მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა ფიზიკოსმა ენერგიის ახალი წყარო გამოიგონა?!
ქართველმა ფიზიკოსმა ენერგიის ახალი წყარო გამოიგონა?!

ფი­ზი­კო­სი ბი­ძი­ნა მინ­დო­რაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და კერ­ძო ბიზ­ნესს გრან­დი­ო­ზულ პრო­ექტს სთა­ვა­ზობს. საქ­მე ენერ­გი­ის აქამ­დე უც­ნო­ბი წყა­როს გა­მო­ყე­ნე­ბას ეხე­ბა... დღეს სწო­რედ ის ქვეყ­ნე­ბია ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ინო­ვა­ცი­ურ ტექ­ნო­ლო­გი­ებს ფლო­ბენ - ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით ვაჭ­რო­ბა და­უშ­რე­ტე­ლი შე­მო­სავ­ლი­სა და სიმ­დიდ­რის წყა­როა. თუ "ვერ­სი­ის" რეს­პონ­დენტს და­ვუ­ჯე­რებთ, სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­უძ­ლია, ტექ­ნი­კუ­რი ინო­ვა­ცი­ე­ბის ქვეყ­ნად იქ­ცეს. ეს გან­ცხა­დე­ბა ვი­ღა­ცას შე­იძ­ლე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ ფაქ­ტია: არ არ­სე­ბობს მეც­ნი­ე­რე­ბის დარ­გი, ქარ­თვე­ლებს თა­ვი­ან­თი ღირ­სე­უ­ლი წვლი­ლი რომ არ შე­ე­ტა­ნათ.

- ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, მსოფ­ლი­ოს გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის მა­რა­გი მხო­ლოდ 50-60 წელი ეყო­ფა, ამ ფონ­ზე ერთი წა­მი­თაც არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ დე­და­მი­წის დღე­ვან­დე­ლი კე­თილ­დღე­ო­ბა სწო­რედ ნახ­შირ­წყალ­ბა­დო­ვა­ნი ნედ­ლე­უ­ლის - ნავ­თო­ბის, გა­ზი­სა და ქვა­ნახ­ში­რის აქ­ტი­ურ მოხ­მა­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა. 50-60 წლის შემ­დეგ, როცა ნახ­შირ­წყალ­ბა­დი გა­მო­ი­ლე­ვა, ჩვე­ნი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აც გა­ნად­გუ­რე­ბას და­ი­წყებს, ეს პრო­ცე­სი კი ხან­გრძლი­ვი და მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა. პე­სი­მის­ტი არ ვარ, მაგ­რამ ჯერ არაა ის ენერ­გო­მა­ტა­რე­ბე­ლი აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ისეთ მოქ­ნილ საწ­ვავს, რო­გო­რიც ნახ­შირ­წყალ­ბა­დია, წარ­მა­ტე­ბით შეც­ვლის.

ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფი­ზი­კის საქ­მეა, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ვე­ლის არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი, თე­ო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, რა­ზეც კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხა იხარ­ჯე­ბა. თე­ო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი, ცხა­დია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ცოტა და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ შე­დე­გი შო­რე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­შიც არ ჩანს.

1931 წელს, აშშ-ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის პირ­ვე­ლი ამჩქა­რე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა აიგო, რა­საც მსგავ­სი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის ბუმი მოჰ­ყვა, ყვე­ლა­ფე­რი კი შვე­ი­ცა­რი­ა­ში, ე.წ. ცერნ­ში დიდი ად­რო­ნუ­ლი კო­ლა­ი­დე­რის აგე­ბით დას­რულ­და. ყვე­ლა ეს ქარ­ხა­ნა პრო­ტო­ნუ­ლი, ელექტრო­ნულ-პო­ზიტ­რო­ნუ­ლი ან შე­რე­უ­ლია. ყვე­ლა ეს ნა­წი­ლა­კი სტა­ბი­ლურ და ძი­რი­თად ელე­მენ­ტა­რულ ნა­წილ­კად მი­იჩ­ნე­ვა, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ძი­რი­თა­დი ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლა­კი, რო­მე­ლიც არას­ტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ძი­რი­თად ელ­ნა­წი­ლა­კებს შო­რის ყვე­ლა­ზე მძი­მეა და მისი გა­მო­ყე­ნე­ბის სფე­როც შე­იძ­ლე­ბა გა­ცი­ლე­ბით დიდი იყოს. ეს ნა­წი­ლა­კი ნე­იტ­რო­ნია.

- თქვე­ნი გა­მო­გო­ნე­ბაც ამ ნა­წი­ლაკს ანუ ნე­იტ­რონს უკავ­შირ­დე­ბა?

- აგიხ­სნით, საქ­მე რას­თა­ნაც გვაქვს: ნე­იტ­რო­ნი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, არც ატო­მუ­რი ბომ­ბი იქ­ნე­ბო­და. ჩემი გა­მო­გო­ნე­ბაც - "სივ­რცი­სა და მისი გრა­ვი­ტა­ცი­ის ფი­ზი­კუ­რი თე­ო­რია"- სწო­რედ ნე­იტ­რონს უკავ­შირ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ეს გა­მო­გო­ნე­ბა საქპა­ტენ­ტში მაქვს გაგ­ზავ­ნი­ლი.

ნე­იტ­რო­ნი და პრო­ტო­ნი არ­სე­ბი­თად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ელ­ნა­წი­ლა­კე­ბია, თუმ­ცა შე­სა­ბა­მის ხელ­სა­წყო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბით და­მუ­შა­ვე­ბის, ერ­თმა­ნე­თის შე­ჯა­ხე­ბი­სა და ანი­ჰი­ლა­ცი­ის (ნა­წი­ლაკ­თა გარ­დაქ­მნა) შე­დე­გად, სწო­რედ იმ მე­ტად სა­ჭი­რო, ზემ­ძლავრ და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ულევ ენერ­გი­ას იძ­ლე­ვა, რო­მე­ლიც ყვე­ლა არ­სე­ბულ ელექტრო­მა­ტა­რე­ბელს წარ­მა­ტე­ბით შეც­ვლის, თან ნე­იტ­რო­ნე­ბის ანი­ჰი­ლა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა.

ნე­იტ­რო­ნი, რო­გორც გი­თხა­რით, ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი, მაგ­რამ არას­ტა­ბი­ლუ­რი ნა­წი­ლა­კია, ამი­ტო­მაც ატომ­ბირ­თვი­დან გა­მო­ვარ­დნი­ლი ნე­იტ­რო­ნი, 10-15 წუთ­ში პრო­ტო­ნად, ელექტრო­ნად და ან­ტი­ნე­იტ­რო­ნად იშ­ლე­ბა. ბირ­თვი­დან გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ნე­იტ­რო­ნე­ბი ნა­ხე­ვარ­დაშ­ლას ერთ წამ­ზე ადრე გა­ნიც­დი­ან, ამი­ტომ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და იმის წარ­მოდ­გე­ნაც ძნე­ლია, რომ სპონ­ტა­ნუ­რი დაშ­ლის პრო­ცესს რო­გორ­მე ხელი შე­უ­შა­ლო. ჩემი თე­ო­რი­ით კი, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და თუკი ნე­იტ­რო­ნის დაშ­ლას შე­ვა­ფერ­ხებთ, ხელ­ში შეგ­ვრჩე­ბა უახ­ლე­სი ტი­პი­სა და რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კლა­სის ენერ­გო­მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სა­ლუ­რი ძრა­ვის შე­საქ­მნე­ლად. ეს ძრა­ვა დღემ­დე არ­სე­ბულ ყვე­ლა ძრა­ვას შეც­ვლის, წყალ­ქვე­შა ნა­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი შო­რე­უ­ლი ფრე­ნის კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ფერ ამის­თვის ფი­ზი­კუ­რი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბაა სა­ჭი­რო. მზად მაქვს ყვე­ლა სა­ჭი­რო ნა­ხა­ზი და მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა, მაგ­რამ მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით, ცხა­დია, ვერ შევ­ძლებ. ყვე­ლა­ფე­რი სა­ხელ­მწი­ფო­სა და კერ­ძო პი­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

P.S. მეც­ნი­ე­რე­ბი უფუ­ლო­ნი არი­ან. სა­ხელ­მწი­ფოს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კი ისი­ცაა, რომ მათ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოს. იგი­ვეს თქმა ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზეც შე­იძ­ლე­ბა. ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სი ფი­ნან­სუ­რი მო­გე­ბაა და ეს ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა. ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი კი, სწო­რედ მო­გე­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. ასე რომ, ბი­ძი­ნა მინ­დო­რაშ­ვი­ლის წი­ნა­და­დე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბა ღირს...

და­ვით დე­ვი­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქართველმა ფიზიკოსმა ენერგიის ახალი წყარო გამოიგონა?!

ქართველმა ფიზიკოსმა ენერგიის ახალი წყარო გამოიგონა?!

ფიზიკოსი ბიძინა მინდორაშვილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს გრანდიოზულ პროექტს სთავაზობს. საქმე ენერგიის აქამდე უცნობი წყაროს გამოყენებას ეხება... დღეს სწორედ ის ქვეყნებია ყველაზე განვითარებული, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ფლობენ - ამ ტექნოლოგიებით ვაჭრობა დაუშრეტელი შემოსავლისა და სიმდიდრის წყაროა. თუ "ვერსიის" რესპონდენტს დავუჯერებთ, საქართველოსაც შეუძლია, ტექნიკური ინოვაციების ქვეყნად იქცეს. ეს განცხადება ვიღაცას შეიძლება, ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: არ არსებობს მეცნიერების დარგი, ქართველებს თავიანთი ღირსეული წვლილი რომ არ შეეტანათ.

- ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს გაზისა და ნავთობის მარაგი მხოლოდ 50-60 წელი ეყოფა, ამ ფონზე ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწის დღევანდელი კეთილდღეობა სწორედ ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის - ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის აქტიურ მოხმარებას ეფუძნება. 50-60 წლის შემდეგ, როცა ნახშირწყალბადი გამოილევა, ჩვენი ცივილიზაციაც განადგურებას დაიწყებს, ეს პროცესი კი ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება. პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ჯერ არაა ის ენერგომატარებელი აღმოჩენილი, რომელიც ისეთ მოქნილ საწვავს, როგორიც ნახშირწყალბადია, წარმატებით შეცვლის.

ეს ფუნდამენტური ფიზიკის საქმეა, მაგრამ მეცნიერები ველის არაპრაქტიკული, თეორიული კვლევებით არიან დაკავებულები, რაზეც კოლოსალური თანხა იხარჯება. თეორიული კვლევები, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ ცოტა დამაფიქრებელია, რომ შედეგი შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანს.

1931 წელს, აშშ-ში ელემენტარული ნაწილაკების პირველი ამჩქარებელი ქარხანა აიგო, რასაც მსგავსი მშენებლობების ბუმი მოჰყვა, ყველაფერი კი შვეიცარიაში, ე.წ. ცერნში დიდი ადრონული კოლაიდერის აგებით დასრულდა. ყველა ეს ქარხანა პროტონული, ელექტრონულ-პოზიტრონული ან შერეულია. ყველა ეს ნაწილაკი სტაბილურ და ძირითად ელემენტარულ ნაწილკად მიიჩნევა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ძირითადი ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც არასტაბილურია, მაგრამ ძირითად ელნაწილაკებს შორის ყველაზე მძიმეა და მისი გამოყენების სფეროც შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. ეს ნაწილაკი ნეიტრონია.

- თქვენი გამოგონებაც ამ ნაწილაკს ანუ ნეიტრონს უკავშირდება?

- აგიხსნით, საქმე რასთანაც გვაქვს: ნეიტრონი რომ არ არსებობდეს, არც ატომური ბომბი იქნებოდა. ჩემი გამოგონებაც - "სივრცისა და მისი გრავიტაციის ფიზიკური თეორია"- სწორედ ნეიტრონს უკავშირდება. სხვათა შორის, ეს გამოგონება საქპატენტში მაქვს გაგზავნილი.

ნეიტრონი და პროტონი არსებითად განსხვავებული ელნაწილაკებია, თუმცა შესაბამის ხელსაწყოში სპეციალური პროცედურებით დამუშავების, ერთმანეთის შეჯახებისა და ანიჰილაციის (ნაწილაკთა გარდაქმნა) შედეგად, სწორედ იმ მეტად საჭირო, ზემძლავრ და, პრაქტიკულად, ულევ ენერგიას იძლევა, რომელიც ყველა არსებულ ელექტრომატარებელს წარმატებით შეცვლის, თან ნეიტრონების ანიჰილაციით მიღებული ენერგია აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ნეიტრონი, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ძირითადი, მაგრამ არასტაბილური ნაწილაკია, ამიტომაც ატომბირთვიდან გამოვარდნილი ნეიტრონი, 10-15 წუთში პროტონად, ელექტრონად და ანტინეიტრონად იშლება. ბირთვიდან გამოთავისუფლებული ნეიტრონები ნახევარდაშლას ერთ წამზე ადრე განიცდიან, ამიტომ მიიჩნევენ, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია და იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ სპონტანური დაშლის პროცესს როგორმე ხელი შეუშალო. ჩემი თეორიით კი, ეს შესაძლებელია და თუკი ნეიტრონის დაშლას შევაფერხებთ, ხელში შეგვრჩება უახლესი ტიპისა და რადიკალურად განსხვავებული კლასის ენერგომატარებელი, რომელიც გამოყენებული იქნება უნივერსალური ძრავის შესაქმნელად. ეს ძრავა დღემდე არსებულ ყველა ძრავას შეცვლის, წყალქვეშა ნავიდან დაწყებული შორეული ფრენის კოსმოსური ხომალდით დამთავრებული. ყველაფერ ამისთვის ფიზიკური კვლევების ჩატარებაა საჭირო. მზად მაქვს ყველა საჭირო ნახაზი და მოქმედების გეგმა, მაგრამ მის განხორციელებას საკუთარი სახსრებით, ცხადია, ვერ შევძლებ. ყველაფერი სახელმწიფოსა და კერძო პირებზეა დამოკიდებული...

P.S. მეცნიერები უფულონი არიან. სახელმწიფოს დანიშნულება კი ისიცაა, რომ მათ ყურადღება მიაქციოს. იგივეს თქმა ბიზნესმენებზეც შეიძლება. ბიზნესის ინტერესი ფინანსური მოგებაა და ეს ბუნებრივიცაა. ზემოხსენებული პროექტი კი, სწორედ მოგებაზეა ორიენტირებული. ასე რომ, ბიძინა მინდორაშვილის წინადადებით დაინტერესება ღირს...

დავით დევიძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია