სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს
ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს

გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის და შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ფშა­ველ­ში, დათ­ვებ­ზე მო­ნა­დი­რე­თა ჯგუ­ფი გა­მო­ავ­ლი­ნეს. მო­ნა­დი­რე­თა ჯგუფს, სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დათ­ვი ჰყავს მოკ­ლუ­ლი. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ამო­ღე­ბუ­ლია 50 კი­ლოგ­რა­მამ­დე დათ­ვის ხორ­ცი, ჯგუ­ფის 11 წევ­რი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ფაქტს აღი­ა­რებს.

დათ­ვებ­ზე ნა­დი­რო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით აღ­ძრულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს თე­ლა­ვის პო­ლი­ცია იძი­ებს. "ამ ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნი­ლია და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე პირი, რო­მელ­თაც ბრა­ლი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში წა­რედ­გი­ნე­ბათ. მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად", - აცხა­დე­ბენ შს სა­მი­ნის­ტრო­ში.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დათვზე უკა­ნო­ნოდ ნა­დი­რო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით ის­ჯე­ბა. ერთი დათ­ვის მოკ­ვლით გა­რე­მო­სათ­ვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი 50 ათა­სი ლა­რით არის გან­სა­ზღვრუ­ლი. ფშა­ვე­ლის ტყის გარ­და, დათ­ვებ­ზე უკა­ნო­ნოდ ნა­დი­რო­ბენ ყვარ­ლის რა­ი­ონ­შიც. რო­გორც კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­არ­კვია, ახალ­სოფ­ლის და მთის­ძი­რის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა წელს, უკვე 7 დათ­ვი მოკ­ლეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს

ფშაველში დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და შსს-ს თანამშრომლებმა, თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, დათვებზე მონადირეთა ჯგუფი გამოავლინეს. მონადირეთა ჯგუფს, სავარაუდოდ, რამდენიმე დათვი ჰყავს მოკლული. გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ამოღებულია 50 კილოგრამამდე დათვის ხორცი, ჯგუფის 11 წევრი სამართალდარღვევის ფაქტს აღიარებს.

დათვებზე ნადირობის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თელავის პოლიცია იძიებს. "ამ ეტაპზე გამოვლენილია დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირი, რომელთაც ბრალი უახლოეს დღეებში წარედგინებათ. მიმდინარეობს მუშაობა დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად", - აცხადებენ შს სამინისტროში.

საქართველოში დათვზე უკანონოდ ნადირობა სისხლის სამართლის წესით ისჯება. ერთი დათვის მოკვლით გარემოსათვის მიყენებული ზიანი 50 ათასი ლარით არის განსაზღვრული. ფშაველის ტყის გარდა, დათვებზე უკანონოდ ნადირობენ ყვარლის რაიონშიც. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ახალსოფლის და მთისძირის მაცხოვრებლებმა წელს, უკვე 7 დათვი მოკლეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა