პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"
რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"

მომ­ღე­რალ რატი დურ­გლიშ­ვილს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად სახ­ლში, ე.წ. ვარ­სკვლა­ვე­ბის კორ­პუს­ში ვეწ­ვი­ეთ. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ ჩვენ­თვის დრო მა­ინც გა­მო­ნა­ხა და რო­გორც სჩ­ვე­ვია, "გემ­რი­ე­ლად" გვე­სა­უბ­რა. ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მას შე­ვე­ხეთ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი შო­უ­ბიზ­ნეს­ში შექ­მნი­ლი უმოქ­მე­დო­ბით და­ვი­წყეთ...

- სი­მარ­თლე გი­თხრა, არ ვიცი, შო­უ­ბიზ­ნეს­ში შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხი ვის უნდა მოვ­თხო­ვოთ. მე ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ, ოღონდ უკვე მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით, რად­გან პირ­და­პირ რომ თქვა, ამ­დე­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბი­თაც იღ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არ არ­სე­ბობს მუ­სი­კა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზია, აზრი არ აქვს კლი­პის გა­და­ღე­ბას და მის­თვის ფი­ნან­სე­ბის და­ხარ­ჯვას. პო­ლი­ტი­კურ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კლი­პის დატ­რი­ა­ლე­ბა კი, ჩემი აზ­რით, ცოტა სირ­ცხვი­ლია, ერთი თოქ­შო­უს­თვის მა­ღალ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი კლი­პის გა­და­ღე­ბა არ მი­ღირს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უნდა ვთქვა, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ, ხან­და­ხან მა­ო­ცებს ისიც, რომ ხალ­ხმა ჩვე­ნი ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი იცის, რომ­ლებ­საც კლი­პი არ აქვს, ამი­ტომ მად­ლო­ბას ვწი­რავ ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას.

- კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს­თვის ან ვინ­მე კომ­პე­ტენ­ტუ­რი პი­რის­თვის შო­უ­ბიზ­ნე­სის ამოქ­მე­დე­ბის მიზ­ნით არ მი­გი­მარ­თავთ?

- ჩემს ხა­სი­ათ­ში არ ჯდე­ბა ვინ­მეს­თვის რა­მის თხოვ­ნა. ჩემ ირ­გვლივ ყო­ფი­ლან ადა­მი­ა­ნე­ბი, ერთი, ორი ან სამი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რო­გო­რია ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა, თვი­თონ ხვდე­ბი­ან, რო­დის რა მჭირ­დე­ბა და ყო­ველ­თვის ლა­მა­ზად მი­კე­თე­ბენ, ორი კა­პი­კის­თვის კი ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს ვერ ვთხოვ. თუ თა­ვად გა­მოთ­ქვა­მენ სურ­ვილს, მე ყო­ველ­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდე­ბი მათ ინი­ცი­ა­ტი­ვას. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ნაკ­ლე­ბად შე­ვა­წუ­ხო ადა­მი­ა­ნე­ბი, რად­გან აზრი მა­ინც არ აქვს (იცი­ნის). მახ­სოვს, იურ­მა­ლა­ში წას­ვლის პე­რი­ოდ­ში ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი გვქონ­და, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაგვპირ­და დახ­მა­რე­ბას და როცა შე­ვა­წუ­ხეთ, მივ­ხვდით, რომ აზრი არ ჰქონ­და. ამის შემ­დეგ დღემ­დე ვე­რა­ვინ იტყვის, რომ მე მის­თვის რამე მი­თხო­ვია, ღვთის წყა­ლო­ბით, მე და მაკა ჩვე­ნით ვდგა­ვართ ფეხ­ზე, უბ­რა­ლოდ, გული გვწყდე­ბა მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რია და არ მინ­და, რომ ეს ნიჭი და­ი­კარ­გოს.

- სიმ­ღე­რის გარ­და სხვა არაფ­რის კე­თე­ბა არ გიც­დია?

- მა­მაც ასე იყო და შვი­ლე­ბიც თა­ვის გზა­ზე დაგ­ვა­ყე­ნა. ჩემს მშობ­ლებს ხელი არას­დროს შე­უშ­ლი­ათ ჩემ­თვის, პი­რი­ქით გვერ­დში გვედგნენ მუდ­მი­ვად და ისე გვაყ­ვა­რებ­დნენ შრო­მას, რომ თვი­თონ პრო­ფე­სია არ შეგ­ვა­ძუ­ლეს. ფუნ­ჯი მჭირ­დე­ბო­და, სა­ხა­ტა­ვი თუ სტუ­დია სიმ­ღე­რის ჩა­სა­წე­რად, ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და და ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას მიქ­მნიდ­ნენ იმის­თვის, რომ მეშ­რო­მა, მეს­წავ­ლა და ჩემი საქ­მე მყვა­რე­ბო­და. შე­ვარ­დნა­ძის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც მა­მამ გერ­მა­ნი­ი­დან მოლ­ბერ­ტი ჩა­მო­მი­ტა­ნა, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, უბ­რა­ლოდ, ვერც აგიხ­სნით, რო­გორ გა­მი­ხარ­და. ჩემი სი­ხა­რუ­ლით კი თა­ვა­დაც ხა­რობ­და, მით უმე­ტეს, რომ ამა თუ იმ კონ­კურ­სი­დან ძი­რი­თა­დად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვბრუნ­დე­ბო­დი. ალ­ბათ, მის­თვის ესეც სტი­მუ­ლი იყო, თუმ­ცა ჩე­მით კმა­ყო­ფი­ლი არას­დროს გახ­ლდათ და ეს ერთი მხრივ კარ­გია, რად­გან ამით ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და თვითკრი­ტი­კის უნა­რი.

- რატი, შენი საქ­მი­ა­ნო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია აზარტთან?

- არა, აზარტთან ალ­ბათ უფრო ბიზ­ნე­სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მე სიმ­ღე­რას იმი­ტომ არ ვქმნი, რომ ამით სახ­ლი ვი­ყი­დო ან რა­ი­მე მა­ტე­რი­ა­ლუ­რი შევ­ქმნა.

- ისე, თუ ხარ აზარ­ტუ­ლი?

- კი, ჯო­კერს ვთა­მა­შობ ხოლ­მე მე­გობ­რებ­ში და შე­მიძ­ლია, ამის გამო მოვ­კლა ვინ­მე (იცი­ნის). ეს ხუმ­რო­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ზი­ნო­ში დავ­დი­ო­დი, ოღონდ არა მო­გე­ბის მიზ­ნით, გო­ნებ­რი­ვად სხვა­გან გა­დარ­თვა მჭირ­დე­ბო­და. ბევ­რი არც არას­დროს მო­მი­გია და არც წა­მი­გია, უბ­რა­ლოდ, მომ­წონ­და ის პრო­ცე­სი, როცა სხვა­ზე არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი თა­მა­შის გარ­და. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი აღ­მოვ­ჩნდი იმ გა­გე­ბით, რომ ერთ დღეს გა­დავ­წყვი­ტე, აღარ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, აღარ მე­თა­მა­შა და არც მივ­სულ­ვარ.

- იღ­ბლი­ა­ნი ხარ?

- კი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ერთ დღეს გა­ვიღ­ვი­ძე, მივ­ხვდი, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ვი­ყი­დე გა­და­სა­ფხე­კი ლა­ტა­რია და 2500 ლარი მო­ვი­გე (იღი­მის).

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"

რატი დურგლიშვილი - "არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ"

მომღერალ რატი დურგლიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში, ე.წ. ვარსკვლავების კორპუსში ვეწვიეთ. მართალია, ჩვენი რესპონდენტი სარემონტო სამუშაოებში იყო ჩართული, მაგრამ ჩვენთვის დრო მაინც გამონახა და როგორც სჩვევია, "გემრიელად" გვესაუბრა. ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ, თუმცა ყველაფერი შოუბიზნესში შექმნილი უმოქმედობით დავიწყეთ...

- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, ოღონდ უკვე მცირე რაოდენობით, რადგან პირდაპირ რომ თქვა, ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მუსიკალური ტელევიზია, აზრი არ აქვს კლიპის გადაღებას და მისთვის ფინანსების დახარჯვას. პოლიტიკურ ტელევიზიაში კლიპის დატრიალება კი, ჩემი აზრით, ცოტა სირცხვილია, ერთი თოქშოუსთვის მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღება არ მიღირს. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან კმაყოფილი ვარ, ხანდახან მაოცებს ისიც, რომ ხალხმა ჩვენი ისეთი სიმღერები იცის, რომლებსაც კლიპი არ აქვს, ამიტომ მადლობას ვწირავ ჩვენს მოსახლეობას.

- კულტურის სამინისტროსთვის ან ვინმე კომპეტენტური პირისთვის შოუბიზნესის ამოქმედების მიზნით არ მიგიმართავთ?

- ჩემს ხასიათში არ ჯდება ვინმესთვის რამის თხოვნა. ჩემ ირგვლივ ყოფილან ადამიანები, ერთი, ორი ან სამი, რომლებმაც იციან, როგორია ხელოვანის ცხოვრება, თვითონ ხვდებიან, როდის რა მჭირდება და ყოველთვის ლამაზად მიკეთებენ, ორი კაპიკისთვის კი ვერავის ვერაფერს ვერ ვთხოვ. თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, მე ყოველთვის დიდი სიხარულით შევხვდები მათ ინიციატივას. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად შევაწუხო ადამიანები, რადგან აზრი მაინც არ აქვს (იცინის). მახსოვს, იურმალაში წასვლის პერიოდში ფინანსური კრიზისი გვქონდა, რამდენიმე ადამიანი დაგვპირდა დახმარებას და როცა შევაწუხეთ, მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დღემდე ვერავინ იტყვის, რომ მე მისთვის რამე მითხოვია, ღვთის წყალობით, მე და მაკა ჩვენით ვდგავართ ფეხზე, უბრალოდ, გული გვწყდება მომავალ თაობაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია და არ მინდა, რომ ეს ნიჭი დაიკარგოს.

- სიმღერის გარდა სხვა არაფრის კეთება არ გიცდია?

- მამაც ასე იყო და შვილებიც თავის გზაზე დაგვაყენა. ჩემს მშობლებს ხელი არასდროს შეუშლიათ ჩემთვის, პირიქით გვერდში გვედგნენ მუდმივად და ისე გვაყვარებდნენ შრომას, რომ თვითონ პროფესია არ შეგვაძულეს. ფუნჯი მჭირდებოდა, სახატავი თუ სტუდია სიმღერის ჩასაწერად, ყოველთვის ყველაფერი მქონდა და ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მეშრომა, მესწავლა და ჩემი საქმე მყვარებოდა. შევარდნაძის პერიოდში, როდესაც მამამ გერმანიიდან მოლბერტი ჩამომიტანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უბრალოდ, ვერც აგიხსნით, როგორ გამიხარდა. ჩემი სიხარულით კი თავადაც ხარობდა, მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ კონკურსიდან ძირითადად გამარჯვებული ვბრუნდებოდი. ალბათ, მისთვის ესეც სტიმული იყო, თუმცა ჩემით კმაყოფილი არასდროს გახლდათ და ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ამით ჩამომიყალიბდა თვითკრიტიკის უნარი.

- რატი, შენი საქმიანობა გარკვეულწილად დაკავშირებულია აზარტთან?

- არა, აზარტთან ალბათ უფრო ბიზნესია დაკავშირებული, მე სიმღერას იმიტომ არ ვქმნი, რომ ამით სახლი ვიყიდო ან რაიმე მატერიალური შევქმნა.

- ისე, თუ ხარ აზარტული?

- კი, ჯოკერს ვთამაშობ ხოლმე მეგობრებში და შემიძლია, ამის გამო მოვკლა ვინმე (იცინის). ეს ხუმრობით. სამწუხაროდ, კაზინოში დავდიოდი, ოღონდ არა მოგების მიზნით, გონებრივად სხვაგან გადართვა მჭირდებოდა. ბევრი არც არასდროს მომიგია და არც წამიგია, უბრალოდ, მომწონდა ის პროცესი, როცა სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი თამაშის გარდა. ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი იმ გაგებით, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე, აღარ მივსულიყავი, აღარ მეთამაშა და არც მივსულვარ.

- იღბლიანი ხარ?

- კი, შეიძლება ითქვას. ერთ დღეს გავიღვიძე, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ვიყიდე გადასაფხეკი ლატარია და 2500 ლარი მოვიგე (იღიმის).

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება