კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება
სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება

და­მა­ტე­ბი­თი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია და მას რა­ი­მე სა­ხის სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, მე­რა­ბიშ­ვი­ლი დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის კლი­ნი­კა­ში გეგ­მუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მიზ­ნით გა­და­იყ­ვა­ნეს. ჩა­უ­ტარ­და ხერ­ხემ­ლის მაგ­ნი­ტურ რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა და მუც­ლის ღრუს ორ­გა­ნო­ე­ბის და ფილ­ტვე­ბის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია.

"გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ რა­ი­მე სა­გან­გა­შო პრობ­ლე­მა არ აღე­ნიშ­ნე­ბა და ექი­მე­ბის გან­მარ­ტე­ბით მას რამე სა­ხის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. გა­მოკ­ვლე­ვებ­მა და­ა­დას­ტუ­რა 6 სექ­ტემ­ბრის კონ­სი­ლი­უმ­ში მო­ნა­წი­ლე ექი­მე­ბის დი­აგ­ნო­ზი, ხერ­ხემ­ლის სქო­ლი­ო­ზი. 6 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ბრალ­დე­ბულ­მა წო­ნა­შიც მო­ი­მა­ტა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მე­რა­ბიშ­ვილს 6 სექ­ტემ­ბერს ჩა­უ­ტარ­და ექიმ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სუ­რი შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და პა­ცი­ენ­ტის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ექი­მიც. კონ­სი­ლი­უ­მის შე­ფა­სე­ბით, მას სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბო­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცია და­მა­ტე­ბი­თი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ბრალ­დე­ბუ­ლი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი ჯან­დაც­ვის ელექტრო­ნულ პროგ­რა­მა­ში გეგ­მუ­რი რე­ფე­რა­ლის მიზ­ნით და­რე­გის­ტრირ­და და 27 სექ­ტემ­ბერს ეს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი გეგ­მუ­რად ჩა­უ­ტარ­და.

პა­ცი­ენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვე­ბის შე­სა­ხებ, სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნე­ბი და დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ექი­მებს და ბრალ­დე­ბუ­ლის მხა­რეს ორ­შა­ბათს გა­და­ე­ცე­მათ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება

სასჯელაღსრულების სამინისტრო - ივანე მერაბიშვილს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება

დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით, ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას რაიმე სახის სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროება.

მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მერაბიშვილი დღეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გეგმური სამედიცინო გამოკვლევების მიზნით გადაიყვანეს. ჩაუტარდა ხერხემლის მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა და მუცლის ღრუს ორგანოების და ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია.

"გამოკვლევების შედეგების მიხედვით, წინასწარი მონაცემებით ივანე მერაბიშვილს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე საგანგაშო პრობლემა არ აღენიშნება და ექიმების განმარტებით მას რამე სახის ოპერაციული მკურნალობა არ ესაჭიროება. გამოკვლევებმა დაადასტურა 6 სექტემბრის კონსილიუმში მონაწილე ექიმების დიაგნოზი, ხერხემლის სქოლიოზი. 6 სექტემბრის შემდეგ ბრალდებულმა წონაშიც მოიმატა", - ნათქვამია განცხადებაში.

მერაბიშვილს 6 სექტემბერს ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა გაფართოებული კონსილიუმი ჯანმრთელობის მდგომარეობის კომპლექსური შეფასების მიზნით, რომელშიც მონაწილეობდა პაციენტის ნდობით აღჭურვილი ექიმიც. კონსილიუმის შეფასებით, მას სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმებმა გასცეს რეკომენდაცია დამატებითი ამბულატორიული რადიოლოგიური გამოკვლევების ჩატარებაზე, რის საფუძველზეც ბრალდებული პენიტენციური ჯანდაცვის ელექტრონულ პროგრამაში გეგმური რეფერალის მიზნით დარეგისტრირდა და 27 სექტემბერს ეს გამოკვლევები გეგმურად ჩაუტარდა.

პაციენტის გამოკვლევების შესახებ, სამედიცინო დასკვნები და დეტალური ინფორმაცია პენიტენციური სისტემის ექიმებს და ბრალდებულის მხარეს ორშაბათს გადაეცემათ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა