სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დის მსგავ­სად, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თემა მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დრო­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მი­ნის­ტრი ქალ­ბა­ტო­ნის, დე­პუ­ტა­ტის და ერთ-ერთი პო­ლი­ტი­კო­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი სკან­და­ლუ­რი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, - ეს თემა რამ­დე­ნი­მე დღეა გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­გა­ნია.

გა­სულ დღე­ებ­ში ასე­ვე აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც კო­ა­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და თან­ხმო­ბა წე­რი­ლო­ბი­თაც ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი.

მარ­თა­ლია, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბა ჯერ დად­გე­ნი­ლი არ არის, თუმ­ცა ჟურ­ნა­ლის­ტი ელი­სო კი­ლა­ძე, რო­მელ­მაც მა­სა­ლე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამ სა­კი­თხზე ვი­დე­ო­კად­რე­ბიც არ­სე­ბობს.

გა­სულ წელს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია შექ­მნეს, რომ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­თაც შსს-ში და­ცუ­ლი პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი გა­ნად­გურ­და. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ვი­დე­ო­მა­სა­ლის ას­ლე­ბი არ­სე­ბობ­და, სი­მარ­თლეს მოკ­ლე­ბუ­ლი არ იყო.

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ო­დის მსგავ­სად, ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის თემა მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დრო­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

"უკა­ნო­ნო მი­ყუ­რა­დე­ბი­სა და ფა­რუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­სი­ის" ერთ-ერთი წევ­რი კახი კა­ხიშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ კო­მი­სი­ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სათ­ვის გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი შე­ი­მუ­შა­ვა, რო­მე­ლიც ჯერ მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

"ჩვენ და­ვი­წყეთ მუ­შა­ო­ბა იმ სა­კი­თხზე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში გამ­კაც­რე­ბუ­ლი­ყო სან­ქცია ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის გამო, რად­გან დღეს ეს და­ნა­შა­უ­ლი შე­დის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის კა­ტე­გო­რი­ა­ში. ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად შევ­თან­ხმდით კონ­კრე­ტულ სან­ქცი­ა­ზე, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ტა­ნი­ლი არ იქნა", - ამ­ბობს კა­ხიშ­ვი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის თე­მის წა­მო­წე­ვას შან­ტაჟს უწო­დებს და მი­აჩ­ნია, რომ ამ სა­კი­თხით პრო­კუ­რა­ტუ­რა უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

"რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ინ­ფორ­მა­ცია იგ­ზავ­ნე­ბა, ვფიქ­რობ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. გა­მო­ძი­ე­ბა უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე. ეს არის აშ­კა­რად მო­რი­გი შან­ტა­ჟი წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბი­სა და მას­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნის მიზ­ნით.

"პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია რომ გა­ნად­გურ­და კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ად­რეც ვა­კე­თებ­დი გან­ცხა­დე­ბას და ახ­ლაც ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ილუ­ზია არ უნდა გვქო­ნო­და, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დგომ მა­ვა­ნი არ ეც­დე­ბო­და, შან­ტა­ჟის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა მისი დუბ­ლი­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მრავ­ლა­დაა და მათ შო­რის ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­თვი­საც არ იყოს ცნო­ბი­ლი.

"ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა კი­დევ ერთი შეხ­სე­ნე­ბა ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, რომ მათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია გა­აჩ­ნი­ათ და მას იყე­ნე­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი ბერ­კე­ტის­თვის. ისი­ნი ემუქ­რე­ბი­ან ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კა­ლის ჩა­მოშ­ლით.

"რო­გორც ხმა ვრცელ­დე­ბა, ეს კად­რე­ბი ეხე­ბა მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რებს, რომ­ლებ­საც კონ­კრე­ტუ­ლი სფე­რო­ე­ბი აბა­რი­ათ. ამი­ტომ რო­გო­რი მძი­მეც არ უნდა იყოს ეს მათ­თვის მო­სას­მე­ნად თუ სა­ნა­ხა­ვად, ფაქ­ტია, რომ ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს, ეს თა­ვის დრო­ზე ბა­ტონ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­ა­დას­ტუ­რა.

"აქ არის ორი არ­ჩე­ვა­ნი - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ან უნდა იყოს სი­რაქ­ლე­მას პო­ზი­ცი­ა­ში, რო­გორ­საც ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, რომ იყ­ვნენ, ან ამო­ი­ღონ ხმა და მედგრად შეხ­ვდენ იმ რე­ა­ლო­ბას, რომ­ლის თვა­ლის გას­წო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­გე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა დარ­ჩე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზურგსუ­კან მიმ­დი­ნა­რე­ობს და­შან­ტა­ჟე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბას ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ა­ფერ­ხებს", - აცხა­დებს დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტე­ბი არ არ­სე­ბობს.

"პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ველ მა­სა­ლებ­ზე მო­მუ­შა­ვე კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი არის ფაქ­ტობ­რი­ვად ნული, ვი­ნა­ი­დან ეს კეთ­დე­ბა და­სავ­ლე­თის­თვის პა­ტა­კის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქმნის კო­მი­სი­ას, რათა მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა აღ­კვე­თოს. მაგ­რამ ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც და­მა­ტე­ბით დუბ­ლი­რე­ბულ ფა­ი­ლებს ფლო­ბენ, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კვლა­ვაც ავ­რცე­ლე­ბენ ფარ­თო ჩა­ნა­წე­რებს.

"არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ბერ­კე­ტი და მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს, რომ ასე­თი ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა აღიკ­ვე­თოს, გარ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბი­სა, რომ ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბი წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბოდ­ნენ.

"კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ფრან­გულ­მა გა­ზეთ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი თურ­მე არა­ნა­ი­რი ცირ­კუ­ლა­რით არ იძებ­ნე­ბო­და. მისი და­კა­ვე­ბა იყო კე­თი­ლი ნება საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ. ანუ პირ­და­პირ რომ ვთქვათ, ეს იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­დე­გი.

"სა­მარ­თლებ­რი­ვად კი ჩვენს წარ­მოდ­გე­ნას ცდე­ბა, თუ რო­გორ უნდა იძებ­ნე­ბოდ­ნენ ისე­თი მა­ღა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: კე­ზე­რაშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი, თო­ფუ­რი­ძე თუ სხვე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხი­ლე­ბულ­ნი არი­ან სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­შა­ულ­ში, მათ შო­რის ელი­ტურ კო­რუფ­ცი­ა­ში, სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა­ში. ეს არის კი­დევ ერთი სიგ­ნა­ლი შერ­ჩე­ვი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის და ქვე­ყა­ნა­ში სა­დაც ეს ხდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბა­ზე პრე­ტენ­ზია არ უნდა ჰქონ­დეთ", - გან­მარ­ტავს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

"რაც შე­ე­ხე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წევ­რე­ბის ყო­ფილ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბას და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ქსე­რო­ას­ლებს, ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი უნდა გახ­დეს. თუ არ ვცდე­ბი, გა­ზეთ "ქრო­ნი­კა პლუ­სის" რე­დაქ­ტო­რიც ამ მო­თხოვ­ნას აყე­ნებს. ერ­თა­დერ­თი, რა­შიც მას ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი, ის არის, რომ ქსე­რო­ას­ლი ვერ გახ­დე­ბა გრა­ფი­კუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი - ამას კა­ნო­ნი კრძა­ლავს. არ არ­სე­ბობს ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქსე­რო­ასლს გა­მო­იკ­ვლევს ნამ­დვი­ლო­ბა­ზე და მას­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩა­ტარ­დეს გა­მო­ძი­ე­ბა.

"რა თქმა უნდა, ესეც არის ძა­ლი­ან მძი­მედ მო­სას­მე­ნი და მძი­მედ აღ­საქ­მე­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობ, ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც ამ შემ­თხვე­ვა­ში ეხე­ბათ ეს მა­სა­ლა, თა­ვა­დაც უნდა იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი, თუ სა­ი­დან არის პირ­ველ­წყა­რო ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­თი­თხნის თუ გა­მო­ტა­ნის.

"უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია უნდა და­ვიც­ვათ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ­სე­ბობს მხო­ლოდ ას­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­და. ახლა ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ელის კი­თხვბე­ზე პა­სუხს, არის თუ არა ეს ნამ­დვი­ლი და არ­სე­ბობს თუ არა მისი ორი­გი­ნა­ლე­ბი", - დას­ძენს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.

კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბის დას­ჯის პრე­ცე­დენ­ტი ვერ შექ­მნა, ამი­ტომ პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში ისევ ღიად რჩე­ბა.

"პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, რაც შე­ე­ხე­ბა ამ სა­კი­თხებ­ზე შექ­მნი­ლი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბას, უნდა იყოს უფრო რე­ა­ლუ­რი და არა პი­ა­რაქ­ცი­ე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ ძი­რი­თად აქ­ცენ­ტად კად­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა კი არ უნდა აერ­ჩი­ათ, არამ­დე ჯერ უნდა გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ ბრძა­ნე­ბის გამ­ცე­მი და შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი და და­ე­სა­ჯათ. დას­ჯი­ლი ჩვენ არა­ვინ არ გვი­ნა­ხავს.

"პრობ­ლე­მა მე­ო­რეა, რომ დღე­საც გრძელ­დე­ბა გა­და­ღე­ბა და ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი. ფა­რუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სურ­ვი­ლის ალ­ბა­თო­ბა არ­სე­ბობს რო­გორც მოქ­მე­დი, ასე­ვე ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. არა­ნა­ი­რი გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს, რომ წარ­სულ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის დუბ­ლი­რე­ბუ­ლი ვერ­სი­ე­ბი არ არის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხელ­ში, თუმ­ცა არ­ცერ­თი ძა­ლის­გან არ გა­მოვ­რი­ცხავ მსგავს ქმე­დე­ბას.

"მინ­და, შე­გახ­სე­ნოთ ხვე­დე­ლი­ძის მა­გა­ლი­თი, შსს-ს ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, რო­მე­ლიც მხი­ლე­ბუ­ლი იქნა თა­ვად სა­მი­ნის­ტროს­გან და პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბა­ში. ის თით­ქოს­და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­და­ა­ყე­ნეს, სა­პა­ტიმ­რო­შიც მო­ა­თავ­სეს, მაგ­რამ იქ ერთ სა­ღა­მო­ზე მეტი არ გა­უ­ტა­რე­ბია და სა­სა­მარ­თლოც იწე­ლე­ბა. თუ ხვე­დე­ლი­ძე არ და­ი­სა­ჯა, რისი ნიშ­ნე­ბიც ჩანს, ეს იქ­ნე­ბა ნი­შა­ნი იმი­სა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი აპი­რებს მე­რა­ბიშ­ვი­ლის მსგავ­სი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას", - უთხრა ჩხარ­ტიშ­ვილ­მა "რე­ზო­ნანსს".

"მაქვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ფა­რუ­ლი თვალ­თვა­ლი ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ებ­ზე ისევ ვხე­დავთ კა­მე­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ადრე თუ "კუდი" იყ­ვნენ, ახლა "სუსი" ჰქვი­ათ. სა­ხე­ლის შეც­ვლით არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა. ხვე­დე­ლი­ძის პრე­ცე­დენ­ტი არის ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. გარ­და ამი­სა, არ მომ­ხდა­რა იმ სათ­ვალ­თვა­ლო აპა­რა­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა, რო­მე­ლიც დღეს სა­ხელ­მწი­ფოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით გა­აჩ­ნია", - დას­ძენს ჩხარ­ტიშ­ვი­ლი.

თამ­თა ვირ­სა­ლა­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და არჩევნები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მსგავსად, ფარული ჩანაწერების თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალურია. მინისტრი ქალბატონის, დეპუტატის და ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ვიდეომასალა, - ეს თემა რამდენიმე დღეა განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

გასულ დღეებში ასევე აჟიოტაჟი გამოიწვია "ქართული ოცნების" წევრების საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ, რომლის თანახმადაც კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი ყოფილი ხელისუფლების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და თანხმობა წერილობითაც ჰქონდა მიცემული.

მართალია, გამოქვეყნებული დოკუმენტების რეალურობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელმაც მასალები გამოაქვეყნა, ირწმუნება, რომ ამ საკითხზე ვიდეოკადრებიც არსებობს.

გასულ წელს ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე სპეციალური კომისია შექმნეს, რომლის გადაწყვეტილებითაც შსს-ში დაცული პირადი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი განადგურდა. თუმცა, როგორც ჩანს, უფლებადამცველების განცხადებები, რომ ვიდეომასალის ასლები არსებობდა, სიმართლეს მოკლებული არ იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის მსგავსად, ფარული ჩანაწერების თემა მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროსაც აქტუალურია.

"უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე კომისიის" ერთ-ერთი წევრი კახი კახიშვილი აცხადებს, რომ კომისიამ საკანონმდებლო ცვლილებებისათვის გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელიც ჯერ მიღებული არ არის.

"ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმ საკითხზე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში გამკაცრებულიყო სანქცია ასეთი დანაშაულის ჩადენის გამო, რადგან დღეს ეს დანაშაული შედის ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში. ჯგუფის ფარგლებში გარკვეულწილად შევთანხმდით კონკრეტულ სანქციაზე, მაგრამ ჯერჯერობით კანონში ცვლილებები შეტანილი არ იქნა", - ამბობს კახიშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე წინასაარჩევნო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების თემის წამოწევას შანტაჟს უწოდებს და მიაჩნია, რომ ამ საკითხით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

"რაც ცნობილი გახდა, რომ მობილურ ტელეფონებზე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოინფორმაცია იგზავნება, ვფიქრობ, დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების საფუძველია. გამოძიება უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს არის აშკარად მორიგი შანტაჟი წინა ხელისუფლების მხრიდან არჩევნების შედეგების კორექტირებისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.

"პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია რომ განადგურდა კომისიის გადაწყვეტილებით, ადრეც ვაკეთებდი განცხადებას და ახლაც ხმამაღლა ვამბობ, ილუზია არ უნდა გვქონოდა, რომ ამ ინფორმაციის განადგურების შემდგომ მავანი არ ეცდებოდა, შანტაჟისთვის გამოეყენებინა მისი დუბლიკატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მრავლადაა და მათ შორის ისეთი ინფორმაციაც არსებობს, რომელიც შეიძლება შინაგან საქმეთა მინისტრისთვისაც არ იყოს ცნობილი.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი შეხსენება ძველი ხელისუფლების მხრიდან ახალი ხელისუფლებისადმი, რომ მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ და მას იყენებენ პოლიტიკური ბერკეტისთვის. ისინი ემუქრებიან ახალ ხელისუფლებას სახელისუფლებო ვერტიკალის ჩამოშლით.

"როგორც ხმა ვრცელდება, ეს კადრები ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობების პირებს, რომლებსაც კონკრეტული სფეროები აბარიათ. ამიტომ როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ეს მათთვის მოსასმენად თუ სანახავად, ფაქტია, რომ ასეთი ინფორმაცია არსებობს, ეს თავის დროზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

"აქ არის ორი არჩევანი - ხელისუფლება ან უნდა იყოს სირაქლემას პოზიციაში, როგორსაც ამჯობინებენ, რომ იყვნენ, ან ამოიღონ ხმა და მედგრად შეხვდენ იმ რეალობას, რომლის თვალის გასწორების შემთხვევაში მოგებული საზოგადოება დარჩება. საზოგადოების ზურგსუკან მიმდინარეობს დაშანტაჟების პოლიტიკა, რომელიც, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მშენებლობას ყველანაირად შეაფერხებს", - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან" საუბარში.

მისივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების საწინააღმდეგოდ ქვეყანაში სამართლებრივი ბერკეტები არ არსებობს.

"პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებზე მომუშავე კომისიის მუშაობის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ფაქტობრივად ნული, ვინაიდან ეს კეთდება დასავლეთისთვის პატაკის ჩასაბარებლად, რომ ახალი ხელისუფლება ქმნის კომისიას, რათა მსგავსი ინფორმაციის გავრცელება აღკვეთოს. მაგრამ ის პირები, რომლებიც დამატებით დუბლირებულ ფაილებს ფლობენ, მობილური ტელეფონებით და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კვლავაც ავრცელებენ ფართო ჩანაწერებს.

"არანაირი სამართლებრივი ბერკეტი და მექანიზმი არ არსებობს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება აღიკვეთოს, გარდა პოლიტიკური ნებისა, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პირები წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ.

"კეზერაშვილის დაკავების შემდეგ ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყოფილი მინისტრი თურმე არანაირი ცირკულარით არ იძებნებოდა. მისი დაკავება იყო კეთილი ნება საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალური ავტორიტეტის შედეგი.

"სამართლებრივად კი ჩვენს წარმოდგენას ცდება, თუ როგორ უნდა იძებნებოდნენ ისეთი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორებიც არიან: კეზერაშვილი, ადეიშვილი, თოფურიძე თუ სხვები. ადამიანები, რომლებიც მხილებულნი არიან სახელმწიფო დანაშაულში, მათ შორის ელიტურ კორუფციაში, სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებსა და ადამიანების წამებაში. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი შერჩევითი მართლმსაჯულების და ქვეყანაში სადაც ეს ხდება, სახელმწიფოებრიობაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ", - განმარტავს ლორთქიფანიძე.

"რაც შეეხება "ქართული ოცნების" წევრების ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ბრალდებას და გამოქვეყნებულ ქსეროასლებს, ვფიქრობ, აუცილებლად გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. თუ არ ვცდები, გაზეთ "ქრონიკა პლუსის" რედაქტორიც ამ მოთხოვნას აყენებს. ერთადერთი, რაშიც მას ვერ დავეთანხმები, ის არის, რომ ქსეროასლი ვერ გახდება გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი - ამას კანონი კრძალავს. არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ქსეროასლს გამოიკვლევს ნამდვილობაზე და მასზე შესაძლებელი იქნება კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩატარდეს გამოძიება.

"რა თქმა უნდა, ესეც არის ძალიან მძიმედ მოსასმენი და მძიმედ აღსაქმელი ინფორმაცია, ვფიქრობ, ის პირები, რომლებსაც ამ შემთხვევაში ეხებათ ეს მასალა, თავადაც უნდა იყვნენ დაინტერესებულები, თუ საიდან არის პირველწყარო ამ ინფორმაციის შეთითხნის თუ გამოტანის.

"უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დავიცვათ, ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ ასლები, რომლებიც ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა. ახლა ეს საზოგადოება ელის კითხვბეზე პასუხს, არის თუ არა ეს ნამდვილი და არსებობს თუ არა მისი ორიგინალები", - დასძენს უფლებადამცველი.

კიდევ ერთი უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ პერსონალური მონაცემების ამსახველი კადრების გამავრცელებლების დასჯის პრეცედენტი ვერ შექმნა, ამიტომ პრობლემა ქვეყანაში ისევ ღიად რჩება.

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის მიუღებელი, რაც შეეხება ამ საკითხებზე შექმნილი კომისიის მუშაობას, უნდა იყოს უფრო რეალური და არა პიარაქციებით დაკავებული. მათ ძირითად აქცენტად კადრების განადგურება კი არ უნდა აერჩიათ, არამდე ჯერ უნდა გამოეძიებინათ ბრძანების გამცემი და შემსრულებლები და დაესაჯათ. დასჯილი ჩვენ არავინ არ გვინახავს.

"პრობლემა მეორეა, რომ დღესაც გრძელდება გადაღება და ფარული თვალთვალი. ფარული კადრების გავრცელების სურვილის ალბათობა არსებობს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ წარსულში გადაღებული მასალების დუბლირებული ვერსიები არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელში, თუმცა არცერთი ძალისგან არ გამოვრიცხავ მსგავს ქმედებას.

"მინდა, შეგახსენოთ ხვედელიძის მაგალითი, შსს-ს ყოფილი მოადგილის, რომელიც მხილებული იქნა თავად სამინისტროსგან და პროკურატურისგან პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის გავრცელებაში. ის თითქოსდა სამსახურიდან გადააყენეს, საპატიმროშიც მოათავსეს, მაგრამ იქ ერთ საღამოზე მეტი არ გაუტარებია და სასამართლოც იწელება. თუ ხვედელიძე არ დაისაჯა, რისი ნიშნებიც ჩანს, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ღარიბაშვილი აპირებს მერაბიშვილის მსგავსი მეთოდების გამოყენებას", - უთხრა ჩხარტიშვილმა "რეზონანსს".

"მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფარული თვალთვალი ახლაც მიმდინარეობს. აქციებზე ისევ ვხედავთ კამერებით ადამიანებს, რომლებიც ადრე თუ "კუდი" იყვნენ, ახლა "სუსი" ჰქვიათ. სახელის შეცვლით არაფერი არ იცვლება. ხვედელიძის პრეცედენტი არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. გარდა ამისა, არ მომხდარა იმ სათვალთვალო აპარატურის განადგურება, რომელიც დღეს სახელმწიფოს დიდი რაოდენობით გააჩნია", - დასძენს ჩხარტიშვილი.

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა