საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უფლისციხის "ჯეობარელ" დირექტორთან პრეტენზიები აქვთ
უფლისციხის "ჯეობარელ" დირექტორთან პრეტენზიები აქვთ

"ის, რაც ხდე­ბა უფ­ლის­ცი­ხე­ში, ამას ჰქვია "უფ­ლის ცეხი" და რი­თაც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროა და­კა­ვე­ბუ­ლი, ამას კი ჰქვია..." - წერ­და ამ სამი თვის წინ "ალია".

რა­ტომ ასე მწა­რედ? საქ­მე ისაა, რომ უფ­ლის­ცი­ხე­ში, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­დის, ვინ­მე გა­ქა­ნე­ბულ "ნა­ცი­ო­ნალ" ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვილს "ფუ­ლის საჭ­რე­ლი სა­ამ­ქრო" ჰქონ­და გახ­სნი­ლი და ყვე­ლაფ­რის­გან ფულს აკე­თებ­და. უფ­ლის­ცი­ხე ერ­თა­დერ­თი კულ­ტუ­რის ძეგლია, რო­მელ­საც იმ­დე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, თავ­საც რომ ინა­ხავს და მო­გე­ბა­ზეც რომ მუ­შა­ობს, მაგ­რამ ეს მო­გე­ბა მთლი­ა­ნად ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვი­ლის ჯი­ბე­ში მი­დი­ო­და და სა­ერ­თო­დაც, სო­ფელ­ში მთლი­ა­ნად მიჰ­ყავ­და "პა­რა­დი". გარ­და იმი­სა, რომ სა­და­ღაშ­ვილს მთლი­ა­ნად ოჯა­ხი ჰყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი უფ­ლის­ცი­ხის (უფალ­მა მა­პა­ტი­ოს) ბიზ­ნეს­ში, ასე­ვე, ყიდ­და გა­უ­ფორ­მე­ბელ ბი­ლე­თებს და იქა­უ­რო­ბა მთლი­ა­ნად იღ­ლი­ა­ში ჰქონ­და ამო­დე­ბუ­ლი.

მოკ­ლედ, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლოთ, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმ­დე­ნად ზუსტ ფაქ­ტებს ასა­ხე­ლებ­და, ჯერ გა­ზე­თის სა­ღე­ბა­ვიც კი არ იყო გამ­შრა­ლი, რომ, გა­ვი­ხე­დოთ და, ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვი­ლი მოხ­სნეს. რის შემ­დე­გაც თავი მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლეთ, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის­თვის წე­რი­ლო­ბით მიგ­ვე­მარ­თა, სა­დაც მად­ლო­ბას ვუხ­დი­დით მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბის­თვის და ვწერ­დით, რომ "აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი წარ­მო­ად­გენ­და პირ­ველ ნა­ბიჯს სა­მარ­ცხვი­ნო კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ი­სა (თა­ნა­ცხოვ­რე­ბის) და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის გზა­ზე და შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი, ჩვე­ნი აზ­რით, იქ­ნე­ბო­და გამჭვირ­ვა­ლე მუ­შა­ო­ბა ამ სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ი­სა, რომ­ლის მი­ზა­ნიც უნდა ყო­ფი­ლი­ყო უფ­ლის­ცი­ხის ნაკ­რძა­ლის დი­რექ­ტო­რის კან­დი­და­ტუ­რის შერ­ჩე­ვა და ვთხოვ­დით სა­მი­ნის­ტრო-სა­ა­გენ­ტოს, რომ მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვე­ღო ამ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე.

ჯერ სა­მად­ლო­ბე­ლო სი­ტყვე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ გვქონ­და, რომ სა­ა­გენ­ტომ სას­წრა­ფო წე­სით გვი­პა­სუ­ხა, ესაო ძაან კარ­გი კო­მი­სი­ა­აო და გა­ღი­მე­ბუ­ლე­ბი დაგვტო­ვა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ ეუბ­ნე­ბო­და, რომ კო­მი­სია ცუ­დია? ჩვენ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ჩარ­თვას ვი­თხოვ­დით მო­ნი­ტო­რინ­გში, მეტს არა­ფერს!

ახლა ჩვენს საქ­მეს მივ­ყვეთ: მოკ­ლედ, ასე­ვე სას­წრა­ფო წე­სით, სა­და­ღაშ­ვი­ლის ად­გი­ლას უც­ბად დრო­ე­ბით მმარ­თვე­ლად და­ი­ნიშ­ნა ყო­ფი­ლი "ჯე­ო­ბა­რე­ლი" ვლას ვა­წა­ძე, რო­მელ­საც ჯერ თა­ვი­სი კი­კი­ნით გა­და­უ­რე­ვია ქვახ­ვრე­ლე­ლე­ბი და მერე იმით, რომ ფეხ­ზე და­ი­კი­და ცალ­კე სამ­სა­ხუ­რი და ცალ­კე ეკ­ლე­სია და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სამ­სა­ხურ­ში არ და­დის. რო­გორც მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ვა­წა­ძე სხვა ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­შიც ეწე­ვა საქ­მი­ა­ნო­ბას.

ამ დროს ხდე­ბა ისე, რომ უფ­ლის­ცი­ხის მუ­ზე­უ­მი­დან ერ­თა­დერთ ის­ტო­რი­კოსს ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ, ესაა ნუკ­რი მი­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 20 წე­ლია უფ­ლის­ცი­ხის ეკ­ლე­სი­ა­ში მუ­შა­ობს. მი­რუ­აშ­ვი­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლად მუ­შა­ობ­და და რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­იტ­მე­ნე­ჯე­რად. თქვენ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა სა­ი­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გგო­ნი­ათ, ხომ? აპ­რუ­წუ­წუნ! სა­ა­გენ­ტო­სე­ბუ­რად, სა­იტ­მე­ნე­ჯე­რი თურ­მე ნიშ­ნავს "ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან და აბე­ზა­რი ტუ­რის­ტე­ბის­გან ძეგლის დაც­ვას". ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან დაც­ვა რას ნიშ­ნავს? ძრო­ხე­ბი უნდა გა­და­დე­ნოს ის­ტო­რი­კოს­მა კაც­მა? და აბე­ზა­რი ტუ­რის­ტი კი რას ნიშ­ნავს? მო­ი­ცა­ლა კაც­მა, და­ირ­ქვა ტუ­რის­ტი და და­სე­ირ­ნობს... ახა­ლი უფ­რო­სის მოს­ვლის შემ­დეგ იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი მი­რუ­აშ­ვილ­სა და ვა­წა­ძეს შო­რის. ვინც ხში­რად და­დის უფ­ლის­ცი­ხე­ში, მათ იცი­ან, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს თა­ვი­სი გი­დე­ბი ჰყავთ, რომ­ლე­ბიც ხში­რად არ არი­ან კვა­ლი­ფი­ცი­ურ­ნი და ამი­ტომ, ასე­ვე ხში­რად, ტუ­რის­ტე­ბი გა­მოც­დილ ადი­ლობ­რივ გი­დებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ეკონ­ტაქ­ტე­ბი­ან. მი­რუ­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ დღეს შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, მას უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან და­კონ­ტაქ­ტე­ბა სას­ტი­კად ეკ­რძა­ლე­ბა, და­ნა­შა­უ­ლად ეთ­ვლე­ბა და პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა: მას დი­რექ­ცია ფუ­ლის აღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

კონ­კრე­ტუ­ლად, ვა­წა­ძე მოს­ვლის შემ­დეგ სულ მალე თათ­ბირს იწ­ვევს და მი­რუ­აშ­ვილს პირ­და­პირ ბრალს სდებს, შე­ნაო, მუ­ზე­უ­მის გვერ­დის ავ­ლით ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბას ეწე­ვიო. ამის გამო მი­რუ­აშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­ბა­რეს და გა­ა­მათ­რა­ხეს. მი­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, ვა­წა­ძის ნახ­ვა უნ­დო­და, მაგ­რამ ვლას ვა­წა­ძე იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ხოლ­მე სამ­სა­ხურ­ში. შე­ე­ცა­და, სა­ნატ­რე­ლი უფ­რო­სი თბი­ლის­ში ენა­ხა და ვერც იქ მო­ი­ხელ­თა. მაგ­რამ აქ უნდა დას­ვათ ლო­გი­კუ­რი კი­თხვა: ვა­წა­ძის არ­ყოფ­ნა­ში ვინ "ხა­ზე­ი­ნობს"და ვინ მარ­თავს უფ­ლის­ცი­ხეს? "თვა­ლი ამი­ხე­ლია, ჩიტი გა­მიფ­რე­ნია" - ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვი­ლი! ანუ ის კაცი, რო­მე­ლიც სა­ა­გენ­ტომ მხი­ლე­ბის შემ­დეგ სას­წრა­ფო წე­სით და­ი­თხო­ვა სამ­სა­ხუ­რი­დან!

ვუ­კავ­შირ­დე­ბით ნუკ­რი მი­რუ­აშ­ვილს:

- კი, მაგ­რამ სა­და­ღაშ­ვი­ლი რა­ტომ­ღა უფ­რო­სობს მანდ, ხომ გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია სამ­სა­ხუ­რი­დან, რაღა უნდა?

- ვა­წა­ძეს გვერ­დით უზის ხოლ­მე. სა­ა­გენ­ტო რომ მო­ვი­და პირ­ვე­ლად და ვა­წა­ძე და­ა­სა­ხე­ლეს, იმის მერე სულ ერ­თად არი­ან. ვლა­სი ამ­ბობს, რომ ეს კაცი, სა­და­ღაშ­ვი­ლი, შე­უც­ვლე­ლია და ბო­ლომ­დე უნდა გა­მო­ვი­ყე­ნო­თო.

- სა­და­ღაშ­ვილს რამე ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი აქვს დღე­საც?

- არა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი არა­ფე­რი, მაგ­რამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საქ­მე­ებ­ში ვა­წა­ძეს ეხ­მა­რე­ბა.

- ანუ, ისევ ეგ სა­და­ღაშ­ვი­ლია მანდ საქ­მის განმკარ­გა­ვი? თქვენ რა­ტომ არ გაძ­ლე­ვენ გა­სა­ქანს ეგ და ვა­წა­ძე?

- იმი­ტომ, რომ ვა­წა­ძე რა­ტომ­ღაც მე მო­მი­აზ­რებს კონ­კუ­რენ­ტად.

- მო­გი­აზ­რებთ კარ­გია, ვა­წა­ძე არის მმარ­თვე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და დამ­ტკიც­და უკვე? კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­და მაგ ად­გილ­ზე?

- კონ­კურ­სი არა, მაგ­რამ რა­საც ვხე­დავ, ვა­წა­ძე დარ­ჩა ად­გილ­ზე. სა­ინ­ტე­რე­სო ეგაა, რომ ჩემ­ზე აქვთ გარ­თუ­ლე­ბა და ჩემს ექ­სკურ­სი­ამ­ძღო­ლო­ბა­ზე. ტუ­რისტს რომ და­ვე­ლა­პა­რა­კო, თურ­მე და­ნა­შა­უ­ლია.

- ვა­წა­ძე ასე თა­ვის ჭკუ­ა­ზე რომ და­სე­ირ­ნობს, სა­ა­გენ­ტომ ეგ ამ­ბა­ვი თუ იცის?

- იცი­ან, ალ­ბათ, აბა, სხვა რო­გორ?

- სა­ა­გენ­ტო­ში რომ იყა­ვით, რა გი­თხრეს?

- ის­ტო­რი­კო­სი ვარ და ეს ჩემი ის­ტო­რი­კო­სო­ბა მექ­ცა წყევ­ლად. ჯერ­ჯე­რო­ბით დამ­ტო­ვეს ჩემს ად­გილ­ზე და ვა­კე­თებ საქ­მეს. მე ტუ­რის­ტებს არ ვე­კა­რე­ბი, მაგ­რამ რა­მეს რომ მკი­თხა­ვენ მომ­სვლე­ლე­ბი, ვპა­სუ­ხობ და რა ვქნა?

- თქვენ ამ­ბობთ, რომ მმარ­თვე­ლის გა­სა­კე­თე­ბელს ისევ სა­და­ღაშ­ვი­ლი აკე­თებს და სო­ფე­ლი რას ამ­ბობს, უნ­დათ ისევ სა­და­ღაშ­ვი­ლი?

- სო­ფე­ლი აღ­შფო­თე­ბუ­ლია.

სო­ფელ­ზე გა­მახ­სენ­და. ეტყო­ბა, ისე გა­და­ა­ჭა­მა თავი ზუ­რაბ სა­და­ღაშ­ვილ­მა იმ სო­ფელს, რომ მის­მა ნა­თე­სავ­მა სოფ­ლის გამ­გე­ბელ­მა გი­ორ­გი სა­და­ღაშ­ვილ­მა თურ­მე ხმა­მაღ­ლა იხუმ­რა: ეგ ვლა­სი ვა­წა­ძე და ეგ ჩვე­ნი ზუ­რა­ბა პუ­ტი­ნი-მედ­ვე­დე­ვი­ვით არი­ან, ხან ერ­თია უფ­რო­სი და ხან მე­ო­რეო. ამ­ბო­ბენ, რომ ვა­წა­ძეს მეც­ნი­ე­რის ხა­რის­ხი აქვს და ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რია. მე, პი­რა­დად, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ, რო­დის ას­წრებს ეს პი­როვ­ნე­ბა, მეც­ნი­ე­რე­ბით და­კავ­დეს, რად­გა­ნაც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვლას ვა­წა­ძე რო­მე­ლი­ღაც ჯგუფ­ში უკ­რავს ინ­სტრუ­მენტზე, "რა? სად? რო­დის?" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და "კა­ვე­ენ­ში­კია". პლუს ამას, თა­ვი­სი ბიზ­ნე­სიც ჰქო­ნია და მოს­წრე­ბა არ უნდა ყვე­ლა­ფერს? ისე სა­ღოლ...

ვუ­კავ­შირ­დე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ველს რო­ბერტ მაღ­ლა­კე­ლი­ძეს.

- ჯერ კონ­კურ­სი არც გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლა და არც ჩა­ტა­რე­ბუ­ლა მმარ­თვე­ლის ად­გილ­ზე. ვლას ვა­წა­ძე არის დრო­ე­ბით მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ეს კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა თვის ბო­ლოს და დარ­წმუ­ნე­ბით გე­უბ­ნე­ბით, რომ დი­რექ­ტო­რი მხო­ლოდ ამ გზით გა­მოვ­ლინ­დე­ბა და და­ვა­მა­ტებ, რომ ნე­ბის­მი­ერ პი­როვ­ნე­ბას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს.

- რამ­დე­ნი აქვს ხელ­ფა­სი ვლას ვა­წა­ძეს?

- და­ახ­ლო­ე­ბით 700 ლარი.

- ამ ფულს იღებს ჩემი ჯი­ბი­დან და რა­ტომ არ ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას? ანდა, ეგ სად წე­რია, რომ ჩი­ნოვ­ნი­კი და­ნიშ­ნუ­ლია უფ­ლის­ცი­ხის ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლად და ამ დროს მას აქვს თა­ვი­სი ბიზ­ნე­სი და არ ცხად­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში?

- ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა უფ­ლის­ცი­ხე­ში, მა­გა­ლი­თად, ჩა­ტარ­და უფ­ლის­ცი­ხო­ბა.

- მა­გას არ გე­კი­თხე­ბით, სხვა კი­თხვა დავ­სვი.

- ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არ იყო ცნო­ბი­ლი, რომ ის სამ­სა­ხურ­ში არ და­დი­ო­და. თქვენს ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­და­ვა­მოწ­მებ და პი­რა­დად შე­ვა­მოწ­მებ და თუ ეს და­დას­ტურ­და, პა­სუხს მოვ­თხოვ მას ამის გამო.

- ეს ინ­ფორ­მა­ცია აქამ­დე უნდა გცოდ­ნო­დათ, ჩემო ბა­ტო­ნო. მე თუ და­ვინ­ტე­რეს­დი და გა­ვი­გე, არც თქვენ გა­გი­ჭირ­დე­ბო­დათ...

- პი­რო­ბას გაძ­ლევთ, რომ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი და თუნ­დაც ერთი კვი­რა ვივ­ლი ად­გილ­ზე, რომ ფაქ­ტე­ბი ვნა­ხო და მაგ პრობ­ლე­მას მოვხსნით.

- ვა­წა­ძეს გვერ­დში ჰყავს მოხ­სნი­ლი კად­რი. სა­და­ღაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ გან­კარ­გავს საქ­მე­ებს და რა ხდე­ბა?

- დიდი მად­ლო­ბა, რომ ასე ყუ­რა­დღე­ბით ეკი­დე­ბით ამ საქ­მეს, გპირ­დე­ბით, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევთ და გაც­ნო­ბებთ.

და კი­დევ, სა­ნამ სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის ხმა გა­ის­მო­დეს, 30 სექ­ტემ­ბერს 15 ჯგუ­ფი მის­დგო­მია უფ­ლის­ცი­ხეს, იქ კი წყა­ლი არ იყო და ტუ­ა­ლე­ტე­ბი არ მუ­შა­ობ­და. აღ­შფო­თე­ბულ ტუ­რის­ტებს დი­რექ­ტო­რის ნახ­ვა მო­უ­თხო­ვი­ათ, დი­რექ­ტო­რი ვლას ვა­წა­ძე კი გა­სუ­ლი ყო­ფი­ლა მომ­სა­ხუ­რე­ბის ად­გი­ლი­დან.

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ალია"

უფლისციხის "ჯეობარელ" დირექტორთან პრეტენზიები აქვთ

უფლისციხის "ჯეობარელ" დირექტორთან პრეტენზიები აქვთ

"ის, რაც ხდება უფლისციხეში, ამას ჰქვია "უფლის ცეხი" და რითაც კულტურის სამინისტროა დაკავებული, ამას კი ჰქვია..." - წერდა ამ სამი თვის წინ "ალია".

რატომ ასე მწარედ? საქმე ისაა, რომ უფლისციხეში, რომელიც კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში შედის, ვინმე გაქანებულ "ნაციონალ" ზურაბ სადაღაშვილს "ფულის საჭრელი საამქრო" ჰქონდა გახსნილი და ყველაფრისგან ფულს აკეთებდა. უფლისციხე ერთადერთი კულტურის ძეგლია, რომელსაც იმდენი შემოსავალი აქვს, თავსაც რომ ინახავს და მოგებაზეც რომ მუშაობს, მაგრამ ეს მოგება მთლიანად ზურაბ სადაღაშვილის ჯიბეში მიდიოდა და საერთოდაც, სოფელში მთლიანად მიჰყავდა "პარადი". გარდა იმისა, რომ სადაღაშვილს მთლიანად ოჯახი ჰყავდა დასაქმებული უფლისციხის (უფალმა მაპატიოს) ბიზნესში, ასევე, ყიდდა გაუფორმებელ ბილეთებს და იქაურობა მთლიანად იღლიაში ჰქონდა ამოდებული.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენი რესპონდენტი იმდენად ზუსტ ფაქტებს ასახელებდა, ჯერ გაზეთის საღებავიც კი არ იყო გამშრალი, რომ, გავიხედოთ და, ზურაბ სადაღაშვილი მოხსნეს. რის შემდეგაც თავი მოვალედ ჩავთვალეთ, კულტურის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალური დირექტორისთვის წერილობით მიგვემართა, სადაც მადლობას ვუხდიდით მყისიერი რეაგირებისთვის და ვწერდით, რომ "აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა პირველ ნაბიჯს სამარცხვინო კოჰაბიტაციისა (თანაცხოვრების) და "ნაციონალური" კლანური მმართველობის გზაზე და შემდეგი ნაბიჯი, ჩვენი აზრით, იქნებოდა გამჭვირვალე მუშაობა ამ საკონკურსო კომისიისა, რომლის მიზანიც უნდა ყოფილიყო უფლისციხის ნაკრძალის დირექტორის კანდიდატურის შერჩევა და ვთხოვდით სამინისტრო-სააგენტოს, რომ მათთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა მიგვეღო ამ კომისიის მუშაობის ყველა ეტაპზე.

ჯერ სამადლობელო სიტყვები დასრულებული არ გვქონდა, რომ სააგენტომ სასწრაფო წესით გვიპასუხა, ესაო ძაან კარგი კომისიააო და გაღიმებულები დაგვტოვა. საინტერესოა, ვინ ეუბნებოდა, რომ კომისია ცუდია? ჩვენ ჟურნალისტების ჩართვას ვითხოვდით მონიტორინგში, მეტს არაფერს!

ახლა ჩვენს საქმეს მივყვეთ: მოკლედ, ასევე სასწრაფო წესით, სადაღაშვილის ადგილას უცბად დროებით მმართველად დაინიშნა ყოფილი "ჯეობარელი" ვლას ვაწაძე, რომელსაც ჯერ თავისი კიკინით გადაურევია ქვახვრელელები და მერე იმით, რომ ფეხზე დაიკიდა ცალკე სამსახური და ცალკე ეკლესია და, ფაქტობრივად, სამსახურში არ დადის. როგორც მისი თანამშრომლები ამბობენ, ვაწაძე სხვა ტურისტულ სააგენტოშიც ეწევა საქმიანობას.

ამ დროს ხდება ისე, რომ უფლისციხის მუზეუმიდან ერთადერთ ისტორიკოსს ათავისუფლებენ, ესაა ნუკრი მირუაშვილი, რომელიც 20 წელია უფლისციხის ეკლესიაში მუშაობს. მირუაშვილი წლების მანძილზე ექსკურსიამძღოლად მუშაობდა და რამდენიმე თვის წინ გადაიყვანეს საიტმენეჯერად. თქვენ ეს თანამდებობა საიტის ხელმძღვანელი გგონიათ, ხომ? აპრუწუწუნ! სააგენტოსებურად, საიტმენეჯერი თურმე ნიშნავს "შინაური ცხოველებისგან და აბეზარი ტურისტებისგან ძეგლის დაცვას". შინაური ცხოველებისგან დაცვა რას ნიშნავს? ძროხები უნდა გადადენოს ისტორიკოსმა კაცმა? და აბეზარი ტურისტი კი რას ნიშნავს? მოიცალა კაცმა, დაირქვა ტურისტი და დასეირნობს... ახალი უფროსის მოსვლის შემდეგ იწყება კონფლიქტი მირუაშვილსა და ვაწაძეს შორის. ვინც ხშირად დადის უფლისციხეში, მათ იციან, რომ უმეტეს შემთხვევაში ტურისტულ სააგენტოებს თავისი გიდები ჰყავთ, რომლებიც ხშირად არ არიან კვალიფიციურნი და ამიტომ, ასევე ხშირად, ტურისტები გამოცდილ ადილობრივ გიდებს დამოუკიდებლად ეკონტაქტებიან. მირუაშვილი აცხადებს, რომ დღეს შექმნილი მდგომარეობით, მას უცხო ადამიანებთან დაკონტაქტება სასტიკად ეკრძალება, დანაშაულად ეთვლება და პრობლემა ექმნება: მას დირექცია ფულის აღებაში ადანაშაულებს.

კონკრეტულად, ვაწაძე მოსვლის შემდეგ სულ მალე თათბირს იწვევს და მირუაშვილს პირდაპირ ბრალს სდებს, შენაო, მუზეუმის გვერდის ავლით ექსკურსიამძღოლობას ეწევიო. ამის გამო მირუაშვილი სამინისტროში დაიბარეს და გაამათრახეს. მირუაშვილის თქმით, ვაწაძის ნახვა უნდოდა, მაგრამ ვლას ვაწაძე იშვიათად ჩნდება ხოლმე სამსახურში. შეეცადა, სანატრელი უფროსი თბილისში ენახა და ვერც იქ მოიხელთა. მაგრამ აქ უნდა დასვათ ლოგიკური კითხვა: ვაწაძის არყოფნაში ვინ "ხაზეინობს"და ვინ მართავს უფლისციხეს? "თვალი ამიხელია, ჩიტი გამიფრენია" - ზურაბ სადაღაშვილი! ანუ ის კაცი, რომელიც სააგენტომ მხილების შემდეგ სასწრაფო წესით დაითხოვა სამსახურიდან!

ვუკავშირდებით ნუკრი მირუაშვილს:

- კი, მაგრამ სადაღაშვილი რატომღა უფროსობს მანდ, ხომ განთავისუფლებულია სამსახურიდან, რაღა უნდა?

- ვაწაძეს გვერდით უზის ხოლმე. სააგენტო რომ მოვიდა პირველად და ვაწაძე დაასახელეს, იმის მერე სულ ერთად არიან. ვლასი ამბობს, რომ ეს კაცი, სადაღაშვილი, შეუცვლელია და ბოლომდე უნდა გამოვიყენოთო.

- სადაღაშვილს რამე ოფიციალური სტატუსი აქვს დღესაც?

- არა, ოფიციალური არაფერი, მაგრამ ადმინისტრაციულ საქმეებში ვაწაძეს ეხმარება.

- ანუ, ისევ ეგ სადაღაშვილია მანდ საქმის განმკარგავი? თქვენ რატომ არ გაძლევენ გასაქანს ეგ და ვაწაძე?

- იმიტომ, რომ ვაწაძე რატომღაც მე მომიაზრებს კონკურენტად.

- მოგიაზრებთ კარგია, ვაწაძე არის მმართველის მოვალეობის შემსრულებელი და დამტკიცდა უკვე? კონკურსი გამოცხადდა მაგ ადგილზე?

- კონკურსი არა, მაგრამ რასაც ვხედავ, ვაწაძე დარჩა ადგილზე. საინტერესო ეგაა, რომ ჩემზე აქვთ გართულება და ჩემს ექსკურსიამძღოლობაზე. ტურისტს რომ დაველაპარაკო, თურმე დანაშაულია.

- ვაწაძე ასე თავის ჭკუაზე რომ დასეირნობს, სააგენტომ ეგ ამბავი თუ იცის?

- იციან, ალბათ, აბა, სხვა როგორ?

- სააგენტოში რომ იყავით, რა გითხრეს?

- ისტორიკოსი ვარ და ეს ჩემი ისტორიკოსობა მექცა წყევლად. ჯერჯერობით დამტოვეს ჩემს ადგილზე და ვაკეთებ საქმეს. მე ტურისტებს არ ვეკარები, მაგრამ რამეს რომ მკითხავენ მომსვლელები, ვპასუხობ და რა ვქნა?

- თქვენ ამბობთ, რომ მმართველის გასაკეთებელს ისევ სადაღაშვილი აკეთებს და სოფელი რას ამბობს, უნდათ ისევ სადაღაშვილი?

- სოფელი აღშფოთებულია.

სოფელზე გამახსენდა. ეტყობა, ისე გადააჭამა თავი ზურაბ სადაღაშვილმა იმ სოფელს, რომ მისმა ნათესავმა სოფლის გამგებელმა გიორგი სადაღაშვილმა თურმე ხმამაღლა იხუმრა: ეგ ვლასი ვაწაძე და ეგ ჩვენი ზურაბა პუტინი-მედვედევივით არიან, ხან ერთია უფროსი და ხან მეორეო. ამბობენ, რომ ვაწაძეს მეცნიერის ხარისხი აქვს და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორია. მე, პირადად, გაოცებული ვარ, როდის ასწრებს ეს პიროვნება, მეცნიერებით დაკავდეს, რადგანაც, როგორც ამბობენ, ვლას ვაწაძე რომელიღაც ჯგუფში უკრავს ინსტრუმენტზე, "რა? სად? როდის?" ინტელექტუალების წარმომადგენელია და "კავეენშიკია". პლუს ამას, თავისი ბიზნესიც ჰქონია და მოსწრება არ უნდა ყველაფერს? ისე საღოლ...

ვუკავშირდებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მრჩეველს რობერტ მაღლაკელიძეს.

- ჯერ კონკურსი არც გამოცხადებულა და არც ჩატარებულა მმართველის ადგილზე. ვლას ვაწაძე არის დროებით მოვალეობის შემსრულებელი. ეს კონკურსი ტარდება თვის ბოლოს და დარწმუნებით გეუბნებით, რომ დირექტორი მხოლოდ ამ გზით გამოვლინდება და დავამატებ, რომ ნებისმიერ პიროვნებას ექნება საშუალება, კონკურსში მონაწილეობა მიიღოს.

- რამდენი აქვს ხელფასი ვლას ვაწაძეს?

- დაახლოებით 700 ლარი.

- ამ ფულს იღებს ჩემი ჯიბიდან და რატომ არ ასრულებს თავის მოვალეობას? ანდა, ეგ სად წერია, რომ ჩინოვნიკი დანიშნულია უფლისციხის ნაკრძალის მმართველად და ამ დროს მას აქვს თავისი ბიზნესი და არ ცხადდება სამსახურში?

- ღონისძიებები ტარდება უფლისციხეში, მაგალითად, ჩატარდა უფლისციხობა.

- მაგას არ გეკითხებით, სხვა კითხვა დავსვი.

- ჩემთვის ნამდვილად არ იყო ცნობილი, რომ ის სამსახურში არ დადიოდა. თქვენს ინფორმაციას გადავამოწმებ და პირადად შევამოწმებ და თუ ეს დადასტურდა, პასუხს მოვთხოვ მას ამის გამო.

- ეს ინფორმაცია აქამდე უნდა გცოდნოდათ, ჩემო ბატონო. მე თუ დავინტერესდი და გავიგე, არც თქვენ გაგიჭირდებოდათ...

- პირობას გაძლევთ, რომ დავინტერესდები და თუნდაც ერთი კვირა ვივლი ადგილზე, რომ ფაქტები ვნახო და მაგ პრობლემას მოვხსნით.

- ვაწაძეს გვერდში ჰყავს მოხსნილი კადრი. სადაღაშვილი ჯერ კიდევ განკარგავს საქმეებს და რა ხდება?

- დიდი მადლობა, რომ ასე ყურადღებით ეკიდებით ამ საქმეს, გპირდებით, რომ ყველაფერს გავარკვევთ და გაცნობებთ.

და კიდევ, სანამ საფინალო სასტვენის ხმა გაისმოდეს, 30 სექტემბერს 15 ჯგუფი მისდგომია უფლისციხეს, იქ კი წყალი არ იყო და ტუალეტები არ მუშაობდა. აღშფოთებულ ტურისტებს დირექტორის ნახვა მოუთხოვიათ, დირექტორი ვლას ვაწაძე კი გასული ყოფილა მომსახურების ადგილიდან.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია