სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა
''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა

უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, რაც პრო­ექტ "ის­წავ­ლე და ას­წავ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად" ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი უცხო­ე­ლი ჩა­მო­დის. ინ­გლი­სუ­რი ენის მას­წავ­ლებ­ლე­ბი თბი­ლი­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის სკო­ლებ­ში ბავ­შვებს ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლი­ან. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის წყა­ლო­ბით მოხ­ვდა 27 წლის ლო­რენ შუ­ბერ­ტი ამე­რი­კი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში და თან პირ­და­პირ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­თე­მო­ში. პრო­ექტ "ნი­ჭი­ერ­ში" კი მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით აღ­მოჩ­ნდა. ლო­რე­ნის სიმ­ღე­რამ და ცეკ­ვამ ჟი­უ­რი და დარ­ბა­ზი გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა და რაც მთა­ვა­რია, მსა­ხი­ობ მას­წავ­ლე­ბელს პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა.

- წარ­მო­შო­ბით ამე­რი­კი­დან ვარ, კან­ზა­სი­დან. კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ბავ­შვო­ბის წლე­ბი, დიდ დროს ვა­ტა­რებ­დი მე­გობ­რებ­თან, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას. 16 წლის ასაკ­ში მარ­თვის მოწ­მო­ბა ავი­ღე. მშობ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ, რომ სპორ­ტით დავ­კა­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი, ამე­რი­კა­ში ამას ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, მაგ­რამ არ მო­ვინ­დო­მე. შემ­დეგ, დე­დის თხოვ­ნით, თე­ატ­რა­ლურ წრე­ზე შე­ვე­დი. შემ­დეგ თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ერთ-ერთი სამ­სა­ხი­ო­ბო სკო­ლა დრა­მის მას­წავ­ლე­ბელს ეძებ­და და მე ამიყ­ვა­ნეს. მა­შინ მივ­ხვდი, რომ მას­წავ­ლებ­ლო­ბა ჩემი მო­წო­დე­ბა იყო.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ მოხ­ვდით?

- ძა­ლი­ან მომ­წონ­და სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი და თან მოგ­ზა­უ­რო­ბაც მინ­დო­და. კო­რე­ა­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლებ­ლად. ამის გამო სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ბოლო წუთ­ში უარი მი­თხრეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ აღარ ჰქონ­დათ ად­გი­ლი. ამის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­ში ვე­ძებ­დი მსგავს პრო­ექ­ტებს და ასე აღ­მო­ვა­ჩი­ნე ქარ­თუ­ლი ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ცოტა ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძიე და ორ კვი­რა­ში უკვე თქვენს ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი. ოჯა­ხი ძა­ლი­ან კარ­გად შეხ­ვდა ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. შარ­შან სტუმ­რად იყ­ვნენ დედა და ბე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და სი­ა­მოვ­ნე­ბით დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

- ლო­რენ, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობთ?

- ორი წელი გახ­დე­ბა. პირ­ვე­ლი წელი გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­თე­მო­ში ვცხოვ­რობ­დი. ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ჩემი მას­პინ­ძე­ლი ოჯა­ხი. ერ­თმა­ნე­თის ენა არ ვი­ცო­დით და ძი­რი­თა­დად ჟეს­ტე­ბით ვსა­უბ­რობ­დით. მა­შინ ვის­წავ­ლე ცოტა ქარ­თუ­ლი. თა­ვი­დან გა­მი­ჭირ­და, წლე­ბი ქა­ლაქ­ში ვცხოვ­რობ­დი და სო­ფელ­ში ცოტა მო­ვი­წყი­ნე. ვცდი­ლობ­დი, სა­კუ­თა­რი თავი გა­მე­ხა­ლი­სე­ბი­ნა. ბავ­შვებ­თან ერ­თად ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი და პა­ტა­რა თე­ატ­რა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებს ვდგამ­დი.

- უკან დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა დედა ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბო­და, ამ დროს ჩემს მას­პინ­ძელ ქალ­ბა­ტონს ვე­ხუ­ტე­ბო­დი. გარ­შე­მო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რე­მო მქონ­და, სა­ნამ სახ­ლამ­დე მი­ვი­დო­დი, ყვე­ლა მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ძა­ლი­ან მომ­წონს, ხინ­კა­ლი და ხა­ჭა­პუ­რი - გან­სა­კუთ­რე­ბით. სხვა­თა შო­რის, მომ­ზა­დე­ბა თა­ვა­დაც ვის­წავ­ლე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჭამა, ბევ­რს ვჭამ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი უფრო მეტს მა­ძა­ლე­ბენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება

''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა

''ნიჭიერი'' ლორენი კენიელი ბოიფრენდის გარეშე დარჩა

უკვე რამდენიმე წელია, რაც პროექტ ''ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად'' ფარგლებში საქართველოში უამრავი უცხოელი ჩამოდის. ინგლისური ენის მასწავლებლები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში ბავშვებს ინგლისურ ენას ასწავლიან. სწორედ ამ პროექტის წყალობით მოხვდა 27 წლის ლორენ შუბერტი ამერიკიდან საქართველოში და თან პირდაპირ გორის რაიონის სოფელ სათემოში. პროექტ ''ნიჭიერში'' კი მეგობრების წყალობით აღმოჩნდა. ლორენის სიმღერამ და ცეკვამ ჟიური და დარბაზი განსაკუთრებულ ხასიათზე დააყენა და რაც მთავარია, მსახიობ მასწავლებელს პოპულარობა მოუტანა.

- წარმოშობით ამერიკიდან ვარ, კანზასიდან. კარგად მახსენდება ბავშვობის წლები, დიდ დროს ვატარებდი მეგობრებთან, ვუსმენდი მუსიკას. 16 წლის ასაკში მართვის მოწმობა ავიღე. მშობლები ცდილობდნენ, რომ სპორტით დავკავებულიყავი, ამერიკაში ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ არ მოვინდომე. შემდეგ, დედის თხოვნით, თეატრალურ წრეზე შევედი. შემდეგ თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ერთ-ერთი სამსახიობო სკოლა დრამის მასწავლებელს ეძებდა და მე ამიყვანეს. მაშინ მივხვდი, რომ მასწავლებლობა ჩემი მოწოდება იყო.

- საქართველოში როგორ მოხვდით?

- ძალიან მომწონდა სწავლების პროცესი და თან მოგზაურობაც მინდოდა. კორეაში უნდა წავსულიყავი ინგლისურის მასწავლებლად. ამის გამო სამსახურიდან წამოვედი, მაგრამ ბოლო წუთში უარი მითხრეს, აღმოჩნდა, რომ აღარ ჰქონდათ ადგილი. ამის შემდეგ ინტერნეტში ვეძებდი მსგავს პროექტებს და ასე აღმოვაჩინე ქართული ანალოგიური პროექტი. საქართველოს შესახებ არაფერი ვიცოდი. ცოტა ინფორმაცია მოვიძიე და ორ კვირაში უკვე თქვენს ქვეყანაში ვიყავი. ოჯახი ძალიან კარგად შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას. შარშან სტუმრად იყვნენ დედა და ბებია საქართველოში. ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით დაბრუნდებიან.

- ლორენ, რამდენი ხანია, რაც საქართველოში ცხოვრობთ?

- ორი წელი გახდება. პირველი წელი გორის რაიონის სოფელ სათემოში ვცხოვრობდი. ძალიან შემიყვარდა ჩემი მასპინძელი ოჯახი. ერთმანეთის ენა არ ვიცოდით და ძირითადად ჟესტებით ვსაუბრობდით. მაშინ ვისწავლე ცოტა ქართული. თავიდან გამიჭირდა, წლები ქალაქში ვცხოვრობდი და სოფელში ცოტა მოვიწყინე. ვცდილობდი, საკუთარი თავი გამეხალისებინა. ბავშვებთან ერთად ფეხბურთს ვთამაშობდი და პატარა თეატრალურ წარმოდგენებს ვდგამდი.

- უკან დაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

- იყო მომენტები, როცა დედა ძალიან მენატრებოდა, ამ დროს ჩემს მასპინძელ ქალბატონს ვეხუტებოდი. გარშემო არაჩვეულებრივი გარემო მქონდა, სანამ სახლამდე მივიდოდი, ყველა მეპატიჟებოდა. ქართული კერძები ძალიან მომწონს, ხინკალი და ხაჭაპური - განსაკუთრებით. სხვათა შორის, მომზადება თავადაც ვისწავლე. ძალიან მიყვარს ჭამა, ბევრს ვჭამ, მაგრამ ქართველები უფრო მეტს მაძალებენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია