორი კლი­პი გა­და­ი­ღეთ და ისევ და­ი­კარ­გეთ...

- არ დავ­კარ­გულ­ვართ! ვი­დეო­რგო­ლე­ბი მხო­ლოდ წელს კი არა, შარ­შან თუ შარ­შან­წი­ნაც გა­და­ვი­ღეთ. წელს ორი კლი­პი შე­მოგ­თა­ვა­ზეთ და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტიც გავ­მარ­თეთ. ახლა კი­დევ ერთ ახალ სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობთ და კი­დევ, რე­გი­ო­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა­საც ვა­პი­რებთ. ასე­ვე, მუ­შავ­დე­ბა სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არა­ერ­თი გას­ტრო­ლი გვექ­ნე­ბა.

- მოწ­ვე­ვა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­დან გაქვთ?

- მოწ­ვე­ვა არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ, რო­გორც ყო­ველ­თვის, ამ­ჯე­რა­დაც ჯგუ­ფის წევ­რე­ბი ვგეგ­მავთ ყვე­ლა­ფერს და ვა­კე­თებთ კი­დეც. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვი­ღა­ცე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, ჩვენ­თან სხვა­დას­ხვა პრო­დი­უ­სე­რიც ითა­ნამ­შრომ­ლებს, მაგ­რამ ძი­რი­თად საქ­მეს თა­ვად ვაგ­ვა­რებთ...

- ვიცი, რომ ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას ამე­რი­კა­ში ეწე­ვი, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდ­ხანს შე­მორ­ჩი...

- ჯერ ერთი, მო­მე­ნატ­რა ჩემი ქვე­ყა­ნა და არ მინ­და სამ­შობ­ლო დავ­ტოვო და მე­ო­რეც - აქ იმ საქ­მით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მიყ­ვარს.

- თუმ­ცა ეს საქ­მე სარ­ფი­ა­ნი არ არის...

- მარ­თა­ლი ხარ, ამ საქ­მი­დან შე­მო­სა­ვა­ლი ნამ­დვი­ლად არ გვაქვს, მაგ­რამ მე­ო­რე კონ­ტი­ნენტზე ყოფ­ნას, მა­ინც აქა­უ­რო­ბა მირ­ჩევ­ნია.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ ასე არ ფიქ­რობ­დი - მა­შინ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვე და ამე­რი­კა­ში გა­ემ­გზავ­რე. არა­და, მა­ში­ნაც ხომ ამ საქ­მეს აკე­თებ­დი?

- მა­შინ გარ­კვე­უ­ლი მიზ­ნე­ბი მქონ­და, რო­მელ­საც უკვე მი­ვაღ­წიე.

- მა­გა­ლი­თად?

- "გა­ვა­კე­თე" ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც ახლა ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. გარ­და ამი­სა, ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ვი­ღე და ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­მიძ­ლია. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამე­რი­კა­ში არა­სო­დეს აღარ ჩა­ვალ. რო­გორც უკვე გი­თხა­რი, იქ ბიზ­ნე­სი მაქვს და წე­ლი­წად­ში ორი-სამი თვით გამ­გზავ­რე­ბა მო­მი­წევს ხოლ­მე.

- გა­სულ ზა­ფხულს სად და­ის­ვე­ნე?

- ბა­თუმ­ში, იტა­ლი­ა­ში...

- იტა­ლი­ა­ში ვის­თან ერ­თად იყა­ვი?

- მარ­ტო ვი­ყა­ვი.

- ტყუი, იქ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყა­ვი და მან ეს ერთ-ერთ ტე­ლე­შო­უ­ში თქვა...

- იქ სულ მარ­ტო რა მინ­დო­და? მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი რომ­ში და იქა­უ­რო­ბა ფან­ტას­ტი­კუ­რი იყო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ანს რომი არ მო­გე­წო­ნოს, როცა "ყვე­ლა გზა რომ­ში მი­დის".

- რა­ტომ არ გინ­და, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კო? მთე­ლი თბი­ლი­სი შენს რო­მან­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ მომ­ღე­რალ­თან გაქვს...

- ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ხში­რად ჭო­რა­ო­ბენ და ბევრ ამ­ბავ­საც თხზა­ვენ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რა ტყუ­ილ-მარ­თალს იტყვი­ან. რეკ­ლა­მაც და ან­ტი­რეკ­ლა­მაც, ორი­ვე რეკ­ლა­მაა. სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­არ­ზე არ ვმუ­შა­ობ. პი­რად­ზე არ ვლა­პა­რა­კობ იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის საყ­ვა­რელ მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა არ მინ­და.

- არ მეს­მის, იმის აღი­ა­რე­ბა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს, მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას რა­ტომ გა­გი­ფუ­ჭებს?

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დიდი ხა­ნია, მყავს...

- ვიცი, რომ აქამ­დე არა­ერ­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყო­ლია, მაგ­რამ მე ბოლო რო­მა­ნის შე­სა­ხებ გე­კი­თხე­ბი... ის შენს მე­გობ­რებს არ მოს­წონთ?

- არა, ეგ რა შუ­ა­შია?! იმის თქმა მინ­დო­და, რომ მე­გო­ბარ გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ვე­რი­დე­ბი...

- რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მოგ­წონს, რად­გან ად­რეც გყავ­და ერთი უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გო­ბა­რი.

- რა­ტომ არ უნდა მომ­წონ­დეს? უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან, მე კი ყვე­ლა ლა­მა­ზი ქალი მომ­წონს და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის ქარ­თვე­ლი იქ­ნე­ბა თუ უკ­რა­ი­ნე­ლი. ისე, უკ­რა­ი­ნე­ლებს უფრო მეტი ეშხი აქვთ...

- ალ­ბათ მე­ტად სექ­სუ­ა­ლუ­რე­ბიც არი­ან, არა?

- არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, რად­გან არ მინ­და, ქარ­თველ გო­გო­ნებს ვა­წყე­ნი­ნო.

- წინ იყუ­რე­ბი და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რაკს იმის გამო არი­დებ თავს, რომ შე­საძ­ლოა, მო­მა­ვალ­ში ქარ­თვე­ლი გოგო მო­გე­წო­ნოს, არა?

- რა თქმა უნდა, მე ყო­ველ­თვის წინ ვი­ყუ­რე­ბი და მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ.

- რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლია შენი გრძნო­ბა იმ გო­გო­ნას მი­მართ?

- ჩემი გრძნო­ბა ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლია. უბ­რა­ლოდ, ურ­თი­ერ­თო­ბა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გო­რი გან­ვი­თა­რე­ბა მოჰ­ყვე­ბა რო­მანს.

- შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ჩანს შე­ნით...

- იმი­ტომ, რომ ჩვენ შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გრძნო­ბა არ­სე­ბობს.

- ამას ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა ექ­ნე­ბა? ოჯახს შექ­მნით?

- დრო ყვე­ლა­ფერს გვიჩ­ვე­ნებს. ოჯა­ხის შექ­მნა­ზე ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ.

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ წინა ორი ოჯა­ხის დან­გრე­ვა შენ­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყო.

- მარ­თა­ლია!

- მე­ო­რე ცოლ­თან, შვი­ლის გამო სა­სა­მარ­თლო დავა გქონ­და...

- არ მინ­და ამ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კი. ჯერ­ჯე­რო­ბით, ჩემი მო­მა­ვა­ლი­ცა და წარ­სუ­ლიც პრო­ცეს­შია, გა­ურ­კვე­ვე­ლია...

- ე.ი. საკ­მა­ოდ არე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს.

- ასეა, მაგ­რამ ჩემი ცხოვ­რე­ბა და­ლა­გე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

- შენ­მა პირ­ველ­მა ცოლ­მა - ხა­ტია შა­მუ­გი­ამ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მე­გობ­რობთ, თქვენს სიმ­პა­თი­ებს ერ­თმა­ნეთს აც­ნობთ და ერ­თურთს რჩე­ვა­საც ეკი­თხე­ბით. ხა­ტი­ას შენი ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­ა­ცა­ნი?

- რა სი­სუ­ლე­ლეა! არ მეს­მის, ყო­ფილ ცოლს რო­გორ უნდა ვკი­თხო რჩე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­მე­ლი ქა­ლის გვერ­დით უნდა ვიყო? ხა­ტი­ას ჩემ გვერ­დით არც ერთი ქალი არ მო­ე­წო­ნე­ბა.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ მას რო­მე­ლი­მე შენს მე­გო­ბარ ქალ­ზე პრო­ტეს­ტი გა­მო­უთ­ქვამს?

- კი, ყო­ფი­ლა.

- შენ მოგ­წონს მისი პო­ლი­ტი­კო­სი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- სი­მარ­თლე გი­თხრა, სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ვინ უყ­ვარს ხა­ტი­ას. ვი­საც თვი­თონ აირ­ჩევს, ის უნდა იყოს მის გვერ­დით.

- რად­გან ხა­ტი­ას შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს, გა­მო­დის, რომ გრძნო­ბა ბო­ლომ­დე არ გა­ნე­ლე­ბია.

- ჩვენ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ და შე­საძ­ლოა, სა­უბ­რის დროს ერ­თმა­ნეთს რა­ღაც გა­ვუ­ზი­ა­როთ, ამას ალ­ბათ, რჩე­ვის სა­ხეც ექ­ნე­ბა.

- კი­თხვა­ზე არ მი­პა­სუ­ხე: ახ­ლან­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გა­ა­ცა­ნი თუ არა?

- ხა­ტი­ას რაში სჭირ­დე­ბა ჩემ­გან ვინ­მეს გაც­ნო­ბა? ამას თვი­თო­ნაც მო­ა­ხერ­ხებს. თუ არ ვცდე­ბი, ერ­თმა­ნეთს იც­ნო­ბენ.

- როცა შენი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გა­ი­გო, რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და?

- ის ჩემ­ზე ბევრ ამ­ბავს იგებს, მერე ბევრ ჭორ­საც ავ­რცე­ლებს და ხან ჩემ­თან მო­აქვს რა­ღაც ამ­ბა­ვი, ხან - სხვას­თან.

- ანუ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბას ცდი­ლობს?

- არა­ნა­ი­რად. უბ­რა­ლოდ, ჭო­რა­ო­ბა და ბევ­რი ლა­პა­რა­კი ხომ ქა­ლე­ბის ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბაა. ჩემი და ივა­ნა მე­ლა­ის სიყ­ვა­რულ­ზე რომ ჭორი გავ­რცელ­და, მძაფ­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია.

- არ გი­თხრა, რომ ივა­ნას ექ­სპრე­ზი­დენ­ტის საყ­ვარ­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ?

- ბევ­რი რა­ღაც უთ­ქვამთ ჩემ­ზეც, მას­ზეც, მაგ­რამ მე და ივა­ნა მე­გობ­რე­ბი ვართ და რაში უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს მისი წარ­სუ­ლი? ჩვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, კარ­გი გო­გოა, კარ­გად მღე­რის და "ვარ­სკვლა­ვია".

- მას­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რა მო­გე­წო­ნა?

- რა შე­იძ­ლე­ბო­და, რომ არ მომ­წო­ნე­ბო­და ივა­ნა­ში? არ ვა­კონ­კრე­ტებ, რომ ის ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

- ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში აღი­ა­რე, რომ ცალ­მხრი­ვად იყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ივა­ნა ის ქალი ხომ არ არის, ვის­ზეც მა­შინ ლა­პა­რა­კობ­დი?

- მა­შინ უბ­რა­ლოდ, სიმ­ღე­რა დავ­წე­რე და ეს ის­ტო­რია იმ სიმ­ღე­რას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

- ე.ი. ტე­ლე­ე­თერ­ში ტყუ­ი­ლი თქვი, რათა სიმ­ღე­რა კარ­გად გა­ყი­დუ­ლი­ყო?

- კარ­გი, რა, რა შე­კი­თხვებს მის­ვამ?.. არა, ეს ის ამ­ბა­ვი არ არის...

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გახ­სნი­ლად რო­დის ილა­პა­რა­კებ? შენ და შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლივ ინ­ტერ­ვი­უს რო­დის მომ­ცემთ?

- ნამ­დვი­ლად არ ვიცი!

- შენ­მა შვილ­მა რო­გორ მი­ი­ღო შენი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად.

- მას აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა შენს შეყ­ვა­რე­ბულ­თან?

- ვა­ი­მე­ეე... მოდი, ამ შე­კი­თხვას პა­სუ­ხის გა­რე­შე დავ­ტო­ვებ.

ნა­თია ჟი­ვი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე

რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორი, რომ უკრაინელ მომღერალს - ივანა მელაის რომანი ქართველ ხელოვანთან აქვს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელეშოუშიც ისაუბრა, მაგრამ შეყვარებულის ვინაობა არ დაასახელა. საქართველო პატარა ქვეყანაა და მალე გახდა ცნობილი, რომ ივანას საყვარელი მამაკაცი ასევე მომღერალი, ჯგუფ - "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი - გურამ ლომიძეა. თუმცა, ამ ფაქტს წყვილი არც ადასტურებს და არც - უარყოფს. გურამი ინტერვიუზე დიდი ძალისხმევის შედეგად დავიყოლიე, თანაც - იმ პირობით, რომ ივანაზე არაფერს ვკითხავდი. ამიტომაც, გურამთან ლაპარაკი ჯგუფთან დაკავშირებული სიახლეებით დავიწყე.

- ამას წინათ, "ქუჩის ბიჭებმა" თქვით, რომ ამიერიდან ისევ ერთად იქნებოდით, სიმღერებს ჩაწერდით და საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცეოდით, მაგრამ ერთი თუ ორი კლიპი გადაიღეთ და ისევ დაიკარგეთ...

- არ დავკარგულვართ! ვიდეო­რგოლები მხოლოდ წელს კი არა, შარშან თუ შარშანწინაც გადავიღეთ. წელს ორი კლიპი შემოგთავაზეთ და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე კონცერტიც გავმართეთ. ახლა კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ და კიდევ, რეგიონებში რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტის გამართვასაც ვაპირებთ. ასევე, მუშავდება საკონცერტო პროგრამა და უახლოეს მომავალში არაერთი გასტროლი გვექნება.

- მოწვევა რომელიმე ქვეყნიდან გაქვთ?

- მოწვევა არ გვაქვს. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჯგუფის წევრები ვგეგმავთ ყველაფერს და ვაკეთებთ კიდეც. რასაკვირველია, ვიღაცები დაგვეხმარებიან, ჩვენთან სხვადასხვა პროდიუსერიც ითანამშრომლებს, მაგრამ ძირითად საქმეს თავად ვაგვარებთ...

- ვიცი, რომ ძირითად საქმიანობას ამერიკაში ეწევი, მაგრამ რატომღაც, საქართველოში დიდხანს შემორჩი...

- ჯერ ერთი, მომენატრა ჩემი ქვეყანა და არ მინდა სამშობლო დავ­ტოვო და მეორეც - აქ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც მიყვარს.

- თუმცა ეს საქმე სარფიანი არ არის...

- მართალი ხარ, ამ საქმიდან შე­მოსავალი ნამდვილად არ გვაქვს, მაგ­რამ მეორე კონტინენტზე ყოფნას, მაინც აქაურობა მირჩევნია.

- რამდენიმე წლის წინ ასე არ ფიქრობდი - მაშინ ქვეყანა დატოვე და ამერიკაში გაემგზავრე. არადა, მაშინაც ხომ ამ საქმეს აკეთებდი?

- მაშინ გარკვეული მიზნები მქონდა, რომელსაც უკვე მივაღწიე.

- მაგალითად?

- "გავაკეთე" ბიზნესი, რომელიც ახლა ჩემი შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეობაც მივიღე და ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება შემიძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკაში არასოდეს აღარ ჩავალ. როგორც უკვე გითხარი, იქ ბიზნესი მაქვს და წელიწადში ორი-სამი თვით გამგზავრება მომიწევს ხოლმე.

- გასულ ზაფხულს სად დაისვენე?

- ბათუმში, იტალიაში...

- იტალიაში ვისთან ერთად იყავი?

- მარტო ვიყავი.

- ტყუი, იქ მეგობარ გოგონასთან ერთად იყავი და მან ეს ერთ-ერთ ტელეშოუში თქვა...

- იქ სულ მარტო რა მინდოდა? მეგობრებთან ერთად ვიყავი რომში და იქაურობა ფანტასტიკური იყო. როგორ შეიძლება, ადამიანს რომი არ მოგეწონოს, როცა "ყველა გზა რომში მიდის".

- რატომ არ გინდა, პირად ცხოვრებაზე ილაპარაკო? მთელი თბილისი შენს რომანზე საუბრობს, რომელიც უკრაინელ მომღერალთან გაქვს...

- ჩემს პირად ცხოვრებაზე ხშირად ჭორაობენ და ბევრ ამბავსაც თხზავენ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ტყუილ-მართალს იტყვიან. რეკლამაც და ანტირეკლამაც, ორივე რეკლამაა. საკუთარი თავის პიარზე არ ვმუშაობ. პირადზე არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ჩემთვის საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა.

- არ მესმის, იმის აღიარება, რომ შეყვარებული გყავს, მეგობრებთან ურთიერთობას რატომ გაგიფუჭებს?

- შეყვარებული დიდი ხანია, მყავს...

- ვიცი, რომ აქამდე არაერთი შეყვარებული გყოლია, მაგრამ მე ბოლო რომანის შესახებ გეკითხები... ის შენს მეგობრებს არ მოსწონთ?

- არა, ეგ რა შუაშია?! იმის თქმა მინდოდა, რომ მეგობარ გოგოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ვერიდები...

- როგორც ჩანს, უკრაინელი გოგონები განსაკუთრებულად მოგწონს, რადგან ადრეც გყავდა ერთი უკრაინელი მეგობარი.

- რატომ არ უნდა მომწონდეს? უკრაინელები ძალიან ლამაზები არიან, მე კი ყველა ლამაზი ქალი მომწონს და არ აქვს მნიშვნელობა, ის ქართველი იქნება თუ უკრაინელი. ისე, უკრაინელებს უფრო მეტი ეშხი აქვთ...

- ალბათ მეტად სექსუალურებიც არიან, არა?

- არ დავაკონკრეტებ, რადგან არ მინდა, ქართველ გოგონებს ვაწყენინო.

- წინ იყურები და ამ ყველაფერზე ლაპარაკს იმის გამო არიდებ თავს, რომ შესაძლოა, მომავალში ქართველი გოგო მოგეწონოს, არა?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის წინ ვიყურები და მომავალზე ვფიქრობ.

- რამდენად სერიოზულია შენი გრძნობა იმ გოგონას მიმართ?

- ჩემი გრძნობა ყოველთვის სერიოზულია. უბრალოდ, ურთიერთობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი განვითარება მოჰყვება რომანს.

- შენი შეყვარებულიც აღფრთოვანებული ჩანს შენით...

- იმიტომ, რომ ჩვენ შორის სერიოზული გრძნობა არსებობს.

- ამას ლოგიკური გაგრძელება ექნება? ოჯახს შექმნით?

- დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ოჯახის შექმნაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

- ალბათ იმიტომ, რომ წინა ორი ოჯახის დანგრევა შენთვის მტკივნეული იყო.

- მართალია!

- მეორე ცოლთან, შვილის გამო სასამართლო დავა გქონდა...

- არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი. ჯერჯერობით, ჩემი მომავალიცა და წარსულიც პროცესშია, გაურკვეველია...

- ე.ი. საკმაოდ არეული ცხოვრება გაქვს.

- ასეა, მაგრამ ჩემი ცხოვრება დალაგებას ექვემდებარება.

- შენმა პირველმა ცოლმა - ხატია შამუგიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მეგობრობთ, თქვენს სიმპათიებს ერთმანეთს აცნობთ და ერთურთს რჩევასაც ეკითხებით. ხატიას შენი ახლანდელი შეყვარებული გააცანი?

- რა სისულელეა! არ მესმის, ყო­ფილ ცოლს როგორ უნდა ვკითხო რჩევა იმის შესახებ, თუ რომელი ქა­ლის გვერდით უნდა ვიყო? ხატიას ჩემ გვერდით არც ერთი ქალი არ მოეწონება.

- ყოფილა შემთხვევა, რომ მას რომელიმე შენს მეგობარ ქალზე პროტესტი გამოუთქვამს?

- კი, ყოფილა.

- შენ მოგწონს მისი პოლიტიკოსი შეყვარებული?

- სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ უყვარს ხატიას. ვისაც თვითონ აირჩევს, ის უნდა იყოს მის გვერდით.

- რადგან ხატიას შენი პირადი ცხოვრება აინტერესებს, გამოდის, რომ გრძნობა ბოლომდე არ განელებია.

- ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და შესაძლოა, საუბრის დროს ერთმანეთს რაღაც გავუზიაროთ, ამას ალბათ, რჩევის სახეც ექნება.

- კითხვაზე არ მიპასუხე: ახლანდელი შეყვარებული გააცანი თუ არა?

- ხატიას რაში სჭირდება ჩემგან ვინმეს გაცნობა? ამას თვითონაც მოახერხებს. თუ არ ვცდები, ერთმანეთს იცნობენ.

- როცა შენი სიყვარულის ამბავი გაიგო, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ის ჩემზე ბევრ ამბავს იგებს, მერე ბევრ ჭორსაც ავრცელებს და ხან ჩემთან მოაქვს რაღაც ამბავი, ხან - სხვასთან.

- ანუ ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს?

- არანაირად. უბრალოდ, ჭორაობა და ბევრი ლაპარაკი ხომ ქალების ძირითადი საქმიანობაა. ჩემი და ივანა მელაის სიყვარულზე რომ ჭორი გავრცელდა, მძაფრი რეაქცია არ ჰქონია.

- არ გითხრა, რომ ივანას ექსპრეზიდენტის საყვარლობას აბრალებდნენ?

- ბევრი რაღაც უთქვამთ ჩემზეც, მას­ზეც, მაგრამ მე და ივანა მეგობრები ვართ და რაში უნდა მაინტერე­სებდეს მისი წარსული? ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, კარგი გოგოა, კარგად მღერის და "ვარსკვლავია".

- მასში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

- რა შეიძლებოდა, რომ არ მომწონებოდა ივანაში? არ ვაკონკრეტებ, რომ ის ჩემი შეყვარებულია.

- ერთ-ერთ გადაცემაში აღიარე, რომ ცალმხრივად იყავი შეყვარებული. საინტერესოა, ივანა ის ქალი ხომ არ არის, ვისზეც მაშინ ლაპარაკობდი?

- მაშინ უბრალოდ, სიმღერა დავწერე და ეს ისტორია იმ სიმღერასთან ასოცირდებოდა.

- ე.ი. ტელეეთერში ტყუილი თქვი, რათა სიმღერა კარგად გაყიდულიყო?

- კარგი, რა, რა შეკითხვებს მისვამ?.. არა, ეს ის ამბავი არ არის...

- პირად ცხოვრებაზე გახსნილად როდის ილაპარაკებ? შენ და შენი შეყვარებული ერთობლივ ინტერვიუს როდის მომცემთ?

- ნამდვილად არ ვიცი!

- შენმა შვილმა როგორ მიიღო შენი ახალი სიყვარულის ობიექტი?

- ჩვეულებრივად.

- მას აქვს ურთიერთობა შენს შეყვარებულთან?

- ვაიმეეე... მოდი, ამ შეკითხვას პასუხის გარეშე დავტოვებ.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება