სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

პიანისტი დააპატიმრეს, რადგანაც მეცადინეობის გამო მეზობლებს ფსიქიკური აშლილობა დამართა

პიანისტი დააპატიმრეს, რადგანაც მეცადინეობის გამო მეზობლებს ფსიქიკური აშლილობა დამართა

ესპანეთში, ქალაქ პუჩსერდაში მცხოვრები 27 წლის პიანისტი დააპატიმრეს, რადგან მეცადინეობის გამო მეზობლებს ფსიქიკური აშლილობა დამართა.

სასამართლოში 27 წლის მუსიკოსის ლაია მარტინის წინააღმდეგ მისი მეზობელი სონია ბოსომი იბრძვის. სონია ამბობს, რომ გოგონა კვირაში 5 დღე, დღეში 8 საათი შეუწყვეტლივ მეცადინეობს. მეზობელს მუსიკამ ფსიქიკური აშლილობა დამართა. ის ლაიას ზევით ცხოვრობს;

ოფიციალური დასკვნით, ქალის ნერვოზი იმდენად სერიოზულია, რომ მას პიანინოსთვის მშვიდად შეხედვა ფილმებშიც აღარ შეუძლია. პროკურორის თქმით, პიანინოს დეციბილი საზოგადოებრივ დაწესებულებებში დაშვებულ ნორმას 10-ჯერ აღემატებოდა. ამასთან, ლაიას რამდენჯერმე მოსთხოვეს, რომ საძინებელში არ დაეკრა, ან ხმის ჩამხშობი მოწყობილობა გამოეყენებინა, მაგრამ უშედეგოდ.

სასამართლო საბოლოო განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. მეზობლები იმედოვნებენ, რომ საზოგადოების შეურაცხყოფისთვის გოგონა მკაცრად დაისჯება.

მომზადებულია El Pais-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს