სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...
ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...

2006 წლის 2 მა­ისს კორ­ტებ­თან მომ­ხდა­რი ფაქ­ტი დღემ­დე არ არის ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი. ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, სა­კუ­თა­რი შვი­ლის საფ­ლავ­ზე ნაღ­მის აფეთ­ქე­ბას გუ­შინ ემსხვერ­პლა.

Ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მის­ცა. აღ­ნიშ­ნულ სტა­ტი­ა­ში იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მისი ოჯა­ხის ტრა­გი­კულ წარ­სულ­ზე სა­უბ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს (27/09 2013).

"ზუ­რას­ნა­ი­რი ბავ­შვი ას წე­ლი­წად­ში ერთხელ იბა­დე­ბა"

- მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქვს წარ­წე­რა, რომ 22 წლის ხართ.

- სუ­რათ­ზე ალ­ბათ ბევ­რი ვერ მიც­ნობს. ამ დროს ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე­უღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 35 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი. ზა­ფხულ­ში გუ­რი­ა­ში ვი­ყა­ვი სტუმ­რად, მა­შინ შევ­ხვდი მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს. მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი იყო და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მა­ლე­ვე და­ვო­ჯახ­დით. შეგ­ვე­ძი­ნა პირ­ვე­ლი შვი­ლი, ჯაბა. მერე ზვი­ა­დი და­ი­ბა­და. წარ­მო­შო­ბით კას­პი­დან ვარ. ზვი­ა­დი წლი­სა და სამი თვის იყო, ავად რომ გახ­და. კას­პის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნეს. ექიმ­მა და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­დას­ხმის სის­ტე­მა გა­მო­ი­ყე­ნა, ზვი­ა­დი მო­ი­წამ­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა. 1984 წლის 9 თე­ბერ­ვალს შეგ­ვე­ძი­ნა ზურა. სუ­რათ­ზე ზურა და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის იქ­ნე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მშრო­მე­ლი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით. თავს ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დით. საყ­ვა­რე­ლი ოჯა­ხი გვქონ­და. ჯაბა და­ქორ­წინ­და. მის­გან ერთი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს - მა­რი­ა­მი, რო­მე­ლიც ათი წლი­საა. ოჯახ­ში უბე­დუ­რე­ბა რომ შეგ­ვემ­თხვა, ზურა რომ და­ი­ღუ­პა, და­ახ­ლო­ე­ბით წლი­სა და რვა თვის იყო მა­რი­ა­მი. მას შემ­დეგ დიდ ტრა­გე­დი­ა­ში ვცხოვ­რობთ. ღამე ხში­რად მეღ­ვი­ძე­ბა და ვხე­დავ, რომ ჩემი მე­უღ­ლე ტი­რის. ენატ­რე­ბა ზურა…

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ჯაბა ვის­თან ერ­თა­დაა?

- ჯაბა და ზურა არი­ან. ჯაბა ზუ­რა­ზე ოთხი წლით უფ­რო­სი იყო. ფო­ტოგ­რაფს ჰქონ­და ნამ­დვი­ლი მო­ტო­ციკ­ლი ფო­ტო­ე­ბის გა­და­სა­ღე­ბად, რო­მელ­ზეც ბევ­რი ბავ­შვი იღებ­და ფო­ტოს.

- შვი­ლებს ანე­ბივ­რებ­დით?

- ზურა თვრა­მე­ტი წლის იყო, უმაღ­ლეს­ში რომ ჩა­ა­ბა­რა და მა­შინ­ვე მან­ქა­ნა ვუ­ყი­დე. ზუ­რას ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მა არას­დროს ჰქო­ნია. მე და ჩემი მე­უღ­ლე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წვა­ლე­ბით მოვ­დი­ვართ და ბევ­რს ვშრო­მობთ. პა­ტა­რა ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი გა­ვა­კე­თეთ და შე­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის გვქონ­და. სულ კრე­დი­ტე­ბით ვმუ­შა­ობ­დი. ორი თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ბან­კის ვა­ლე­ბი­დან, ტრა­გე­დია რომ დაგ­ვე­მარ­თა.

- ზუ­რას ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი რომ ვნა­ხე, თით­ქმის ყველ­გან მკაც­რი სახე აქვს. რო­გო­რი იყო ზურა ბავ­შვო­ბა­ში?

- მა­მის პო­ზი­ცი­ი­დან არას­დროს მიყ­ვარს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ზურა ცხრა-ათი წლის რომ იყო, რო­გორც ჩემს ტოლს, ისე ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და ნე­ბის­მი­ერ სა­კი­თხზე ვმსჯე­ლობ­დით, რო­გორც დი­დე­ბი. ვი­ტყო­დი, რომ ჩვენს გვარ­ში ზურა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო. ჩემს ნა­თე­სა­ვებს არ ეწყი­ნე­ბათ, ამას რომ ვამ­ბობ, მისი მსგავ­სი ბავ­შვი ას წე­ლი­წად­ში ერთხელ იბა­დე­ბა. 1995 წელს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს­თან ფირ­მის გახ­სნა გა­დავ­წყვი­ტე. ერთ სა­ღა­მოს მკი­თხა, რა სა­ბუ­თე­ბით და­დი­ხარ, რა ხდე­ბაო. ვუ­თხა­რი, ფირ­მას ვხსნი და ზუ­რი­კე­ლა უნდა და­ვარ­ქვა-მეთ­ქი. ათი წლის ბავ­შვმა მა­შინ­ვე მი­თხრა, ასე არ მო­იქ­ცე, ჯა­ბას ეწყი­ნე­ბაო. ცოტა ხანს და­ფიქ­რდა და მი­თხრა, "ჯაზუ" და­არ­ქვიო. ჩემს ფირ­მას მარ­თლაც "ჯაზუ" და­ვარ­ქვი. ძა­ლი­ან ალა­ლი ბავ­შვი იყო. უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და. ნე­ბის­მი­ერს შე­ე­კა­მა­თე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის და­სა­ცა­ვად. არა­ვის და­ჩაგ­რავ­და. ძა­ლი­ან კონ­ტაქ­ტუ­რი იყო და დიდი სა­მე­გობ­რო ჰყავ­და. თა­ვის დაც­ვა თვი­თონ­ვე შე­ეძ­ლო, დე­დის კალ­თას ამო­ფა­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა.

- რო­გორ სწავ­ლობ­და?

- სკო­ლა და­ამ­თავ­რა და მა­შინ­ვე უმაღ­ლეს­ში მო­ე­წყო. სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის მაღ­ლივ კორ­პუს­ში სწავ­ლობ­და. თან სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აა­წყო. 22 წლის იყო და სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი ჰქონ­და. სწავ­ლობ­და და თან რეს­ტო­რანს ამუ­შა­ვებ­და. ეს რეს­ტო­რა­ნი, "ჯაზუ" , მერ­ვე წე­ლია და­კე­ტი­ლია, ვა­ჩუ­ქე ქუ­ჩა­ში დახ­ვრე­ტილ ბი­ჭებს, და­ვარ­ქვი ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დარ­ბა­ზი და ვი­საც დას­ჭირ­დე­ბა, ყვე­ლას შე­უძ­ლია მის­ვლა და ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა. დღე­ვან­დე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრთა უმე­ტე­სო­ბა მო­დი­ო­და იმ დარ­ბაზ­ში და შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და.

იხი­ლეთ| ყვე­ლა სი­ახ­ლე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება

ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...

ვაზაგაშვილების კიდევ ერთი, აქამდე უცნობი ტრაგედია...

2006 წლის 2 მაისს კორტებთან მომხდარი ფაქტი დღემდე არ არის ბოლომდე გამოძიებული. ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, საკუთარი შვილის საფლავზე ნაღმის აფეთქებას გუშინ ემსხვერპლა.

Ambebi.ge-ს არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც იური ვაზაგაშვილმა ჟურნალ "რეიტინგს" 2013 წლის სექტემბერში მისცა. აღნიშნულ სტატიაში იური ვაზაგაშვილი მისი ოჯახის ტრაგიკულ წარსულზე საუბრობდა. გთავაზობთ ინტერვიუს (27/09 2013).

''ზურასნაირი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება''

- მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვს წარწერა, რომ 22 წლის ხართ.

- სურათზე ალბათ ბევრი ვერ მიცნობს. ამ დროს ახალი დაოჯახებულები ვიყავით. მეუღლე დაახლოებით 35 წლის წინ გავიცანი. ზაფხულში გურიაში ვიყავი სტუმრად, მაშინ შევხვდი მომავალ მეუღლეს. მეორე კურსის სტუდენტი იყო და ძალიან მომეწონა. მალევე დავოჯახდით. შეგვეძინა პირველი შვილი, ჯაბა. მერე ზვიადი დაიბადა. წარმოშობით კასპიდან ვარ. ზვიადი წლისა და სამი თვის იყო, ავად რომ გახდა. კასპის საავადმყოფოში მიიყვანეს. ექიმმა დაბინძურებული გადასხმის სისტემა გამოიყენა, ზვიადი მოიწამლა და გარდაიცვალა. 1984 წლის 9 თებერვალს შეგვეძინა ზურა. სურათზე ზურა დაახლოებით ერთი წლის იქნება. ჩვეულებრივი მშრომელი ოჯახი ვიყავით. თავს ბედნიერად ვგრძნობდით. საყვარელი ოჯახი გვქონდა. ჯაბა დაქორწინდა. მისგან ერთი შვილიშვილი მყავს - მარიამი, რომელიც ათი წლისაა. ოჯახში უბედურება რომ შეგვემთხვა, ზურა რომ დაიღუპა, დაახლოებით წლისა და რვა თვის იყო მარიამი. მას შემდეგ დიდ ტრაგედიაში ვცხოვრობთ. ღამე ხშირად მეღვიძება და ვხედავ, რომ ჩემი მეუღლე ტირის. ენატრება ზურა…

- მომდევნო ფოტოზე ჯაბა ვისთან ერთადაა?

- ჯაბა და ზურა არიან. ჯაბა ზურაზე ოთხი წლით უფროსი იყო. ფოტოგრაფს ჰქონდა ნამდვილი მოტოციკლი ფოტოების გადასაღებად, რომელზეც ბევრი ბავშვი იღებდა ფოტოს.

- შვილებს ანებივრებდით?

- ზურა თვრამეტი წლის იყო, უმაღლესში რომ ჩააბარა და მაშინვე მანქანა ვუყიდე. ზურას ფინანსური პრობლემა არასდროს ჰქონია. მე და ჩემი მეუღლე მთელი ცხოვრება წვალებით მოვდივართ და ბევრს ვშრომობთ. პატარა ოჯახური ბიზნესი გავაკეთეთ და შემოსავალი ყოველთვის გვქონდა. სულ კრედიტებით ვმუშაობდი. ორი თვის გათავისუფლებული ვიყავი ბანკის ვალებიდან, ტრაგედია რომ დაგვემართა.

- ზურას ბავშვობისდროინდელი ფოტოები რომ ვნახე, თითქმის ყველგან მკაცრი სახე აქვს. როგორი იყო ზურა ბავშვობაში?

- მამის პოზიციიდან არასდროს მიყვარს საუბარი, მაგრამ ზურა ცხრა-ათი წლის რომ იყო, როგორც ჩემს ტოლს, ისე ველაპარაკებოდი და ნებისმიერ საკითხზე ვმსჯელობდით, როგორც დიდები. ვიტყოდი, რომ ჩვენს გვარში ზურა განსაკუთრებული იყო. ჩემს ნათესავებს არ ეწყინებათ, ამას რომ ვამბობ, მისი მსგავსი ბავშვი ას წელიწადში ერთხელ იბადება. 1995 წელს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ფირმის გახსნა გადავწყვიტე. ერთ საღამოს მკითხა, რა საბუთებით დადიხარ, რა ხდებაო. ვუთხარი, ფირმას ვხსნი და ზურიკელა უნდა დავარქვა-მეთქი. ათი წლის ბავშვმა მაშინვე მითხრა, ასე არ მოიქცე, ჯაბას ეწყინებაო. ცოტა ხანს დაფიქრდა და მითხრა, ''ჯაზუ'' დაარქვიო. ჩემს ფირმას მართლაც ''ჯაზუ'' დავარქვი. ძალიან ალალი ბავშვი იყო. უსამართლობას ვერ იტანდა. ნებისმიერს შეეკამათებოდა სამართლიანობის დასაცავად. არავის დაჩაგრავდა. ძალიან კონტაქტური იყო და დიდი სამეგობრო ჰყავდა. თავის დაცვა თვითონვე შეეძლო, დედის კალთას ამოფარებული არასდროს ყოფილა.

- როგორ სწავლობდა?

- სკოლა დაამთავრა და მაშინვე უმაღლესში მოეწყო. საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში სწავლობდა. თან საკუთარი ბიზნესი ააწყო. 22 წლის იყო და საკუთარი რესტორანი ჰქონდა. სწავლობდა და თან რესტორანს ამუშავებდა. ეს რესტორანი, ''ჯაზუ'' , მერვე წელია დაკეტილია, ვაჩუქე ქუჩაში დახვრეტილ ბიჭებს, დავარქვი ზურა ვაზაგაშვილის დარბაზი და ვისაც დასჭირდება, ყველას შეუძლია მისვლა და ნებისმიერი შეხვედრის გამართვა. დღევანდელი უმრავლესობის წევრთა უმეტესობა მოდიოდა იმ დარბაზში და შეხვედრებს მართავდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია