სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საფრთხე! – ისტორიული ძეგლები სტატუსს კარგავენ!
საფრთხე! – ისტორიული ძეგლები სტატუსს კარგავენ!

"კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბით, კულ­ტუ­რუ­ლი მეკ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგლის სტა­ტუ­სის მოხ­სნა მარ­ტივ­დე­ბა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გან­მარ­ტე­ბით, სტა­ტუ­სის მოხ­სნა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში" მოხ­დე­ბა. არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ნა­წი­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამს და ფიქ­რობს, რომ და­გეგ­მილ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, ძეგ­ლებს ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლი და­უ­კარ­გოს. გარ­და ამი­სა, ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ და­ზუს­ტდეს, რა იგუ­ლის­ხმე­ბა "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში" და სას­წრა­ფოდ მოხ­დეს ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკვე მომ­ზად­და პე­ტი­ცი­აც, რო­მელ­ზეც ხელს 12 არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია და 500-ზე მეტი ფი­ზი­კუ­რი პირი აწერს. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პარ­ლა­მენ­ტში გან­ხილ­ვა რეგ­ლა­მენ­ტის წე­სის დარ­ღვე­ვით მოხ­და, - გა­ნათ­ლე­ბი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­ტეტ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტი მისი მი­ღე­ბი­დან მე­სა­მე დღეს გა­ნი­ხი­ლა. ამას­თან, სხდო­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სხდო­მის და­წყე­ბი­დან ერთი სა­ა­თით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რე­ა­ლუ­რად რა საფრ­თხის წი­ნა­შე დგას ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი.

კახა კო­ჟო­რი­ძე, ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე: ეს ზო­გა­დი ტერ­მი­ნე­ბი კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ გა­ნი­მარ­ტე­ბა, ესაა სა­რის­კო. ანუ ჩვენ არ ვი­ცით, ამ ტერ­მი­ნებ­ში რა ში­ნა­არსს ჩა­დებს ვინ­მე და სწო­რედ რის­კის შემ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა ის, რომ "სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის, თუ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში", ვინ­მემ ჩათ­ვა­ლოს რამე ისე­თი, რაც კულ­ტუ­რის ძეგლის სტა­ტუ­სის მო­სახ­სნე­ლად არ იყოს საკ­მა­რი­სი და­სა­ბუ­თე­ბა და არ­გუ­მენ­ტა­ცია. გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას არ იცავს რეგ­ლა­მენტს. პირ­ვე­ლი - მი­უ­ხე­და­ვად რეგ­ლა­მენ­ტი­სა, რომ შე­ტა­ნი­დან სამი დღის ვა­და­ში არ მოხ­დეს კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვა, მათ მა­ინც და­ი­წყეს და ეს სამი დღე არ და­უ­ტო­ვეს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, გა­მო­ეთ­ქვათ პრო­ტეს­ტი და ზო­გა­დად სა­კუ­თარ აზრი. მე­ო­რე - დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტეტ­მა, სა­ერ­თოდ არც კი გა­მო­აქ­ვეყ­ნა დღის წეს­რიგ­ში, რომ ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი იხი­ლე­ბო­და. ასე­ვე და­მა­ფიქ­რე­ბე­ლი და გა­ურ­კვე­ვე­ლია მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბა, რომ მარ­თა­ლია კა­ნონ­ში ხარ­ვე­ზე­ბია, თუმ­ცა ამას პარ­ლა­მენ­ტი ჩა­მოქ­ნის. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რას ნიშ­ნავს ეს. თუ ხარ­ვე­ზე­ბია მი­ნის­ტრის პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა, რომ თქვას ეს. და სა­ერ­თოდ, სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­იც­ვას.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, "ტფი­ლი­სის ჰამ­ქრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ის, რომ კა­ნონ­ში შე­ვი­დეს ცვლი­ლე­ბა და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზით მოხ­დეს ძეგლ­ზე სტა­ტუ­სის მოხ­სნა, ეს არის უკან გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი. სა­ხელ­მწი­ფო ფაქ­ტობ­რი­ვად კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებ­ზე მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლად თვლის და აღარ აღი­ა­რებს. ამი­ტომ მინ­და სა­ხელ­მწი­ფოს მივ­მარ­თო, რომ და­ფიქ­რდნენ და ასე­თი ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გან, რად­გან კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა არის დიდი სა­გან­ძუ­რი და ამას აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ. "

ნი­კო­ლოზ ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ეს არის ძა­ლი­ან არა­გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის სა­ა­კაშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კის გაგ­რძე­ლე­ბა, როცა კულ­ტუ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა აბუ­ჩად იყო აგ­დე­ბუ­ლი და დღე­საც იგი­ვე ინერ­ცია გრძელ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა­ში ძა­ლი­ან ცუ­დად იჭ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც იმე­ლის შე­ნო­ბა, რაც მის ირ­გვლივ მოხ­და, იგი­ვეს გა­მე­ო­რე­ბას აპი­რებს დღეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო. ეს არის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და ჩვენ ვთხოვთ, მო­ვუ­წო­დებთ მთვა­რო­ბას, არ და­ამ­ტკი­ცოს ეს ცვლი­ლე­ბა."

პე­ტი­ცი­ას ხელ­მომ­წე­რე­ბი მო­ი­თხო­ვენ, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნუ­მარ­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რა იგუ­ლის­ხმე­ბა გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში". თუმ­ცა კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ამ დრომ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თე­ბუ­ლა.

კო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს მიერ პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, ძეგლის­თვის სტა­ტუ­სის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მუხლს ემა­ტე­ბა ნორ­მა, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით ძეგლის­თვის სტა­ტუ­სის მოხ­სნა და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლი.

ამა­ვე პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, "გან­სა­კუთ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში" ძეგლის­თვის სტა­ტუ­სის მოხ­სნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ვრცელ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი კა­ტე­გო­რი­ი­სა და მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნუს­ხა­ში შე­ტა­ნილ ძეგ­ლებ­ზე.

ნა­თია ოსა­ნა­ძე, Ambebi.ge

საფრთხე! – ისტორიული ძეგლები სტატუსს კარგავენ!

საფრთხე! – ისტორიული ძეგლები სტატუსს კარგავენ!

"კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებით, კულტურული მეკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნა მარტივდება. კულტურის სამინისტროს განმარტებით, სტატუსის მოხსნა "საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარკვეულ შემთხვევაში" მოხდება. არასამთავრობო სექტორის ნაწილი ამ გადაწყვეტილების მიმართ პროტესტს გამოთქვამს და ფიქრობს, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, ძეგლებს ისტორიული წარსული დაუკარგოს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ დაზუსტდეს, რა იგულისხმება "საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარკვეულ შემთხვევაში" და სასწრაფოდ მოხდეს ამის გასაჯაროება.

დაგეგმილი ცვლილების საწინააღმდეგოდ უკვე მომზადდა პეტიციაც, რომელზეც ხელს 12 არასამთავრობო ორგანიზაცია და 500-ზე მეტი ფიზიკური პირი აწერს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა რეგლამენტის წესის დარღვევით მოხდა, - განათლებისა და კულტურის კომიტეტმა კანონპროექტი მისი მიღებიდან მესამე დღეს განიხილა. ამასთან, სხდომის შესახებ ინფორმაცია სხდომის დაწყებიდან ერთი საათით ადრე გამოქვეყნდა.

Ambebi.ge დაინტერესდა, რეალურად რა საფრთხის წინაშე დგას ისტორიული ძეგლები.

კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე: ეს ზოგადი ტერმინები კონკრეტულ შემთხვევაში როგორ განიმარტება, ესაა სარისკო. ანუ ჩვენ არ ვიცით, ამ ტერმინებში რა შინაარსს ჩადებს ვინმე და სწორედ რისკის შემცველი იქნება ის, რომ "სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, თუ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში", ვინმემ ჩათვალოს რამე ისეთი, რაც კულტურის ძეგლის სტატუსის მოსახსნელად არ იყოს საკმარისი დასაბუთება და არგუმენტაცია. გარდა ამისა, პარლამენტი ამ კანონპროექტის განხილვისას არ იცავს რეგლამენტს. პირველი - მიუხედავად რეგლამენტისა, რომ შეტანიდან სამი დღის ვადაში არ მოხდეს კანონპროექტის განხილვა, მათ მაინც დაიწყეს და ეს სამი დღე არ დაუტოვეს დაინტერესებულ საზოგადოებას, გამოეთქვათ პროტესტი და ზოგადად საკუთარ აზრი. მეორე - დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, საერთოდ არც კი გამოაქვეყნა დღის წესრიგში, რომ ეს კანონპროექტი იხილებოდა. ასევე დამაფიქრებელი და გაურკვეველია მინისტრის განცხადება, რომ მართალია კანონში ხარვეზებია, თუმცა ამას პარლამენტი ჩამოქნის. ჩემთვის გაუგებარია, რას ნიშნავს ეს. თუ ხარვეზებია მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, რომ თქვას ეს. და საერთოდ, სახელმწიფოს ვალდებულებაა კულტურული მემკვიდრეობა დაიცვას.

ალეკო ელისაშვილი, "ტფილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი: "ის, რომ კანონში შევიდეს ცვლილება და გაურკვეველი მიზეზით მოხდეს ძეგლზე სტატუსის მოხსნა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. სახელმწიფო ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მოვლა-პატრონობას დეკლარირებულად თვლის და აღარ აღიარებს. ამიტომ მინდა სახელმწიფოს მივმართო, რომ დაფიქრდნენ და ასეთი ნაბიჯი არ გადადგან, რადგან კულტურული მემკვიდრეობა არის დიდი საგანძური და ამას აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. "

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი: "ეს არის ძალიან არაგონივრული გადაწყვეტილება, ეს არის სააკაშვილის პოლიტიკის გაგრძელება, როცა კულტუტურული მემკვიდრეობა აბუჩად იყო აგდებული და დღესაც იგივე ინერცია გრძელდება. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კულტურის სამინისტროს პრეროგატივაში ძალიან ცუდად იჭრება ეკონომიკის სამინისტრო. გავიხსენოთ თუნდაც იმელის შენობა, რაც მის ირგვლივ მოხდა, იგივეს გამეორებას აპირებს დღეს კულტურის სამინისტრო. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ მთვარობას, არ დაამტკიცოს ეს ცვლილება."

პეტიციას ხელმომწერები მოითხოვენ, ეკონომიკის სამინისტრომ განუმარტოს საზოგადოებას, რა იგულისხმება განმარტებით ბარათში აღნიშნული "საზოგადოებრივი მნიშვნელობის გარკვეულ შემთხვევაში". თუმცა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ამ დრომდე ოფიციალური კომენტარი არ გააკეთებულა.

კონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად კი, ძეგლისთვის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებულ მუხლს ემატება ნორმა, რომლის გათვალისწინებით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აუცილებლობის არსებობისას, მთავრობის განკარგულებით ძეგლისთვის სტატუსის მოხსნა დასაშვები ხდება. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, "განსაკუთრებულ შემთხვევებში" ძეგლისთვის სტატუსის მოხსნის შესაძლებლობა არ ვრცელდება ეროვნული კატეგორიისა და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილ ძეგლებზე.

ნათია ოსანაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია