მსოფლიო
საზოგადოება

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობა სიკვდილის ტოლფასია" - ნუცა კუხიანიძე
"დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობა სიკვდილის ტოლფასია" - ნუცა კუხიანიძე

"ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა, იდი­ო­ტო­ბა­დაც მი­მაჩ­ნია, დე­პარ­დი­ეს ხე­ტი­ალ­ზე მსჯე­ლო­ბა­ში დავ­ხარ­ჯოთ დრო... - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე.

ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძე:

- რო­გორც მსა­ხი­ობ­ზე, მას­ზე ვერც კარ­გს ვი­ტყვი და ვერც ცუდს... მის საქ­ცი­ელ­ზე კი მი­თუ­მე­ტეს. ადა­მი­ან­მა პი­როვ­ნუ­ლი სი­სუს­ტე­ე­ბის გამო მი­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ეს მისი პრობ­ლე­მაა... შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში... ჩემი აზ­რით, ბევ­რად უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვან რა­მე­ებ­ზე გვაქვს სა­ნერ­ვი­უ­ლო, ვიდ­რე იმა­ზე, ჩვენ გა­მო­ვა­ცხა­დებთ თუ არა დე­პარ­დი­ეს პერ­სო­ნა ნონ გრა­ტად. თა­ვად დე­პარ­დი­ეს ხომ, მა­პა­ტი­ეთ და, სულ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია, რას ვი­ზამთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უბ­რა­ლოდ ვმე­ტიჩ­რობთ და მეტი არა­ფე­რი.

ჩვენ იმა­ზე ვიმ­სჯე­ლოთ, რომ დაგ­ვცი­ნი­ან და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა სულ მთლად და­კარ­გუ­ლი გვაქვს... კი­დევ ვი­მე­ო­რებ, რომ ქვე­ყა­ნა­ში იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა, იდი­ო­ტო­ბა­დაც კი მი­მაჩ­ნია, დე­პარ­დი­ეს ხე­ტი­ალ­ზე მსჯე­ლო­ბა­ში დავ­ხარ­ჯოთ დრო. არა­და, ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი სუ­რა­თი გვაქვს, დღეს რომ სახ­ლი­დან გა­ვი­დე, შე­იძ­ლე­ბა სა­დარ­ბა­ზო­დან ვე­ღარ გა­ვაღ­წიო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა, 90 -ია­ნე­ბის სა­უ­კე­თე­სო ტრა­დი­ცი­ე­ბით, ვი­ღაც ია­რა­ღი­ა­ნი ტიპი დამ­ხვდეს.

- ძა­ლი­ან შე­წუ­ხე­ბუ­ლი ჩან­ხართ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით...

- ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი ძიძ­გი­ლა­ო­ბა მი­დის, "კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრეს" და­ემ­სგავ­სა სი­ტუ­ა­ცია, ვინ პირ­ვე­ლი გა­უშ­ვებს ხელს... ქვე­ყა­ნა გახ­ლე­ჩი­ლია, ტე­რი­ტო­რი­ე­ბი წარ­თმე­უ­ლი და არა­ნა­ი­რი მძაფ­რი რე­აქ­ცია არ ჩანს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან. არ მსურს შე­ვე­ხო პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის, მაგ­რამ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ირ სიმ­პა­თი­ებს არ იმ­სა­ხუ­რებს არ­ცერ­თი მათ­გა­ნი...მე კი­თხვე­ბი მაქვს ხალ­ხთან და პირ­ველ რიგ­ში ჩემ თავ­თან, რად­გან მეც ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ვარ. სრუ­ლი­ად არ გვაქვს ერთი მი­ზა­ნი და­სა­ხუ­ლი, რო­გორც ერს. კი არა, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მაქვს, თით­ქოს ერიც აღარ ვართ. არ მი­ნა­ხავს სხვა ერი, რო­მე­ლიც ასე კუ­თხე­ე­ბად, ჯგუ­ფე­ბად, მდიდ­რე­ბად და ღა­რი­ბე­ბად იყოს და­ყო­ფი­ლი. წლებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მა არ გაგ­ვაჩ­ნია. ყვე­ლა­ნი ვართ გა­და­სუ­ლი მხო­ლოდ პი­რად ინ­ტე­რე­სებ­ზე... ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ად­ვი­ლად შე­ვა­ფა­სებთ სა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი ეს ცხო­ვე­ლურ ინ­სტიქ­ტე­ბამ­დე და­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა. ოცი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც თა­ვად მო­ვი­თხო­ვეთ ეგ­რე­თწო­დე­ბუ­ლი "თა­ვი­სუფ­ლე­ბა", რო­მე­ლიც ალ­ბათ გა­აზ­რე­ბუ­ლიც არ გვქონ­და, რა იყო და რა­ტომ გვინ­დო­და... ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც ყა­ლიბ­დე­ბო­და და ფორ­მას იც­ვლი­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან ნელა. ვი­მე­ო­რებ, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რის "გას­წო­რე­ბა­ზე" ვართ ყვე­ლა გა­და­სუ­ლი. ვერ გაგ­ვი­თა­ვი­სე­ბია, ქვე­ყა­ნა რომ ყვე­ლა­სია, ეს ის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მელ­საც არც ერთ სკო­ლა­ში და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ გას­წავ­ლი­ან, ეს უნდა შე­იგ­რძნო. სამ­შობ­ლოს უნდა ემ­სა­ხუ­რო იმის­თვის, რომ ის მერე შენ გემ­სა­ხუ­როს. ჩვენ ბინ­ძუ­რი პო­ლი­ტი­კის ნი­ა­დაგ­ზე ვხო­ცავთ ერ­თმა­ნეთს, ვკმა­ყო­ფილ­დე­ბით სამ­წლი­ა­ნი "ეფე­მე­რუ­ლი" პე­რი­ო­დე­ბით და მერე რა იქ­ნე­ბა, არც ვჩი­ვით.

- იქ­ნებ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­ამ­ბოთ, რა გაძ­ლევთ ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბის სა­ფუძ­ველს?

- იცით, მე არ მი­ცხოვ­რია კო­მუ­ნის­ტურ ეპო­ქა­ში. იმ დროს და­ვი­ბა­დე, რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტუ­რი წყო­ბა თით­ქოს­და უკვე ნგრე­ვის­კენ მი­დი­ო­და, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ვერ ვხე­დავ, რომ ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში რამე და­ინ­გრა. მა­მარ­დაშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბია, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს ის კი არ იყო სა­ში­ნე­ლე­ბა, ადა­მი­ანს თა­ვი­სი აზ­რის გა­მოთ­ქმის უფ­ლე­ბა რომ არ ქონ­და, არა­მედ ის, რომ ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, ეაზ­როვ­ნაო... აბ­სო­ლუ­ტუ­რად იდენ­ტუ­რი გან­ცდა მაქვს დღეს. ჩვენ შე­ვეჩ­ვი­ეთ ამ უაზ­რო მდგო­მა­რე­ო­ბას. თუ ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რომ ცხვრე­ბის სტა­ტუ­სით ვარ­სე­ბობთ, ვე­რა­ვინ გვიშ­ვე­ლის. მი­თუ­მე­ტეს რუ­სე­თი, რო­მელ­საც ისევ მივ­ტი­რით.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

"დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობა სიკვდილის ტოლფასია" - ნუცა კუხიანიძე

"დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობა სიკვდილის ტოლფასია" - ნუცა კუხიანიძე

"ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, იდიოტობადაც მიმაჩნია, დეპარდიეს ხეტიალზე მსჯელობაში დავხარჯოთ დრო... - ამბობს ცნობილი მსახიობი ნუცა კუხიანიძე.

ნუცა კუხიანიძე:

- როგორც მსახიობზე, მასზე ვერც კარგს ვიტყვი და ვერც ცუდს... მის საქციელზე კი მითუმეტეს. ადამიანმა პიროვნული სისუსტეების გამო მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და ეს მისი პრობლემაა... შემიძლია გითხრათ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში... ჩემი აზრით, ბევრად უფრო მნიშვნელოვან რამეებზე გვაქვს სანერვიულო, ვიდრე იმაზე, ჩვენ გამოვაცხადებთ თუ არა დეპარდიეს პერსონა ნონ გრატად. თავად დეპარდიეს ხომ, მაპატიეთ და, სულ ფეხებზე ჰკიდია, რას ვიზამთ. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ვმეტიჩრობთ და მეტი არაფერი.

ჩვენ იმაზე ვიმსჯელოთ, რომ დაგვცინიან და თავმოყვარეობა სულ მთლად დაკარგული გვაქვს... კიდევ ვიმეორებ, რომ ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი რამეები ხდება, იდიოტობადაც კი მიმაჩნია, დეპარდიეს ხეტიალზე მსჯელობაში დავხარჯოთ დრო. არადა, ქვეყანაში ისეთი სურათი გვაქვს, დღეს რომ სახლიდან გავიდე, შეიძლება სადარბაზოდან ვეღარ გავაღწიო, რადგან შეიძლება, 90 -იანების საუკეთესო ტრადიციებით, ვიღაც იარაღიანი ტიპი დამხვდეს.

- ძალიან შეწუხებული ჩანხართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით...

- ქვეყანაში ისეთი ძიძგილაობა მიდის, "კავკასიური ცარცის წრეს" დაემსგავსა სიტუაცია, ვინ პირველი გაუშვებს ხელს... ქვეყანა გახლეჩილია, ტერიტორიები წართმეული და არანაირი მძაფრი რეაქცია არ ჩანს მოქალაქეებისგან. არ მსურს შევეხო პოლიტიკურ პარტიებს, მითუმეტეს, რომ არჩევნები მოდის, მაგრამ აბსოლუტურად არანაირ სიმპათიებს არ იმსახურებს არცერთი მათგანი...მე კითხვები მაქვს ხალხთან და პირველ რიგში ჩემ თავთან, რადგან მეც ამ საზოგადოების ნაწილი ვარ. სრულიად არ გვაქვს ერთი მიზანი დასახული, როგორც ერს. კი არა, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს ერიც აღარ ვართ. არ მინახავს სხვა ერი, რომელიც ასე კუთხეებად, ჯგუფებად, მდიდრებად და ღარიბებად იყოს დაყოფილი. წლებმა გვაჩვენა, რომ ერთმანეთის თანადგომა არ გაგვაჩნია. ყველანი ვართ გადასული მხოლოდ პირად ინტერესებზე... ისტორიას რომ გადავხედოთ, ადვილად შევაფასებთ საიდან შეიძლება იყოს გამოწვეული ეს ცხოველურ ინსტიქტებამდე დასული მდგომარეობა. ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თავად მოვითხოვეთ ეგრეთწოდებული "თავისუფლება", რომელიც ალბათ გააზრებულიც არ გვქონდა, რა იყო და რატომ გვინდოდა... ამ ოცი წლის განმავლობაში რაღაც ყალიბდებოდა და ფორმას იცვლიდა, მაგრამ ძალიან ნელა. ვიმეორებ, მხოლოდ საკუთარის "გასწორებაზე" ვართ ყველა გადასული. ვერ გაგვითავისებია, ქვეყანა რომ ყველასია, ეს ის მდგომარეობაა, რომელსაც არც ერთ სკოლაში და უნივერსიტეტში არ გასწავლიან, ეს უნდა შეიგრძნო. სამშობლოს უნდა ემსახურო იმისთვის, რომ ის მერე შენ გემსახუროს. ჩვენ ბინძური პოლიტიკის ნიადაგზე ვხოცავთ ერთმანეთს, ვკმაყოფილდებით სამწლიანი "ეფემერული" პერიოდებით და მერე რა იქნება, არც ვჩივით.

- იქნებ კონკრეტულად გვიამბოთ, რა გაძლევთ ასეთი ნეგატიური განწყობის საფუძველს?

- იცით, მე არ მიცხოვრია კომუნისტურ ეპოქაში. იმ დროს დავიბადე, როდესაც კომუნისტური წყობა თითქოსდა უკვე ნგრევისკენ მიდიოდა, თუმცა რეალურად ვერ ვხედავ, რომ ცნობიერებაში რამე დაინგრა. მამარდაშვილის სიტყვებია, კომუნისტების დროს ის კი არ იყო საშინელება, ადამიანს თავისი აზრის გამოთქმის უფლება რომ არ ქონდა, არამედ ის, რომ ადამიანს საერთოდ უფლება არ ჰქონდა, ეაზროვნაო... აბსოლუტურად იდენტური განცდა მაქვს დღეს. ჩვენ შევეჩვიეთ ამ უაზრო მდგომარეობას. თუ ვერ გავაცნობიერებთ, რომ ცხვრების სტატუსით ვარსებობთ, ვერავინ გვიშველის. მითუმეტეს რუსეთი, რომელსაც ისევ მივტირით.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

რიონის ხეობაში გაუჩინარებული 27 წლის ნიკა ანთაძის ადვოკატი, დაკარგულის მიერ გაგზავნილ ბოლო მესიჯს ასაჯაროებს

ხათუნა ზახაშვილი "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში