მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან
დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან

სო­ფელ დვა­ნის გა­ნა­პი­რა მხა­რეს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სა­კუ­თარ სა­თავ­სო­ებს ცლი­ან. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­გი­ლობ­რივ­მა მცხოვ­რებ­ლებ­მა აც­ნო­ბეს, ე.წ. სა­ზღვარს იქით 2008 წლის ომის დროს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სამი სახ­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­ექ­ცეს და მე­სა­კუთ­რე­ე­ბი მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ცდი­ლო­ბენ, იქე­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ი­ტა­ნონ. ამის­თვის ვადა მათ დღის ბო­ლომ­დე აქვთ.

"ახლა ხე­ი­ვანს ჭრი­ან ეზო­ში, უნდა გა­მო­ზი­დონ ყვე­ლა­ფე­რი, ღო­ბეც უნდა მოხ­სნან. სა­მი­ვე სახ­ლის პატ­რო­ნი ცდი­ლობს, გა­მო­ი­ტა­ნოს ყვე­ლა­ფე­რი. რო­გორც ვი­ცით, დღის ბო­ლომ­დე უნდა მო­ას­წრონ", - აცხა­დე­ბენ დვა­ნე­ლე­ბი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე გრძელ­დე­ბა მავ­თულხლარ­თე­ბის მო­სა­წყო­ბად ბო­ძე­ბის მონ­ტა­ჟიც.

ამას­თან, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ში­შო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ე.წ. სა­ზღვარს მე­ო­რე მხა­რეს სოფ­ლის ეკ­ლე­სია და სკო­ლაც მოხ­ვდეს.

სოფ­ლის გა­ნა­პი­რა მხა­რეს სახ­ლე­ბის დაც­ლა დვა­ნე­ლებს ოსებ­მა 23 სექ­ტემ­ბერს მოს­თხო­ვეს და ამის­თვის ორი დღის ვადა მის­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა

დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან

დვანში ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან

სოფელ დვანის განაპირა მხარეს ადგილობრივები საკუთარ სათავსოებს ცლიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს, ე.წ. საზღვარს იქით 2008 წლის ომის დროს დაზიანებული სამი სახლი შეიძლება მოექცეს და მესაკუთრეები მეზობლებთან ერთად ცდილობენ, იქედან ყველაფერი გამოიტანონ. ამისთვის ვადა მათ დღის ბოლომდე აქვთ.

"ახლა ხეივანს ჭრიან ეზოში, უნდა გამოზიდონ ყველაფერი, ღობეც უნდა მოხსნან. სამივე სახლის პატრონი ცდილობს, გამოიტანოს ყველაფერი. როგორც ვიცით, დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ", - აცხადებენ დვანელები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ასევე გრძელდება მავთულხლართების მოსაწყობად ბოძების მონტაჟიც.

ამასთან, ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, ე.წ. საზღვარს მეორე მხარეს სოფლის ეკლესია და სკოლაც მოხვდეს.

სოფლის განაპირა მხარეს სახლების დაცლა დვანელებს ოსებმა 23 სექტემბერს მოსთხოვეს და ამისთვის ორი დღის ვადა მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?