სამხედრო
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი
ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი

შე­სავ­ლის ნაც­ვლად გა­სულ უქ­მე­ებ­ზე თბი­ლი­სო­ბა იყო - მთელ ქა­ლაქ­ში მწვა­დის სუ­ნი­სა და ქა­ლა­ქის მე­რი­სა და მისი თა­ნა­მო­საქ­მე­ე­ბის მიერ რე­ზი­ნის ბო­ტე­ბით ყუ­რძნის და­ჭყლე­ტის დღე!

კი­დევ - ტივ­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვე­ბით მოხ­ვედ­რი­ლი ხალ­ხის ქე­ი­ფი­სა და და­ნარ­ჩე­ნე­ბის ხი­დე­ბი­დან შუ­რის თვა­ლით ცქე­რის დღე ("ქალ­წუ­ლე­ბი­ვით ხი­დი­დან ფენა..." - რა შუ­ა­შია, მაგ­რამ მა­ინც).

ეგ არა­ფე­რი, ეს ყო­ველ წელს ხდე­ბა და სუ­ლაც არ აღ­ვნიშ­ნავ­დი, მით უმე­ტეს, რომ ამ­ბე­ბის სიმ­წი­რე არ ყო­ფი­ლა ამ დღე­ებ­ში, მაგ­რამ წლე­ვან­დე­ლი ტი­ვით სე­ირ­ნო­ბა თუ მას­ზე ქე­ი­ფი მა­ინც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო - "ვი-აი-პი სტუმ­რე­ბი" ამ­ჯე­რად დვა­ნე­ლე­ბი და დი­ცე­ლე­ბი იყ­ვნენ! დიახ, სწო­რედ ისი­ნი - ღო­ბე­ე­ბი რომ გად­მო­უ­წი­ეს და ჩეჩ­მე­ბი სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­აშ­ლე­ვი­ნეს. მთავ­რო­ბამ მუ­შე­ბიც კი რომ არ მი­ახ­მა­რა, ჯარ­თის ჩა­სა­ბა­რებ­ლად რკი­ნის ბო­ძე­ბი რომ გად­მო­ე­ტა­ნათ აქეთ, სა­მა­გი­ე­როდ ახლა ტივ­ზე აქე­ი­ფეს!

აეეე!!! ქე­იფს იწყებთ დი­ლი­დან, ხომ?!

არა­და, სა­ქე­ი­ფოდ კი გვაქვს საქ­მე და ქე­ი­ფობს ხალ­ხი. აგერ, სიღ­ნაღ­ში რეს­ტო­რან­ში შე­სუ­ლან ჩვე­ნი კო­რუფ­ცია-მა­მა­ძაღ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და "დაჭ­რი­ლი ძუძუ" მო­უ­თხო­ვი­ათ. - უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ფან­ჯრე­ბი­დან ხტე­ბოდ­ნე­ნო, - ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბო­და რეს­ტორ­ნის პატ­რო­ნი. კარ­გად ვერ გა­ვი­გე, "დაჭ­რილ ძუ­ძუ­ში" რას გუ­ლის­ხმობ­დნენ, სა­დღაც წა­მი­კი­თხავს "ირ­მის ცუ­რის მწვა­დის" შე­სა­ხებ - იქ­ნებ ეგ უნ­დო­დათ... არ ვიცი. მა­შინ რა­ტომ გა­დახ­ტნენ ფან­ჯრი­დან ის უცხო­ე­ლე­ბი?

ერთი ძვე­ლი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და და შე­იძ­ლე­ბა აქაც მსგავ­სი რამ მოხ­და: იქ, კა­ხეთ­ში­ვე, უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი ჰყო­ლი­ათ, წე­სი­ე­რი, პა­ტარ-პა­ტა­რა ია­პო­ნე­ლე­ბი, ქა­ლა­ქე­ლე­ბი, ხორ­ცი უმად ნა­ნა­ხიც რომ არ ჰქო­ნი­ათ. ამ კა­ხე­ლებს სულ ხაშ­ლა­მა-ჩა­ქა­ფუ­ლებ­ში უბა­ნა­ვე­ბი­ათ. ცხვარ-ძრო­ხაც თვალ­წინ და­უკ­ლეს და და­აფრ­თხეს. მერე იყო კულ­მი­ნა­ცია: ტყე­ში წა­სუ­ლან სა­ქე­ი­ფოდ, იქაც მთე­ლი ცხვა­რი ქვაბ­ში და ხან­ჯლით მი­წო­დე­ბუ­ლი კაი-კაი ნაჭ­რე­ბი, ბო­ლოს კი შებ­ნე­ლე­ბულ­ზე, პე­რანგჩა­ღე­ღი­ლი, თვა­ლებ­ჩა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი და ბან­ჯგვლი­ა­ნი ყო­ფი­ლი მო­ჭი­და­ვის მიერ "რუ­სუ­ლად" ნათ­ქვა­მი სა­დღეგ­რძე­ლო, ცალ ხელ­ში ფი­ა­ლით და მე­ო­რე­ში ხან­ჯლით (იმათ რუ­სუ­ლი სცოდ­ნი­ათ):

- ია ხაჩუ ვი­პიც ზა ვაშუ კროვ ი მი­ა­სო! ("თქვე­ნი სის­ხლი­სა და ხორ­ცის სა­დღეგ­რძე­ლო იყო­სო") - ერ­თმა­ნეთს ას­წრებ­დნენ სა­წყა­ლი სტუმ­რე­ბი თურ­მე, არ შეგ­ვჭა­მო­ნო.

კი­დევ კარ­გი, ამ "დაჭ­რი­ლი ძუ­ძუს" ერთი მომ­თხოვ­ნე­ლი უკვე და­ა­კა­ვეს, თო­რემ კი­დევ უფრო გა­მიმ­ძაფ­რდე­ბო­და ამ ბოლო დროს მო­წო­ლი­ლი პო­ლიტ-დეპ­რე­სია.

ამას წი­ნათ მკი­თხველს დავ­პირ­დი, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილს აღარ ვახ­სე­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ ცო­ო­ო­ტა­თი უნდა გავ­ტე­ხო სი­ტყვა რად­გან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ თქვა ნა­ცყ­რი­ლო­ბა­ზე, მის­თვი­საც კი ნა­მე­ტა­ნი იყო, აშ­კა­რად გა­და­ა­ჭარ­ბა: ეს რას ჰგავ­სო?! რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნეა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბით ავ­სებს ცი­ხე­ებ­სო?! მო­დით, რა, და­ვამ­თავ­რო­თო ("ოც­ნე­ბას" მო­უ­წო­და)! რა, ჩვენ რომ დავ­ბრუნ­დე­ბით სა­თა­ვე­ში (ანუ ვირი რო ხეზე ავა), ჩვენც ასე მო­ვიქ­ცე­თო?! ამ­ნე­ზია აქვს ბიჭს... თუმ­ცა კარ­გი მო­წო­დე­ბაა, მაგ­რამ ასე გა­ვა­კე­თოთ: ბა­რემ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ას­რუ­ლოს და ვინც და­სა­ჭე­რია, და­ი­ჭი­როს, და­ა­ყე­ნოს საშ­ვე­ლი და მერე მარ­თლაც და­ვას­რუ­ლოთ ეს ცუდი ტრა­დი­ცია.

უი, ამ­ნე­ზია კი არა, პი­რი­ქით - ყვე­ლა­ფე­რი რომ კარ­გად გახ­სოვს, იმი­ტომ ხომ არ შე­გე­შინ­და, ყურ­ცქვიტ?

P.S. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და: "რუ­სე­თის გმირ­მა" და ცხინ­ვა­ლის დამ­ბომ­ბავ­მა ვინ­მე ნე­ჩა­ევ­მა ნა­ხე­ვა­რი კი­ლო­მეტ­რი გა­ირ­ბი­ნა ჩი­რაღ­დნით ხელ­ში და ყვე­ლამ იცის, რომ პუ­ტინ­მა ეს სა­ქარ­თვე­ლოს და­სა­ნა­ხა­ვად გა­ა­კე­თა, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სა­ნახს ყვე­ლა ვერ ხე­დავს - დაბრმავ­დნენ.

მე თუ მკი­თხავთ, გა­ვუ­კე­თებ­დი ერთ ად­გი­ლას... ანუ, ხელ­ში და­ვა­ჭე­რი­ნებ­დი ზო­გი­ერთს იმ ჩი­რაღ­დანს და გა­ვუშ­ვებ­დი პუ­ტი­ნის უკა­ნა­ლის სა­კოც­ნე­ლად - ამის დედა ვა­ტი­რე, ასე­თი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა მა­ინც იყოს ოლიმ­პი­ა­დის პროგ­რა­მა­ში, ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდე­ბო­დით!

ისე კი, ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მე­ნიშ­ნა, რუ­სებს 4-ჯერ რომ ჩა­უქ­რათ "გა­ზპ­რომ­ზე" შე­ერ­თე­ბუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩი­რაღ­და­ნი და "ზა­ჟი­გალ­კე­ბით" რომ აან­თეს მერე.

გა­ზიც არ უვარ­გათ, ამ ჩე­მი­სებს!

პრო­ვო­კა­ტო­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი

ალტერნატივა: დაჭრილი ძუძუ ან ჩამქრალი ჩირაღდანი

შესავლის ნაცვლად გასულ უქმეებზე თბილისობა იყო - მთელ ქალაქში მწვადის სუნისა და ქალაქის მერისა და მისი თანამოსაქმეების მიერ რეზინის ბოტებით ყურძნის დაჭყლეტის დღე!

კიდევ - ტივზე სპეციალური საშვებით მოხვედრილი ხალხის ქეიფისა და დანარჩენების ხიდებიდან შურის თვალით ცქერის დღე ("ქალწულებივით ხიდიდან ფენა..." - რა შუაშია, მაგრამ მაინც).

ეგ არაფერი, ეს ყოველ წელს ხდება და სულაც არ აღვნიშნავდი, მით უმეტეს, რომ ამბების სიმწირე არ ყოფილა ამ დღეებში, მაგრამ წლევანდელი ტივით სეირნობა თუ მასზე ქეიფი მაინც გამორჩეული იყო - "ვი-აი-პი სტუმრები" ამჯერად დვანელები და დიცელები იყვნენ! დიახ, სწორედ ისინი - ღობეები რომ გადმოუწიეს და ჩეჩმები საკუთარი ხელით დააშლევინეს. მთავრობამ მუშებიც კი რომ არ მიახმარა, ჯართის ჩასაბარებლად რკინის ბოძები რომ გადმოეტანათ აქეთ, სამაგიეროდ ახლა ტივზე აქეიფეს!

აეეე!!! ქეიფს იწყებთ დილიდან, ხომ?!

არადა, საქეიფოდ კი გვაქვს საქმე და ქეიფობს ხალხი. აგერ, სიღნაღში რესტორანში შესულან ჩვენი კორუფცია-მამაძაღლობისგან თავისუფალი პოლიციელები და "დაჭრილი ძუძუ" მოუთხოვიათ. - უცხოელი ტურისტები ფანჯრებიდან ხტებოდნენო, - ინტერვიუში ჰყვებოდა რესტორნის პატრონი. კარგად ვერ გავიგე, "დაჭრილ ძუძუში" რას გულისხმობდნენ, სადღაც წამიკითხავს "ირმის ცურის მწვადის" შესახებ - იქნებ ეგ უნდოდათ... არ ვიცი. მაშინ რატომ გადახტნენ ფანჯრიდან ის უცხოელები?

ერთი ძველი ამბავი გამახსენდა და შეიძლება აქაც მსგავსი რამ მოხდა: იქ, კახეთშივე, უცხოელი სტუმრები ჰყოლიათ, წესიერი, პატარ-პატარა იაპონელები, ქალაქელები, ხორცი უმად ნანახიც რომ არ ჰქონიათ. ამ კახელებს სულ ხაშლამა-ჩაქაფულებში უბანავებიათ. ცხვარ-ძროხაც თვალწინ დაუკლეს და დააფრთხეს. მერე იყო კულმინაცია: ტყეში წასულან საქეიფოდ, იქაც მთელი ცხვარი ქვაბში და ხანჯლით მიწოდებული კაი-კაი ნაჭრები, ბოლოს კი შებნელებულზე, პერანგჩაღეღილი, თვალებჩასისხლიანებული და ბანჯგვლიანი ყოფილი მოჭიდავის მიერ "რუსულად" ნათქვამი სადღეგრძელო, ცალ ხელში ფიალით და მეორეში ხანჯლით (იმათ რუსული სცოდნიათ):

- ია ხაჩუ ვიპიც ზა ვაშუ კროვ ი მიასო! ("თქვენი სისხლისა და ხორცის სადღეგრძელო იყოსო") - ერთმანეთს ასწრებდნენ საწყალი სტუმრები თურმე, არ შეგვჭამონო.

კიდევ კარგი, ამ "დაჭრილი ძუძუს" ერთი მომთხოვნელი უკვე დააკავეს, თორემ კიდევ უფრო გამიმძაფრდებოდა ამ ბოლო დროს მოწოლილი პოლიტ-დეპრესია.

ამას წინათ მკითხველს დავპირდი, არჩევნებამდე სააკაშვილს აღარ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ ცოოოტათი უნდა გავტეხო სიტყვა რადგან ძალიან საინტერესო რამ თქვა ნაცყრილობაზე, მისთვისაც კი ნამეტანი იყო, აშკარად გადააჭარბა: ეს რას ჰგავსო?! რამდენი საუკუნეა, საქართველოში ყველა ახალი ხელისუფლება წინა ხელისუფლების წარმომადგენლებით ავსებს ციხეებსო?! მოდით, რა, დავამთავროთო ("ოცნებას" მოუწოდა)! რა, ჩვენ რომ დავბრუნდებით სათავეში (ანუ ვირი რო ხეზე ავა), ჩვენც ასე მოვიქცეთო?! ამნეზია აქვს ბიჭს... თუმცა კარგი მოწოდებაა, მაგრამ ასე გავაკეთოთ: ბარემ ამ ხელისუფლებამ დაასრულოს და ვინც დასაჭერია, დაიჭიროს, დააყენოს საშველი და მერე მართლაც დავასრულოთ ეს ცუდი ტრადიცია.

უი, ამნეზია კი არა, პირიქით - ყველაფერი რომ კარგად გახსოვს, იმიტომ ხომ არ შეგეშინდა, ყურცქვიტ?

P.S. სოჭის ოლიმპიადა კვლავ აქტუალური გახდა: "რუსეთის გმირმა" და ცხინვალის დამბომბავმა ვინმე ნეჩაევმა ნახევარი კილომეტრი გაირბინა ჩირაღდნით ხელში და ყველამ იცის, რომ პუტინმა ეს საქართველოს დასანახავად გააკეთა, მაგრამ საქართველოში დასანახს ყველა ვერ ხედავს - დაბრმავდნენ.

მე თუ მკითხავთ, გავუკეთებდი ერთ ადგილას... ანუ, ხელში დავაჭერინებდი ზოგიერთს იმ ჩირაღდანს და გავუშვებდი პუტინის უკანალის საკოცნელად - ამის დედა ვატირე, ასეთი სპორტის სახეობა მაინც იყოს ოლიმპიადის პროგრამაში, ჩემპიონები გავხდებოდით!

ისე კი, ყველაზე მეტად ის მენიშნა, რუსებს 4-ჯერ რომ ჩაუქრათ "გაზპრომზე" შეერთებული ოლიმპიური ჩირაღდანი და "ზაჟიგალკებით" რომ აანთეს მერე.

გაზიც არ უვარგათ, ამ ჩემისებს!

პროვოკატორი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია