მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია
რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია

პრე­ზი­დენ­ტის ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრთან შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გან­თავ­სდე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, უნი­ვერ­სი­ტე­ტი მო­მა­ვალ წელს გა­იხ­სნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში იმუ­შა­ვებს.

"მე არ ვარ მომ­ხრე, რომ პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცია იყოს ასე­თი დიდი მო­ცუ­ლო­ბის და ვფიქ­რობ, რომ თან­ხა, რო­მე­ლიც ავ­ლაბ­რის რე­ზი­დენ­ცი­ის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა, ისევ ხალ­ხს უნდა და­უბ­რუნ­დეს. პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე წა­მო­ვა­ყე­ნე წი­ნა­და­დე­ბა, რომ იქ გან­თავ­სდეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შემ­დეგ ვე­სა­უბ­რე მი­ნისტრს და ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით, რომ ეს უნდა იყოს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც მო­მა­ვა­ლი წლი­დან გა­იხ­სნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნიტ­რა­ცია გან­თავ­სდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ა­ში და ამის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს",- გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის გა­ნათ­ლე­ბას მო­უ­ტანს.

"მი­ხა­რია, რომ ფული, რო­მე­ლიც ბი­უ­ჯე­ტი­დან ასეთ ფე­შე­ნე­ბე­ლურ შე­ნო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა, მოხ­მარ­დე­ბათ ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს და მათ გა­ნათ­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია

რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში - გადაწყვეტილება მიღებულია

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში განათლების მინისტრთან შეთანხმების საფუძველზე, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი განთავსდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება. რაც შეეხება ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მარგველაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში იმუშავებს.

"მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს და ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინიტრაცია განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში და ამის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს",- განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე შეფასებით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უაღრესად საინტერესო პროექტია, რომელიც საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს.

"მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდებათ ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია