სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი
 რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე ჯა­რი­მე­ბის შემ­ცი­რე­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მოხ­დე­ბა. პარ­ლა­მენ­ტმა შსს-ს კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე გა­ნი­ხი­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - ეროვ­ნულ­მა ფო­რუმ­მა" მო­ამ­ზა­და და სა­დაც ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხი ჯა­რი­მე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­წე­სე­ბუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბაა, მისი გან­ხილ­ვა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში" შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის 2 პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე ინი­ცი­რე­ბუ­ლია. ერთ-ერ­თის ავ­ტო­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროა, მე­ო­რე პრო­ექ­ტი კი ფრაქ­ცი­ამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა -ეროვ­ნუ­ლი ფო­რუ­მი" მო­ამ­ზა­და (ავ­ტო­რი დე­პუ­ტა­ტი თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე).

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ნონპ­რო­ექ­ტში, რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რია აცხა­დებს, აღარ იქ­ნე­ბა ტერ­მი­ნი - "მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა" და იქ­ნე­ბა "მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბა". ამას­თან, მძღოლს მარ­თვის მოწ­მო­ბის ხე­ლახ­ლა მო­სა­პო­ვებ­ლად ტეს­ტი­რე­ბის თა­ვი­დან ჩა­ბა­რე­ბა აღარ მო­უ­წევს და სან­ქცი­ის ვა­დის გას­ვლის­თა­ნა­ვე მარ­თვის უფ­ლე­ბას ავ­ტო­მა­ტუ­რად მი­ი­ღებს. გარ­და ამი­სა, მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის­თვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვა­დე­ბი გა­ნა­ხევ­რდე­ბა.

მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის სან­ქცი­ას, ალ­კოჰო­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ავ­ტო­მან­ქა­ნის მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მის ნაც­ვლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ამ­ჟა­მად თუკი მძღო­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნას ნას­ვა­მი მარ­თავს, ის 200 ლა­რით ჯა­რიმ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი ნას­ვამ მძღოლს მარ­თვის უფ­ლე­ბას 6 თვით შე­უ­ჩე­რე­ბენ.

ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი შემ­თხვე­ვი­სას სან­ქცი­ე­ბი მკაცრ­დე­ბა: ნას­ვა­მი მძღო­ლი 700 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა და მას მარ­თვის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის ვადა ერთი წლით გა­უგ­რძელ­დე­ბა. მე­სა­მე შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­სას ჯა­რი­მა 1000 ლარი, ხოლო მარ­თვის უფ­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბის ვადა 2 წელი იქ­ნე­ბა.

ნას­ვამ მძღოლს სან­ქცი­ე­ბი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­ე­ხე­ბა, თუ მას გა­დაჰ­ყავს პირი, რო­მელ­საც გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

საგ­ზაო წე­სებს ეხე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი კი­დევ ერთი სა­კი­თხი. და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი ჯა­რი­მა 100-დან 50 ლა­რამ­დე მცირ­დე­ბა. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი შემ­თხვე­ვის­თვის მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა, რო­მე­ლიც 200 ლარს შე­ად­გენს, ასე­ვე გა­ნა­ხევ­რდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე კა­ნონპ­რო­ექტს, რო­გორც მისი ინი­ცი­ა­ტო­რი აცხა­დებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ჯა­რი­მე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო და­კის­რე­ბუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბა­ზე. დე­პუ­ტატ თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნახ­მად, მცირ­დე­ბა რო­გორც საგ­ზაო წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა, ასე­ვე ამ ჯა­რი­მის დრო­უ­ლად გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი. მისი გა­დახ­დის ვადა კი ერ­თი­დან სამ თვემ­დე იზ­რდე­ბა.

ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას მძღო­ლის ან მგზავ­რის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მძღო­ლი 40 ლა­რის ნაც­ვლად, 20 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა; მო­ტო­ციკ­ლით, კვად­რო­ციკ­ლით, ვე­ლო­სი­პე­დით ან სხვა მსგავ­სი ტი­პის მოძ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა 20-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მის ნაც­ვლად, 10 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნი­ლი იგი­ვე ქმე­დე­ბა 50 ლა­რის ნაც­ვლად, 20 ლა­რი­ან სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი მძღო­ლის მიერ სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბი­სა და შუქ­ნიშ­ნის ამ­კრძა­ლავ ნიშ­ნებ­ზე გავ­ლის წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვებ­ზეც მცირ­დე­ბა. სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩ­ქა­რით მძღო­ლის 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბის ნაც­ვლად, მის 75 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ისეთ შემ­თხვე­ვებ­ში, როცა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბას შე­დე­გად სა­ა­ვა­რიო ვი­თა­რე­ბის შექ­მნა ან მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა მოჰ­ყვე­ბა, მძღო­ლი 250 ლა­რის ნაც­ვლად, 150 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

მცირ­დე­ბა გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­თა გან­ლა­გე­ბის, მოძ­რა­ო­ბის და­წყე­ბის ან მა­ნევ­რი­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის გან­სა­ზღვრუ­ლი სან­ქცია და ასე­თი ქმე­დე­ბა 20 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა, ნაც­ვლად 50 ლა­რი­სა. მა­რე­გუ­ლი­რებ­ლის ან შუქ­ნიშ­ნის ამ­კრძა­ლავ ნი­შან­ზე გავ­ლის წე­სე­ბის, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ან ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის მო­თხოვ­ნის და­უც­ვე­ლო­ბა, გას­წრე­ბის, გზაჯ­ვა­რე­დი­ნის, რკი­ნიგ­ზა­ზე გა­და­სას­ვლე­ლის გავ­ლის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, გავ­ლის უპი­რა­ტე­სო­ბის მქო­ნე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის დაბ­რკო­ლე­ბის შექ­მნა მძღო­ლის 50 ლა­რის ნაც­ვლად, 30 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

გარ­და ამი­სა, ნა­ხევ­რდე­ბა ჯა­რი­მა შემ­ხვედ­რი სატ­რან­სპორ­ტო ნა­კა­დის გამ­ყო­ფი უწყვე­ტი ღერ­ძუ­ლა ხა­ზის გა­დაკ­ვე­თა­ზეც და ამ დარ­ღვე­ვის­თვის მძღო­ლი 100 ლა­რის ნაც­ვლად, 50 ლა­რით და­ჯა­რიმ­დე­ბა. ასე­ვე ნა­ხევ­რდე­ბა ჯა­რი­მა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში და მისი ოდე­ნო­ბა 200 ლა­რი­დან 100 ლა­რამ­დე მცირ­დე­ბა.

ამ დრო­ის­თვის პარ­ლა­მენ­ტმა შსს-ს მიერ ინი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით უკვე გა­ნი­ხი­ლა. რო­გორც "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე აცხა­დებს, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი გან­ხილ­ვა და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პრო­ექ­ტი მოს­მე­ნა­ზე კი­დევ ერთხელ გავა.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს პრო­ექტს, რო­მე­ლიც საგ­ზაო ჯა­რი­მე­ბის გა­და­უხ­დე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კის­რე­ბუ­ლი სა­უ­რა­ვე­ბის გა­ნა­ხევ­რე­ბას და აღ­სრუ­ლე­ბის ვა­დის გა­ხან­გრძლი­ვე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნამ­დვი­ლად ვერ მო­ეს­წრე­ბა", - დას­ძი­ნა მა­ი­სუ­რა­ძემ.

ელზა წიკ­ლა­უ­რი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?

რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი

 რა შემთხვევაში არ დაჯარიმდება ნასვამი მძღოლი

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმების შემცირება უახლოეს მომავალში მოხდება. პარლამენტმა შსს-ს კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა. რაც შეეხება კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნულმა ფორუმმა" მოამზადა და სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაწესებული საურავების განახევრებაა, მისი განხილვა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების 2 პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. ერთ-ერთის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, მეორე პროექტი კი ფრაქციამ "ქართული ოცნება -ეროვნული ფორუმი" მოამზადა (ავტორი დეპუტატი თემურ მაისურაძე).

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონპროექტში, როგორც მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, აღარ იქნება ტერმინი - "მართვის უფლების ჩამორთმევა" და იქნება "მართვის უფლების შეჩერება". ამასთან, მძღოლს მართვის მოწმობის ხელახლა მოსაპოვებლად ტესტირების თავიდან ჩაბარება აღარ მოუწევს და სანქციის ვადის გასვლისთანავე მართვის უფლებას ავტომატურად მიიღებს. გარდა ამისა, მართვის უფლების შეჩერებისთვის გათვალისწინებული ვადები განახევრდება.

მართვის უფლების შეჩერების სანქციას, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად გამოიყენებენ. ამჟამად თუკი მძღოლი ავტომანქანას ნასვამი მართავს, ის 200 ლარით ჯარიმდება. ცვლილების მიღების შემთხვევაში კი ნასვამ მძღოლს მართვის უფლებას 6 თვით შეუჩერებენ.

ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი შემთხვევისას სანქციები მკაცრდება: ნასვამი მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდება და მას მართვის უფლების ჩამორთმევის ვადა ერთი წლით გაუგრძელდება. მესამე შემთხვევის გამოვლენისას ჯარიმა 1000 ლარი, ხოლო მართვის უფლების შეჩერების ვადა 2 წელი იქნება.

ნასვამ მძღოლს სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეეხება, თუ მას გადაჰყავს პირი, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

საგზაო წესებს ეხება კანონპროექტით გათვალისწინებული კიდევ ერთი საკითხი. დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დაწესებული ჯარიმა 100-დან 50 ლარამდე მცირდება. ერთი წლის განმავლობაში გამოვლენილი განმეორებითი შემთხვევისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა, რომელიც 200 ლარს შეადგენს, ასევე განახევრდება.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, როგორც მისი ინიციატორი აცხადებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ჯარიმების გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავების განახევრებაზე. დეპუტატ თემურ მაისურაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივის თანახმად, მცირდება როგორც საგზაო წესების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა, ასევე ამ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები. მისი გადახდის ვადა კი ერთიდან სამ თვემდე იზრდება.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება; მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას დადგენილი წესების დარღვევა 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 10 ლარით განისაზღვრება. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება 50 ლარის ნაცვლად, 20 ლარიან სანქციას ითვალისწინებს.

საჯარიმო სანქციები მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშნებზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევებზეც მცირდება. სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მძღოლის 100 ლარის ოდენობით დაჯარიმების ნაცვლად, მის 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ისეთ შემთხვევებში, როცა სიჩქარის გადაჭარბებას შედეგად საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება მოჰყვება, მძღოლი 250 ლარის ნაცვლად, 150 ლარით დაჯარიმდება.

მცირდება გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესების დარღვევისთვის განსაზღვრული სანქცია და ასეთი ქმედება 20 ლარით დაჯარიმდება, ნაცვლად 50 ლარისა. მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისთვის დაბრკოლების შექმნა მძღოლის 50 ლარის ნაცვლად, 30 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

გარდა ამისა, ნახევრდება ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთაზეც და ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარის ნაცვლად, 50 ლარით დაჯარიმდება. ასევე ნახევრდება ჯარიმა წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევებში და მისი ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე მცირდება.

ამ დროისთვის პარლამენტმა შსს-ს მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას თემურ მაისურაძე აცხადებს, ახლა მიმდინარეობს დამატებითი განხილვა და უახლოეს მომავალში პროექტი მოსმენაზე კიდევ ერთხელ გავა.

"რაც შეეხება ჩვენს პროექტს, რომელიც საგზაო ჯარიმების გადაუხდელობის შემთხვევაში დაკისრებული საურავების განახევრებას და აღსრულების ვადის გახანგრძლივებას ითვალისწინებს, ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე ნამდვილად ვერ მოესწრება", - დასძინა მაისურაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია