მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან
"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან

ზურა ბა­ლან­ჩი­ვა­ძე "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­სა და ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი ნი­ჭით წარ­სდგა. მან სტვე­ნით შე­ას­რუ­ლა ჯუ­ზე­პე ვერ­დის ოპე­რა "რი­გო­ლე­ტო", საკ­მა­ოდ რთუ­ლი ნო­ტე­ბი აიღო, ამით კი ხალ­ხის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა და ჟი­უ­რის წევ­რე­ბის 4 "კი" და­იმ­სა­ხუ­რა. თუ რო­გორ გა­ნი­ვი­თა­რა ზუ­რამ სტვე­ნის უნა­რი, რა იტა­ცებს ამის გარ­და და რო­გორ გა­და­წყვი­ტა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა, ამის შე­სა­ხებ ის "კვი­რის პა­ლიტ­რას" ესა­უბ­რა.

- "ნი­ჭი­ერ­ში" შენი გა­მოს­ვლა მუ­სი­კა­ლუ­რად საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი იყო. მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მაქვს. ბავ­შვო­ბა­ში სკო­ლის გუნდში ვმღე­რო­დი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ტა­რა­ზე და ვო­კა­ლის კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი. მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა ამ სფე­რო­ში არ მი­მი­ღია, ნო­ტე­ბიც კი არ ვიცი.

- რო­დის და რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­დი სტვე­ნით? შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნე, რომ ნიჭი გქონ­და და შემ­დეგ გა­ნა­ვი­თა­რე, თუ ყვე­ლა­ფე­რი შრო­მის შე­დე­გია?

- სტვე­ნა თა­ვი­დან არ გა­მომ­დი­ო­და. ვარ­ჯი­შის გა­რე­შე ეს არც არა­ვის გა­მო­უ­ვა. ათი წლის წინ ვცა­დე პირ­ვე­ლად, როცა ფრან­კო ძე­ფი­რე­ლის "კა­ლა­სი სა­მუ­და­მოდ" ვნა­ხე. იქი­დან გა­ვი­გე ოპე­რის შე­სა­ხებ, შე­ვიყ­ვა­რე მა­რია კა­ლა­სი, და­ვინ­ტე­რეს­დი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კით.

- სტვე­ნის უნარს ამ ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­გორ ივი­თა­რებ­დი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად დიდი წვა­ლე­ბით, აუ­დი­ო­კა­სე­ტებ­ზე გად­მოვ­წე­რე მა­რია კა­ლა­სის არი­ე­ბი და ვცდი­ლობ­დი, მათ­ზე სტვე­ნა, ასე ვთქვათ, "ამე­ყო­ლე­ბი­ნა". არ ვიცი, რა მა­ი­ძუ­ლებ­და, რომ ასე მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. ალ­ბათ ის, რომ გარ­და­ტე­ხის ასა­კი მქონ­და და სიმ­ღე­რა პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­მეძ­ლო. სხვე­ბი ამ დროს მძი­მე როკს უს­მე­ნენ, მე კი მძი­მე კლა­სი­კის­კენ წა­ვე­დი. სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხვდი, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად, მე­ო­რე სუნ­თქვა გა­მეხ­სნა და ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო.

- ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია მსგავ­სი შე­დე­გის მიღ­წე­ვა, თუ მო­ინ­დო­მებს?

- ყვე­ლა­ფე­რი ვარ­ჯი­შია, ამთ შო­რის, სტვე­ნაც. რა თქმა უნდა, ამა­საც ნიჭი და მუ­სი­კა­ლუ­რო­ბა უნდა.

- რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებს თუ აკე­თებ, მა­გა­ლი­თად, სუნ­თქვის?

- ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ვარ­ჯი­შე­ბი, არც ვიცი, თუ არ­სე­ბობს. მე ფაქ­ტობ­რი­ვად იმას ვა­კე­თებ, რა­საც სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი რე­პე­ტი­ცი­ის დროს, ოღონდ სტვე­ნით. სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ ვო­კა­ლი­ზე­ბას ვა­კე­თებ სტვე­ნით, რა­საც სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლე­ბი აკე­თე­ბენ, დი­აფ­რაგ­მას ვა­ვარ­ჯი­შებ სუნ­თქვით და ა.შ.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მოს­ვლა? ჟი­უ­რის ასეთ და­დე­ბით რე­აქ­ცი­ას თუ ელო­დი?

- "ნი­ჭი­ერ­ში" გა­მოს­ვლას ბევ­რი მე­გო­ბა­რი მთხოვ­და. "რუს­თა­ვი2"-იდა­ნაც იყო ადრე შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ თავს ვი­კა­ვებ­დი. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მე­ში­ნო­და. მშობ­ლე­ბის­გა­ნაც მქონ­და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ამ ნა­ბიჯს ნამ­დვი­ლად არ გა­დავ­დგამ­დი. უკვე 25 წლის ვარ და კომ­პა­ნია "ჯეპ­რა­ში" სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­კა­ვია. ამი­ტომ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი არა იმა­ზე, თუ რას ვი­ზამ­დი სცე­ნა­ზე, არა­მედ იმა­ზე, თუ რო­გორ მი­ი­ღებ­და ხალ­ხი ამას. ბო­ლოს ჩემს მე­გო­ბარს, "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავს", ლუკა ზა­ქა­რი­ა­ძეს ვთხო­ვე რჩე­ვა. მე­გო­ნა, გას­ვლას და­მიშ­ლი­და, თუმ­ცა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რამ მი­თხრა: აუ­ცი­ლებ­ლად გა­დიო. მეც და­ვუ­ჯე­რე და ქას­თინგზე წა­ვე­დი... სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჟი­უ­რის და­დე­ბით რე­აქ­ცი­ას ვე­ლო­დი, რად­გა­ნაც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხალ­ხია, თუმ­ცა მთლად ასეთ ეი­ფო­რი­ა­საც არა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან

"ნოტებიც კი არ ვიცი" - ინტერვიუ სტვენის ვირტუოზთან

ზურა ბალანჩივაძე "ნიჭიერის" ჟიურისა და ქართველი საზოგადოების წინაშე საკმაოდ უცნაური ნიჭით წარსდგა. მან სტვენით შეასრულა ჯუზეპე ვერდის ოპერა "რიგოლეტო", საკმაოდ რთული ნოტები აიღო, ამით კი ხალხის აღფრთოვანება და ჟიურის წევრების 4 "კი" დაიმსახურა. თუ როგორ განივითარა ზურამ სტვენის უნარი, რა იტაცებს ამის გარდა და როგორ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობის მიღება, ამის შესახებ ის "კვირის პალიტრას" ესაუბრა.

- "ნიჭიერში" შენი გამოსვლა მუსიკალურად საკმაოდ გამართული იყო. მუსიკალური განათლება გაქვს?

- მუსიკალური განათლება არ მაქვს. ბავშვობაში სკოლის გუნდში ვმღეროდი, მოგვიანებით გიტარაზე და ვოკალის კურსებზე დავიწყე სიარული. მაგრამ სტაბილური განათლება ამ სფეროში არ მიმიღია, ნოტებიც კი არ ვიცი.

- როდის და რატომ დაინტერესდი სტვენით? შემთხვევით აღმოაჩინე, რომ ნიჭი გქონდა და შემდეგ განავითარე, თუ ყველაფერი შრომის შედეგია?

- სტვენა თავიდან არ გამომდიოდა. ვარჯიშის გარეშე ეს არც არავის გამოუვა. ათი წლის წინ ვცადე პირველად, როცა ფრანკო ძეფირელის "კალასი სამუდამოდ" ვნახე. იქიდან გავიგე ოპერის შესახებ, შევიყვარე მარია კალასი, დავინტერესდი კლასიკური მუსიკით.

- სტვენის უნარს ამ ათი წლის განმავლობაში როგორ ივითარებდი?

- თავდაპირველად დიდი წვალებით, აუდიოკასეტებზე გადმოვწერე მარია კალასის არიები და ვცდილობდი, მათზე სტვენა, ასე ვთქვათ, "ამეყოლებინა". არ ვიცი, რა მაიძულებდა, რომ ასე მოვქცეულიყავი. ალბათ ის, რომ გარდატეხის ასაკი მქონდა და სიმღერა პრაქტიკულად არ შემეძლო. სხვები ამ დროს მძიმე როკს უსმენენ, მე კი მძიმე კლასიკისკენ წავედი. საბოლოოდ მივხვდი, რომ რაღაცნაირად, მეორე სუნთქვა გამეხსნა და ყველაფერი ასე დაიწყო.

- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსგავსი შედეგის მიღწევა, თუ მოინდომებს?

- ყველაფერი ვარჯიშია, ამთ შორის, სტვენაც. რა თქმა უნდა, ამასაც ნიჭი და მუსიკალურობა უნდა.

- რაიმე სპეციალურ ვარჯიშებს თუ აკეთებ, მაგალითად, სუნთქვის?

- ამისთვის სპეციალური ვარჯიშები, არც ვიცი, თუ არსებობს. მე ფაქტობრივად იმას ვაკეთებ, რასაც საოპერო მომღერალი რეპეტიციის დროს, ოღონდ სტვენით. სცენაზე გასვლის წინ ვოკალიზებას ვაკეთებ სტვენით, რასაც საოპერო მომღერლები აკეთებენ, დიაფრაგმას ვავარჯიშებ სუნთქვით და ა.შ.

- რატომ გადაწყვიტე "ნიჭიერში" გამოსვლა? ჟიურის ასეთ დადებით რეაქციას თუ ელოდი?

- "ნიჭიერში" გამოსვლას ბევრი მეგობარი მთხოვდა. "რუსთავი2"-იდანაც იყო ადრე შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ თავს ვიკავებდი. ყველაზე მეტად საზოგადოების არასწორი დამოკიდებულების მეშინოდა. მშობლებისგანაც მქონდა წინააღმდეგობა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, ამ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამდი. უკვე 25 წლის ვარ და კომპანია "ჯეპრაში" სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობა მიკავია. ამიტომ ვნერვიულობდი არა იმაზე, თუ რას ვიზამდი სცენაზე, არამედ იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ხალხი ამას. ბოლოს ჩემს მეგობარს, "საქართველოს ვარსკვლავს", ლუკა ზაქარიაძეს ვთხოვე რჩევა. მეგონა, გასვლას დამიშლიდა, თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მითხრა: აუცილებლად გადიო. მეც დავუჯერე და ქასთინგზე წავედი... სიმართლე გითხრათ, ჟიურის დადებით რეაქციას ველოდი, რადგანაც გემოვნებიანი ხალხია, თუმცა მთლად ასეთ ეიფორიასაც არა.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება