საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?
რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?

"ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რის, ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ცი­ლე­ბით ადრე წა­ვი­დო­და.

"ეს კბი­ლაშ­ვი­ლი გა­მო­ვი­დო­და და ჟურ­ნა­ლის­ტებს ეტყო­და, ორ კვი­რა­ში ესა და ეს საქ­მე იქ­ნე­ბა მზა­დო და მერე ავი­წყდე­ბო­და, რა თქვა. ჩვენ კი ამა თუ იმ და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას ვე­ლო­დით. თუმ­ცა, ისე წა­ვი­და ეს კაცი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ვერ გა­ვი­გეთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე: თუ ეს სის­ტე­მუ­რი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რა­ტომ არ წა­ე­ყე­ნა ბრა­ლი დამ­ნა­შა­ვე­ებს?" - გა­ნა­ცხა­და ხა­ტი­აშ­ვილ­მა.

"ალია" კო­მენ­ტა­რის­თვის ზაზა ხა­ტი­აშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იყო უპ­რინ­ცი­პო პრო­კუ­რო­რი, რო­მელ­მაც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ შეძ­ლო თა­ვი­სი პრინ­ცი­პე­ბის გა­ტა­რე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში. ეს ადა­მი­ა­ნი იყო ად­ვო­კა­ტი და როცა გახ­და პრო­კუ­რო­რი, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და. ერთი თვის და­ნიშ­ნუ­ლი იყო ამ პოსტზე, როცა ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "დვა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ". ამ საქ­მის მი­ხედ­ვით მო­ქა­ლა­ქე დვა­ლიშ­ვი­ლი ჩი­ო­და, რომ ის წყალ­ტუ­ბოს პო­ლი­ცი­ა­ში აწა­მეს და შემ­დეგ ძირს და­ას­ხეს "კოკა-კოლა" და ეს ნა­წა­მე­ბი კაცი აი­ძუ­ლეს, ენით აე­ლო­კა სი­თხე. მე ვი­ყა­ვი მისი ად­ვო­კა­ტი და 2012 წელს 18 დე­კემ­ბერს ევ­რო­სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა გან­ჩი­ნე­ბა, რომ დვა­ლიშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და­ირ­ღვა კონ­ვენ­ცი­ის მე­სა­მე მუხ­ლი. ამის შემ­დეგ უკვე 19 თე­ბერ­ვალს დვა­ლიშ­ვილ­მა მი­მარ­თა მთა­ვარ პრო­კუ­რორს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს და მო­ი­თხო­ვა, რომ დას­ჯი­ლიყ­ვნენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მალ­ხაზ მჟა­ვია, რეზო ქო­ბუ­ლია, ქო­რი­ძე, აფ­ცი­ა­უ­რი და ღა­ჭა­ვა. პი­რა­დად მე მივ­მარ­თე არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილს, მი­თხრა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო.

გა­ვი­ხე­დე და რე­ვაზ ქო­ბუ­ლია, ვინც აწა­მა დვა­ლიშ­ვი­ლი, და­ი­ნიშ­ნა პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად წყალ­ტუ­ბო­ში. რა გა­მო­დის? მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი ვერ აძ­ლევს დამ­ნა­შა­ვეს პა­სუ­ხის­გე­ბა­ში? ეს არ არის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა?

ასე­ვე, უპ­რინ­ცი­პო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა კბი­ლაშ­ვილ­მა მა­შინ, როცა მე­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და­ა­დეს ხელ­ბორ­კი­ლი და შემ­დეგ რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ხომ გახ­სოვთ? მა­შინ პრე­მი­ერს თქვენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა გელა ზე­დე­ლაშ­ვილ­მა ჰკი­თხა ეს რა­ნა­ი­რად მოხ­დაო და პრე­მი­ერ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ ნამ­დვი­ლად და­ა­კა­ვეს ეს პი­რე­ბი, მაგ­რამ თან უპა­სუ­ხა, ჩვენ არ გვა­წყობ­და, რომ რას­მუ­სე­ნის სტუმ­რო­ბის დროს ამ ხალ­ხს ბორ­კი­ლე­ბი ჰქო­ნო­დათ და­დე­ბუ­ლიო. ანუ, პრე­მი­ერ­მა და­ა­დას­ტუ­რა ხალ­ხის და­კა­ვე­ბა, ხომ? მაგ­რამ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა ნიშ­ნავს ხუ­თი­დან რვა წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას და ვინ­მე დაჯ­და საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე? პირ­ვე­ლი პი­რე­ბი არ უნდა მი­ცე­მუ­ლიყ­ვნენ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში? ამას აკე­თებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი, როცა ფა­რავ­და მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ადე­იშ­ვი­ლის და­ნა­შა­ულს, მოხ­და თუ არა იგი­ვე ამ­ჟა­მა­დაც? აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ხან იგი­ვე მოხ­და, პა­სუ­ხი არა­ვინ აგოს?

ავი­ღოთ მა­მუ­კა მი­ქა­უ­ტა­ძის საქ­მე, რო­მე­ლიც შე­იყ­ვა­ნეს მოწ­მის სტა­ტუ­სით და სა­ი­ამ დადო თა­ვი­სი დას­კვნა, რომ მი­ქა­უ­ტა­ძეს ჰქონ­და ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი, ამა­ზე პა­სუ­ხი აგო ვინ­მემ? ამას გა­ა­კე­თებ­და ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი კი არა, ნა­ხევ­რად პრინ­ცი­პუ­ლი პრო­კუ­რო­რიც კი, და ამა­ზე საქ­მეს აღ­ძრავ­და. რა გა­მო­დის? მე სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­ტომ მო­ვი­შო­რე? იმი­ტომ რომ ასეთ რა­მე­ებს აკე­თებ­და და ახლა მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი აკე­თებს იგი­ვეს? ესაა უბე­დუ­რე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ხან ეს ადა­მი­ა­ნი ვე­რა­ფერს აკე­თებ­და და ასე იქ­ცე­ო­და, ის თა­ვი­სი ნე­ბით გა­დად­გე­ბო­და? რა თქმა უნდა, არა.

- მა­შინ რა მოხ­და?

- რა მოხ­და და უთხრეს, დამ­თავ­რდა შენი ფო­ტო­მო­დე­ლო­ბა კბი­ლაშ­ვი­ლოო და ძა­ლით გა­და­ა­ყე­ნეს, რად­გან გა­დად­გო­მა­საც ვაჟ­კა­ცო­ბა და გა­ბე­დუ­ლე­ბა უნდა. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვი­და გირ­გვლი­ა­ნის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის, გამ­ცემ­ლი­ძის საქ­მით და, როცა გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ჩვენ ვხე­დავთ, რომ ადა­მი­ა­ნებს ბრალს უყე­ნე­ბენ და ის არ სრულ­დე­ბა, რა გა­მო­დის? სა­ა­კაშ­ვი­ლი რა­საც არ აკე­თებ­და პირ­ველ წელს, ის გა­ა­კე­თა ივა­ნიშ­ვილ­მა. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რა­ტომ არის გა­ჩუ­მე­ბუ­ლი ხალ­ხი? ყვე­ლა გა­ჩუ­მე­ბუ­ლია, მარ­ტო ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ყვი­რის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არ აწა­მონ.

- უკვე რი­ტო­რი­კულ კი­თხვად იქცა: რა­ტომ არ მი­დის ეს საქ­მე­ე­ბი ბო­ლომ­დე, როცა ლა­მის ყვე­ლამ ყვე­ლა დე­ტა­ლი ვი­ცით? პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­ტომ არ ძრავს ამ საქ­მე­ებს ად­გი­ლი­დან?

- იქ არი­ან ის პრო­კუ­რო­რე­ბი, მე და შენ, ჩემო კარ­გო, და­სა­ჭე­რად რომ დაგ­ვდევ­დნენ. ისი­ნი უფრო მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან და ვინ უნდა და­ი­ჭი­რონ, თა­ვის თავს ხომ არ და­ი­ჭე­რენ? ეს იყო სა­არ­ჩევ­ნო აფი­ო­რა, რაც პრე­მი­ერ­მა გა­ა­კე­თა: შეჰ­პირ­და ხალ­ხს ერთს და გა­ა­კე­თა მე­ო­რე. უფრო მეტს გე­ტყვით, როცა "ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­დი­ო­და, ხალ­ხს უთხრეს, შე­იქ­მნე­ბა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სია და ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბაო. ამას მარ­გვე­ლა­შივ­ლის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც ჰპირ­დე­ბოდ­ნენ ხალ­ხს. ამას რა სჭირ­დე­ბა – ბი­უ­ჯე­ტის შევ­სე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვა, თუ რა?

- კარ­გია, ამა­ზე რომ და­ი­წყეთ სა­უ­ბა­რი, რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მთავ­რო­ბამ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ხარ­ვე­ზე­ბის დამ­დგე­ნი კო­მი­სი­ის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ი­წუ­ნა და პარ­ლა­მენ­ტი მას არ გა­ნი­ხი­ლავს. რა ხდე­ბა, არ არის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი?

- მა­გას გე­უბ­ნე­ბით: ანუ, გა­მო­დის, მთავ­რო­ბამ დაბ­ლო­კა ეს კა­ნო­ნი, ხომ? ხალ­ხი მო­ა­ტყუ­ეს და ამით მი­ა­ცე­მი­ნეს ხმა. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­გვე­ლაშ­ვილს დას­დევ­დნენ უკან, ხმა მა­გი­ტომ მის­ცეს და გა­დაყ­რი­ლე­ბი არი­ან, აბა, რა! თვი­თონ მოს­ხდნენ სკა­მებ­ზე, ფეხი ფეხ­ზე გა­და­ი­დეს და მი­დი­ი­იი... რაც იყო "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დროს. მეტ­საც გე­ტყვით, ად­ვო­კატ­თა კა­ნონ­ში შე­დის ცვლი­ლე­ბა, სა­დაც მე-7 მუხ­ლში გან­სა­ზღვრუ­ლი იყო, რომ ად­ვო­კატ­მა უნდა შე­ი­ნა­ხოს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა. ამ კა­ნონს უმა­ტე­ბენ მე­სა­მე პუნ­ქტს, რის მი­ხედ­ვით, პრო­ფე­სი­ულ კა­ნონ­ში ისე­თი ცვლი­ლე­ბა შე­დის, სა­ა­კაშ­ვილს რომ არ გა­უ­კე­თე­ბია. ცოტა გა­დავ­ხტი და ლა­პა­რა­კია კა­ნონ­ზე "უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის აღ­კვე­თის ხელ­შე­წყო­ბის შე­სა­ხებ". წა­ვი­კი­თხავ: "სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­რი­გე­ბის თა­ო­ბა­ზე ად­ვო­კა­ტი ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხურს". გეს­მით, რა ხდე­ბა ანუ, ად­ვო­კატ­მა თა­ვი­სი კლი­ენ­ტი უნდა გა­ყი­დოს და ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ა­წო­დოს ფი­ნან­სურ სამ­სა­ხურს, რომ გა­რი­გე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. გა­მო­დის, ადა­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბას ვერ და­დებს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ გა­რი­გე­ბას ესე­ნი გახ­დი­ან სა­ეჭ­ვოს. ვხვდე­ბი არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტორს და გვინ­და რამე და­ვუ­პი­რის­პი­როთ ამას. ამა­ზე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის გა­ჩუ­მე­ბუ­ლი და მე გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. რა გა­მო­დის? პრინ­ციპ­ში იქ­მნე­ბა პოსტსაბ­ჭო­უ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც გა­კონ­ტროლ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ერთი ადა­მი­ა­ნის მიერ, პრე­ზი­დენ­ტი იქ­ნე­ბა, თუ ვინ, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. კა­ნონ­ში ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი რომ შე­დის, კარ­გს რას ელო­დე­ბით?

- ად­ვო­კა­ტე­ბი ამ კა­ნო­ნით უნდა შე­ი­ზღუ­დოთ, გე­თან­ხმე­ბით.

- შე­ვი­ზღუ­დოთ? ეს არის ად­ვო­კატ­თა გა­ნად­გუ­რე­ბა და ად­ვო­კა­ტე­ბის­გან ჩამ­შვე­ბე­ბის შექ­მნა, თან კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ენა­ზე. ანუ, ად­ვო­კა­ტი უკვე ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მა­ზე. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ად­ვო­კატს ან და­ი­ჭე­რენ, ან ეთი­კის კო­მი­სი­ის მიერ გა­ი­რი­ცხე­ბა.

- რა ეტაპ­ზეა ეს პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში?

- ერთი მოს­მე­ნით უკვე გა­ნი­ხი­ლეს და ოთხშა­ბათს, 13 ნო­ემ­ბერს იხი­ლა­ვენ მე­ო­რე მოს­მე­ნით. ეს არის სა­ში­ნე­ლე­ბა. აპ­რილ­ში, როცა "პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი შე­დი­ო­და, როცა დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბის საქ­მეს იუს­ტი­ცი­ას არ­თმევ­დნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რას მიჰ­ქონ­და, მა­შინ ვი­ძახ­დი: ხმა ამო­ი­ღეთ, და­ვი­ღუ­პეთ, საპ­რო­კუ­რო­რო სა­ხელ­მწი­ფო იქ­მნე­ბა-მეთ­ქი. ერთ ყურ­ში შე­უშ­ვეს და მე­ო­რე ყურ­ში გა­უშ­ვეს. ერ­თა­დერ­თი "ალია" მო­მეხ­მა­რა და, როცა მოწ­მის და­კი­თხვა უნდა მომ­ხდა­რი­ყო პო­ლი­ცი­ა­ში, ეს დავბლო­კეთ, მაგ­რამ ახლა რა კა­ნო­ნებს მი­ი­ღე­ბენ კი­დევ, არ ვიცი.

- რაც ამ ბოლო დროს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ამას?

- ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­ად­გი­ლე­ე­ბიც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ. მაგ­რამ ლა­შას და­აბ­რუ­ნე­ბენ: ან ახ­ლი­დან და­ნიშ­ნა­ვენ, ან სხვა უკე­თეს ად­გი­ლას გა­და­იყ­ვა­ნენ. ნაც­ვლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ სკან­და­ლუ­რი პი­რია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და, რო­გორც ასე­თი, მო­ის­რო­ლონ, არა მგო­ნია. ეს სა­ცო­და­ვი კბი­ლაშ­ვი­ლი იყო ერთი წე­სი­ე­რი, ბუნ­ჩუ­ლა კაცი და ასე­ვე სა­ცო­და­ვა­დაც წა­ვი­და. ახლა მა­გას შე­აწ­მენ­დენ ხელს და მა­გას და­აბ­რა­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს, აგერ ნა­ხავთ.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?

რა საქმეებზე შეაწმენდენ ხელს არჩილ კბილაშვილს?

"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პრინციპულობით არ გამოირჩეოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თანამდებობიდან გაცილებით ადრე წავიდოდა.

"ეს კბილაშვილი გამოვიდოდა და ჟურნალისტებს ეტყოდა, ორ კვირაში ესა და ეს საქმე იქნება მზადო და მერე ავიწყდებოდა, რა თქვა. ჩვენ კი ამა თუ იმ დანაშაულის გახსნას ველოდით. თუმცა, ისე წავიდა ეს კაცი, სამოქალაქო საზოგადოებამ ვერ გავიგეთ პასუხი კითხვაზე: თუ ეს სისტემური დანაშაული იყო, რატომ არ წაეყენა ბრალი დამნაშავეებს?" - განაცხადა ხატიაშვილმა.

"ალია" კომენტარისთვის ზაზა ხატიაშვილს დაუკავშირდა.

- არჩილ კბილაშვილი იყო უპრინციპო პროკურორი, რომელმაც ვერანაირად ვერ შეძლო თავისი პრინციპების გატარება პროკურატურაში. ეს ადამიანი იყო ადვოკატი და როცა გახდა პროკურორი, ძალიან გაგვიხარდა. ერთი თვის დანიშნული იყო ამ პოსტზე, როცა ევროსასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ". ამ საქმის მიხედვით მოქალაქე დვალიშვილი ჩიოდა, რომ ის წყალტუბოს პოლიციაში აწამეს და შემდეგ ძირს დაასხეს "კოკა-კოლა" და ეს ნაწამები კაცი აიძულეს, ენით აელოკა სითხე. მე ვიყავი მისი ადვოკატი და 2012 წელს 18 დეკემბერს ევროსასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომ დვალიშვილთან მიმართებაში დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი. ამის შემდეგ უკვე 19 თებერვალს დვალიშვილმა მიმართა მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს და მოითხოვა, რომ დასჯილიყვნენ პოლიციელები მალხაზ მჟავია, რეზო ქობულია, ქორიძე, აფციაური და ღაჭავა. პირადად მე მივმართე არჩილ კბილაშვილს, მითხრა, ყველაფერი კარგად იქნებაო.

გავიხედე და რევაზ ქობულია, ვინც აწამა დვალიშვილი, დაინიშნა პოლიციის სამმართველოს უფროსად წყალტუბოში. რა გამოდის? მთავარი პროკურორი ვერ აძლევს დამნაშავეს პასუხისგებაში? ეს არ არის უპასუხისმგებლობა?

ასევე, უპრინციპობა გამოიჩინა კბილაშვილმა მაშინ, როცა მერიის მაღალჩინოსნებს დაადეს ხელბორკილი და შემდეგ რომ გაათავისუფლეს, ხომ გახსოვთ? მაშინ პრემიერს თქვენმა ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა ჰკითხა ეს რანაირად მოხდაო და პრემიერმა დაადასტურა, რომ ნამდვილად დააკავეს ეს პირები, მაგრამ თან უპასუხა, ჩვენ არ გვაწყობდა, რომ რასმუსენის სტუმრობის დროს ამ ხალხს ბორკილები ჰქონოდათ დადებულიო. ანუ, პრემიერმა დაადასტურა ხალხის დაკავება, ხომ? მაგრამ უკანონო დაკავება ნიშნავს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ვინმე დაჯდა საბრალდებო სკამზე? პირველი პირები არ უნდა მიცემულიყვნენ პასუხისგებაში? ამას აკეთებდა სააკაშვილი, როცა ფარავდა მერაბიშვილისა და ადეიშვილის დანაშაულს, მოხდა თუ არა იგივე ამჟამადაც? აქედან გამომდინარე, რახან იგივე მოხდა, პასუხი არავინ აგოს?

ავიღოთ მამუკა მიქაუტაძის საქმე, რომელიც შეიყვანეს მოწმის სტატუსით და საიამ დადო თავისი დასკვნა, რომ მიქაუტაძეს ჰქონდა ზემოქმედების კვალი, ამაზე პასუხი აგო ვინმემ? ამას გააკეთებდა ძალიან პრინციპული კი არა, ნახევრად პრინციპული პროკურორიც კი, და ამაზე საქმეს აღძრავდა. რა გამოდის? მე სააკაშვილი რატომ მოვიშორე? იმიტომ რომ ასეთ რამეებს აკეთებდა და ახლა მთავარი პროკურორი აკეთებს იგივეს? ესაა უბედურება. აქედან გამომდინარე, რახან ეს ადამიანი ვერაფერს აკეთებდა და ასე იქცეოდა, ის თავისი ნებით გადადგებოდა? რა თქმა უნდა, არა.

- მაშინ რა მოხდა?

- რა მოხდა და უთხრეს, დამთავრდა შენი ფოტომოდელობა კბილაშვილოო და ძალით გადააყენეს, რადგან გადადგომასაც ვაჟკაცობა და გაბედულება უნდა. ეს ხელისუფლება მოვიდა გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძის საქმით და, როცა გირგვლიანის საქმეზე ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს ბრალს უყენებენ და ის არ სრულდება, რა გამოდის? სააკაშვილი რასაც არ აკეთებდა პირველ წელს, ის გააკეთა ივანიშვილმა. გაკვირვებული ვარ, რატომ არის გაჩუმებული ხალხი? ყველა გაჩუმებულია, მარტო ზაზა ხატიაშვილი ყვირის, რომ საქართველოში ადამიანები არ აწამონ.

- უკვე რიტორიკულ კითხვად იქცა: რატომ არ მიდის ეს საქმეები ბოლომდე, როცა ლამის ყველამ ყველა დეტალი ვიცით? პროკურატურა რატომ არ ძრავს ამ საქმეებს ადგილიდან?

- იქ არიან ის პროკურორები, მე და შენ, ჩემო კარგო, დასაჭერად რომ დაგვდევდნენ. ისინი უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან და ვინ უნდა დაიჭირონ, თავის თავს ხომ არ დაიჭერენ? ეს იყო საარჩევნო აფიორა, რაც პრემიერმა გააკეთა: შეჰპირდა ხალხს ერთს და გააკეთა მეორე. უფრო მეტს გეტყვით, როცა "ოცნება" ხელისუფლებაში მოდიოდა, ხალხს უთხრეს, შეიქმნება მართლმსაჯულებაში ხარვეზების დამდგენი კომისია და ყველა დაზარალებულის საქმე განიხილებაო. ამას მარგველაშივლის არჩევნების წინაც ჰპირდებოდნენ ხალხს. ამას რა სჭირდება – ბიუჯეტის შევსება, განსაკუთრებული ფინანსების მოზიდვა, თუ რა?

- კარგია, ამაზე რომ დაიწყეთ საუბარი, როგორც ცნობილი გახდა, მთავრობამ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტი დაიწუნა და პარლამენტი მას არ განიხილავს. რა ხდება, არ არის მართლმსაჯულებაში ხარვეზები?

- მაგას გეუბნებით: ანუ, გამოდის, მთავრობამ დაბლოკა ეს კანონი, ხომ? ხალხი მოატყუეს და ამით მიაცემინეს ხმა. ეს ადამიანები მარგველაშვილს დასდევდნენ უკან, ხმა მაგიტომ მისცეს და გადაყრილები არიან, აბა, რა! თვითონ მოსხდნენ სკამებზე, ფეხი ფეხზე გადაიდეს და მიდიიიი... რაც იყო "ნაციონალების" დროს. მეტსაც გეტყვით, ადვოკატთა კანონში შედის ცვლილება, სადაც მე-7 მუხლში განსაზღვრული იყო, რომ ადვოკატმა უნდა შეინახოს პროფესიული საიდუმლოება. ამ კანონს უმატებენ მესამე პუნქტს, რის მიხედვით, პროფესიულ კანონში ისეთი ცვლილება შედის, სააკაშვილს რომ არ გაუკეთებია. ცოტა გადავხტი და ლაპარაკია კანონზე "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ". წავიკითხავ: "საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ადვოკატი ინფორმაციას აწვდის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს". გესმით, რა ხდება ანუ, ადვოკატმა თავისი კლიენტი უნდა გაყიდოს და ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ფინანსურ სამსახურს, რომ გარიგებაში მონაწილეობს. გამოდის, ადამიანი გარიგებას ვერ დადებს, რადგან ნებისმიერ გარიგებას ესენი გახდიან საეჭვოს. ვხვდები არასამთავრობო სექტორს და გვინდა რამე დავუპირისპიროთ ამას. ამაზე სამოქალაქო საზოგადოება არის გაჩუმებული და მე გაოცებული ვარ. რა გამოდის? პრინციპში იქმნება პოსტსაბჭოური ქვეყანა, სადაც გაკონტროლდება ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ, პრეზიდენტი იქნება, თუ ვინ, რა მნიშვნელობა აქვს. კანონში ასეთი ცვლილებები რომ შედის, კარგს რას ელოდებით?

- ადვოკატები ამ კანონით უნდა შეიზღუდოთ, გეთანხმებით.

- შევიზღუდოთ? ეს არის ადვოკატთა განადგურება და ადვოკატებისგან ჩამშვებების შექმნა, თან კანონმდებლობის ენაზე. ანუ, ადვოკატი უკვე ვალდებული იქნება ინფორმაციის გადაცემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადვოკატს ან დაიჭერენ, ან ეთიკის კომისიის მიერ გაირიცხება.

- რა ეტაპზეა ეს პროექტი პარლამენტში?

- ერთი მოსმენით უკვე განიხილეს და ოთხშაბათს, 13 ნოემბერს იხილავენ მეორე მოსმენით. ეს არის საშინელება. აპრილში, როცა "პროკურატურის შესახებ" კანონი შედიოდა, როცა დამნაშავე პროკურორების საქმეს იუსტიციას ართმევდნენ და პროკურატურას მიჰქონდა, მაშინ ვიძახდი: ხმა ამოიღეთ, დავიღუპეთ, საპროკურორო სახელმწიფო იქმნება-მეთქი. ერთ ყურში შეუშვეს და მეორე ყურში გაუშვეს. ერთადერთი "ალია" მომეხმარა და, როცა მოწმის დაკითხვა უნდა მომხდარიყო პოლიციაში, ეს დავბლოკეთ, მაგრამ ახლა რა კანონებს მიიღებენ კიდევ, არ ვიცი.

- რაც ამ ბოლო დროს ცვლილებები განხორციელდა პროკურატურაში, როგორ შეაფასებდით ამას?

- ვალდებულები არიან, მთავარი პროკურორის ცვლილებების შემთხვევაში, მოადგილეებიც გაათავისუფლონ. მაგრამ ლაშას დააბრუნებენ: ან ახლიდან დანიშნავენ, ან სხვა უკეთეს ადგილას გადაიყვანენ. ნაცვლიშვილი საკმაოდ სკანდალური პირია სამოქალაქო საზოგადოებისთვის და, როგორც ასეთი, მოისროლონ, არა მგონია. ეს საცოდავი კბილაშვილი იყო ერთი წესიერი, ბუნჩულა კაცი და ასევე საცოდავადაც წავიდა. ახლა მაგას შეაწმენდენ ხელს და მაგას დააბრალებენ ყველაფერს, აგერ ნახავთ.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა