მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ
უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ

დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა? - პა­ტა­რა­ო­ბი­სას გვე­კი­თხე­ბა ვი­ღაც უცხო დე­ი­და და მა­შინ, როცა სა­ერ­თოდ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რა­ტომ უნდა გიყ­ვარ­დეს ერთი მე­ო­რე­ზე მე­ტად, რისი გა­გე­ბა უნდა ამ ქალს, ან ჩვენ რა უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ, ვი­წყებთ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას იმ გზა­ზე, სა­დაც უამ­რა­ვი "დე­ი­და" მო­წი­ფუ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რავ უტაქ­ტო კი­თხვას დაგ­ვის­ვამს.

კი­თხვა, რო­მელ­საც "დე­ი­დე­ბი" ჩვე­ნი სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად სვა­მენ, ასე­თია : შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავს? არა­და, ამას ისე­თი "შო­რე­უ­ლი ახ­ლო­ბე­ლი" გე­კი­თხე­ბა, თა­ნაც ისე­თი სა­ზი­ზღა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, გუ­ლის გა­დაშ­ლის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ გა­გიჩ­ნდე­ბა.

გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე შემ­თხვე­ვაა 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კი­თხვა - "არ თხოვ­დე­ბი/ცოლი არ მოგ­ყავს?" აი, 30 წელს ზე­ვით და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი კი გა­მუდ­მე­ბულ ზე­წო­ლა­სა და სტრესს გა­ნიც­დი­ან, რად­გან დიდი ხნის უნა­ხავ ადა­მი­ან­თან ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა ამ შე­კი­თხვით იწყე­ბა.

უტაქ­ტო და ამავდრო­უ­ლად, დამ­თრგუნ­ველ გა­რე­მო­ე­ბებ­ში, ბა­და­ლი არ ჰყავს კი­თხვას - "ჰა, რას შვრე­ბი ახლა, ბავ­შვს არ აჩენ?". ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სტრე­სუ­ლია, თუ წყვილს უშ­ვი­ლო­ბის პრობ­ლე­მა აწუ­ხებს. ის, ვინც ვი­თომ, ამ კი­თხვის ტაქ­ტი­ა­ნად დას­მას ცდი­ლობს, კი­თხვას ასეთ ფორ­მუ­ლი­რე­ბას აძ­ლევს - "რამე ახა­ლი ხომ არ არის შენ­სკენ?" - და ამ დროს აუ­ცი­ლებ­ლად, მუ­ცელ­ზე გი­ყუ­რებს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ნა­წი­ლი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რამ­ხე­ლა ტკი­ვი­ლი ად­გე­ბა ცოლ-ქმარს, რო­დე­საც გა­მუდ­მე­ბით უკირ­კი­ტე­ბენ იმას, რა­ზეც წყვი­ლი სულ ნერ­ვი­უ­ლობს.

მაგ­რამ საქ­მე ის არის, რომ "დე­ი­დის" ინ­ტე­რესს ვერც და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი აო­კებს. მათი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა უსას­რუ­ლოა და სამ­შო­ბი­ა­როს კი­ბე­ებ­თან უკვე ის­მის კი­თხვა - "მე­ო­რეს რო­დის აჩენ", ორი შვი­ლის დე­დას ეკი­თხე­ბი­ან, "მე­სა­მე წრე­ზე რო­დის მი­დი­ხარ"? სამი შვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­თხეს კი­თხუ­ლო­ბენ და ასე, უსას­რუ­ლოდ. ხო, ისიც და­მა­ვი­წყდა, მომ­დევ­ნო ორ­სუ­ლო­ბის გა­გე­ბი­სას ასეთ კი­თხვა­საც სვა­მენ - "უი, გინ­დო­და?" ან "უი, აჩენ?" ორ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კი­თხვე­ბი, მგო­ნი ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში მა­ინც ყვე­ლა­ზე უტაქ­ტოა.

"დე­ი­დე­ბის" ცხო­ველ ინ­ტე­რესს იწ­ვევს თემა - "რძალ-დე­დამ­თი­ლი­ა­ნი". კი­თხვა­ზე "რო­გო­რი დე­დამ­თი­ლი გყავს?" - პა­სუ­ხი თუ იქ­ნე­ბა, "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, კარ­გი", "დე­ი­და" გა­ი­ღი­მებს და გული და­წყდე­ბა, რომ შენ­გან სხვა მეტი ვე­რა­ფე­რი გა­ი­გო, მაგ­რამ თუ დე­დამ­თილ­ზე ჭო­რა­ო­ბას მოყ­ვე­ბი, სა­კუ­თა­რი თუ მე­ზობ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ერთ-ორ რჩე­ვა­საც არ და­ი­შუ­რებს.

მე­ზობ­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ და ისიც აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს არც ჩვე­ნი სახ­ლში გვი­ან დაბ­რუ­ნე­ბა გა­მო­ე­პა­რე­ბა. ერთ-ორი დღე შე­იძ­ლე­ბა მო­ით­მი­ნოს (ამა­სო­ბა­ში, ვი­თა­რე­ბა­საც კარ­გად დაზ­ვე­რავს) და ბო­ლოს იკი­თხავს, "შენ რა­ღაც ამ ბოლო დროს სახ­ლში გვი­ან ბრუნ­დე­ბი, რა­შია საქ­მე?".

დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს შე­მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა. რა­ტომ უნდა უპა­სუ­ხო შე­კი­თხვა­ზე "რამ­დე­ნი გაქვს ხელ­ფა­სი?" - არ მეს­მის. სამ­სა­ხურ­ზე სა­უბ­რის კონ­ტექ­სტში, ამ კი­თხვის ამობ­რუ­ნე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია "კმა­ყო­ფი­ლი ხარ?" რა­ზეც და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო კი­თხვა მა­ინც ხელ­ფა­სის ოდე­ნო­ბას ეხე­ბა.

მოკ­ლედ, უტაქ­ტო კი­თხვე­ბი და ზედ­მე­ტად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე დე­ი­დე­ბი იმ­დე­ნია, ყვე­ლა შემ­თხვე­ვას ვერც გან­ვი­ხი­ლავთ. ალ­ბათ, ჯო­ბია ჩვე­ნი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ და საყ­ვა­რელ, სუფ­თა, მო­თხუპ­ნულ, კუ­ლუ­ლე­ბი­ან, ხო­ტო­რა პა­ტა­რას არას­დროს და­ვუს­ვათ კი­თხვა - "დედა უფრო გიყ­ვარს თუ მამა?".

ანა მარ­შა­ნია, ამ­ბე­ბი.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები

უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ

უტაქტო და უხერხული კითხვები, რომლებსაც ქართველები ხშირად სვამენ

დედა უფრო გიყვარს თუ მამა? - პატარაობისას გვეკითხება ვიღაც უცხო დეიდა და მაშინ, როცა საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ, რა არის სიყვარული, რატომ უნდა გიყვარდეს ერთი მეორეზე მეტად, რისი გაგება უნდა ამ ქალს, ან ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ, ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას იმ გზაზე, სადაც უამრავი "დეიდა" მოწიფულობის შესაბამისად, უამრავ უტაქტო კითხვას დაგვისვამს.

კითხვა, რომელსაც "დეიდები" ჩვენი სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაზე ხშირად სვამენ, ასეთია : შეყვარებული გყავს? არადა, ამას ისეთი "შორეული ახლობელი" გეკითხება, თანაც ისეთი საზიზღარი ცნობისმოყვარეობით, გულის გადაშლის სურვილი საერთოდ არ გაგიჩნდება.

გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევაა 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდების შემთხვევაში, კითხვა - "არ თხოვდები/ცოლი არ მოგყავს?" აი, 30 წელს ზევით დაუქორწინებელი ქალები და მამაკაცები კი გამუდმებულ ზეწოლასა და სტრესს განიცდიან, რადგან დიდი ხნის უნახავ ადამიანთან ნებისმიერი შეხვედრა ამ შეკითხვით იწყება.

უტაქტო და ამავდროულად, დამთრგუნველ გარემოებებში, ბადალი არ ჰყავს კითხვას - "ჰა, რას შვრები ახლა, ბავშვს არ აჩენ?". ეს განსაკუთრებით სტრესულია, თუ წყვილს უშვილობის პრობლემა აწუხებს. ის, ვინც ვითომ, ამ კითხვის ტაქტიანად დასმას ცდილობს, კითხვას ასეთ ფორმულირებას აძლევს - "რამე ახალი ხომ არ არის შენსკენ?" - და ამ დროს აუცილებლად, მუცელზე გიყურებს. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რამხელა ტკივილი ადგება ცოლ-ქმარს, როდესაც გამუდმებით უკირკიტებენ იმას, რაზეც წყვილი სულ ნერვიულობს.

მაგრამ საქმე ის არის, რომ "დეიდის" ინტერესს ვერც დაბადებული ბავშვი აოკებს. მათი ცნობისმოყვარეობა უსასრულოა და სამშობიაროს კიბეებთან უკვე ისმის კითხვა - "მეორეს როდის აჩენ", ორი შვილის დედას ეკითხებიან, "მესამე წრეზე როდის მიდიხარ"? სამი შვილის შემთხვევაში, მეოთხეს კითხულობენ და ასე, უსასრულოდ. ხო, ისიც დამავიწყდა, მომდევნო ორსულობის გაგებისას ასეთ კითხვასაც სვამენ - "უი, გინდოდა?" ან "უი, აჩენ?" ორსულობასთან დაკავშირებით დასმული მრავალფეროვანი კითხვები, მგონი ჩვენს რეალობაში მაინც ყველაზე უტაქტოა.

"დეიდების" ცხოველ ინტერესს იწვევს თემა - "რძალ-დედამთილიანი". კითხვაზე "როგორი დედამთილი გყავს?" - პასუხი თუ იქნება, "ჩვეულებრივი, კარგი", "დეიდა" გაიღიმებს და გული დაწყდება, რომ შენგან სხვა მეტი ვერაფერი გაიგო, მაგრამ თუ დედამთილზე ჭორაობას მოყვები, საკუთარი თუ მეზობლების გამოცდილებიდან ერთ-ორ რჩევასაც არ დაიშურებს.

მეზობლები ვახსენეთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე მათგანს არც ჩვენი სახლში გვიან დაბრუნება გამოეპარება. ერთ-ორი დღე შეიძლება მოითმინოს (ამასობაში, ვითარებასაც კარგად დაზვერავს) და ბოლოს იკითხავს, "შენ რაღაც ამ ბოლო დროს სახლში გვიან ბრუნდები, რაშია საქმე?".

დიდ ინტერესს იწვევს შემოსავლის რაოდენობა. რატომ უნდა უპასუხო შეკითხვაზე "რამდენი გაქვს ხელფასი?" - არ მესმის. სამსახურზე საუბრის კონტექსტში, ამ კითხვის ამობრუნებული ვარიანტია "კმაყოფილი ხარ?" რაზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომდევნო კითხვა მაინც ხელფასის ოდენობას ეხება.

მოკლედ, უტაქტო კითხვები და ზედმეტად ცნობისმოყვარე დეიდები იმდენია, ყველა შემთხვევას ვერც განვიხილავთ. ალბათ, ჯობია ჩვენი თავიდან დავიწყოთ და საყვარელ, სუფთა, მოთხუპნულ, კულულებიან, ხოტორა პატარას არასდროს დავუსვათ კითხვა - "დედა უფრო გიყვარს თუ მამა?".

ანა მარშანია, ამბები.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია