სამართალი
პოლიტიკა

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული
ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული

რე­ჟი­სორ გიო მგე­ლა­ძეს ბევ­რი რამ აქვს გა­სახ­სე­ნე­ბე­ლი და მო­სა­ყო­ლი. სულ მოგ­ზა­უ­რობს და უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი ჰყავს. სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვო­ბის ძმა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ახლა სხვა რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რობს. თა­ვი­სუ­ფალ და ლაღ თა­ო­ბას მო­უ­ლოდ­ნე­ლად ცე­ცხლი ყვე­ლა მხრი­დან გა­უხ­სნეს. თბი­ლის­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ლე­წა და აი­ლე­წა. უამ­რა­ვი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...…

რა­ტომ გახ­და პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას და­საფ­ლა­ვე­ბა და­ვის სა­გა­ნი

- ფო­ტო­ზე მა­მა­ჩე­მის მა­მაა, ვის სა­ხელ­სა და გვარ­საც ვა­ტა­რებ, სწავ­ლობ­და და ცხოვ­რობ­და ბელ­გი­ა­ში, ან­ტვერ­პენ­ში. ამ ქა­ლაქ­ში მო­იყ­ვა­ნა გერ­მა­ნე­ლი ცოლი. დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე­სა და შვილ­თან - ვა­ლო­დი­ას­თან ერ­თად. სამ­წუ­ხა­როდ, ცოლი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით გარ­და­ეც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ცო­ლად ითხო­ვა მა­მა­ჩე­მის დედა. მერე დახ­ვრი­ტეს ბა­ბუა. ბა­ბუა რომ წა­იყ­ვა­ნეს და­სახ­ვრე­ტად, ერ­თმა კარ­გმა "ენ­კა­ვე­დეშ­ნიკ­მა" ბე­ბი­ა­ჩე­მი მი­ნი­მუმ გა­და­სახ­ლე­ბას გა­და­არ­ჩი­ნა. მის წა­საყ­ვა­ნად რომ მო­ვიდ­ნენ, სა­ბუთ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბე­ბია უნდა გა­და­ე­სახ­ლე­ბი­ნათ, ერთი ასო შეც­დო­მით ეწე­რა, "ენ­კა­ვე­დეშ­ნიკ­მა" თქვა, იქ­ნებ, ეს ის ოჯა­ხი არაა, რო­მე­ლიც უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. ალ­ბათ, შე­ე­ცო­და სამი შვი­ლის დედა. წა­ვიდ­ნენ და მას შემ­დეგ ხალ­ხის მტრე­ბის შვი­ლებს შე­ეშ­ვნენ, აღარ ასახ­ლებ­დნენ... დე­და­ჩე­მი პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას შთა­მო­მა­ვა­ლია. ჩვენ ახლა მის და­ტო­ვე­ბულ სახ­ლში ვცხოვ­რობთ. პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას, გუ­გუ­ლი მგე­ლა­ძეს და მე გვაქვს ერთი ბინა. ბა­ბუ­ას არ­ქი­ვის 80% სა­ხელ­მწი­ფოს, კერ­ძოდ, ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს ვა­ჩუ­ქეთ. ის გან­ძი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა ახლა ზუს­ტად გა­ვარ­კვიე, რომ ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბი­თაც კი ის, რაც ჩვენ­მა ოჯახ­მა სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­ა­ბა­რა, თხუთ­მე­ტი მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის გახ­ლავთ. მომ­დევ­ნო ფოტო პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა­სა და ჩემს დას­თან, ქე­თი­ნოს­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რო­დის გა­და­ე­ცით სა­ხელ­მწი­ფოს პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას არ­ქი­ვი?

- ეს მოხ­და პავ­ლე ინ­გო­როყ­ვას ცხოვ­რე­ბა­ში­ვე. 1983 წელს ბა­ბუა 90 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მწერ­ლე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში უნდა დაკ­რძა­ლუ­ლი­ყო, აკა­კი ბაქ­რა­ძე, რეზო თვა­რა­ძე, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ მთაწ­მინ­და­ზე უნდა დაგ­ვეკ­რძა­ლა. მე მერ­ვე კლას­ში ვსწავ­ლობ­დი ამ დროს და ჩემს სი­ტყვას გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და ოჯახ­ში და არა მარ­ტო ოჯახ­ში. ამ სა­კი­თხში მა­შინ ჩა­ვე­რიე, როცა კო­მუ­ნის­ტებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ დი­დუ­ბე­ში და­ეკ­რძა­ლათ და მე­ო­რე მხა­რე ფიქ­რობ­და, პრო­ცე­სია რომ და­იძ­ვრე­ბო­და, მთაწ­მინ­დის გზას დას­დგო­მოდ­ნენ და იქ და­ე­საფ­ლა­ვე­ბი­ნათ. მა­შინ ვთქვი, სა­თა­მა­შო ხომ არაა, ცხე­და­რია-მეთ­ქი. დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა თა­მარ მე­ფემ ჯვა­რი და დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში თუ და­იკ­რძა­ლე­ბო­და ბა­ბუა, ამით რა და­შავ­დე­ბო­და. მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნამ­დე პავ­ლე ინ­გო­როყ­ვა ხე­ლით მი­ვას­ვე­ნეთ. დი­დუ­ბის პან­თე­ო­ნის კა­რიბ­ჭი­დან მა­მა­კა­ცე­ბის მა­გივ­რად კუბო საფ­ლა­ვამ­დე ქალ­ბა­ტო­ნებ­მა მი­ას­ვე­ნეს. ასე­თი რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ ორ­ჯერ მოხ­და. პირ­ვე­ლად ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვილს მი­ა­გეს ასე­თი პა­ტი­ვი.

გე­ნე­ტი­კა და ოჯა­ხი არ მაძ­ლევ­და იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ უწიგ­ნუ­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. წიგნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბავ­შვო­ბა­ში შე­მიყ­ვარ­და და მივ­ხვდი, რომ წიგ­ნი ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­გო­ბა­რია. ამ მე­გობ­რო­ბას ხელი დე­და­მაც შე­უ­წყო. დედა ფი­ლო­ლო­გი გახ­ლდათ. დე­და­სა და მა­მას სუ­რა­თი სო­ხუმ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- რო­გორც ვიცი, ორი დედ­მა­მიშ­ვი­ლი გყავთ.

- ორი და მყავს, ქე­თი­ნო და თა­მა­რი. ქე­თი­ნო ჩემ­ზე ათი წლით უფ­რო­სია, ჰყავს შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი. ინ­გლი­სუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტია და წერს ლექ­სებს. მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დის­შვი­ლი, რო­მე­ლიც ორ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე თა­მუ­ნაა.

თა­მუ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ერთი თვი­საც არ იყო, სა­წო­ლი­დან რომ გად­მო­ვარ­და, რა­მაც ტვი­ნის ტრავ­მა გა­მო­იწ­ვია. თა­მუ­ნა ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც ვიც­ნობ. ის ბავ­შვად დარ­ჩა. სი­კე­თის გან­სა­ხი­ე­რე­ბაა და მებ­რძო­ლია. სულ და­ჩაგ­რუ­ლებს იცავს. ხა­ტავს. სას­წა­უ­ლი რამ მოხ­და. მე­უღ­ლე თხუთ­მე­ტი წლის წინ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­მე­ღუ­პა. მა­ნამ­დე თა­მუ­ნა, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი, ისე ხა­ტავ­და, მაგ­რამ ამ ტრა­გე­დი­ის მერე სულ სხვა­ნა­ი­რად და­ი­წყო ხატ­ვა. ამ მხრივ ჩვენ ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ. სა­ო­ცარ რა­ღა­ცებს ხა­ტავს. რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მო­დუ­რად მი­იჩ­ნე­ვა, ის მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს თა­მუ­ნას აღე­ბუ­ლი. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე მისი ნა­მუ­შევ­რე­ბია. მინ­და, თქვენ­მა მკი­თხველ­მა ნა­ხოს მისი ნა­ხა­ტე­ბი.

შემ­დეგ ფო­ტო­ზე კი ჩემი ძმა ვა­ლო­დია და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი არი­ან. მა­მა­ჩე­მის კი­დევ ერთი შვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. ვა­ლო­დია ფი­ლო­სო­ფო­სია და მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი აქვს იო­გა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი. ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მამა ერთი პე­რი­ო­დი მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და. იმ ქა­ლე­ბი­დან, ვის­თა­ნაც ერ­თო­ბო­და, ერთ-ერ­თმა უთხრა, ფეხ­მძი­მედ ვარო, მაგ­რამ არ და­ი­ჯე­რა და თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჩვენ­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვა­ლო­დია მო­ვი­და და მა­მას უთხრა, რომ მისი შვი­ლი იყო. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლას ძა­ლი­ან შეგ­ვიყ­ვარ­და.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული

ვინ არის გიო მგელაძის ცხოვრების მთავარი სიყვარული

რეჟისორ გიო მგელაძეს ბევრი რამ აქვს გასახსენებელი და მოსაყოლი. სულ მოგზაურობს და უამრავი მეგობარი ჰყავს. სამწუხაროდ, ბავშვობის ძმაკაცების უმრავლესობა ახლა სხვა რეალობაში ცხოვრობს. თავისუფალ და ლაღ თაობას მოულოდნელად ცეცხლი ყველა მხრიდან გაუხსნეს. თბილისში ყველაფერი დაილეწა და აილეწა. უამრავი ნიჭიერი ადამიანი დაიღუპა...… 

რატომ გახდა პავლე ინგოროყვას დასაფლავება დავის საგანი

- ფოტოზე მამაჩემის მამაა, ვის სახელსა და გვარსაც ვატარებ, სწავლობდა და ცხოვრობდა ბელგიაში, ანტვერპენში. ამ ქალაქში მოიყვანა გერმანელი ცოლი. დაბრუნდა საქართველოში მეუღლესა და შვილთან - ვალოდიასთან ერთად. სამწუხაროდ, ცოლი ტუბერკულოზით გარდაეცვალა. მოგვიანებით ცოლად ითხოვა მამაჩემის დედა. მერე დახვრიტეს ბაბუა. ბაბუა რომ წაიყვანეს დასახვრეტად, ერთმა კარგმა ''ენკავედეშნიკმა'' ბებიაჩემი მინიმუმ გადასახლებას გადაარჩინა. მის წასაყვანად რომ მოვიდნენ, საბუთში, რომლის მიხედვითაც ბებია უნდა გადაესახლებინათ, ერთი ასო შეცდომით ეწერა, ''ენკავედეშნიკმა'' თქვა, იქნებ, ეს ის ოჯახი არაა, რომელიც უნდა წავიყვანოთო. ალბათ, შეეცოდა სამი შვილის დედა. წავიდნენ და მას შემდეგ ხალხის მტრების შვილებს შეეშვნენ, აღარ ასახლებდნენ... დედაჩემი პავლე ინგოროყვას შთამომავალია. ჩვენ ახლა მის დატოვებულ სახლში ვცხოვრობთ. პავლე ინგოროყვას, გუგული მგელაძეს და მე გვაქვს ერთი ბინა. ბაბუას არქივის 80% სახელმწიფოს, კერძოდ, ლიტერატურის ინსტიტუტს ვაჩუქეთ. ის განძი შეუფასებელია. თუმცა ახლა ზუსტად გავარკვიე, რომ ყველაზე დაბალი შეფასებითაც კი ის, რაც ჩვენმა ოჯახმა სახელმწიფოს ჩააბარა, თხუთმეტი მილიონი ლარის ღირებულების გახლავთ. მომდევნო ფოტო პავლე ინგოროყვასა და ჩემს დასთან, ქეთინოსთან ერთად მაქვს გადაღებული.

- როდის გადაეცით სახელმწიფოს პავლე ინგოროყვას არქივი?

- ეს მოხდა პავლე ინგოროყვას ცხოვრებაშივე. 1983 წელს ბაბუა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერლები ამბობდნენ, რომ დიდუბის პანთეონში უნდა დაკრძალულიყო, აკაკი ბაქრაძე, რეზო თვარაძე, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა მიიჩნევდნენ, რომ მთაწმინდაზე უნდა დაგვეკრძალა. მე მერვე კლასში ვსწავლობდი ამ დროს და ჩემს სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახში და არა მარტო ოჯახში. ამ საკითხში მაშინ ჩავერიე, როცა კომუნისტებმა გადაწყვიტეს, რომ დიდუბეში დაეკრძალათ და მეორე მხარე ფიქრობდა, პროცესია რომ დაიძვრებოდა, მთაწმინდის გზას დასდგომოდნენ და იქ დაესაფლავებინათ. მაშინ ვთქვი, სათამაშო ხომ არაა, ცხედარია-მეთქი. დიდუბის ეკლესიაში დაიწერა თამარ მეფემ ჯვარი და დიდუბის პანთეონში თუ დაიკრძალებოდა ბაბუა, ამით რა დაშავდებოდა. მწერალთა კავშირიდან დიდუბის პანთეონამდე პავლე ინგოროყვა ხელით მივასვენეთ. დიდუბის პანთეონის კარიბჭიდან მამაკაცების მაგივრად კუბო საფლავამდე ქალბატონებმა მიასვენეს. ასეთი რამ საქართველოში მხოლოდ ორჯერ მოხდა. პირველად ნიკოლოზ ბარათაშვილს მიაგეს ასეთი პატივი.

გენეტიკა და ოჯახი არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ უწიგნური ვყოფილიყავი. წიგნთან ურთიერთობა ბავშვობაში შემიყვარდა და მივხვდი, რომ წიგნი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგობარია. ამ მეგობრობას ხელი დედამაც შეუწყო. დედა ფილოლოგი გახლდათ. დედასა და მამას სურათი სოხუმში გასული საუკუნის 50-იან წლებში აქვთ გადაღებული.

- როგორც ვიცი, ორი დედმამიშვილი გყავთ.

- ორი და მყავს, ქეთინო და თამარი. ქეთინო ჩემზე ათი წლით უფროსია, ჰყავს შვილი და შვილიშვილი. ინგლისურის სპეციალისტია და წერს ლექსებს. მყავს არაჩვეულებრივი დისშვილი, რომელიც ორ სამსახურში მუშაობს. მომდევნო ფოტოზე თამუნაა.

თამუნასთან დაკავშირებით ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ერთი თვისაც არ იყო, საწოლიდან რომ გადმოვარდა, რამაც ტვინის ტრავმა გამოიწვია. თამუნა ყველაზე საოცარი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ის ბავშვად დარჩა. სიკეთის განსახიერებაა და მებრძოლია. სულ დაჩაგრულებს იცავს. ხატავს. სასწაული რამ მოხდა. მეუღლე თხუთმეტი წლის წინ ავტოკატასტროფაში დამეღუპა. მანამდე თამუნა, როგორც ყველა ბავშვი, ისე ხატავდა, მაგრამ ამ ტრაგედიის მერე სულ სხვანაირად დაიწყო ხატვა. ამ მხრივ ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. საოცარ რაღაცებს ხატავს. რაც თანამედროვე ხელოვნებაში ყველაზე მოდურად მიიჩნევა, ის მიმართულება აქვს თამუნას აღებული. მომდევნო ფოტოზე მისი ნამუშევრებია. მინდა, თქვენმა მკითხველმა ნახოს მისი ნახატები.

შემდეგ ფოტოზე კი ჩემი ძმა ვალოდია და მისი ქალიშვილი არიან. მამაჩემის კიდევ ერთი შვილის არსებობის შესახებ არავინ არაფერი ვიცოდით. ვალოდია ფილოსოფოსია და მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე წიგნი აქვს იოგაზე გამოცემული. ახალგაზრდობაში მამა ერთი პერიოდი მოსკოვში ცხოვრობდა. იმ ქალებიდან, ვისთანაც ერთობოდა, ერთ-ერთმა უთხრა, ფეხმძიმედ ვარო, მაგრამ არ დაიჯერა და თბილისში წამოვიდა.

რამდენიმე წლის წინ ჩვენთან მოულოდნელად ვალოდია მოვიდა და მამას უთხრა, რომ მისი შვილი იყო. არაჩვეულებრივი ადამიანია, ყველას ძალიან შეგვიყვარდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება