სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს
სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს

მე­ო­რე დღეა რუ­სუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია შემ­ზა­რავ ამ­ბავს გა­ნი­ხი­ლავს. ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი მა­რია კო­ვალ­ჩუ­კი მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლი დუ­ბა­ი­ში, გზის პი­რას იპო­ვეს.

  • ამ დრო­ის­თვის 20 წლის კო­ვალ­ჩუ­კი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა მო­ტე­ხი­ლი ხე­ლე­ბით, ფე­ხე­ბი­თა და ხერ­ხემ­ლით. მას უკვე ჩა­უ­ტარ­და რამ­დე­ნი­მე ოპე­რა­ცია. ექი­მე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ, შეძ­ლებს თუ არა მო­მა­ვალ­ში სი­ა­რულს. ცნო­ბი­ლია, რომ და­შა­ვე­ბულ­თან ჩაფ­რინ­და მისი დედა ანნა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს.

მა­რია რამ­დე­ნი­მე დღე არ ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და ახ­ლობ­ლებს. ბო­ლოს დე­დას 9 მარტს, სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­უ­რე­კა და უთხრა, რომ ორი მა­მა­კა­ცის თან­ხლე­ბით სას­ტუმ­რო­ში წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­დი­ო­და. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ეჭ­ვო­ბენ, რომ ის შე­ი­ხე­ბის სექ­სუ­ა­ლუ­რი მო­ნო­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მას სას­ტი­კად მო­ექ­ცნენ და, რო­გორც ჩანს, მოკ­ვლა­საც უპი­რებ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, კო­ვალ­ჩუ­კი შემ­თხვე­ვით­მა სატ­ვირ­თოს მძღოლ­მა იპო­ვა - თავ­და­პირ­ვე­ლად ისიც კი იფიქ­რა, რომ გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან მა­რი­ას მე­გობ­რე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სია, თით­ქოს გო­გო­ნა იქ შე­ი­ხე­ბის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და, მათ­თვის და­უ­ჯე­რე­ბე­ლია.

"ეს სი­ახ­ლე ჩემ­თვის ნამ­დვი­ლი შოკი იყო. მე მა­ინც არ მჯე­რა. რა თქმა უნდა, მინ­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ. "ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მა­შას და­სახ­მა­რებ­ლად", - თქვა უკ­რა­ი­ნე­ლის ერთ-ერ­თმა მე­გო­ბარ­მა.

ამავდრო­უ­ლად, მისი ახ­ლობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ მო­დე­ლი გა­მოც­დას გა­უმკლავ­დე­ბა. ისი­ნი კო­ვალ­ჩუკს ძლი­ერ გო­გოდ თვლი­ან.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გო­გო­ნას ძი­ე­ბი­სას გაჩ­ნდა ვა­რა­უ­დე­ბი, რომ კო­ვალ­ჩუკს შე­ეძ­ლო დას­წრე­ბო­და VIP წვე­უ­ლე­ბას "პორ­ტო-პატი", სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი გო­გო­ნე­ბის ძა­ლა­დო­ბა და დამ­ცი­რე­ბა ხდე­ბა. ამავდრო­უ­ლად, კო­ვალ­ჩუ­კის ახ­ლობ­ლე­ბი უარ­ყო­ფენ ჭო­რებს მო­დე­ლის და­ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ხებ მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ვალ­ჩუ­კი არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში 15 თე­ბერ­ვალს ჩა­ვი­და. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ის სა­კუ­თარ თავს ერო­ტი­კულ მო­დელს უწო­დებ­და.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს

სასტიკი დანაშაული შეიხების წვეულებაზე? - ახალი დეტალები უკრაინული მოდელის საქმეზე, რომელიც დუბაიში მრავლობითი მოტეხილობით იპოვეს

მეორე დღეა რუსული და უკრაინული მედია შემზარავ ამბავს განიხილავს. ცნობილი მოდელი მარია კოვალჩუკი მძიმედ დაშავებული დუბაიში, გზის პირას იპოვეს.

  • ამ დროისთვის 20 წლის კოვალჩუკი რეანიმაციაში იმყოფება მოტეხილი ხელებით, ფეხებითა და ხერხემლით. მას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია. ექიმები ვერ ამბობენ, შეძლებს თუ არა მომავალში სიარულს. ცნობილია, რომ დაშავებულთან ჩაფრინდა მისი დედა ანნა, რომელიც უკრაინაში ცხოვრობს.

მარია რამდენიმე დღე არ ეკონტაქტებოდა ახლობლებს. ბოლოს დედას 9 მარტს, საკუთარ დაბადების დღეზე დაურეკა და უთხრა, რომ ორი მამაკაცის თანხლებით სასტუმროში წვეულებაზე მიდიოდა. ოჯახის წევრები ეჭვობენ, რომ ის შეიხების სექსუალური მონობის მსხვერპლი გახდა, მას სასტიკად მოექცნენ და, როგორც ჩანს, მოკვლასაც უპირებდნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, კოვალჩუკი შემთხვევითმა სატვირთოს მძღოლმა იპოვა - თავდაპირველად ისიც კი იფიქრა, რომ გოგონა გარდაცვლილი იყო.

ადგილობრივ მედიასთან მარიას მეგობრები ჰყვებიან, რომ გავრცელებული ვერსია, თითქოს გოგონა იქ შეიხების წვეულებაზე დასასწრებად ჩავიდა, მათთვის დაუჯერებელია.

"ეს სიახლე ჩემთვის ნამდვილი შოკი იყო. მე მაინც არ მჯერა. რა თქმა უნდა, მინდა, რომ დამნაშავეები დაისაჯონ. "ყველაფერს გავაკეთებ მაშას დასახმარებლად", - თქვა უკრაინელის ერთ-ერთმა მეგობარმა.

ამავდროულად, მისი ახლობლები დარწმუნებულნი არიან, რომ მოდელი გამოცდას გაუმკლავდება. ისინი კოვალჩუკს ძლიერ გოგოდ თვლიან.

  • აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში გოგონას ძიებისას გაჩნდა ვარაუდები, რომ კოვალჩუკს შეეძლო დასწრებოდა VIP წვეულებას "პორტო-პატი", სადაც მოწვეული გოგონების ძალადობა და დამცირება ხდება. ამავდროულად, კოვალჩუკის ახლობლები უარყოფენ ჭორებს მოდელის დაინტერესების შესახებ მსგავსი ღონისძიებებით.

შეგახსენებთ, რომ კოვალჩუკი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 15 თებერვალს ჩავიდა. სოციალურ ქსელებში ის საკუთარ თავს ეროტიკულ მოდელს უწოდებდა.

წაიკითხეთ ასევე: