სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება
ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მათ არა­ვინ იც­ნობ­და, მაგ­რამ მას შემ­დეგ რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი მო­ხიბ­ლეს, დღეს ყვე­ლა მათ­ზე ლა­პა­რა­კობს. ტა­რი­ელ სუ­ა­რი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და და აღი­ა­რე­ბუ­ლი გი­ტა­რის­ტი გახ­ლდათ. ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძე - მოს­კოვ­ში და ყო­ფი­ლი წყალ­ბურ­თე­ლი სა­კუ­თარ ბარს წარ­მა­ტე­ბით ამუ­შა­ვებ­და.

ორი­ვეს და­ო­ჯა­ხე­ბა სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. კუ­ტა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რო­გორ მო­ხიბ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­სურ­ვე­ლი სა­პა­ტარ­ძლო ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი. უცებ და­ქორ­წინ­დნენ და მა­ლე­ვე და­შორ­დნენ.

მარ­თა­ლია, ია ფა­რუ­ლა­ვა რამ­დენ­ჯერ­მე უკვე გახ­ლდათ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, მაგ­რამ მის ცხოვ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში უც­ნო­ბი ტა­რი­ელ სუ­ა­რის გა­მო­ჩე­ნა ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და. მათ რო­მანს თა­ვი­დან არა­სე­რი­ო­ზუ­ლად აღიქ­ვამ­დნენ. ფიქ­რობ­დნენ, რომ ესეც ეპა­ტა­ჟუ­რი იას მო­რი­გი პი­არსვლის ნა­წი­ლი იყო, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ტა­რი­ელ­მა იას ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე ათა­სი ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ სთხო­ვა ხელი და იაც და­თან­ხმდა. იმ ღა­მეს წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია ჯვრის­წე­რით გაგ­რძელ­და. ტა­რი­ელს კონ­ცერ­ტე­ბი აქვს, ამი­ტომ პა­ტარ­ძა­ლი დრო­ე­ბით მარ­ტო და­ტო­ვა და გერ­მა­ნი­ა­ში გა­ემ­გზავ­რა.

დღეს ბავ­შვსაც რომ ჰკი­თხოთ ვინ არი­ან კუ­ტა­ლა­ძე და სუ­ა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გიყ­ვე­ბათ ამ ორი მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ, მაგ­რამ რა­ო­დენ უც­ნა­უ­რიც არ უნდა იყოს, თა­ვად ძა­ლი­ან უკ­ვირთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა რითი და­იმ­სა­ხუ­რეს.

იხი­ლეთ სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება

ტარიელ სუარისა და ირაკლი კუტალაძის უეცარი აღზევება

რამდენიმე თვის წინ მათ არავინ იცნობდა, მაგრამ მას შემდეგ რაც საქართველოში ყველაზე პოპულარული ქალბატონები მოხიბლეს, დღეს ყველა მათზე ლაპარაკობს. ტარიელ სუარი გერმანიაში ცხოვრობდა და აღიარებული გიტარისტი გახლდათ. ირაკლი კუტალაძე - მოსკოვში და ყოფილი წყალბურთელი საკუთარ ბარს წარმატებით ამუშავებდა.

ორივეს დაოჯახება სკანდალური აღმოჩნდა. კუტალაძის შემთხვევაში ყველას გაუკვირდა, როგორ მოხიბლა საქართველოში ერთ-ერთი სასურველი საპატარძლო ნინი ბადურაშვილი. უცებ დაქორწინდნენ და მალევე დაშორდნენ.

მართალია, ია ფარულავა რამდენჯერმე უკვე გახლდათ დაოჯახებული, მაგრამ მის ცხოვრებაში საქართველოში უცნობი ტარიელ სუარის გამოჩენა ყველას გაუკვირდა. მათ რომანს თავიდან არასერიოზულად აღიქვამდნენ. ფიქრობდნენ, რომ ესეც ეპატაჟური იას მორიგი პიარსვლის ნაწილი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ ტარიელმა იას ფილარმონიის სცენაზე რამდენიმე ათასი ადამიანის თვალწინ სთხოვა ხელი და იაც დათანხმდა. იმ ღამეს წყვილის სიყვარულის ისტორია ჯვრისწერით გაგრძელდა. ტარიელს კონცერტები აქვს, ამიტომ პატარძალი დროებით მარტო დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა.

დღეს ბავშვსაც რომ ჰკითხოთ ვინ არიან კუტალაძე და სუარი დაწვრილებით მოგიყვებათ ამ ორი მამაკაცის შესახებ, მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად ძალიან უკვირთ საზოგადოების ყურადღება რითი დაიმსახურეს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება