მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიუჯეტის პროექტში შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის უარყოფითი ნაშთი 347 მილიონ ლარს აჭარბებს
ბიუჯეტის პროექტში შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის უარყოფითი ნაშთი 347 მილიონ ლარს აჭარბებს

2014 წლის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტში შე­მო­სავ­ლე­ბი 2013 წლის გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით 42 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლა­რით ნაკ­ლე­ბია და 7 მი­ლი­არდ 379 მი­ლი­ონ 800 ათას ლარს შე­ად­გენს.

რო­გორც 2014 წლის ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ძი­რი­თა­დი წილი შე­მო­სავ­ლებ­ში გა­და­სა­ხა­დებს უკა­ვია, რო­მე­ლიც 6 მი­ლი­არდ 950 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, რაც წინა წლის მაჩ­ვე­ნე­ბელს 30 მი­ლი­ო­ნი ლა­რით აღე­მა­ტე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, 72 მი­ლი­ონ 700 ათა­სი ლა­რით შემ­ცი­რე­ბუ­ლია გრან­ტე­ბის ნა­წილ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ხარ­ჯებს, მათი მო­ცუ­ლო­ბა 2013 წლის ბი­უ­ჯე­ტის გეგ­მას­თან შე­და­რე­ბით 233 მი­ლი­ონ 830 ათა­სი ლა­რით გაზ­რდი­ლია. ყვე­ლა­ზე დიდი წილი სო­ცი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უკა­ვია - 2013 წელ­თან შე­და­რე­ბით 356 მი­ლი­ონ 995 ათა­სი ლა­რით მე­ტია და 2 მი­ლი­არდ 636 მი­ლი­ონ 461 ათასს ლარს აღ­წევს. 74 მი­ლი­ონ 796 ათა­სი ლა­რით იზ­რდე­ბა ხელ­ფა­სე­ბიც და მი­ლი­არდ 255 მი­ლი­ონ 730 ათას ლარს აღ­წევს.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, 2014 წელს მი­სა­ღე­ბი შე­მო­სუ­ლო­ბე­ბის მთლი­ა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გან­სა­ზღვრუ­ლია 8 მი­ლი­არდ 661 მი­ლი­ონ 800 ათა­სი ლა­რით, გა­და­სახ­დე­ლე­ბის კი – 9 მი­ლი­არდ 9 მი­ლი­ო­ნი ლა­რით, სალ­დო უარ­ყო­ფი­თია და 347,2 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს, რის და­ფარ­ვა­საც სა­ხელ­მწი­ფო ხა­ზი­ნის ერ­თი­ან ან­გა­რიშ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნაშ­თის გა­მო­ყე­ნე­ბით გეგ­მა­ვენ.

"2013 წლი­დან შე­მო­ღე­ბუ­ლი იქნა და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი პი­რის სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხად­ზე, შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა იწ­ვევს 2014 წლის ბი­უ­ჯეტ­ში სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი­დან მი­სა­ღე­ბი შე­მო­სავ­ლის 180-200 მი­ლი­ო­ნი ლა­რით შემ­ცი­რე­ბას" – აღ­ნიშ­ნუ­ლია ბი­უ­ჯე­ტის პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

აქვე გან­მარ­ტა­ვენ, რომ ბი­უ­ჯეტ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზის 60 თეთ­რი­დან 75 თეთ­რამ­დე ზრდის ეფექ­ტი, რის შე­დე­გა­დაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზი­დან 50 მი­ლი­ო­ნი ლა­რით მეტი შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ბიუჯეტის პროექტში შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის უარყოფითი ნაშთი 347 მილიონ ლარს აჭარბებს

ბიუჯეტის პროექტში შემოსულობებსა და გადასახდელებს შორის უარყოფითი ნაშთი 347 მილიონ ლარს აჭარბებს

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში შემოსავლები 2013 წლის გეგმასთან შედარებით 42 მილიონ 700 ათასი ლარით ნაკლებია და 7 მილიარდ 379 მილიონ 800 ათას ლარს შეადგენს.

როგორც 2014 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ძირითადი წილი შემოსავლებში გადასახადებს უკავია, რომელიც 6 მილიარდ 950 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30 მილიონი ლარით აღემატება. სამაგიეროდ, 72 მილიონ 700 ათასი ლარით შემცირებულია გრანტების ნაწილში.

რაც შეეხება ხარჯებს, მათი მოცულობა 2013 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით 233 მილიონ 830 ათასი ლარით გაზრდილია. ყველაზე დიდი წილი სოციალურ უზრუნველყოფას უკავია - 2013 წელთან შედარებით 356 მილიონ 995 ათასი ლარით მეტია და 2 მილიარდ 636 მილიონ 461 ათასს ლარს აღწევს. 74 მილიონ 796 ათასი ლარით იზრდება ხელფასებიც და მილიარდ 255 მილიონ 730 ათას ლარს აღწევს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2014 წელს მისაღები შემოსულობების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 8 მილიარდ 661 მილიონ 800 ათასი ლარით, გადასახდელების კი – 9 მილიარდ 9 მილიონი ლარით, სალდო უარყოფითია და 347,2 მილიონ ლარს აღწევს, რის დაფარვასაც სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული ნაშთის გამოყენებით გეგმავენ.

"2013 წლიდან შემოღებული იქნა დაუბეგრავი მინიმუმი დაქირავებული ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადზე, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება იწვევს 2014 წლის ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადიდან მისაღები შემოსავლის 180-200 მილიონი ლარით შემცირებას" – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

აქვე განმარტავენ, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებულია თამბაქოს აქციზის 60 თეთრიდან 75 თეთრამდე ზრდის ეფექტი, რის შედეგადაც მოსალოდნელია თამბაქოს აქციზიდან 50 მილიონი ლარით მეტი შემოსავლის მიღება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ